/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

რატომ იგვიანებს მენსტრუაცია

რატომ იგვიანებს მენსტრუაცია
მენსტრუაცია (იგივე თვიური) სქესობრივად მომწიფებული ქალის საშვილოსნოდან განვითარებული ფიზიოლოგიური სისხლდენაა.

მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) ფუნქციური შრე ჩამოიფცქვნება. ეს ფიზიოლოგიური პროცესი იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და 40-55 წლის ასაკში წყდება, რის შემდეგაც დგება მენოპაუზა. მენსტრუაცია, ჩვეულებრივ, 3-5 დღეს გრძელდება.

პირველ მენსტრუაციას მენარქე ეწოდება. ეს უკანასკნელი ზოგჯერ იგვიანებს, რა არის ამის მიზეზი? რა ფაქტორები განაპირობებს მენარქეს გადავადებას? როდის უნდა მივმართოთ ექიმ გინეკოლოგს საკონსულტაციოდ? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ მეან-გინეკოლოგს, ხათუნა შაიშმელაშვილს:

– ქალბატონო ხათუნა, რომელი ასაკი მიიჩნევა მენარქეს ფიზიოლოგიურ ვადად, ანუ როდის უნდა დაეწყოს გოგონას პირველი მენსტრუაცია?

– გოგონების უმეტესობას მენარქე ეწყება 11-13 წლის ასაკში. შემთხვევათა 5-12%-ში ეს ხდება 11 წლის ასაკზე ადრე, რაც, აგრეთვე, შეიძლება ჩაითვალოს ნორმად. დაგვიანებულ მენარქეზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც გოგონას უკვე შეუსრულდა 15-16 წელი და პირველი მენსტრუაცია ჯერ კიდევ არ მოსვლია. მენარქეს დადგომას ხშირად წინ უსწრებს ე.წ. ფიზიოლოგიური ლეიკორეა – თხელი, თეთრი, უსუნო გამონადენი საშოდან, რაც ხშირად მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება ხოლმე. ეს ფიზიოლოგიური პროცესია და აიხსნება ესტროგენების მასტიმულირებელი გავლენით საშოს ლორწოვანზე.

– რატომ იგვიანებს ზოგჯერ მენარქე? რა განაპირობებს პირველი თვიურის გადავადებას?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა. ვარ 45წლის, არ ვარ ქალიშვილი,მაგრამ არც სექსი მაქვს. მქონდა დენები სამჯერ სხვადასხვა ინტერვალებით. ორჯერ მედიკამენთით ვიმკურნალე და მესამედ რომ დენა დამეწყო ჩამიტარდა საშვილოსნოს ღრუს დიაგნოსტიკური გამოფხეკვა და ჰისტომორფოლოგიური კვლევა. დასკვნა იყო ენდომეტრიული პოლიპის ფრაგმენტები. ეხლა აღარ მაქვს დენები, მაგრამ როცა ნოშპას დავლევ მაშინ მაქვს ხოლმე პატარაზე ყავისფერი გამონადენი, მაგრამ არა ყოველდღიურად, იშვიათად. არ მინდა პაპ ტესტის გაკეთება და მაინც აუცილებელია რომ პაპ ტესტი გავიკეთო?რადგან არ მაქვს სექსი. საშიში ხომ არ არის იშვიათად რომ მაქვს ყავისფერი გამონადენი? ისიც ნოშპის დალევის დროს. თქვენი რჩევა მინდა. დიდი ბოდიშით ვრცელი ტექსტისთვის. წინასწარ დიდი მადლობა.</p>

– მენსტრუალური ფუნქციის ნორმალურად ჩამოყალიბებასა და მიმდინარეობაში მონაწილეობს ორგანიზმის მრავალი რგოლი: ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, საკვერცხე და შემსრულებელი ორგანოები – საშვილოსნო, საშო. ამ რგოლებიდან თუნდაც ერთ-ერთის „ამოვარდნამ“ შეიძლება დაარღვიოს ეს ნატიფი ფიზიოლოგიური პროცესი. ამდენად, პირველი თვიურის გადავადების მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი, გენეტიკური და ანატომიური დარღვევებით დაწყებული, ენდოკრინული და ნერვული სიტემის არასრულფასოვანი მუშაობით დამთავრებული.

– როდის, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმ-გინეკოლოგს კონსულტაციისთვის?

– ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი უნდა დაიგეგმოს, თუ გოგონას 16 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ ჰქონია მენარქე, თუმცა, ნორმალურად ჩამოუყალიბდა მეორეული სასქესო ნიშნები (სარძევე ჯირკვლების განვითარება, თმიანობა ბოქვენსა და იღლიის ფოსოებში), და უფრო ადრეც, თუ 13 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ დაწყებულა მეორეულ სასქესო ნიშნების მცირედი ჩამოყალიბება მაინც.

მშობლის ყურადღებას მოითხოვს ისეთი ნიშნებიც, როგორებიცაა გოგონას სიმსუქნე ან, პირიქით, წონის დეფიციტი, აკნე, თმიანობა, სტრიები და პიგმენტაცია კანზე.

