/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

სტილისტმა დაასახელა  თმის ფერი, რომელიც მდიდრულ შესახედაობას მოგვანიჭებს

სტილისტმა დაასახელა  თმის ფერი, რომელიც მდიდრულ შესახედაობას მოგვანიჭებს
ლონდონელმა სტილისტმა ჯემა სმიდმორმა დაასახელა თმის ფერი, რომელიც ეხმარება  მის მფლობელს მდიდრულად გამოიყურებოდეს.

ეს ქაშმირის ქერაა.

„ამ ბოლო დროს კლიენტები მთხოვდნენ, რომ ფოკუსირება მოვახდინო უფრო რბილ ღია ფერებზე“, - თქვა სმიდმორმა.

ეს ფერი თბილი და ცივი ტონების ნაზავია, რათა თმას მოცულობა და ბზინვარება შემატოს. გარდა ამისა, მსგავსი ფერი სურათს ვიზუალურად მდიდრულად აჩენს. "რომელ ქერას არ უნდა რომ მისი ფერი მდიდრულად გამოიყურებოდეს?" - განაცხადა ექსპერტმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დასასრულს, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქაშმირის ქერაში შეღებვა არ აზიანებს თმას, ვინაიდან არ არის საჭირო საღებავებში დიდი რაოდენობით დამჟანგავის დამატება. ამავდროულად სმიდმორმა გააფრთხილა მკითხველები, რომ აღნიშნულ ფერს მოვლა სჭირდება. ასე რომ, მან ურჩია რეგულარულად თმის მკვებავი ნიღბების გამოყენება.

თმის შეღებვამ ვიზუალურად შეიძლება დააბეროს ქალებს. სტილისტი მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალიან ღია ფერებში შეღებვისგან. „თუ თმა ბუნებრივად მუქია, მაშინ ზედმეტმა ხაზგასმამ ან სრულად ღია ფერში შეღებვამ შეიძლება დაგვაბეროს, რადგანაც კანისა და თმის ტონები შეუსაბამო კონტრასტს შექმნის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყვირილი საშიშია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამასთანავე, მამაკაცებს, რომლებიც აგრესიული ქცევით გამოირჩევიან, მაღალი აქვთ ინფარქტის, კუჭის წყლულისა და ნაადრევი სიკვდილის განვითარების ალბათობა. ამის მიზეზი გახლავთ ჰორმონი ადრენალინი, რომელიც გაბრაზების დროს დიდი რაოდენობით გამოიტყორცნება სისხლში და დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე.

გრიპოზული სტატისტიკა

European Heart Journal-ის ცნობით, ინგლისელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ვითარდება ინფარქტი და ინსულტი ზამთრობით უფრო ხშირად. მათი მონაცემებით, გრიპი და სასუნთქი გზების სხვა ინფექციური დაავადებები მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების რისკს.

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ორ მილიონ პაციენტზე შეიცავდა ინფორმაციას (IMS Disease Analyzer Mediplus database). მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გრიპით, ბრონქიტითა და პნევმონიით დაავადების პირველ კვირას ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი ორმაგდება. დროთა განმავლობაში ეს მონაცემი იკლებს და ერთი თვის განმავლობაში საწყის მაჩვენებელს უბრუნდება. უნდა ითქვას, რომ გრიპით ინფიცირებული პაციენტებისთვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებათა აბსოლუტური მაჩვენებელი არ არის დიდი და დაახლოებით 2%-ს შეადგენს, მაგრამ მთლიანობაში, რაოდენობრივად, ეს რიცხვი საკმაოდ დიდი გამოდის.

ინფექციებსა და ინფარქტ-ინსულტს შორის კავშირის საფუძველი ჯერ კიდევ უცნობია. მკვლევართა აზრით, სასუნთქი გზების ინფექცია შესაძლოა მოქმედებდეს სისხლის შემადედებელ ფაქტორებზე და ზრდიდეს თრომბის განვითარების რისკს. გამოკვლევის ხელმძღვანელი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულებს გრიპის საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ზრდის თუ არა შაკიკი ინსულტის რისკს?

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შაკიკი ორჯერ ზრდის იშემიური ინსულტის რისკს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარდა 21 გამოკვლევის მეტაანალიზი, რომელშიც 622 381 პაციენტი მონაწილეობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოკვლევაა, რომელიც კი შაკიკისა და ინსულტის საკითხებს ეძღვნება. მონაწილეთა ასაკი 18-დან 70 წლამდე იყო, მათი უმეტესობა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მცხოვრები გახლდათ. ინსულტი არც ერთს არ ჰქონდა გადატანილი.

