/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როგორ აღვზარდოთ ბიჭუნასგან ნამდვილი მამაკაცი

როგორ აღვზარდოთ ბიჭუნასგან ნამდვილი მამაკაცი
ცხოვრების წესსა და ქალებთან დამოკიდებულების ჩვევებს ბიჭს მშობლები უნერგავენ. როგორ აღვზარდოთ ქალებისთვის საოცნებო მამაკაცი,

რომელიც ყოველგვარი ღირსებით იქნება შემკული?

ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ გადაჭარბებული მზრუნველობა შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ბავშვისთვის. ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი სივრცე, დრო და მარტო დარჩენის შესაძლებლობა. არ შეიძლება, ბავშვი დავაყენოთ რთული არჩევანის წინაშე, დედა უფრო უყვარს თუ მამა.

ჩვეულებრივ, ბავშვი უმეტესად დედასთანაა, ხოლო მამას უქმე დღეებში ხედავს.დედა აჭმევს, უვლის, ბანს. თუმცა დროთა განმავლობაში ბავშვს სულ უფრო მეტად სურს მამასთან თამაში. მნიშვნელოვანია, დროის გარკვეული ნაწილი ვაჟმა მამასთან, დედის გარეშე გაატაროს და აკეთოს მხოლოდ “კაცური” საქმეები, ესაუბროს “კაცურ” თემებზე. მამამ კი თავი უნდა შეიკავოს მენტორული ტონისგან და მეტი მოუყვეს შვილს ცხოვრებაზე, საკუთარ ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვები, როგორც წესი, ბაძავენ გარშემო მყოფებს, უპირველესად კი დედ-მამას. ვიდრე დედა მეუღლეს რაიმე პრატენზიას წაუყენებს, უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი. დედის მიერ მამის შეურაცხყოფამ შესაძლოა ბავშვს ძლიერი ტრავმა მიაყენოს. ცხადია, არ არსებობს იდეალური ოჯახი, სადაც არასოდეს მოსდით კამათი და უთანხმოება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს პატარა. ის გამუდმებით გვიყურებს და ჩვენი ქცევა დიდ გავლენას მოახდენს მის მომავალზე. როდესაც ბავშვი მშობლების ერთმანეთისადმი პატივისცემასა და მზრუნველობას ხედავს, იგი ამგვარ ურთიერთობას ცხოვრების საფუძვლად გაიხდის.

  • არ გაუჯავრდეთ თქვენს ბიჭუნას, როდესაც ტირის და არ შეადაროთ ის გოგონას. ეს უსიამოვნო კვალს დატოვებს მასზე: მომავალში ბიჭი ცრემლებს (მათ შორის - ქალის ცრემლებსაც) აღიქვამს როგორც რაღაც სამარცხვინოს, მხოლოდ სუსტებისთვის დამახასიათებელს.

ასე რომ, ვიდრე მამაკაცი პატარაა, იტიროს, ხოლო მისგან ვაჟკაცის გაზრდა სხვა გზითაც შესაძლებელია: ასწავლეთ საოჯახო საქმეებში დახმარება, ტრანსპორტში უფროსებისთვის ადგილის დათმობა - ეს გაცილებით მნიშვნელოვანია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების</p>

ჩვეულებრივ, ბიჭს მკაცრად ზრდიან, ემოციების შეკავებას სთხოვენ. შედეგად ვიღებთ უემოციო მამაკაცს.

  • არ უნდა ჩავკლათ ბიჭუნაში ემოცია. შეაქეთ, წაახალისეთ, აგრძნობინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი თუნდაც მცირე მიღწევა. ჰკითხეთ რჩევა, მოუბოდიშეთ, თუ მტყუანი ხართ.

ბავშვმა უნდა ისწავლოს თანაგრძნობა, ესმოდეს, რომ ის და მისი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია და ემოციის გამოვლენა არ არის სამარცხვინო.