– რომელი გამოკვლევებია აუცილებელი ასეთ დროს?

– პირველ რიგში, აუცილებელია: სრულფასოვანი გამოკითხვა, ოჯახური ანამნეზის დეტალური შესწავლა, შესაძლო ქრომოსომული პათოლოგიის გამოსარიცხად, უნდა შეფასდეს ოჯახის წევრი ქალების სიმაღლე, გაირკვეს მიმდინარეობდა თუ არა ბავშვთა ასაკი ნორმალურად, სახეზე არის თუ არა ჰიპერანდროგენიზაციის სიმპტომები – აკნე, ჰირსუტიზმი, ვირილიზაცია, გოგონა ხომ არ ღებულობს რაიმე მედიკამენტს, ჰქონდა თუ არა სტრესი, გადატანილი აქვს თუ არა მძიმე დაავადებები.

სრულფასოვანი ობიექტური დათვალიერების შემდეგ გვეხმარება გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდი: ექოსკოპია (მცირე მენჯის ორგანოების, ფარისებრი ჯირკვლის), თავის ტვინის რენტგენოგრაფია, თურქული კეხის აღწერით, ჰორმონული კვლევები (FSH, TSH, პროლაქტინი, ესტრადიოლი, LH, DHEA-S და სხვა).

– არაბალანსირებული კვების, გამუდმებული დიეტების, გადაღლილობისა თუ ხშირი სტრესების ფონზე, ზოგჯერ მოზრდილებსაც ერღვევათ მენსტრუალური ციკლი და გარკვეული დროით გადაცდენა აღენიშნებათ. რა იწვევს ასეთ გადაცდენას და როდის არის ის საყურადღებო?

– სქესობრივი მომწიფება ზრდა-განვითარების ის პერიოდია, როცა მრავალი პათოლოგია იჩენს თავს და უკვე არსებული ღრმავდება. ბოლო ათწლეულებში სქესობრივი მომწიფების ნორმალურ მიმდინარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს ზოგადად ცხოვრების ტემპის აჩქარება, მოზარდის არასაკმარისი ძილი, ღამისთევა, გაკვეთილების მოსამზადებლად დროის არასწორი შერჩევა, ღამით მეცადინეობა, სტრესი, ჯანმრთელობისათვის მავნე დანამატებით გაჯერებული საკვები პროდუქტები, კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელების მოხმარება. ეს ყველაფერი იწვევს მთელ რიგ დარღვევებს მენსტრუალური ციკლის ნორმალური ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

იგივე შეიძლება ითქვას მოზრდილების შემთხვევაშიც. არახელსაყრელმა ფაქტორებმა შეიძლება დაარღვიოს უკვე ნორმალურად ჩამოყალიბებული მენსტრუალური ციკლი, გამოიწვიოს არა მარტო მენსტრუაციის გარკვეული დროით გადაცდენა, აგრეთვე დისფუნქციური სისხლდენები, რაც ექიმ-გინეკოლოგის მეთვალყურეობასა და მკურნალობას მოითხოვს.

– რა არის არარეგულარული მენსტრუაციის ყველაზე ხშირი მიზეზი?

– როგორც ზემოთ აღინიშნა, არარეგულარული მენსტრუაციის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის, ნერვული სისტემისა და ჰორმონული დარღვევები, ანატომიური წარმონაქმნები, როგორებ8იცაა საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, ენდომეტრიუმის პოლიპები, უნდა ვახსენოთ ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და კიდევ სხვა მრავალი, რომელთა დიაგნოსტირება დღეისათვის სირთულეს არ წარმოადგენს.

– რა არის მთავარი მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად? რა რეკომენდაციებს მისცემთ ამ კუთხით გოგონებსა თუ ქალებს?

– აუცილებელია, მოზარდებმაც და ზრდასრულებმაც გაითვალისწინონ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, დაიცვან სწორი ძილისა და კვების რეჟიმი, დაკავდნენ ზომიერი სპორტული აქტივობებით, მოერიდონ სტრესულ სიტუაციებს, რაც აგვარიდებს ჰორმონულ დისბალანსსა და ფიზიოლოგიურ პროცესთა დარღვევას.

კომენტარები (3)
Mananadiasamidze
მენსტრუაციის გადაცილება ანუ სხვადასხვა დრლს რომაქვს 18 წლის პსაკში ქალიშვილს საშიშია
თარიღი : 20-12-2021
marina
gamarjoba, menstruaciuli cikli damergva daaxloebit 1wlis win shemdeg dro da dro ramdenime tvis gamotivenit momdioda ,shemdeg kidev da axla didi xania agar momdis, tu shegidzliat damexmaret risi brqli sheidzlebq ikos . 1wlis win ginekologtan vikavi da marto muceli shemimowma da sakvercxebi normashia qrqferi chirso , axlq agar momdis rogor moviqce , eqimtqn misvlas ver vaxerxeb .. madloba
თარიღი : 02-07-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რატომ იგვიანებს მენსტრუაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები