დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

თუმცა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.

  • ფეხების შეშუპებას სელი დაგიცხრობთ

დაიჭერდა თუ არა სიცხეებს, ფეხები მიშუპდებოდა. ხალხურ მედიცინაში სიცხის თანმხლები ფეხების შეშუპების სამკურნალო რამდენიმე მეტად ეფექტური რეცეპტი ვიპოვე, ვსინჯე კიდეც და შვებით ამოვისუნთქე.

    • 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათით დადგით სითბოში. შემდეგ გადაწურეთ. უკეთესი გემო რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ ცხელ-ცხელი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
    • კარგია შავბალახას ნაყენი და თირკმლის ჩაიც. ამ ორი მცენარის ნაყენი კი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აცხრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. მის მოსამზადებლად აიღეთ 5 გრამი ნარევი და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთი შეათბეთ წყლის ორთქლის აბაზანაზე, მერე 4 საათი თერმოსში გააჩერეთ და მიიღეთ - დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. კურსი ორი კვირიდან ორ თვემდეა.

  • ვისაც ვენები აწუხებს

მეორე მშობიარობის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემს ქათქათა და ჩამოთლილ ფეხებს ჩალურჯებული და დაბერილი ვენები დააჩნდა. გადავწყვიტე, ჯერ ხალხური მეთოდები მესინჯა. უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ყველა მათგანი შევუთანხმე ექიმს და დავიწყე მკურნალობა. მართალი გითხრათ, შედეგით გაოცებული დავრჩი. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო, ეგებ მათაც გამოადგეთ.

    • ცხენისწაბლას ნაყენი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, დააქუცმაცეთ, დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ და ბნელ ადგილას ერთი კვირით, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში სამჯერ, ჭამამდე.
    • თხილის ფოთლების ნახარში: აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და ჩაისავით დააყენეთ. სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
    • კალანჰოეს ნაყენი: ბევრი ნაცნობის ოჯახში მინახავს ქოთნის მცენარე კალანჰოე. აღმოჩნდა, რომ იგი საკმაოდ ეფექტურია. ნაყენისთვის მისი ნებისმიერი სახეობა გამოდგება. აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, ნახევრამდე ჩაყარეთ კალანჰოეს წვრილად დაქუცმაცებული ფოთლები, ბოლომდე აავსეთ სპირტით ან არაყით და დადგით ერთი კვირით ბნელ, გრილ ადგილას. დროდადრო შეანჯღრიეთ. ამ ნაყენით საღამოობით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე უწყვეტად უნდა იმკურნალოთ.
    • ბერულა: ვარიკოზულ ვენებს ძალიან უხდება ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები. ჩაყარეთ სათლში 200 გ გამომშრალი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. ამის შემდეგ თბილ ხსნარში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათი გააჩერეთ. დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ აბაზანა არ გაგრილდეს.

გარდა ვარიკოზული დაავადებისა, ეს პროცედურა უხდება ჰიპერტონიასაც, რადგან დაბლა სწევს მომატებულ არტერიულ წნევას.

    • ავშანი: აიღეთ ერთი პეშვი ცხარე ქორფა ავშანი, დააქუცმაცეთ და 0,5 ლიტრ მაწონში შეურიეთ. გადაუსვით ნარევი დოლბანდზე ან რბილი ქსოვილის ნაჭერზე, დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით - იმ ადგილებზე, სადაც ვენები ყველაზე მეტად არის გამობერილი. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და გადაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ საფენი მოიცილეთ.
    • სვია: 1 სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი და შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით. გადაწურეთ და მიირთვით დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.

