რა არის იშიასი და როგორ ვუმკურნალოთ მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის იშიასი და როგორ ვუმკურნალოთ მას

იშიასი საჯდომი ნერვის ანთებაა, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნერვია.

მას ხანგრძლივი და შემაწუხებელი ტკივილი ახასიათებს.

იშიასის სიმპტომებია: დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც უხერხული მოძრაობისას, ან ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს ძლიერდება. ის ძირითადად, ცალმხრივია. ტკივილი იწყება წელის არეში და შემდეგ, გადაინაცვლებს დუნდულა კუნთში, თეძოს გავლით დაეშვება მუხლზე, შემდეგ გადაინაცვლებს წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ.

იშიასის დროს, ტკივილი მჩხვლეტავი, მწველი, მჭრელია, ზოგჯერ უბრალოდ დაბუჟების შეგრძნება ახლავს თან.

საჯდომი ნერვის ნევრიტის შეტევის დროს, უნდა წამოწვეთ, წელის ქვეშ ამოიდოთ ბალიში და ფეხები ოდნავ მაღლა, მოხრილი უნდა გქონდეთ, ასე ხერხემლის მიდამოს დიდი კუნთები დუნდება და ტკივილიც მსუბუქდება.

კარგია მტკივანი ადგილის ანთების საწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით დაზელა.

მსუბუქი მასაჟი მწვავე პერიოდშიც ეფექტურია.

იშიასის დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ ხალხურ მეთოდს - წიწვოვან ნაყენს.

1 კგ წიწვს უნდა დაასხათ 3 ლიტრი მდუღარე წყალი, 10 წუთი ნელ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში ადუღეთ.

გააჩერეთ 4 საათი და გადაწურეთ. 1 ლიტრი ნახარში გახსენით 15 ლიტრ 34 გრადუსიან წყალში და ჩაჯექით 15 წუთით, შემდეგ ჩაწექით ლოგინში.

პროცედურა ტარდება 10-15 დღე, ძილის წინ.