/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური  დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

  • ერთ კომპანიაში განყოფილების უფროსი ვარ. ჩემი ხელქვეითი ქალი ხშირად აცდენს სამსახურს, თავს კი იმით იმართლებს, რომ ოჯახური გარემოებები აიძულებს. არ ვიცი, ასეთი რა ”გარემოებები” აქვს, მაგრამ ფაქტია, ძალზე არადამაჯერებლად ხსნის ოფისში არყოფნის მიზეზს. არადა ჩინებული პროფესიონალი, ფირმისთვის მართლაც ძალზე საჭირო თანამშრომელია. იქნებ სწორედ ამიტომ ჰგონია, რომ უფლება აქვს, მუშაობის თავისუფალი გრაფიკი ჰქონდეს? გამოვკითხო თუ არა ოჯახური მდგომარეობის შესახებ? როგორ მოვახდინო მასზე გავლენა? ანა, 38 წლის

როგორც უფროსს, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ”ადმინისტრაციული რესურსი” და მოსთხოვოთ მას მეტი პასუხისმგებლობა სამუშაოს მიმართ. შესთავაზეთ, პირადი პრობლემების მოსაგვარებლად უფასო შვებულება გამოიყენოს. ეს მას აიძულებს, სამსახური ნაკლებად გააცდინოს. თუ მას ოჯახური პრობლემების შესახებ დაუწყებთ საუბარს, თქვენი ურთიერთობა პროფესიონალურიდან პირადში გადავა, ეს კი საქმეს არ წაადგება. თუ დარწმუნდებით, რომ ის მართლაც რთულ სიტუაციაშია, ურჩიეთ, იმუშაოს შემცირებული გრაფიკით და, შესაბამისად, შეკვეცილი ანაზღაურებით. თუ მას თავისუფალი დრო ნამდვილად სჭირდება, დაგთანხმდებათ.

  • მე ძალზე ემოციური ადამიანი ვარ, შეყვარებულთან კამათის დროს სწრაფად ვღიზიანები და ყვირილზე გადავდივარ. ჩვენს ოჯახში ხმამაღლა საუბარი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა, ჩემს შეყვარებულს კი ეს არ ესმის და სწყინს. ვცდილობ, ვძლიო ამ ჩვევას, მაგრამ არ გამომდის. როგორ მოვახერხო? სალომე, 24 წლის

აუხსენით თქვენს შეყვარებულს, რომ ყვირილი თქვენთვის უარყოფითი ემოციის გამოხატვის ჩვეული ფორმაა, მერე კი ერთად მოიფიქრეთ, როგორ გამოხატოთ უკმაყოფილება ისე, რომ შეყვარებულს არ აწყენინოთ. მაგალითად, ბრაზი სხვა ოთახში ამოაფრქვიეთ, ანდა რაიმე სიგნალი მოიგონეთ - როცა წონასწორობას დაკარგავთ, შეყვარებული განიშნებთ. ამ დროს ჩაისუნთქეთ და სცადეთ დამშვიდდეთ.

  • ჩემი უმცროსი და ძალზე მგრძნობიარეა და მისი მეგობრები ამით ბოროტად სარგებლობენ. მაგალითად, ერთი კვირაობით ცხოვრობს მასთან, მის ხარჯზე, მეორე რეგულარულად სთხოვს ტანსაცმელს და სამკაულს და დიდხანს აღარ უბრუნებს. მე ეს მაცოფებს, მაგრამ ჩემი და უფლებას არ მაძლევს, მის და მისი მეგობრების ურთიერთობაში ჩავერიო. ნათია, 31 წლის

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დის მიმართ თქვენი მზრუნველობა სავსებით ბუნებრივია, მაგრამ თქვენი და ზრდასრული ადამიანია და თვითონ წყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერობა. თუნდაც მისი არჩევანი მცდარად მიგაჩნდეთ, უნდა შეეგუოთ. თანაც შიგნიდან ეს სიტუაცია შესაძლოა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს. მთავარია, თქვენი და როგორ აღიქვამს თავისი მეგობრების ასეთ საქციელს. თუ ეს მას არ აღიზიანებს, ეცადეთ, არც თქვენ მიიტანოთ გულთან. მაგრამ თუნდაც თქვენს დას გულს სტკენდეს მეგობრების ასეთი დამოკიდებულება, მათთან ურთიერთობის გაწყვეტას ნუ აიძულებთ. უბრალოდ თანაუგრძნეთ. თუ თქვენი და იგრძნობს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს, უფრო მეტად გაუადვილდება კარდინალური ზომების მიღება თავისი ცხოვრების, გარშემო მყოფთა მისდამი დამოკიდებულების შესაცვლელად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

