ფსიქოლოგიური დახმარება

მძულს ჭურჭლის რეცხვა და სახლის ლაგება. ბებიაჩემი ზედმიწევნით იცავდა სახლში სისუფთავეს და მეც იმავეს მაიძულებდა, მაგრამ ახლა, როცა უკვე ზრდასრული ქალი ვარ და მარტო ვცხოვრობ, იმის გაფიქრებაზეც კი, რომ სახლი უნდა დავალაგო ან რაიმე საოჯახო საქმეს მოვკიდო ხელი, საშინელ გუნებაზე ვდგები...
როგორც ჩანს, საოჯახო საქმიანობა და ბებიის სახე თქვენს ცნობიერებაში მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. როცა საქმიანობთ, ყოველთვის გაქვთ განცდა, რომ ამას ვიღაცის ზეწოლით აკეთებთ, ხოლო როცა ზარმაცობთ, ამით თითქოს სამაგიეროს უხდით მას. მნიშვნელოვანია ამ კავშირის გაწყვეტა.
მიეცით თავს უფლება, არ დაალაგოთ სახლი ერთი-ორი კვირა. ამ ხნის განმავლობაში საჭმელი მიირთვით ერთჯერადი ჭურჭლით, მოამზადეთ მარტივი და მსუბუქი კერძები, რათა ნაკლები ტაფა და ქვაბი დასვაროთ. რამდენიმე ხნის შემდეგ თვითონვე გაგიჩნდებათ სახლის დალაგებისა და დასუფთავების სურვილი, და არა ბებიისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. უკიდურეს შემთხვევაში დამხმარე ქალის აყვანაც შეიძლება.
როცა შევიტყვეთ, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან გაგვიხარდა. რატომღაც მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ბიჭი გვეყოლებოდა. ამას იმდენად შევეგუეთ, რომ როცა გოგონა გაჩნდა, ძალიან გვეხამუშა. რაც წამოიზარდა, სულ შარვლებს ვაცმევთ, სათამაშოებსაც ბიჭისთვის შესაფერისს ვურჩევთ: მანქანებს, ფეხბურთის ბურთებს, მამაც ხშირად ეთამაშება ფეხბურთს. ყველა მეუბნება, რომ არასწორად ვიქცევით და ბავშვის სწორ განვითარებას ხელს ვუშლით. ნუთუ მართლა ასეა?
სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე - როცა მშობლები ბიჭს ელოდებიან, მაგრამ გოგონა იბადება, მას ბიჭურად აცმევენ, ბიჭივით ეპყრობიან. პატარაც ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მისგან მოითხოვენ და მოელიან, მაგრამ ქვეცნობიერად უყალიბდება აზრი: "გოგოობა ცუდია!" გავა წლები და ასეთ გოგონას ძალიან გაუჭირდება ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ცნობილია, რომ დედობის განცდა ყალიბდება არა ჩვილის პირველი დანახვისთანავე, არამედ გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორედ თქვენზე, მშობლებზეა დამოკიდებული, როგორი დედა დადგება თქვენი პატარა გოგონასაგან. უთხარით თქვენს პატარას, რომ მუდამ ოცნებობდით, გოგო გყოლოდათ, უწოდეთ პრინცესა, თოჯინა. სითბო და სინაზე არასოდეს არის ზედმეტი, განსაკუთრებით - გოგონებისთვის.
თოჯინებით თამაშის დროს გოგონები ყოველთვის იმ სიტუაციას გაითამაშებენ ხოლმე, რომელიც მათ ოჯახშია: ზოგიერთი არწევს თოჯინას, შუბლს უკოცნის, ზოგი კი უყვირის, სცემს. ეს დამოკიდებულება მათ მომავალშიც გაჰყვებათ, შვილებსაც ასე მოექცევიან. გოგონებს 3-5 წლის ასაკში უნდა ვუყიდოთ ჩვილი თოჯინები. მათი მეშვეობით ისინი მზრუნველობას მიეჩვევიან.
გოგონებს, რომელთაც უმცროსი და-ძმები ჰყავთ და მათ მოვლას არიან შეჩვეულნი, კარგი შანსი აქვთ, მომავალში კარგი დედები გახდნენ. მშობლებს უნდა ახსოვდეთ: ახალშობილებზე მზრუნველობის მოთხოვნილება ბავშვებს 6-7 წლიდან უჩნდებათ, ამ დროს ისინი ძალიან სწრაფად ითვისებენ გარკვეულ ცოდნას და იძენენ ჩვევებს, რომლებიც საჭიროა ჩვილებთან ურთიერთობისას. მშობლებისათვის ეს საუკეთესო დროა მეორე შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მისაღებად.
მყავს 9 წლის ვაჟი. კარგად სწავლობს, მაგრამ მასწავლებელი ჩივის, გაკვეთილის ჩატარებაში ხელს მიშლის - კნავის, მამალივით ყივის, ხან უეცრად წამოდგება და კლასიდან უნებართვოდ გადისო. მეც, როცა მის გვერდით ვარ, მიჯერებს, ხოლო ჩემი არყოფნის დროს ასანთს ანთებს, ექსპერიმენტებს ატარებს... რომ გავუბრაზდები, ბოდიშს მოიხდის, მაგრამ მერე ისევ ისე იქცევა. მეუბნებიან, რომ ფიზიკურად უნდა დავსაჯო - სხვაგვარად ნამდვილ მამაკაცად ვერ გაიზრდებაო.
დასჯა აშინებს, აბოროტებს და ერთმანეთს აშორებს შვილებსა და მშობლებს. თუ გსურთ, ნამდვილი მამაკაცი გაზარდოთ, ჩაწერეთ ბიჭუნა სპორტულ სექციაში. ბავშვი პატიებას ითხოვს - ესე იგი ესმის, რომ ცუდად მოიქცა. როგორც ჩანს, თქვენი შვილი ჰიპერაქტიური ბავშვია. მის ენერგიას მიმართულება უნდა მისცეთ (შეგიძლიათ, რჩევისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ). თქვენი არყოფნისას ის რამით უნდა გაერთოს, ამიტომ მიეცით მარტივი დავალებები, რომ არ დაავიწყდეს, ჩამოუწერეთ, თუმცა დიდი იმედი ნუ გექნებათ, რომ შეასრულებს. ეცადეთ, მკაცრად არ გაკიცხოთ - ის ხომ ბოროტი განზრახვით არ ცელქობს.