ანალიზებმა ცხადყო, რომ შაკიკით დაავადებულებს იშემიური ინსულტის განვითარების რისკი სხვებთან შედარებით 2-3-ჯერ მეტი ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, სადაც შაკიკის შეტევებს წინ უძღოდა მხედველობითი აურა ნათებების და ლაქების გამოვლინებით ან პერიფერიული მხედველობის გადაძაბვით, ინსულტის რისკი კიდევ უფრო მაღალი აღმოჩნდა: მამაკაცებში - 2,5-ჯერ, ხოლო ქალებში - 2,9-ჯერ.

მეცნიერთა აზრით, სხვადასხვა ასაკში განსხვავებული მაჩვენებლები იმით შეიძლება აიხსნას, რომ შაკიკით დაავადებული ქალები ხშირად იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს ან იტარებენ ჩანაცვლებით ჰორმონთერაპიას, რომელიც, როგორც ცნობილია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორია. ასე რომ, მეცნიერები ექიმებს ურჩევენ, იმ ავადმყოფებში, რომელთაც შაკიკი აქვთ, ინსულტის პროფილაქტიკას უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

ცხიმიანი საკვები ინსულტის წინააღმდეგ

ექიმები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ცხიმიანი საკვები მავნეა. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი როდია... ამერიკელმა სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს იმ გამოკვლევათა შედეგები, რომლებიც უკვე დამკვიდრებულ შეხედულებებს უპირისპირდება. მათი მონაცემებით, საკვები, რომელიც მდიდარია ცხიმით... ამცირებს ინსულტების განვითარების რისკს. კერძოდ, თუ რაციონში ცხიმების შემცველობას 3%-ით გავზრდით, რისკი 15%-ით დაიწევს. ამრიგად, გამოდის, რომ საკვები, რომელიც მდიდარია ცხიმით, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს და ამავე დროს ამცირებს ინსულტის განვითარების ალბათობას.

გამოკვლევის შედეგები, რასაკვირველია, დასაბუთებას საჭიროებს, მაგრამ მეცნიერები უკვე ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ცხიმების შემცირებამ, რაც დასავლეთის ქვეყნებშია რეკომენდებული, შესაძლოა იშემიური ინსულტების რიცხვის ზრდა გამოიწვიოს.

თავისა და კისრის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ფოლაქით დაცობის შედეგად ვითარდება თავის ტვინის იშემიური შეტევა. ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირება იწვევს სერიოზულ დაზიანებებს, რაც ხშირად დამბლით სრულდება. შემთხვევათა მესამედს ლეტალური შედეგი მოსდევს. იმის გამო, რომ სისხლძარღვის ათეროსკლეროზული ფოლაქით დაცობა მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, მიიჩნეოდა, რომ ყველაფერი, რაც ამცირებს გულის შეტევების რიცხვს, ანალოგიურად მოქმედებს იშემიურ ინსულტებზეც. უკანასკნელმა გამოკვლევებმა კი (მასში მონაწილეობდნენ 45-65 წლის მამაკაცები, რომლებსაც მედიკოსები 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ) ეს შეხედულება გააბათილა.

რისკის შემცირება უკავშირდება როგორც ცხიმების მოხმარებას, ისე საკვებში ნაჯერი ცხიმების (გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ყველაზე მავნე ცხიმების) შემცველობას. უჯერი ცხიმების, მაგალითად, ზეითუნის ზეთის მოხმარება ასევე ამცირებს იშემიური შეტევის შანსს. მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მასაც კი, ვისაც იმ პერიოდში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება ჰქონდა, ინსულტის საშიშროება არ დამუქრებია. ხოლო ცხიმები, რომლებსაც შეიცავს თევზეული და მცენარეული ზეთი, რისკს არ ამცირებს.

შვედი დიეტოლოგების აზრით, ცხიმოვანი საკვები არა მარტო უფრო გემრიელია, არამედ დადებითადაც მოქმედებს გონებრივ მუშაობაზე და საერთო ტონუსზე. მეცნიერებმა ეს დასკვნა გამოიტანეს იმ ექსპერიმენტის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდა 27-დან 45 წლამდე ასაკის ათასზე მეტი ადამიანი. ყველა მათგანი ეწეოდა სიგარეტს, ზომიერად მისდევდა სპორტს. ექსპერიმენტის დროს გამოიკვეთა, რომ ნორმალური აღნაგობის ადამიანები უფრო მეტ ენერგიას იღებდნენ მაშინ, როდესაც მიირთმევდნენ ცხიმიან საკვებს და პირიქით, დატვირთული ნახშირწყლოვანი რაციონის ფონზე ენერგიის დანახარჯი ნაკლები იყო. საინტერესოა, რომ მსუქან ადამიანებში ეს სხვაობა არ იქნა შენიშნული.

დასკვნა ასეთია: ცხიმოვანი საკვები ზრდის გონებრივ აქტივობას, ხოლო ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებაო, - აღნიშნავენ შვედი დიეტოლოგები.