დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

მერე ბორჯომს მივეტანე, დღეში ერთ ბოთლს მაინც ვცლიდი. შვება ვიგრძენი, მაგრამ ბოლომდე არც ამან მიშველა. არ მოვეშვი და ძიება განვაგრძე. ათასი რამ ვსინჯე და რამდენიმე თვეში ვიპოვე კიდეც უებარი წამალი. მინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ - დარწმუნებული ვარ, ეს რეცეპტი სხვებსაც უშველის.

  • ერთმანეთში აურიეთ 2 ჩაის კოვზი კრაზანა, 2 ჩაის კოვზი მრავალძარღვას ფოთოლი და 1/2 ჩაის კოვზი გვირილა. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

გარდა ამისა, გულძმარვა რომ მეწყება, როგორც არ უნდა მინდოდეს დაწოლა, ვცდილობ ვერტიკალურ მდგომარეობაში დავრჩე - იმ მჟავე სითხეს, რომელიც კუჭს მტკენს, მაღლა ამოსვლის საშუალებას არ ვაძლევ და საყლაპავის წვას გადავურჩები ხოლმე.

ხვრინვას წყალი შველის

მინდა, ხვრინვის სამკურნალო მარტივი საშუალება გასწავლოთ. ჩემს ქმარს წლების განმავლობაში აწუხებდა ეს პრობლემა. რა არ ვცადეთ, მაგრამ ზოგიერთმა საშუალებამ საერთოდ არ გამოიღო შედეგი, ზოგიერთს კი მხოლოდ უმნიშვნელო ეფექტი აღმოაჩნდა. როდესაც ამ მარტივი მეთოდის შესახებ შევიტყვეთ, თავდაპირველად არც კი დავიჯერეთ, მაგრამ მის ეფექტიანობაში მალე დავრწმუნდით. ადამიანს, რომელიც ხვრინავს, ყოველდღე უნდა ასვათ 1 ჭიქა გამოხდილი წყალი, რომელიც თანდათანობით გამოდევნის ცხვირიდან გასქელებულ ლორწოვან გარსს. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემმა ქმარმა ხვრინვას უკლო. პრობლემა სულ მთლად არ გამქრალა, მაგრამ ისე შემცირდა, რომ ირგვლივ მყოფებს ნორმალურად დაძინების საშუალება მოგვეცა.

აბებს პირშუშხას ფოთოლი შეგიცვლით

ქრონიკული ართრიტი მაქვს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვაგროვებ პირშუშხას მწვანე ფოთლებს, ძილის წინ ვასხამ მდუღარე წყალს და რამდენიმე წუთის შემდეგ ამ ნაყენით ვიზელ მტკივან ადგილებს: მხრებს, მუხლებსა და მტევნებს. შემდეგ ამ ადგილებზე ვიფარებ ცელოფანს და თბილი ქსოვილით ვიხვევ. ზოგიერთს ძალიან ნაზი კანი აქვს, პირშუშხას ნაყენმა შესაძლოა ოდნავ დასწვას. არ შეშინდეთ, დამწვრობა მალე გაივლის. სამაგიეროდ, როდესაც ნახვევს მოიხსნით, დაინახავთ კანზე თეთრ ნადებს, რომელიც ორგანიზმიდან, განსაკუთრებით კი სახსრებიდან გამოტანილი მარილებია. ართრიტების დროს რამდენიმე სეანსის შემდეგ იგრძნობთ შვებას, ჩამოყალიბებული დაავადებების შემთხვევაში კი შედეგის მისაღებად 10 სეანსი მაინც არის საჭირო.

ფილტვების ტუბერკულოზის დროს ლიმონი სინჯეთ

თუ ტუბერკულოზის დიაგნოზი დაგისვეს, აიღეთ 13-14 ლიმონი, გაფქცვენით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გარეცხეთ 6 შინაური კვერცხი, ჩააწყვეთ მინის ქილაში, დაასხით ლიმონის გამონაწური, თავზე დაახურეთ და დადგით სიბნელეში 10 დღით. როდესაც კვერცხის ნაჭუჭი გადნება, დაამატეთ 1 კგ თაფლი (სასურველია მაისისა), 1 კგ უმარილო ნაღების კარაქი, 1 კგ შაქარი, 0,5 კგ ღორის მუცლის ქონი (უმარილო), 300 გრამი კაკაო და 250 გრამი კონიაკი (ხუთვარსკვლავიანი), კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და მინისავე თავდახურული ქილით დადგით სიბნელეში 12 დღით. 12 დღის შემდეგ წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ.