  • ერთ კომპანიაში განყოფილების უფროსი ვარ. ჩემი ხელქვეითი ქალი ხშირად აცდენს სამსახურს, თავს კი იმით იმართლებს, რომ ოჯახური გარემოებები აიძულებს. არ ვიცი, ასეთი რა ”გარემოებები” აქვს, მაგრამ ფაქტია, ძალზე არადამაჯერებლად ხსნის ოფისში არყოფნის მიზეზს. არადა ჩინებული პროფესიონალი, ფირმისთვის მართლაც ძალზე საჭირო თანამშრომელია. იქნებ სწორედ ამიტომ ჰგონია, რომ უფლება აქვს, მუშაობის თავისუფალი გრაფიკი ჰქონდეს? გამოვკითხო თუ არა ოჯახური მდგომარეობის შესახებ? როგორ მოვახდინო მასზე გავლენა? ანა, 38 წლის

როგორც უფროსს, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ”ადმინისტრაციული რესურსი” და მოსთხოვოთ მას მეტი პასუხისმგებლობა სამუშაოს მიმართ. შესთავაზეთ, პირადი პრობლემების მოსაგვარებლად უფასო შვებულება გამოიყენოს. ეს მას აიძულებს, სამსახური ნაკლებად გააცდინოს. თუ მას ოჯახური პრობლემების შესახებ დაუწყებთ საუბარს, თქვენი ურთიერთობა პროფესიონალურიდან პირადში გადავა, ეს კი საქმეს არ წაადგება. თუ დარწმუნდებით, რომ ის მართლაც რთულ სიტუაციაშია, ურჩიეთ, იმუშაოს შემცირებული გრაფიკით და, შესაბამისად, შეკვეცილი ანაზღაურებით. თუ მას თავისუფალი დრო ნამდვილად სჭირდება, დაგთანხმდებათ.

  • მე ძალზე ემოციური ადამიანი ვარ, შეყვარებულთან კამათის დროს სწრაფად ვღიზიანები და ყვირილზე გადავდივარ. ჩვენს ოჯახში ხმამაღლა საუბარი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა, ჩემს შეყვარებულს კი ეს არ ესმის და სწყინს. ვცდილობ, ვძლიო ამ ჩვევას, მაგრამ არ გამომდის. როგორ მოვახერხო? სალომე, 24 წლის

აუხსენით თქვენს შეყვარებულს, რომ ყვირილი თქვენთვის უარყოფითი ემოციის გამოხატვის ჩვეული ფორმაა, მერე კი ერთად მოიფიქრეთ, როგორ გამოხატოთ უკმაყოფილება ისე, რომ შეყვარებულს არ აწყენინოთ. მაგალითად, ბრაზი სხვა ოთახში ამოაფრქვიეთ, ანდა რაიმე სიგნალი მოიგონეთ - როცა წონასწორობას დაკარგავთ, შეყვარებული განიშნებთ. ამ დროს ჩაისუნთქეთ და სცადეთ დამშვიდდეთ.

  • ჩემი უმცროსი და ძალზე მგრძნობიარეა და მისი მეგობრები ამით ბოროტად სარგებლობენ. მაგალითად, ერთი კვირაობით ცხოვრობს მასთან, მის ხარჯზე, მეორე რეგულარულად სთხოვს ტანსაცმელს და სამკაულს და დიდხანს აღარ უბრუნებს. მე ეს მაცოფებს, მაგრამ ჩემი და უფლებას არ მაძლევს, მის და მისი მეგობრების ურთიერთობაში ჩავერიო. ნათია, 31 წლის

დის მიმართ თქვენი მზრუნველობა სავსებით ბუნებრივია, მაგრამ თქვენი და ზრდასრული ადამიანია და თვითონ წყვეტს, ვისთან ჰქონდეს ურთიერობა. თუნდაც მისი არჩევანი მცდარად მიგაჩნდეთ, უნდა შეეგუოთ. თანაც შიგნიდან ეს სიტუაცია შესაძლოა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს. მთავარია, თქვენი და როგორ აღიქვამს თავისი მეგობრების ასეთ საქციელს. თუ ეს მას არ აღიზიანებს, ეცადეთ, არც თქვენ მიიტანოთ გულთან. მაგრამ თუნდაც თქვენს დას გულს სტკენდეს მეგობრების ასეთი დამოკიდებულება, მათთან ურთიერთობის გაწყვეტას ნუ აიძულებთ. უბრალოდ თანაუგრძნეთ. თუ თქვენი და იგრძნობს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს, უფრო მეტად გაუადვილდება კარდინალური ზომების მიღება თავისი ცხოვრების, გარშემო მყოფთა მისდამი დამოკიდებულების შესაცვლელად.


  • ჩემი მეგობრის ქმარი ჩემდამი დიდ ყურადღებას იჩენს. ტელეფონით დიდხანს მესაუბრება, მიუხედავად იმისა, რომ მე დაჟინებით ვთხოვ, ცოლს დაუძახოს. როცა ერთმანეთს ვხვდებით, ცდილობს შემეხოს, დიდხანს აჩერებს ჩემზე მზერას... მე ეს უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჩემს მეგობარს რომ რამე ვუთხრა, ეს საბოლოოდ გააფუჭებს ჩვენს ურთიერთობას. მარი, 29 წლის

ნამდვილად არასასიამოვნო სიტუაციაა, თუმცა მართალი ბრძანდებით, მეგობრისთვის რამის თქმა არ ღირს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ მინიმუმამდე შეამციროთ მის ქმართან შეხვედრის შესაძლებლობა. დაურეკეთ მეგობარს მაშინ, როცა მისი ქმარი სამსახურშია. შეხვდით თქვენსავე სახლში ან სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე; ყურადღება არ მიაქციოთ მისი ქმრის მზერას - გულგრილობა ხშირად უფრო უკეთ აფხიზლებს მამაკაცებს, ვიდრე მრისხანე უარყოფა; თუ მისი ”შემთხვევითი” შეხება გახშირდა, ეცადეთ, მისგან შორს დაიჭიროთ თავი და, რაც მთავარია, არასოდეს დარჩეთ მასთან მარტო. ეს საუკეთესო თავდაცვაა.