სამი წლის ასაკისთვის პატარამ უკვე იცის, რომ ის სრულიად თავისთავადი პიროვნებაა, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები, სურვილები და უნდა ჰქონდეს თავისი სივრცე. ეს პირველი გარდამავალი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში, რომელმაც შეიძლება მოთმინებაც დაგაკარგვინოთ ისტერიკით, ჭირვეულობითა და თავნებობით. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ბავშვი იფიქრებს, რომ თქვენ არაფერი შეგიძლიათ და უფრო და უფრო მწვავედ გამოხატავს ამას. თუმცა ცემა პრობლემის მოგვარების ცუდი ხერხია. უმჯობესია, ბავშვს მშვიდად ავუხსნათ, რა შეიძლება მოუტანოს ცუდმა საქციელმა. მაგალითად, ვერ უყურებს საყვარელ გადაცემას ტელევიზორში ან ვერ შეჭამს საყვარელ ნამცხვარს.

  • ბიჭების ჩხუბი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ თქვენი ვაჟი მეტისმეტად ხშირად ჩხუბობს, არის აგრესიული და ჩხუბისთავი, ღირს დაფიქრება. ნეგატიურმა ემოციებმა აუცილებლად უნდა იპოვოს გამოსავალი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს ჩხუბში არ გადაიზრდება.

აქტიური თამაშები და სპორტი დაეხმარება თქვენს ვაჟს, ენერგია უფრო სასარგებლოდ დახარჯოს. ჯობს, მამას ეთამაშოს ინდიელობანა, ვიდრე ქუჩაში გამართოს ორთაბრძოლა ამხანაგებთან.

  • ბავშვის შიშები სულელური გვეჩვენება. მაგალითად, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ სიბნელის შიშს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ თქვენს ვაჟს. შიშებზე თვალის დახუჭვა და ისეთი პოზის მიღებაც, თითქოს არაფერი მომხდარა, ასევე არ შეიძლება.

სწორედ ბავშვობის შიშებია, ზრდასრულ ასაკში ფობიად რომ იქცევა, თუ თავის დროზე არ მივაქციეთ ყურადღება. ბავშვის შიშს კი ასე შეიძლება გავუმკლავდეთ: სთხოვეთ თქვენს ბიჭუნას, დაგიხატოთ ის, რისიც ეშინია, ოღონდ სასაცილოდ. განიხილეთ ნახატი და ერთად იცინეთ. მოუყევით შვილს თქვენი ბავშვობის შიშების შესახებ და საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, რომ შიშზე გამარჯვება შესაძლებელია.

  • რაც შეეხება ჰიგიენას, არასოდეს მოსთხოვოთ ბავშვს სტერილური სისუფთავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭუჭყიანი ტანსაცმელი მასში წესების დარღვევასთან ასოცირდება და განგებ დაისვრის პროტესტის გრძნობის გამო.

თუმცა, ასევე ადრეული ბავშვობიდან შეაჩვიეთ ხელების დაბანას, კბილების გამოწმენდას და, საერთოდ, ჰიგიენას.

  • არ შეიძლება ბავშვის მუდმივი კრიტიკა, ამით მას კომპლექსებს შემატებთ.
  • აუცილებლად მოსთხოვეთ ბავშვს საოჯახო საქმიანობაში დახმარება. ნუ “შეგებრალებათ” ისეთი მარტივი საქმიანობისთვის, როგორიცაა საკუთარი სათამაშოების დალაგება ან კანფეტის ქაღალდების სანაგვე ყუთში ჩაყრა.

გახსოვდეთ, ვაჟს თქვენთვის კი არ ზრდით, არამედ თავისთვის. თუ იმის იმედი გაქვთ, რომ ის მთელი ცხოვრება თქვენ გვერდით იქნება და ყოველ სურვილს აგისრულებთ, ძლიერი იმედგაცრუება გელით. ამას ამთავითვე შეეგუეთ. თქვენთვის საუკეთესო ჯილდო იქნება მისი მეგობარი გოგონას მადლიერება ნამდვილი ვაჟკაცის აღზრდისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ აღვზარდოთ ბიჭუნასგან ნამდვილი მამაკაცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები