დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 200 გრამი გრძელწიწვიანი ღვიის გირჩა, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. ეს ნახარში ჩაასხით სავსე აბაზანაში და 10-15 წუთით ჩაწექით. ასეთი აბაზანა მიიღეთ 10 დღის განმავლობაში.

მასტოპათიას შინაური წამლებით მოვერიე

დიდხანს მტკიოდა სარძევე ჯირკვლები. მივედი ექიმთან. დამისვეს მასტოპათიის დიაგნოზი. რაკი სხვა საშუალება არ მქონდა, გადავწყვიტე, ხალხური მეთოდები მეცადა, მოვიძიე რეცეპტები და ხელი მივყავი მკურნალობას. მინდა, გამოცდილება თქვენი ჟურნალის სხვა მკითხველებსაც გავუზიარო:

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი კატაბალახას ფესვი, კუნელი, კვლიავი და დიდი კამის ნაყოფი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთით დააყენეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი კატაბალახას ფესვი, 3 სუფრის კოვზი პიტნა და 4 სუფრის კოვზი წყლის სამყურას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 30 წუთით დააყენეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს, უმჯობესია ძილის წინ.
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი კატაბალახას ფესვი, 3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი და 5 სუფრის კოვზი კვლიავი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთით გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილა-საღამოს, უმჯობესია ძილის წინ.

ისევ კბილმა შეგაწუხათ?

გთავაზობთ კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო რამდენიმე შინაურ საშუალებას.

  • ჭაობის კოთხუჯის ფესურების ნაყენი (როგორც წყალზე, ასევე სპირტზე) კარგია პირის ღრუში გამოსავლებად კბილის ტკივილის, ღრძილების დაავადებების, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის დროს.
  • კარგია სალბის ნაყენიც. უნდა ივლოთ თბილ-თბილი, ხშირ-ხშირად და დიდხანს გაიჩეროთ პირის ღრუში.
  • აიღეთ წვრილად დაჭრილი ჟოლოსა და პიტნის ფოთლები და დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი. სამი დღით დააყენეთ მინის ჭურჭელში, მერე საწურში გაწურეთ და პირის ღრუში გამოივლეთ.
  • ლემას ფოთლების ნაყენი და ფხვნილი კბილის ტკივილს აყუჩებს. ნაყენი 40-გრადუსიან სპირტზე მზადდება. აიღეთ 3 სუფრის კოვზი კარგად დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და დააყენეთ 10 დღით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. რამდენიმე წვეთი დააწვეთეთ დოლბანდზე ან ბამბაზე და მტკივანი კბილის ღრმულში ჩაიდეთ - ტკივილი გადის. ფხვნილის მწიკვი ჩაიდეთ ღრმულში და ზემოდან ბამბა დააფარეთ.

კბილის ტკივილს აყუჩებს თავშავას ნაყენიც. კბილების გასათეთრებლად და კარიესის პროფილაქტიკისთვის კარგია ასეთი რამ:

  • აიღეთ მწიკვი ზღვის ან სუფრის მარილი და კარგად დანაყეთ. დაამატეთ 2-3 წვეთი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა 5 წუთის განმავლობაში თითით შეიზილეთ ღრძილებსა და კბილებში. პროცედურა ჩაიტარეთ თვეში 1-2-ჯერ, დილა-საღამოს.

გაზაფხულის ცივ საღამოს გარეთ გასვლა მომიწია - ბავშვებს სასუსნავს შევპირდი და ხომ არ მოვატყუებდი. ისეთი გამჭოლი ქარი უბერავდა, მაშინვე ვიფიქრე, ნეტავ ფილტევის ანთება არ დამემართებოდეს-მეთქი. ფილტვების ანთებას კი გადავურჩი, მაგრამ საჯდომი ნერვი გამიცივდა. გამოვიძახეთ ნევროპათოლოგი და დანიშნულებაც მომცა. ვიმკურნალე, წამოვდექი და ჩვეული რიტმით გავაგრძელე ცხოვრება, მაგრამ დროდადრო სატკივარი მაინც შემახსენებს ხოლმე თავს. მართალია, ისეთი სიმწვავით არა, მაგრამ... მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ის ხალხური რეცეპტები გაგაცნოთ, მე რომ ვიყენებ - ეგებ გამოგადგეთ.


იშიასს კრაზანა უხდება

  • იშიასის საუკეთესო წამალია კრაზანა. მისი ნაყენის მიღება დიდხანს შეიძლება იშიასის, რომელიმე სხვა ნერვის ანთების, აგრეთვე  ართრიტის დროს. 
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ბალახი, დაასხით 2 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი და 1-2 საათით დააყენეთ. მიღეთ 1/2 ჭიქა თბილ-თბილი, დღეში 2-4-ჯერ, ჭამამდე.

კრაზანას ახალი ფოთლების ნახარში და ნაყენი შეგიძლიათ სვათ კიდეც და კომპრესებადაც გამოიყენოთ იშიასის, რევმატიზმის, რადიკულიტის დროს.

  • ნახარში: 1 სუფრის კოვზი ფოთოლი 30 წუთი ადუღეთ 1 ჭიქა წყალში. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. კომპრესებისთვის გამოიყენეთ ცხელ-ცხელი.
  • ნევრალგიის, მიოზიტისა და იშიასის დროს კარგია მტკივან ადგილას შავი ლენცოფას თესლის ზეთის შეზელა. ზეთი ასე მზადდება: 30 გ ლენცოფას თესლს დაასხით 100 მლ თბილი მზესუმზირას ზეთი და 10 დღით დააყენეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
  • ნევრალგიის, მიოზიტის, იშიასის, რევმატიზმის დროს კარგია მტკივანი ადგილის დაზელა კიტრანას მწვანე ნაყოფის წვენით. ის შესანიშნავად აყუჩებს ტკივილს, მაგრამ ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ - ტოქსიკურია.

შინაური წამლებით პროსტატის ადენომასაც დაამარცხებთ

40 წლისამ პირველად შევამჩნიე პროსტატიტის ნიშნები. დაველაპარაკე მეგობარს, რომელმაც რაღაც წამლების მიღება მირჩია და დამამშვიდა, გაგივლის, საშიში არაფერიაო. მართლაც, მწვავე შეტევები მომეხსნა და მიმავიწყდა კიდეც, რომ ოდესღაც რაღაც მაწუხებდა. გავიდა რამდენიმე წელი და დაავადებამ თავი ისევ შემახსენა, თანაც ისეთი ძალით, რომ ექიმთან მისვლა მომიწია. ჩამიტარეს გამოკვლევა და დამისვეს წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დიაგნოზი. დაიწყო ჩემი წამებაც. ზედმიწევნით ვასრულებდი ექიმის დანიშნულებას, ვსვამდი ყველა წამალს, გავიარე მასაჟის კურსიც, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. დავიწყე ამ დაავადების შესახებ ლიტერატურის მოძიება, ვიწერდი ყველა რჩევასა და რეცეპტს. გოგრის თესლი და ხახვი ჩემს ყოველდღიურ საკვებად გადაიქცა, მაგრამ ყოველი გამოკვლევისას ექიმი კვლავ და კვლავ მეუბნებოდა, ცვლილება არ არისო. დაისვა ოპერაციის საკითხი. გადავწყვიტე, რას ვკარგავ, ხალხურ საშუალებებსაც ვცდი-მეთქი. გაზაფხული იდგა და ქრისტესისხლა ყვაოდა. ჰოდა, სწორედ ამ ბალახით დავიწყე მკურნალობა.

  • როგორც კი ქრისტესისხლა აყვავდება, მოაჭრით წვერს მიწიდან დაახლოებით 15 სმ-ზე, გაატარებთ და გამოწურავთ წვენს. გაფილტრავთ ორფა დოლბანდში და გააზავებთ არყით, თანაფარდობით 1:1. მთავარია, დოზას არ გადააჭარბოთ.

მკურნალობის პირველ დღეს, დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, 1/3 ჭიქა ნადგამ წყალში ჩააწვეთეთ ერთი წვეთი ქრისტესისხლას წვენი და დალიეთ, მეორე დღეს - ორი და ასე ადით ოცდაათ წვეთამდე. მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე. ამის შემდეგ ყოველდღე თითო წვეთი დააკელით და ერთ წვეთამდე ჩამოდით. მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაცივდეთ. მოკლედ, ოპერაციას გადავურჩი, მაგრამ დაავადება დარჩა. ვფიქრობ, რა მოხდებოდა, თავიდანვე ექიმთან რომ მივსულიყავი - საწყის სტადიებში მკურნალობა ხომ  გაცილებით ადვილია. ეგებ ჩემმა ამბავმა სხვები დააფიქროს, ჩემს შეცდომებზე სხვებმა ისწავლონ ჭკუა.