სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ "სამკურნალო წერილებს", თავადაც ვმკურნალობ მეგობრებს, მეზობლებს, შინაურსა თუ გარეულს... ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ბუასილის წამალი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილის დროს.
  • უმი კარტოფილისგან გამოჭერით სანთელი და ჩაიდგით უკანა ტანში.
  • აიღეთ ასეთი ნაკრები: მუხის ქერქი - 3 წილი, სელის თესლი - 3 წილი, გვირილის ყვავილი - 4 წილი. 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 40 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში, გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჭიქა დილა-საღამოს, ჭამის შემდეგ - გაგიუმჯობესებთ ნაწლავთა მოქმედებას.

ამას წინათ ჩემი ქმარი გაცივდა, დაეწყო საშინელი ხველა. ჩვეულებრივმა მკურნალობამ არ უშველა. ეს ამბავი ერთ ნაცნობ ბებოს შევჩივლეთ. ამ ქალბატონმა გვასწავლა წამალი, რომელსაც აქამდე ჰიპერტონიის საწინააღმდეგო საშუალებად ვიცნობდით. ეს არის შავნაყოფიანი ცირცელი. ქმარმა დაიწყო ამ კენკრის ჩაის სმა და ხველამაც გაუარა.

წამალს თავად მივაგენი

კატარაქტის გამო ცუდად ვხედავ; ერთ დღეს თხრილი ვერ შევამჩნიე, ფეხი გადამიბრუნდა და ვიღრძე. სახლში ასვლაში მეზობლის ქალი დამეხმარა. ძალიან შევწუხდი, რადგან მარტო ვცხოვრობ - ქმარი შარშან გარდამეცვალა. რა მექნა, არ ვიცოდი, ან წამალზე ვინ გამეგზავნებოდა, ან მაღაზიაში... გამახსენდა, რომ ხალხური რეცეპტებით 4 სქელი ჟურნალი მაქვს სავსე. გადმოვაწყვე და ვიპოვე კიდეც არაჩვეულებრივი რეცეპტი. აი, ისიც:

  • კარგად ათქვიფეთ 1 ქათმის კვერცხის ცილა, დაუმატეთ 0,5 ჩაის კოვზი ფქვილი და ერთი საჩაროზე კოვზი სპირტი, სქლად წაუსვით სელის ნაჭერზე, დაიდეთ სახსარზე, მეორე ნაჭრით გადაიხვიეთ და დაწექით.

ამ კომპრესით ვიწექი დაახლოებით სამი საათი, შედეგ ფრთხილად წამოვჯექი, ჩამოვუშვი ფეხები, ვცადე ფეხის დადგმა - გამიადვილდა. კომპრესი დაღამებამდე დავიტოვე, მერე ავდექი და ფრთხილად გავიარ-გამოვიარე. დილისთვის უკვე ნორმალურად დავდიოდი. დილით ნახვევი მოვიხსენი - იგი თაბაშირის ნახვევივით მქონდა შემოკრული. საოცარი არ არის?

როგორ ვუშველოთ გულს

გამიგონია, რომ სტენოკარდიას წინათ ადონისით წამლობდნენ. აი რეცეპტი:

  • 1 ჩაის კოვზ ადონისს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ. ადონისი ძალიან კარგად ხსნის ზეწოლის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან და ხელს უწყობს გულის მკვებავ სისხლძარღვებს, რომ მუდმივად ტონუსში იყვნენ.

ვებრძვით სკლეროზს

დედაჩემი 85 წლისაა. დიდი ხანია, სკლეროზი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფრით ვშველი. ნაცნობმა ექიმმა რამდენიმე ეფექტური წამალი მასწავლა, რომლებმაც მდგომარეობა საგრძნობლად შეგვიმსუბუქა:

  • აიღეთ 40 გ კულმუხოს ფესვი, დაასხით 1/2 ლიტრი არაყი, 10 დღით გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში ერთხელ. კურსი თვენახევარი გრძელდება.
  • მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა ოხრახუშის მაგარი ნაყენი დღეში სამჯერ.
  • კარგია ქრისტესისხლას ნაყენიც - 1 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • 200 გ ასფურცელას ფესვს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 2 საათი, გადმოდგით და გააგრილეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

მინდა გასწავლოთ სამი რეცეპტი, რომლებიც ძალიან უხდება ხველას.

ხველის სამი წამალი

1. ნავახშმევს მიირთვით ერთი კბილი ნიორი თაფლთან ერთად - მოკბიჩეთ ნიორი და დააყოლეთ თაფლი. ამის შემდეგ არაფერი შეჭამოთ. დილით გაცილებით უკეთ იქნებით.

2. სამლიტრიანი ქილა ნახევრამდე აავსეთ დაჭრილი ბოლოკით, დაუმატეთ მეოთხედი ქილა შაქარი, დააყენეთ დაახლოებით ერთი დღე-ღამით, სანამ ბოლოკი წვენს არ გამოუშვებს. მიიღეთ ეს წვენი 2-2 სუფრის კოვზი ჭამის შემდეგ, დღეში რამდენჯერმე.

3. ერთ ჭიქა ნებისმიერ ჩაის დაუმატეთ ერთი ცალი დაქუცმაცებული ბანანი, დააყენეთ დაახლოებით 2 საათით, მიიღეთ ჭამის შემდეგ ჭიქის მესამედი.

ეს რეცეპტები მარტივი და ხელმისაწვდომია, თანაც ძალიან ეფექტური. მე და ჩემი ოჯახი ზამთარს მათი წყალობით ვუძლებთ.

ავწიოთ წნევა

ბევრს წერენ მაღალი წნევის მკურნალობაზე, დაბალი წნევის შესახებ სტატიები კი რატომღაც იშვიათად მხვდება. მინდა, ბებიაჩემისგან ნასწავლი რამდენიმე რეცეპტი შემოგთავაზოთ, რომლებიც დაბალწნევიან ადამიანებს გამოადგებათ:

  • დილით, უზმოზე, უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი ან სირჩა კონიაკი, თუ იტანთ და გული არ გაწუხებთ.
  • ძალიან სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში, დატვირთვა, კონტრასტული შხაპი, სეირნობა სუფთა ჰაერზე, რეგულარული დასვენება და სრულფასოვანი ძილი. დაბალწნევიანებისთვის არ შეიძლება გამოუძინებლობა, არარეგულარული კვება, უჰაერო ოთახში, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, პასიური დასვენება (დივანზე წოლა და ტელევიზორის ყურება).
  • დაბალი წნევის დროს სასარგებლოა პორტვეინის მიღება - 100 მლ-ისა დღეში ერთხელ.

მერყევი წნევის დროს: 1 ს/კ მატიტელას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

თავის ტკივილს დაგიამებთ

სიამოვნებით ვკითხულობ ამ რუბრიკას. მინდა, მცირედი წვლილი მეც შევიტანო ჩვენს თანამემამულეთა გამოჯანსაღებაში. თავის ტკივილის დროს:

  • აიღეთ ახალი კომბოსტოს ფოთლები და მიიდეთ საფეთქელზე, კეფასა და შუბლზე.
  • სვით მაყვლის ფოთლების ნახარში.
  • კარგია ნესტოებში 2-2 წვეთი ალოეს წვენის ჩაწვეთება.
  • აიღეთ ახალი ლიმონის ქერქი, მოაცალეთ თეთრი შრე და მიიდეთ საფეთქლებზე შიგნითა მხრიდან. მალე ქერქის ქვეშ, კანზე, გაჩნდება წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და აგექავებათ. თავის ტკივილი მაშინვე გაგივლით.

კაკალი კუჭის ტკივილს უხდება

ბავშვობიდანვე სუსტი კუჭი მქონდა. ზოგი უშიშრად მიირთმევს ცხარე კერძებსა თუ ნახევარფაბრიკატებს, მე კი რაიმე ასეთს თუ შევჭამდი, მაშინვე მუცელი მტკივდებოდა. ერთხელ სამსახურიდან შესვენებაზე სასადილოში წავედით. აღარ მახსოვს, რა ვჭამეთ, მაგრამ ორიოდე საათში მუცლის ისეთი ტკივილი ამივარდა, დღემდე არ დამვიწყებია. სასწრაფოც კი გამოიძახეს. მეორე დღეს ჩემმა კოლეგამ მასწავლა ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც კაკლისგან მზადდება. მას შემდეგ ეს უებარი საშუალება სულ თან დამაქვს. გიგზავნით რეცეპტს, იმ იმედით, რომ სხვასაც გამოადგება.


  • წვრილად დაჭერით 30 გ კაკალი, ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით 1 ლიტრი 40%-იანი სპირტი. ბოთლი 14 დღით დადგით მზეზე, ამ ხნის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი, აუცილებლად ჭამის წინ, თან წყლით გააზავეთ - პროპორციით 1:3

ხორბალი გახდომის მსურველთათვის

ტანსრული ვიყავი და ძალიან მინდოდა გახდომა, მაგრამ დიეტის დაცვა მიჭირდა - ჭამის სურვილს ვერ ვიოკებდი და ხშირად დიეტას შუა გზაზე ვწყვეტდი. ეს ჩემს მეგობარს შევჩივლე. მან ერთი საშუალება მასწავლა, რომელიც დიეტის დროს უნდა მესვა, მითხრა, რომ ეს წონის დაკლებაში დამეხმარებოდა. დავუჯერე და არც მინანია - მართლაც არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. გთავაზობთ ამ საშუალების რეცეპტს, იგი ადვილი მოსამზადებელია და ძვირიც არ ჯდება.

  • 0,5 ჭიქა დაფქულ ხორბალს დაასხით ერთი ჭიქა ოთახის ტემპერატურის გადადუღებული წყალი, ურიეთ ხელით, სანამ წყალი რძესავით თეთრ ფერს არ მიიღებს და მაშინვე დალიეთ. უმჯობესია, თუ ამას გააკეთებთ დილით, რადგან შიმშილს კარგა ხნით დაგიოკებთ.

როგორ მოვიქცეთ ტრავმის დროს

გასწავლით რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ტრავმის შემთხვევაში დაგეხმარებათ. ყველა მათგანი საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე მაქვს გამოცდილი.

  • მყესების დაჭიმვის შემთხვევაში 1-2 თავი ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში, დაამატეთ ცოტა შაქარი, მიღებული მასა წაუსვით სელის ქსოვილზე და მტკივან ადგილას დაიდეთ. კომპრესი დღეში 2-3-ჯერ გამოიცვალეთ.
  • დაჟეჟილობისგან კვალიც აღარ დარჩება, თუ მტკივან ადგილას დაიდებთ მრგვლად დაჭრილ უმ კარტოფილს.
  • მოხარშეთ 500 გ თეთრი ლობიო, დასრისეთ და დაჟეჟილ ადგილას დაიდეთ. საკმარისია ორი ასეთი კომპრესი და დაჟეჟილობა აღარ შეგაწუხებთ.

როგორ მოვერიოთ გაციებას

გრიპის სეზონი დაიწყო და მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. მე ვიცი ერთი რეცეპტი, რომლის წყალობითაც გაციებას იოლად მოერევით.

  • წვრილ სახეხზე გახეხეთ 1 კგ სტაფილო და ვაშლი, აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ 0,5 კგ დაქუცმაცებული კურაგა, 300 გ ქიშმიში, ხორცის მანქანაში კანიანად გატარებული 2 ლიმონი, 3 სუფრის კოვზი ხარისხიანი თაფლი და გულდასმით აურიეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ და ღამით, ძილის წინ.

პოდაგრა

გახლავართ პენსიონერი მამაკაცი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო რჩევებისთვის და მოგიყვეთ, როგორ დავაღწიე თავი პოდაგრით გამოწვეულ აუტანელ ტკივილს. რამდენიმე წლის წინ ცერა თითი გამისივდა, გამიწითლდა და აუტანლად ამტკივდა. ერთ ღამეს ტკივილმა გამაღვიძა. ისე ცუდად გავხდი, სასწრაფო დახმარება დამჭირდა. ექიმმა - პოდაგრა უნდა იყოს, რევმატოლოგის პაციენტი ხარო, მითხრა. მივმართე რევმატოლოგს, დამინიშნა მკურნალობა. რა და როგორი, მკითხველისთვის არ იქნება საინტერესო, რადგან ამ დროს ყოველთვის ერთი და იგივე წამლები ინიშნება. საინტერესო ის არის, რომ ექიმმა ფეხზე წასასმელი საშუალებაც მასწავლა, რომელიც ტკივილს თვალის დახამხამებაში მიყუჩებდა. მინდა სწორედ ამ საშუალების რეცეპტი შემოგთავაზოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, მარტო ის ვერ გიშველით, ექიმის დანიშნულება აუცილებლად უნდა შეასრულოთ, დიეტაც დაიცვათ, კერძოდ, ერიდოთ ხორცს, თევზს, მათ ნახარშს, შაშხს, კონსერვებს, შოკოლადს, ლობიოს, ბარდას, მჟაუნას. არც ალკოჰოლი შეიძლება. სამაგიეროდ, კარგია რძე და რძის ნაწარმი, მოხარშული ბოსტნეული, ხილი, ბრინჯი. შეიძლება ცოტა კვერცხიც. აუცილებელია დიდი ოდენობით სითხის მიღება.

ახლა კი რეცეპტი:

  • აიღეთ ცოტა ოდეკოლონი, დაუმატეთ იმავე ოდენობის ვალერიანის წვეთები, 5%-იანი იოდის ხსნარი და 6 ტაბლეტი ანალგინი (კარგად დაფქული ან დანაყილი). კარგად აურიეთ, ხოლო გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. დაიზილეთ ამ ხსნარით მტკივანი თითი და შალით შეიხვიეთ. ასე ვაკეთებდი ყოველ საღამოს, სანამ ტკივილმა და შესივებამ არ გამიარა.

ჭიებს ნივრით მოიშორებთ

დაახლოებით 3 წლის წინ პირში სუნი გამიჩნდა. მივედი სტომატოლოგთან, მაგრამ კბილები და ღრძილები წესრიგში აღმომაჩნდა. ყველაფერი გამოვიკვლიე და ბოლოს და ბოლოს ჭიების დიაგნოზი დამისვეს. უნდა დამელია სპეციალური წამალი გარკვეული სქემით, მაგრამ თავი შევიკავე - მრავალ მედიკამენტზე მაქვს ალერგია და შემეშინდა. მივმართე ხალხურ მედიცინას. ბევრი რამ ვცადე, მათ შორის გოგრის თესლიც, მაგრამ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ნიორი. ყოველ დილით, უზმოზე, თითო პატარა კბილს ვყლაპავდი. 10 დღეში დაუჯერებელი ეფექტი გამოიღო - სუნიც გამიქრა პირიდან და იმედია, ჭიებიც, რადგან აღარც სხვა სიმპტომები (მუხლების ტკივილი, ქავილი) მაწუხებს.


თეთრად შლა

ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს. მეც წლების მანძილზე მქონდა გამონადენი, ექიმთანაც მივედი, მაგრამ მითხრა, საგანგაშო არაფერი გჭირსო, რამდენიმე გამორეცხვა გამიკეთა, მაგრამ სულ რამდენიმე თვე მეყო, შემდეგ ისევ დამეწყო. ჩემი გასაჭირი მეგობარ ქალს შევჩივლე. მითხრა, რომ თეთრად შლა თვითონაც აწუხებდა და გამორეცხვებით მოირჩინა. გამოსარეცხი ხსნარის მომზადებაც მასწავლა. მართლაც მიშველა. გიგზავნით ამ ხსნარის რეცეპტს.

  • 25 გ გულყვითელას (აფთიაქში იყიდება, კალენდულასაც ეძახიან) დაასხით 100 მლ სპირტი და გააჩერეთ სიბნელეში (ოღონდ არა მაცივარში) 2 კვირა. შემდეგ 1 ჭიქა ნელთბილ, ანადუღარ წყალში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი სპირტხსნარი და გაიკეთეთ გამორეცხვა დღეში ერთხელ. მე დღეგამოშვებით ვიკეთებდი და ხუთი პროცედურა მეყო.

სტომატიტი ვერ შეგაშინებთ

რამდენიმე თვის წინ პირის ღრუში მტკივნეული ბუშტუკები გამიჩნდა. სტომატოლოგმა მითხრა, სტომატიტიაო და დამინიშნა უამრავი პროცედურა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვდა, ამიტომ მათი ჩატარება ვერ შევძელი. ჩემმა მეგობარმა ეს რომ გაიგო, ლამის ძალით წამიყვანა თავის სტომატოლოგთან, რომელმაც რამდენიმე სავლები მასწავლა და პირის ღრუ აბსოლუტურად გამისუფთავა. მას შემდეგ თითქმის წელიწადი გავიდა და ამ მხრივ პრობლემა აღარ მქონია. მინდა, ეს საშუალებები თქვენც გასწავლოთ.

1. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, როცა გაგრილდება, გაფილტრეთ და საათში ერთხელ გამოივლეთ პირში.

2. 10 გრამ არყის გამომშრალ კვირტს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი ორთქლის აბაზანაზე, გაფილტრეთ, მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე (200 გრამამდე) შეავსეთ და გააგრილეთ. რაც შეიძლება ხშირად ივლეთ პირის ღრუში.

3. არყის ფოთლები მოამზადეთ ისევე, როგორც კვირტები და ხშირ-ხშირად ივლეთ პირის ღრუში.