  • ალოე სტომატიტის წამალია

სტომატიტის სამკურნალოდ ერთი კარგი რეცეპტი ვიცი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას გამოადგება. ჩემი ქალიშვილი პატარაობისას ყველაფერს პირისკენ მიაქანებდა (დამეთანხმებით, ასე ეცნობა ბავშვების უმრავლესობა გარე სამყაროს). ჰოდა, ერთხელ სტომატიტი დაემართა და მეც გადმომედო. პირის ღრუ და ენა ისე სტკიოდა, ვეღარაფერს ჭამდა, სულ ტიროდა და ვერ იძინებდა. ექიმმა სავლები და მალამო გამომიწერა, მაგრამ არ უშველა. მერე მეზობლის ქალმა, რომელსაც პატარა შვილიშვილები ჰყავს, კარგი საშუალება მასწავლა, რომელმაც ბავშვიც მოარჩინა და მეც. ეს უმარტივესი საშუალებაა.

    • მოაჭერით ფოთოლი ალოეს (მცენარე სამი წლისა მაინც უნდა იყოს), გაჭერით შუაზე და გადანაჭერი მხარით წაისვით მტკივან ადგილებზე დღეში 3-ჯერ. მე ამ წესით ვმკურნალობდი და, სხვათა შორის, მეორე დღესვე არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე - ბავშვს ტკივილი დაუამდა, გამონაყარიც საგრძნობლად შეუმცირდა და ჭამაც დაიწყო. რამდენიმე დღეში სტომატიტი ორივეს დაგვავიწყდა.


  • ასკარიდას ასე მოერევით

მინდა, "ოჯახის მკურნალის" მკითხველებს ვასწავლო არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც ასკარიდასგან თავის დაღწევაში დაეხმარებათ. რვა შვილიშვილი მყავს, ასე რომ, ხუთი თითივით ვიცნობ ამ საძაგელ პარაზიტს.

    • აიღეთ ნახევარი ბროწეული ქერქიან-ძგიდიანად და გაყავით ორად. ნახევარს დასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მიღებული ნაყენი ასვით ბავშვს დღეში 3-4-ჯერ, რამდენიმე ყლუპი (ეს ერთი დღის ულუფაა). 4 ფინჯანი ნაყენი საკმარისია, რომ ჭია გაქრეს. კარგი იქნება, თუ პარალელურად ბავშვს 3-4 ოყნასაც გაუკეთებთ - ეს ასკარიდას მოსპობას დააჩქარებს. იყიდეთ აფთიაქში ასფურცელას ფხვნილი, დაასხით 2 სუფრის კოვზი რძე, ჩაამატეთ რამდენიმე კბილი ნიორი, თავზე დაახურეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გაფილტრეთ და თბილ-თბილი ნაყენით ბავშვს ოყნა გაუკეთეთ. საჭიროა დღეში ერთი პროცედურა.
    • ასვით ბავშვს დღეში ერთი სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი სრულ განკურნებამდე. კარგი იქნება, თუ პარალელურად პატარა უმ სტაფილოსაც შეჭამს. ეცადეთ, ბავშვს მსხალი კურკიანად აჭამოთ.
    • თუ ბავშვის დაყოლიებას მოახერხებთ, ძალიან სასარგებლოა მჟავე კომბოსტოს მარილწყალიც. 0,5 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა დაალევინოთ. შეგიძლიათ მისცეთ უზმოზე მჟაუნას რამდენიმე ფოთოლიც.

მე ეს რეცეპტები არაერთხელ გამოვიყენე და მინდა, სხვა ბებიებმაც იცოდნენ, როგორ იხსნან შვილიშვილები ჭიებისგან.

  • მარწყვიც წამალი ყოფილა

ახლახან გავედი პენსიაზე. მანამდე მთელი ცხოვრება სკოლაში ვმუშაობდი. ასეთი დაძაბული სამსახურის გადამკიდე, ჯანმრთელობის შენარჩუნება ძნელია. მგონია, რომ ყველა მასწავლებელი გულსა და ნერვებს უჩივის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიყავი: ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, გულიც დროდადრო მახსენებდა თავს, ხელებზე ყოველ გაზაფხულს ეგზემა მიჩნდებოდა...