ოხრახუში მწვანილის დედოფალია

ოხრახუში მწვანილის ნამდვილი დედოფალია. ის უამრავ დაავადებას უხდება. თუ ერთმანეთში აურევთ 20-20 მლ ოხრახუშის, სტაფილოს ან ჭარხლის წვენს, მიიღებთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც აძლიერებს თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვებს და უხდება მხედველობას. განსაკუთრებით სასარგებლო თვისებები აქვს ოხრახუშის ფესვების ნაყენს. მის მოსამზადებლად  20 გრამ ფესვს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღოთ 5 წუთი და მიიღოთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ქაცვის ზეთი გასტრიტისგან გიხსნით

ქაცვის ნაყოფი გამოწურეთ და წვენი დააკონსერვეთ. ზეთის მისაღებად კი თესლი უნდა გამოიყენოთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით იმდენი მზესუმზირის ზეთი, რომ დაიფაროს, 1 საათით შედგით ღუმელში 60 გრადუსზე, გამოიღეთ და გააცივეთ, გაწურეთ და მიღებული ზეთი თესლის ახალ ულუფას დაასხით. ასე უნდა გაიმეოროთ 3-ჯერ. მიიღებთ ქაცვის ზეთს, რომელიც გაჯერებული იქნება ამ მცენარისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო ნივთიერებით. მისი გამოყენება შეიძლება  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ასევე - გასტრიტის შემთხვევაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ღრძილებზე წასმა პაროდონტოზის დროს. კარგია ტამპონებისთვისაც საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, შველის მოუშუშებელ ჭრილობებს. გარდა ამისა, ქაცვის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს და ამით აქვეითებს ათეროსკლეროზის რისკს. ამისთვის უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.

თირკმელებს მზესუმზირას ნაყენი უხდება

62 წლის ქალი გახლავართ, 30 წელია, პოლიკლინიკაში ვმუშაობ. ქალაქგარეთ აგარაკი გვაქვს, გამოზაფხულდება თუ არა, ყოველ უქმე დღეს იქ ვატარებ. პატარა ბოსტანი მაქვს და ათასი რამ მომყავს. გული სიხარულით მევსება, როდესაც მცენარეები გაიხარებენ. ბოლო ხანს თირკმელების ტკივილმა შემაწუხა, ექიმის გამოწერილი წამლები თითქმის ვეღარ მშველოდა. ახლობლებმა მზესუმზირას ფოთლებით მკურნალობა მირჩიეს. თურმე მათი ნაყენი თირკმელებში ქვების დაშლას უწყობს ხელს.

  • წამალი ასე მზადდება: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთით დააყენეთ. ეს ნაყენი უნდა სვათ დღეში 3-ჯერ, არ გამოტოვოთ არც ერთი დღე.

მე ამგვარი წესით მოვამზადე და ვსვი, ტკივილმა თანდათან მიკლო და ბოლოს სულ მთლად გაქრა. ძალიან კარგია მზესუმზირას ფესვებიც. ნახევარ ჭიქა დაქუცმაცებულ ფესვს უნდა დაასხათ 1 ლ მდუღარე წყალი და 5 საათით დააყენოთ თერმოსში. 1 ლიტრისგან 800 მლ ნაყენი მრჩებოდა, დანარჩენს ფესვები იწოვდა. ეს ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. შვებას ერთ კვირაში იგრძნობთ. ეფექტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ფოთლების ნაყენით მკურნალობისას.

ინფარქტის შემდეგ გულს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ

მიოკარდიუმის ინფარქტი გადავიტანე. გულმკერდის არეში ტკივილების, უძილობისა და ფორიაქისგან გვირილის, კამის თესლის, პიტნისა და კატაბალახას ფესვების ნაყენმა მიხსნა.

  • ნაყენის მოსამზადებლად თითოეული კომპონენტი თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოთ. 10 გრამ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთით ჩადგით წყლის აბაზანაში, გააცივეთ და გადაწურეთ.

მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დილით და საღამოს, დაძინებამდე 30 წუთით ადრე. სასურველია, ნაყენი 3-4 კვირა მაინც სვათ.

  • აჩქარებული გულისცემისას აიღეთ 15-15 გრამი კატაბალახას ფესვი და შავბალახა, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გაათბეთ წყლის აბაზანაში 15 წუთით, დადგით 45 წუთით, გაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3-4 კვირის განმავლობაში.
  • ნერვული სისტემის დასამშვიდებლად ამ ნაყენის სმა მირჩიეს: უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და გააჩეროთ 20 წუთი. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ ორად, თითოეულ ულუფას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და ჩაისავით სვათ.