  • ჩემმა ახალმა ნაცნობმა სიყვარული ამიხსნა. სულ ერთი თვეა, რაც ერთმანეთს ვხვდებით, ის კი უკვე თავის გრძნობებზე მესაუბრება... ერთი მხრივ, ეს სასიამოვნო მოსასმენია, მეორე მხრივ კი არ მჯერა, რომ ვუყვარვარ. ჩვენ ჯერ კარგად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს... არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მგონი, ელის, რომ იმავეთი ვუპასუხებ, მაგრამ ჩემთვის სიყვარული გაცილებით სერიოზული რამ არის. ელენე, 18 წლის

თავს მოვალედ ნუ მიიჩნევთ, ახალგაზრდა კაცს ახლავე გასცეთ პასუხი. მას თავისი გრძნობის გამოხატვის სურვილი გაუჩნდა? - მისი ნებაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ქცევის ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოთ. თუნდაც მართლა უყვარდეთ, ესეც კი არ არის საიმისო საფუძველი, რომ იმავე გრძნობით უპასუხოთ. პასუხი გაეცით, როცა ნამდვილად იგრძნობთ, რომ ამის დრო დადგა. ენდეთ მხოლოდ საკუთარ გრძნობას. მისი გრძნობის სინამდვილეს კი, სამწუხაროდ, ვერავინ შეამოწმებს. აქ ვერც სიცრუის დეტექტორი დაგეხმარებათ და ვერც ფსიქოანალიზი. ასეთი აღიარება ხდება ხოლმე ემოციური აღმაფრენის ფონზე. რა მოუვა გრძნობას რამდენიმე დღის, რამდენიმე თვისა თუ წლის შემდეგ, ძნელი სათქმელია. უბრალოდ, გაიხარეთ იმით, რომ თქვენი თაყვანისმცემელი დღეს ბედნიერია თქვენ გვერდით ყოფნით და ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად მიაჩნიხართ. ამაზე მსჯელობას ნუ დაიწყებთ. უბრალოდ, უთხარით, რომ მისგან ამ სიტყვების მოსმენა გსიამოვნებთ.

  • დავცილდი შეყვარებულს, რადგან სხვა შემიყვარდა. ჩვენ ოთხი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი მტკიცედ გადავწყვიტე მასთან დაშორება. ბოლო დროს ის მეტისმეტად ცივად მეპყრობოდა, მე კი ამ დროს ჩემს ძველ შეყვარებულთან დავიწყე მიმოწერა. სამი თვის მანძილზე მხოლოდ ოთხჯერ შევხდით ერთმანეთს, მაგრამ ყოველი შეხვედრა იმდენად თბილი და დაუვიწყარი იყო! მე თვითონ შევთავაზე სერიოზული ურთიერთობის დაწყება, ვუთხარი, რომ შეყვარებულს დავშორდი, მან კი მიპასუხა, ჩემი გული სხვა ქალს ეკუთვნის, ჩვენ კი მხოლოდ მეგობრები ვართო. არ ვიცი, როგორ მოვიქცე... ქეთი, 25 წლის

უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროთ ერთი რამ: თქვენი გრძნობა არ გაძლევთ უფლებას, სხვა წყვილის ურთიერთობა დაანგრიოთ. ყოველგვარ ტკივილს აქვს ორი ფაზა: მწვავე და ქრონიკული. პირველი ეტაპი რომ გადალახოთ, სცადეთ, გადაერთეთ სხვა პრობლემებზე, არ დაიტოვოთ არც ერთი თავისუფალი წუთი: იმუშავეთ, გაერთეთ, უფრო მეტი ურთიერთობა გქონდეთ სხვებთან. ტკივილი თანდათან დაკარგავს სიმძაფრეს. ქრონიკული ფაზიდან თავის დაღწევაში კი თვითანალიზი და ახალი პარტნიორის ძიება დაგეხმარებათ. გაიხსენეთ, როგორ ვითარდებოდა თქვენი ურთიერთობა პირველ შემთხვევაში, რა არ გამოდიოდა, რატომ დაშორდით ერთმანეთს. ეს გამოგაფხიზლებთ, დაგეხმარებათ, ობიექტურად შეხედოთ პირველი შეყვარებულის ნაკლოვანებებს და მიხვდეთ, რომ ის არ ყოფილა თქვენი ოცნების მამაკაცი.