/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

დედის სიმღერა

დედის სიმღერა
ამბობენ, რომ როცა ორსული სასიამოვნო მუსიკას უსმენს, იავნანას ან სხვა სიმღერებს უმღერის მუცლად მყოფ ბავშვს, ეს დადებითად მოქმედებს ნაყოფზე, უფრო მეტიც -

ბავშვი თავადაც რეაგირებს ამაზე. მართალია თუ არა ეს?

მრავალმა ექიმმა და ფსიქოლოგმა დაადასტურა, რომ დედის სიმღერა გავლენას ახდენს მუცლად მყოფ ბავშვზე. მუსიკა არა მხოლოდ ემოციური საზრდოა, არამედ ინტელექტუალურიც. ამ საკითხის შესასწავლად მრავალ ქვეყანაში სპეციალური სკოლებიც კი გაიხსნა და ექსპერიმენტები ჩატარდა.

არსებობს სპეციალური კურსები ორსულთათვის, სადაც მუსიკალური “გაკვეთილები” ტარდება. აქ მომავალი დედები შვილებთან ჯერ კიდევ მათ ამქვეყნად მოვლინებამდე იწყებენ ურთიერთობას. ამ გაკვეთილებზე ქალები მღერიან თბილ, კეთილ სიმღერებს მზეზე, ცაზე, ჩიტებზე, ყვავილებზე... ერთი სიტყვით, მთელ იმ სილამაზეზე, რასთანაც მოუხდება შეხვედრა ბავშვს, როცა დაიბადება. ბავშვი აღიქვამს მშვენიერებას გაშუალებული გზით - დედის დადებითი ემოციებისა და სიმღერის მეშვეობით, რომელსაც თან ახლავს სიმშვიდე და ჰარმონია. დედის ვოკალურ მონაცემებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნაყოფი ბგერაზე მეთოთხმეტე კვირიდან რეაგირებს, ხოლო დედის ხმის საოცარ ვიბრაციებს აღიქვამს გაცილებით ადრე, ვიდრე ბგერის ყურით მოსმენას ისწავლის.

სიმღერა, რომელიც სიხშირული მახასიათებლებით ჩვეულებრივ საუბარზე მდიდარია, განსაკუთრებულად მოქმედებს დაუბადებელ ბავშვზე. დედის სიმღერა მტკიცე კავშირს ამყარებს მასა და მუცლად მყოფ ბავშვს შორის და ხელს უწყობს ნაყოფის სწორ განვითარებას, ეხმარება, უფრო იოლად გადაიტანოს დაბადება და ცხოვრებისთვის მოემზადოს. მაგრამ თუ დედას არ ახარებს ორსულობა და ბავშვთან კონტაქტი არ გამოსდის? სიმღერა სწორედ ამ ურთიერთობის დამყარებას უწყობს ხელს.

ორსულებთან მომუშავე მუსიკის მასწავლებლები ამბობენ, რომ ქალები, რომლებსაც თავდაპირველად შოკს ჰგვრიდათ ორსულობა, გაკვეთილებზე სიყვარულისა და დადებითი ემოციების სამყაროში იძირებოდნენ.

ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობისას მღეროდნენ, განვითარებით (მათ შორის - ძირითადი ფსიქომოტორული რეაქციებითაც) საგრძნობლად უსწრებენ თანატოლებს, ნაკლებად ავადმყოფობენ, მშვიდად სძინავთ და ადვილად ახერხებენ გარემოსთან ადაპტაციას.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმდბიᲗ.მყავს 18 Თვის ბავᲨვი.მყარად ისევ ვერ დგება და ვერ დადის Თავად დაყრდნობის გარეᲨე Თუმცა რიცა რამეს ეხება დადის მაგრამ უმეტესად ხოხავს Თან სწრაფად.ამის გამი მუხლები დაუწიᲗლდა და დაულურჯდა..რა წავუსვაᲗ რომელი კრემი? დაბეᲟილიბამ რომ გაუაროს?</p>

დედის სიმღერასთან ერთად, შეგიძლიათ, ბავშვს მუსიკაც მოასმენინოთ, კლასიკური, სიმფონიურიც კი. შეიძლება ცეკვაც მუსიკის თანხლებით, ოღონდ ეს ხალისით უნდა გააკეთოთ და არა ძალდატანებით. ბავშვი ყოველივე ამაზე რეაგირებს, ასე რომ, თანდათან თვითონვე მიხვდებით, როგორი მუსიკა მოსწონს პატარას.

სიღერის წესები მომავალი დედისთვის

  • მეცადინეობა უმჯობესია დაიწყოთ ორსულობის პირველივე კვირებიდან და, სასურველია, ერთსა და იმავე დროს. მერე და მერე დანიშნულ დროს ბავშვი მუცელში მოძრაობით თვითონვე მოითხოვს ჰარმონიის საკუთარ “ულუფას”
  • ნუ მოგერიდებათ იმისა, რომ აბსოლუტური სმენა და იდეალური ხმა არ გაქვთ - გახსოვდეთ, დედის ხმა ბავშვისთვის ყველაზე, ყველაზე ტკბილია!
  • შეარჩიეთ სპეციალური სიმღერები სეირნობისთვის, შხაპისთვის, საუზმისთვის, სადილისა თუ ვახშმისთვის და, რა თქმა უნდა, იავნანები.
  • სიმღერის დროს ყურადღება უნდა მიექცეს რიტმს, სწორ სუნთქვას, მოძრაობებს, ამიტომ უმჯობესია, ეს ექიმის მეთვალყურეობით გააკეთოთ.
  • ნუ იმღერებთ მეტისმეტად ხმამაღლა - ამან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე.
  • ნუ შესთავაზებთ პატარას კვირაში სამზე მეტ ახალ სიმღერას.
  • თუ სიმღერას ორსულობის დასაწყისიდანვე არ მიჰყავით ხელი და ახლაღა აპირებთ, ფრთხილად იყავით, ბავშვს ერთბაშად დიდი ინფორმაცია არ დაატეხოთ თავს.
  • სიმღერა არასასურველია ორსულებისთვის, რომლებსაც მუცლის მოშლის რისკი აქვთ.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

იცოდით, რომ ხველის დროს ძალიან კარგია წინდებში მშრალი მდოგვის ჩაყრა?! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცოდით, რომ ხველის დროს ძალიან კარგია წინდებში მშრალი მდოგვის ჩაყრა?!

თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ და ბევრ სასარგებლო რჩევას ვიწერ სპეციალურ რვეულში, რომლის შედგენაც ბებიაჩემს ახალგაზრდობაში დაუწყია. აქ თითქმის ყველა დაავადების სამკურნალო რეცეპტებს ნახავთ. მინდა, რამდენიმე მათგანი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო.

ბრონქული ასთმისა და ხველის დროს:

  • 1 კგ ახალ თაფლს შეურიეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 1 კგ ჟოლო და სამწლიანი ალოეს ფოთოლი. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. სამ დღეში წამალი მზად იქნება. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.

ისევ ხველისთვის:

  • აურიეთ ერთმანეთში გახეხილი ვაშლი, ხახვი და 1/2 ჭიქა თაფლი, წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ხველის დროს ძალიან კარგია წინდებში მშრალი მდოგვის ჩაყრაც - ფეხები მთელი დღე თბილად გექნებათ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნია მოხუცებისა და ბავშვებისთვის.