ერთ ზაფხულს ჩემმა ქალიშვილმა 18 წლის შვილიშვილთან ერთად აგარაკზე გამგზავნა, რომ ბუნების წიაღში მშვიდად დამესვენა. იმ წელიწადს მარწყვის შესანიშნავი მოსავალი მოვიდა, თავადაც ვჭამდით, ნაცნობებსაც ვუმასპინძლდებოდით. მთელი დღეები მარწყვის რჩევაში ვიყავი, ხან ფაფასთან ერთად გეახლებოდით, ხან რძესთან, ხან თაფლთან, ვაცხობდით ნამცხვრებს...

არც მე, არც ჩემს შვილიშვილს ასეთი დიეტა არ მოგვბეზრებია. იმ ზაფხულს ორივემ დავიკელით წონა, თავსაც შესანიშნავად ვგრძნობდით და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად ასაკისა, ხალისიც მომემატა. სხვათა შორის, ყოველ საღამოს ვიკეთებდით ნიღბებს - ხან მხოლოდ მარწყვით, ხან მარწყვითა და კვერცხით, ხან არაჟნითა და მარწყვით. როდესაც ჩემი სიძე და ქალიშვილი ჩვენს სანახავად ჩამოვიდნენ, გაოცებული დარჩნენ. ეს კიდევ არაფერი - ერთი თვის თავზე შევამჩნიე, რომ გულის არსებობა სულ გადამავიწყდა და ეგზემაც გაქრა.

თავდაპირველად აზრადაც არ მომსვლია, რომ ყველაფერი მარწყვის დამსახურება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ კენკრის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, აღმოვაჩინე, რომ ის მისწრებაა ჩემთვის და ჩემისთანებისთვის - გულსაც უხდება, სისხლძარღვებსაც და უძილობასაც, ბრონქიტსაც და ანგინასაც. ახლა ბოსტანში იმდენი მარწყვი მომყავს, რომ მთელი ზაფხული გვეყოს და ჯანმრთელობა მთელი წლით "მოვიმარაგოთ".

  • ორგანიზმს ჟოლო გაგისუფთავებთ

ჟოლოს, ისევე როგორც მრავალ სხვა კენკრას, შესანიშნავი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ამიტომ იგი ძალზე სასარგებლოა მათთვის, ვისაც ორგანიზმი კარგა ხანია არ გაუწმენდია. გთავაზობთ ჩაის რეცეპტს:

    • აიღეთ ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი - 300 გრამი, მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი - 300 გრამი, შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი - 100 გრამი და თავშავას ბალახი - 100 გრამი. აურიეთ ერთმანეთში, 50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და აადუღეთ. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, მერე კი სვით ჩაისავით თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ეს ჩაი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან უვარგის ნარჩენებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას უხდება. ჩაი სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.

  • ასისთავა - კუჭ-ნაწლავის წამალი

მადის მოსაგვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ასისთავას როგორც ნაყენი, ისე ნახარში და ნაყენი სპირტზე.

    • ნაყენი: 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ, ნახევარი საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
    • ნახარში: 2 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე წყლის აბაზანაში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასისთავას ნახარში უხდება კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, დიზენტერიას, დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, გულძმარვასა და პირღებინებას.

  • კლიმაქსის დროს დაბალ წნევას უხდება

სამი წლის წინ დამეწყო კლიმაქსური მოვლენები - ჰაერის უკმარისობა, პერიოდულად - წამოხურება, თავის ტკივილი. ამ ყველაფერს დაბალი წნევაც დაერთო. მეგობარმა მირჩია, წნევის ასაწევად შემდეგი ნარევი მიმეღო:

    • აიღეთ 50 გრამი ყავის მარცვალი, დაფქვით, დაამატეთ ნახევარი კილო თაფლი და ერთი ცალი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ჭამიდან ორი საათის შემდეგ. ნარევი მოათავსეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში.