რევმატიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რევმატიზმი

შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაზიანებით, უპირატესად - გულ-სისხლძარღვთა სისტემაში ლოკალიზაციით და ხშირად პათოლოგიურ პროცესში ორგანიზმის სხვა სისტემებისა და ორგანოების ჩართვით.

გარკვეულ ეტაპზე აუტოალერგიული პროცესების გამო დაავადება იძენს ქრონიკულ, მორეციდივე ხასიათს. რეციდივი თითქოს გამქრალი მოვლენის გამეორებაა, დაავადების ერთგვარი შემობრუნება.

რა იწვევს რევმატიზმს

რევმატიზმის ეტიოლოგია უკავშირდება A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს. ბოლო ხანს დაავადების ქრონიკული და მეტისმეტად გახანგრძლივებული ფორმების გახშირების გამო პათოლოგიის სტრეპტოკოკთან კავშირი ხშირად ვერ დასტურდება. ასეთ შემთხვევებში სავარაუდოა, რომ გულის რევმატულ დაზიანებას სხვაგვარი ბუნება აქვს, კერძოდ, ალერგიული (სტრეპტოკოკთან და, საზოგადოდ, ინფექციურ აგენტთან დაუკავშირებელი), ინფექციურ-ტოქსიკური, ვირუსული და სხვა, თუმცა მთავარ როლს რევმატიზმის ეტიოლოგიაში მაინც ბეტა-ჰემოლიზურ სტრეპტოკოკს აკისრებენ.

დაავადების პათოგენეზში ანუ წარმოშობისა და განვითარების თანამიმდევრობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ალერგიას. ნებისმიერი ალერგიული რეაქცია წარმოადგენს დაუყოვნებელი და შენელებული ტიპის რეაქციათა ურთიერთგარდამავალ ჯაჭვს. რევმატიზმის დროს ორივე ტიპის ალერგიული რეაქცია აღინიშნება. სტრეპტოკოკით ან სხვა აგენტით სენსიბილიზაცია (ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა) თავდაპირველად იწვევს დაუყოვნებელი ტიპის ალერგიულ რეაქციას, რომელიც დამახასიათებელია რევმატიზმის მწვავე და ექსუდაციური ფორმებისათვის. ამის შემდეგ ვითარდება შენელებული ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც ქრონიკული, გახანგრძლივებული და დუნედ მიმდინარე ფორმების ჩვეული ნიშანია.

რევმატიზმის ფაზები და მიმდინარეობა

დღეისთვის მიღებულია რევმატიზმის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც გამოყოფენ დაავადების აქტიურ და არააქტიურ ფაზებს.

აქტიური ფაზა, თავის მხრივ, სამ ხარისხს (დონეს) მოიცავს: III ხარისხი - მაღალი აქტივობა, II ხარისხი - ზომიერი აქტივობა, I ხარისხი - მინიმალური აქტივობა.

დაავადების მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე, გახანგრძლივებული, უწყვეტად მორეციდივე და ლატენტური (ფარული).

რევმატიზმის კლინიკური გამოვლინებები

რევმატიზმის კლინიკა პოლიმორფულია (მრავალსიმპტომურია). იგი დამოკიდებულია პროცესის სიმწვავეზე (აქტივობის ხარისხზე), მის პირველად ან მორეციდივე ბუნებაზე, პათოლოგიურ პროცესში ჩართულ ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებზე, ასევე მათი დაზიანების გამოხატულებაზე, თანმხლებ დაავადებებსა და წინამორბედ მკურნალობაზე. რევმატიზმის ტიპურ შემთხვევებში დგინდება პირდაპირი კავშირი სტრეპტოკოკულ (უმეტესად - ტონზილარულ) ან სხვა სახის ინფექციასთან. დაავადება ვითარდება 1-2 კვირის შემდეგ, ზოგჯერ - უფრო ადრეც.

სადღეისოდ რევმატიზმის ყველაზე გავრცელებული და პაციენტთა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ერთადერთი ორგანული გამოვლინებაა გულის ანთებითი დაზიანება. პროცესში უმეტესად გულის კუნთოვანი გარსი, მიოკარდიუმი, ერთვება, თუმცა გამორიცხული არ არის, სხვა გარსებიც დაზიანდეს.

რევმატიზმის დროს მიოკარდიუმში, ჩვეულებრივ, დისტროფიული ცვლილებები მიმდინარეობს. რევმატული მიოკარდიტი შესაძლოა დასრულდეს სრული გამოჯანმრთელებით ან მიოკარდიული კარდიოსკლეროზით, რომელსაც თავისი კლინიკა აქვს.

რევმატული ენდოკარდიტი, გულის შიგნითა გარსის ანთება, მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ძირითადად მიოკარდიტთან ერთად, ანუ სახეზეა ენდომიოკარდიტი. ამ შემთხვევაში მოგვიანებით პაციენტს შესაძლოა მიტრალური (ორკარიანი სარქვლის) ან აორტალური მანკი ჩამოუყალიბდეს, იშვიათად - კომბინირებულიც. ზოგჯერ დაავადების საწყის ეტაპზე ენდომიოკარდიტი არ დიაგნოსტირდება და მოგვიანებით გულის მანკს მოულოდნელად აღმოაჩენენ.

რევმატული პერიკარდიტი (გულის გარეთა გარსის ანთება) დღეს კლინიკურად იშვიათად ვლინდება. ის შესაძლოა მშრალი ან ექსუდაციური პერიკარდიტის სახით მიმდინარეობდეს. რევმატიზმით დაავადებულ პაციენტებში პერიკარდიტის არსებობა, ჩვეულებრივ, გულის ყველა გარსის (შრის) დაზიანებაზე მეტყველებს. ასეთ დროს რევმატულ პანკარდიტზე საუბრობენ.

რევმატული ვასკულიტები (არტერიიტი, ფლებიტი და კაპილარიტი - შესაბამისად, არტერიების, ვენებისა და კაპილარების ანთება) იშვიათია. რაც შეეხება რევმატულ პოლიართრიტს, დღეს მწვავე ართრიტი იშვიათად გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, ოფლიანობა, სწრაფად მზარდი ტკივილი სახსრების არეში. სახსრები სივდება. მათში შესაძლოა ექსუდატი (ანთებითი გამონაჟონი) დაგროვდეს. რევმატიზმისათვის დამახასიათებელია სახსრების სიმეტრიული დაზიანება და მფრინავი ხასიათი (ხან ერთი სახსარი აწუხებს ავადმყოფს, ხან მეორე).

რევმატული ართრიტები, მიუხედავად მათი მძიმე მიმდინარეობისა, სავსებით შექცევადია, ადვილად ექვემდებარება ანტირევმატულ თერაპიას.

კანის რევმატული დაზიანებისას წარმოიშობა რევმატული კვანძები, კვანძოვანი და რგოლოვანი ერითემები. არ არის გამორიცხული ჭინჭრის ციება და კანის სხვა ალერგიული რეაქცია.

დღეს ფილტვების, პლევრის, თირკმელების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა რევმატული დაზიანება იშვიათია და იოლად ემორჩილება შესაბამის მკურნალობას.


რევმატიზმის მკურნალობა

რევმატიზმის მკურნალობა კომპლექსურია, გულისხმობს სამკურნალო-შემანარჩუნებელ და მოძრაობით რეჟიმს, რაციონალურ კვებას, მედიკამენტური და ფიზიოთერაპიული საშუალებების გამოყენებას, სამკურნალო ფიზკულტურას.

რევმატიზმის აქტიური ფორმისა და სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მკვეთრად გამოხატული ნიშნების დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა. მოძრაობითი რეჟიმის გაფართოება რევმატული პროცესის ჩაცხრობის ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის სიმპტომთა შემცირებისდაკვალად ხდება.

საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ვიტამინებით, ცილებითა და ფოსფოლიპიდებით მდიდარი. ცილოვან საკვებს (არანაკლებ 1 გრამი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე) აქვს მადესენსიბილიზებელი (მგრძნობელობის დამაქვეითებელი) თვისებები. ის ააქტიურებს ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის მექანიზმებს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის შეკუმშვით და ღვიძლის ძირითად ფუნქციებს.

ცილებით განსაკუთრებით გაჯერებული საკვები უნდა მიირთვან იმ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოიდულ ჰორმონებს, ვინაიდან ამ უკანასკნელთ აქვთ გამოხატული კატაბოლური (დამშლელი) მოქმედება.

ვიტამინები ამაღლებენ ორგანიზმის დამცველობით თვისებებს.

C ვიტამინი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. B ჯგუფის ვიტამინები ზრდიან გულის კუნთის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებენ გულის მკვებავ გვირგვინოვან სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევას, აიშვიათებენ გულის რიტმს. მიჩნეულია, რომ ფოსფოლიპიდები აქვეითებენ რევმატიზმისადმი მიმღებლობა-მგრძნობელობას. ამის გამო რეკომენდებულია რაციონში კვირაში 5-6 კვერცხის ჩართვა.

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს ალერგიულ რეაქციათა განვითარებას, ამიტომ რევმატიზმის მწვავე ფორმით დაავადებულთა რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა დღე-ღამეში 300-400 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიტამინებით, კალიუმითა და კალციუმით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს. მარილისა და სითხის შეზღუდვა ხდება სისხლის მიმოქცევის დარღვევათა დროს. გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისას საკვების კალორაჟი ცილებისა და ცხიმების ხარჯზე უნდა შემცირდეს. საკვები მაღალვიტამინიზებული, A, B დაC ვიტამინებით განსაკუთრებულად მდიდარი უნდა იყოს. პაციენტმა ხშირად და ზომიერი ულუფებით უნდა მიირთვას.

რევმატიზმი აღმოსავლურ მედიცინაში

აღმოსავლეთის მკურნალთა წარმოდგენით, რევმატიზმი არის დაავადება, რომელიც სახსრების შეშუპებითა და ტკივილით ვლინდება, ამ სიმპტომებს კი ძირითადად სამი ფაქტორი იწვევს - სიცივე, ნესტი და სიცხე. განასხვავებენ რევმატული დაავადების ორ ფორმას. პირველი - ეს არის “ქარის”, “სიცივისა” და “ნესტის” სინდრომები, მეორე კი “სიცხის” რევმატიზმი.

პირველი ფორმა

ამ ფორმის დროს ერთ ან რამდენიმე სახსარში აღინიშნება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება და მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვა. ზედა და ქვედა კიდურები სახსრებში მოხრილია. სახსრები შეშუპებული და ჰიპერემიულია (გაწითლებულია სისხლსავსეობის გამო). ორგანიზმში დაავადების გამომწვევ ფაქტორთა - “ქარის”, “სიცივისა” და “ნესტის” შეჭრის ხარისხის შესაბამისად შეინიშნება ესა თუ ის სიმპტომი. შესაბამისად, განასხვავებენ:

  • ქარის რევმატიზმს, რომლის ძირითადი სიმპტომია მუდმივი ხასიათისა და ლოკალიზაციის ტკივილი, ზოგჯერ იმატებს სხეულის ტემპერატურა, ენაზე ჩნდება ყვითელი ლორწვანი ნადები, ზედაპირულია პულსი;
  • სიცივის რევმატიზმს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მთელ სხეულში ან ადგილობრივად გამოხატული მუდმივი ლოკალიზაციის ყრუ ტკივილი. სითბო ასეთ ტკივილს ამცირებს, სიცივე კი აძლიერებს. ენაზე თეთრი ნადები ჩნდება, პულსი დაჭიმულია, აჩქარებული;
  • ნესტის რევმატიზმს, რომლის ძირითადი სიმპტომია კანის საფარველის გაფერმკრთალება, ზედა და ქვედა კიდურების არეში სიმძიმის შეგრძნება და მუდმივი ლოკალიზაციის ტკივილი, ტკივილი ტენიან ამინდში, ჩვეულებრივ, მორეციდივეა, პულსი - ზედაპირული, სუსტი ავსებისა, ენაზე ჩნდება თეთრი ლორწოვანი ნადები.

მეორე ფორმა ანუ სიცხის რევმატიზმი მწვავე რევმატიზმს ან ქრონიკული ფორმის გამწვავებას წარმოადგენს. ამ ფორმის დროს სახსრებში აღინიშნება ძლიერი ტკივილი, შესივება, ჰიპერემია, მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა. სხეულის ტემპერატურა იმატებს, ვითარდება ციებ-ცხელება, შეკრულობა, შარდი ყვითლდება, წყურვილის შეგრძნება მძაფრდება, ტკივილი არამუდმივი ლოკალიზაციისაა და გამოხატულია ერთ ან მრავალ სახსარში, ენაზე ჩნდება სქელი ყვითელი ნადები, მაჯა სწრაფი ავსებისაა.

აღმოსავლური მედიცინა რევმატიზმის სამკურნალოდ წარმატებით იყენებს აკუპუნქტურას - ნემსებით ჩხვლეტას. მკურნალობის ამ მეთოდის პრინციპი “ქარის ლიკვიდაცია” და სხეულის მერიდიანების გამავლობის აღდგენაა.

აკუპუნქტურა გამოიყენება აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ. რევმატიზმის დროს გულის ქრონიკული უკმარისობა დაკავშირებულია ორ ძირითად ფაქტორთან - გულში სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და სისხლის მიმოქცევის პერიფერიულ სისტემაში განვითარებულ შეგუბებით მოვლენებთან. გულის ქრონიკული უკმარისობის მთავარი მიზეზი გულისა და თირკმელების იან-ენერგიის შესუსტებაა. გულის იან-ენერგიის უკმარისობა იწვევს შეგუბებას სისხლის მიმოქცევის სისტემაში, ხოლო თირკმელების იან-ენერგიისა აქვეითებს თირკმელების უნარს, მოახდინონ ენერგიის აკუმულირება. ამის კვალობაზე, ენერგეტიკული ფუნქცია მთელ ორგანიზმში ირღვევა, ხდება სითხის შეგუბება, რაც შეშუპებას იწვევს და ორგანიზმში საგანგაშო მდგომარეობა იქმნება.

აღმოსავლური მედიცინა გულის ქრონიკული უკმარისობის ორ ფორმას განასხვავებს:

1. იან-გულის დასუსტების სინდრომს, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულის აღგზნება, გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება, ფსიქიკური დაძაბვა, სახის კანისა და ფრჩხილების გაფერმკრთალება, კიდურების გაცივება, ხშირი თავბრუხვევა, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება, ენაზე თეთრი ნადები, პულსის შესუსტება.

2. ენერგიისა და სისხლის შეგუბების სინდრომი. ახასიათებს გულის აღგზნება, გულმკერდის არეში სიმძიმის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, კიდურების გაცივება, ტუჩებისა და ფრჩხილების გალურჯება, ენაზე ნადები, პულსის შესუსტება.