რუბრიკები

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ღრძობა და როგორია პირველადი დახმარება ამ დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ღრძობა და როგორია პირველადი დახმარება ამ დროს

იოგების დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის.

მსუბუქი(პირველი ხარისხი) - მოიცავს მხოლოდ მცირე ოდენობის ბოჭკოების გაწყვეტას, რაც იწვევს მსუბუქ ტკივილს შეხებაზე და მინიმალურ შეშუპებას;

ზომიერი(მეორე ხარისხი) - არის ქსოვილის ნაწილობრივი რღვევა უფრო მეტი შეშუპებით და შეხებაზე ტკივილით

მძიმე(მესამე ხარისხი) - მოიცავს იოგის სრული გაწყვეტა, სერიოზული შეშუპებით.

ღრძობის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს ტკივილს, შეშუპებას, ფუნქციის დაქვეითებას და დაჟეჟილობას. მსუბუქი ღრძობა თავად გაივლის, თუმცა სრული ფუნქციის დასაბრუნებლად 3-დან 6 კვირამდეა საჭირო. მოტეხილობის გამოსარიცხად სასურველია დაზიანებული ნაწილის რენტგენის გადაღება.

ღრძობის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს: ტკივილს, შეშუპებას, ფუნქციის დაქვეითებას და დაჟეჟილობას. მსუბუქი ღრძობა თავად გაივლის, თუმცა სრული ფუნქციის დასაბრუნებლად 3-დან 6 კვირამდეა საჭირო. მოტეხილობის გამოსარიცხად სასურველია დაზიანებული ნაწილის რენტგენის გადაღება.

სასწრაფო გადაუდებელი მოვლა მოიცავს შემდეგ ღონისძებებს:

  • აქტივობის შეწყვეტას და მოძრაობის შეზღუდვას;
  • დაზიანებულ ადგილას ყინულის კომპრესების დადებას(კრიოთერაპია) - სიცივე იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ტკივილის იმპულსების გადაცემის შემცირებას. ტკივილის გაყუჩებასთან ერთად მცირდება კუნთის სპაზმი, ანთება და შეშუპება. ცივი ყველაზე უკეთ მოქმედებს თუ დაუყოვნებლივ დავადებთ დაზიანებულ ადგილს. თითო დადებაზე 20-30 წუთზე დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ. შეშუპების პრევენციისთვის;
  • საჭიროებისამებრ ტკივილის გაყუჩებას;
  • დაზიანებულ ადგილს შეგვიძლია შემოვახვიოთ ელასტიური კომპრესიის სახვევი. სახვევი უნდა დავტოვოთ 30 წუთი განმავლობაში და მოვხსნათ 15 წუთით;
  • დაზიანებული კიდურის აწევას - დაზიანებული ადგილი უნდა ამაღლდეს გულის დონის ზემოთ, რათა ადგილიდან ზედმეტი სითხე გამოვდევნოთ და თავიდან ავირიდოთ დამატებითი შეშუპება

მწვავე ფაზის შემდეგ(24-48 სთ), შეშუპების შესამცირებლად და კომფორტისთვის შეგვიძლია დაზიანებულ ადგილს თბილი, ნოტიო საგანი დავადოთ. სითბო არ უნდა გავაჩეროთ 20-30 წუთზე მეტხანს. აპლიკაციებს შორის უნდა იყოს ე.წ ,,გაგრილების პერიოდები“.