/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
შარდის შეუკავებლობისას გამოგადგებათ

მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ. დიდი გულისყურით ვკითხულობ თქვენს ჟურნალს, განსაკუთრებით მაინტერესებს მკითხველთა მიერ მოწოდებული რეცეპტები. ჩემთვის სასარგებლო ბევრ საშუალებას მივაგენი და გამოვიყენე კიდეც. მეც მინდა შემოგთავაზოთ რეცეპტი, რომელიც დაეხმარება მათ, ვისაც შარდის შეუკავებლობა აწუხებს.

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ნივრის ახალგამოწურული წვენი, შეურიეთ 150 გ მდუღარე წყალი და გააგრილეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ყოველ ჯერზე მოამზადეთ ახალი. შეგიძლიათ, დაამატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. სვით სრულ განკურნებამდე. დამიჯერეთ, შედეგი არ დააყოვნებს.

ეთერ რურუა

როგორ მოვიცილოთ ძირმაგარა

მოგესალმებით, ძვირფასო რედაქციავ. მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარას მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ერთი შინაური წამალი გასწავლოთ. ეს წამალი მართლაც სასწაულმოქმედია, მე პირადად ერთი დადება მყოფნის ძირმაგარას მოსამწიფებლად და ფესვიანად ამოსაგდებად. ის ადვილადაც მზადდება და იაფიც ჯდება:

  • ერთმანეთში აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და სიმინდის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, გადაიხვიეთ და ორი დღე დაიტოვეთ. როცა მოიხსნით, ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ.

თუ ბოლომდე არ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ ეს ცომი - აუცილებლად გიშველით. ეს წამალი ბებიამ მასწავლა. მან ისიც მითხრა, რომ ის ყოველგვარ ჩირქგროვას (მათ შორის - დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) შველის. მე ჯერჯერობით მხოლოდ ძირმაგარაზე გამოვცადე და კმაყოფილი ვარ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცისანა გაგლოშვილი

თმის ცვენას და ქერტლს ასე უშველით

მართალია, თმის ცვენა და ქერტლი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ იმდენად დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს, მით უმეტეს, ქალს, რომ შესაძლოა, ნევროზამდე მიიყვანოს და, აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობაც შეულახოს. მე თვითონ ვიყავი ასეთ დღეში. რა არ ვცადე, რა ვიტამინები არ ვსვი, რა შამპუნით არ ვიბანე თავი... ერთხანს მშველოდა, მერე კი თმა ეჩვეოდა შამპუნს და ახლის ძებნა მიწევდა. მეზობელმა მასწავლა, თმაში ჭინჭრის ნახარში შეიზილეო. ვცადე და მართლაც შეუდარებელი ეფექტი მივიღე. ნახარში ასე მზადდება:

  • 1 სუფრის კოვზ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 1,5 საათი და გაწურეთ. შეიზილეთ თმის ძირებში კვირაში ერთხელ შეძლებისდაგვარად დიდხანს.

მარიამ კუსრაშვილი

ჭარბი ოფლიანობის დროს დეზოდორის ხმარება არ კმარა

ბავშვობიდან მახასიათებს ჭარბი ოფლიანობა. ეს ალბათ გენეტიკურია, რადგან დედასაც აწუხებდა და ბებიასაც. სწორედ დედამ მასწავლა, რომ მარტო ჰიგიენის დაცვით საქმეს ვერ ვუშველიდი და რომ აუცილებელი იყო შინაგანი მკურნალობაც. ამისთვის პერიოდულად, წელიწადში 2-ჯერ მაინც, ერთი თვის განმავლობაში ვსვამდი სალბის ფოთლების ნაყენს. მინდა, მისი რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო - დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გამოადგება.

  • 1 სუფრის კოვზ სალბის ფოთოლს დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ. გარდა ამისა, ყოველ საღამოს, შხაპის ან აბაზანის შემდეგ, კარგად გამშრალებულ იღლიებზე მიიფქრვიეთ სოდა ან ტალკი, დილით კი დეზოდორები ისხურეთ.

მედეა კასრაძე

დაიბრუნეთ კარგი მხედველობა

ისეთი სამუშაო მაქვს, თითქმის ყოველდღე რამდენიმე საათს ვატარებ კომპიუტერთან. ამის გამო მხედველობა ნელ-ნელა გამიფუჭდა, თავად განსაჯეთ - ორი წლის განმავლობაში ორჯერ დამჭირდა სათვალის ნომრის შეცვლა. მეგობარმა მასწავლა მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტი. ეს დასალევი საშუალება იყო და ეჭვი შემეპარა, რომ მიშველიდა, რადგან მეგონა, თვალების მკურნალობა მხოლოდ წამლის ჩაწვეთებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მაინც ვცადე და ფაქტია, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სათვალე არ გამომიცვლია. აი ეს რეცეპტი: 1 სუფრის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და ადუღეთ 30-40 წუთი, გადმოდგით ცეცხლიდან, გააცივეთ, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით თავდაპირველ მოცულობამდე (ანუ 200 მლ-მდე) და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. იცოდეთ, ეს ნახარში საკმაოდ ძლიერმოქმედია, ამიტომ ეცადეთ, დოზას არ გადააჭარბოთ, თორემ შესაძლოა, წნევა დაგიგდოთ.

ბიძინა კიკვიძე

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორია პირველი ლედის და მისი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი
როგორია პირველი ლედის და მისი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
სრულად
ვინ არის ექიმი, რომელმაც პირველი ლედი ამშობიარა
ვინ არის ექიმი, რომელმაც პირველი ლედი ამშობიარა
ექიმი, რომელმაც დღეს საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ამშობიარა, ღუდუშაურის კლინიკის
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები