/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ორსულობა

ორსულობა
ორსულობა იწყება კვერცხუჯრედის განაყოფიერების - ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმის შემდეგ. ჯანმრთელი ქალის ორგანიზმში ყოველთვე ერთი სასქესო უჯრედი - კვერცხუჯრედი გამომუშავდება,

რომელიც ოვულაციის (განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი დრო, რომელიც დაახლოებით მენსტრუალური ციკლის მე-14-15 დღეს ემთხვევა) პერიოდში საკვერცხიდან გამოდის. თავად კვერცხუჯრედი უძრავია. იგი საშვილოსნოს მილების შეკუმშვისა და მოციმციმე ეპითელიუმის რხევათა წყალობით გადაადგილდება. გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი დაახლოებით 24 საათი ცოცხლობს. თუ ამ ხნის განმავლობაში არ განაყოფიერდა, იღუპება და იშლება, განაყოფიერების შემთხვევაში კი საშვილოსნოს ღრუში გადადის და მასში ინერგება. ყველა განაყოფიერებული უჯრედი როდი ემაგრება საშვილოსნოს; მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით განვითარების პირველსავე დღეებში იღუპება. ვისაც მეტად გაუმართლებს, განაყოფიერებიდან მე-7-8 დღეს სრულად ინერგება საშვილოსნოში. ამით მთავრდება იმპლანტაციის პროცესი და იწყება ორსულობა.

პლაცენტური სისტემა

დედის საშვილოსნოში ჩანერგილი ნაყოფის შემდგომ ზრდასა და განვითარებას პლაცენტური სისტემა უზრუნველყოფს, რომლის საშუალებითაც იგი იკვებება და სუნთქავს, მუდმივად იღებს საკვებ ნივთიერებებს, ჟანგბადს და თავისუფლდება ცხოველმყოფელობის პერიოდში დაგროვილი უვარგისი, ნარჩენი ნივთიერებებისგან. პლაცენტა მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანოც არის. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც ორსულობის ნორმალურ წარმართვას უზრუნველყოფენ. იგი საშვილოსნოს სპეციალური წანაზარდებით ემაგრება, ნაყოფს კი ჭიპლარის საშუალებით, რომელშიც მნიშვნელოვანი სისხლძარღვები გადის. პლაცენტა ორსულობის პარალელურად ნაყოფის ქსოვილებისგან ვითარდება და მაქსიმალურ ზომას ბოლო თვეს აღწევს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნაყოფის განვითარება

იმპლანტაციის შემდგომ იწყება ჩანასახის ინტენსიური განვითარება. ორსულობა 38-40 კვირას გრძელდება. ის მეტად რთული და დინამიური პროცესია. ორსულობის პირველ კვირას ჩანასახი ქინძისთავისოდენაა, მე-6 კვირას - მუხუდოს მარცვლისოდენა, მერვე კვირას - ლობიოს მარცვლისოდენა. მესამე თვეს კი ქათმის კვერცხისოდენა ხდება. განაყოფიერებიდან მშობიარობამდე მიმდინარეობს ნაყოფის უწყვეტი განვითარება და მისი მომზადება შემდგომი ცხოვრებისთვის.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, 16 მაისს მქონდა მენსტრუაცია, მაქვს 30-31 დღიანი ციკლი. 31 მაისს უწევდა სავაურაოდდ ოვულაცია, 7 ივნისს მქონდა დაუცველი სექსი და 13 საათში დავლიე ესკაპელი. არის თუარა ალბათობა ორსულობის? საშიში ხომ არიქნება მეორე ესკაპელიც რომ მივიღო, რადგან ესკაპელის მიღების შემდეგ მენსტრუაცია არ დამწყებია</p>

ორსულობის პირველი ტრიმესტრი

განვითარების პირველ კვირას ჩანასახი საერთოდ არ ჰგავს ბავშვს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ჩნდება ქსოვილები, რომლებისგანაც მოგვიანებით თვალები, ყურები, ხელები, ფეხები, გულმკერდი, მუცელი და დანარჩენი ორგანოები უნდა ჩამოყალიბდეს. ორსულობის მე-4 კვირა - ჩანასახს აქვს თავი, გული, ხელები და ფეხები. ყალიბდება ტვინი, ხერხემალი და სისხლის მიმოქცევის სისტემა, რაც ულტრაბგერითი გამოკვლევითაც დგინდება. ორსულობის მე-6 კვირა - გული ოთხგანყოფილებიანია. ის უკვე ძგერს, ხელებსა და ფეხებზე ფორმირდება თითები. იწყება ტვინისა და ნერვული სისტემის რეფლექსური აქტივობა. ნელ-ნელა ჩნდება თვალები, ყურები, ყბები. ყალიბდება ფილტვები, კუჭი და ღვიძლი. ორსულობის მე-8 კვირა - ჩანასახს აქვს სხეულის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი. უკეთ ჩანს თვალები, ყურები, ხელები და ფეხები. განვითარებას განაგრძობს კუნთები და ჩონჩხის ძვლები. ნერვული სისტემა კიდევ უფრო იხვეწება. უკვე შეიძლება, ჩანასახს ნაყოფი ვუწოდოთ. ამ პერიოდში მისი სიგრძე დაახლოებით 1,3-2 სმ-ია, წონა კი 1-2 გრამს აღწევს. ორსულობის მე-10 კვირა - ხელისა და ფეხის თითებზე ფრჩხილები იზრდება, პატარა დედის მუცელში მოძრაობას იწყებს, თუმცა დედა ამას ჯერ ვერ შეიგრძნობს. ნაყოფის გულისცემის მოსმენა სპეციალური სტეთოსკოპით უკვე შესაძლებელია. ჩამოყალიბებულია ყველა ძირითადი ორგანო. კუნთები კვლავ ვითარდება. ორსულობის მე-12 კვირა - ნაყოფი ყლაპვას იწყებს, თირკმელებში შარდი გამოიყოფა, ძვლის ტვინში სისხლი წარმოიქმნება. კუნთები ისეა განვითარებული, რომ პატარას სრული მოძრაობის უნარი შესწევს. თვალებს ქუთუთოები უფარავს. მე-12 კვირის ბოლოს სრულდება გულის განვითარება. სასქესო ორგანოები ვითარდება, მაგრამ ამ სტადიაზე სქესის განსაზღვრა ჯერ კიდევ რთულია. სახის ნაკვთებით ნაყოფი ნელ-ნელა ადამიანს ემსგავსება. მისი სიგრძე 7,5-10 სმ-ია, წონა - 28,3-29 გრამი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა

რომელიც ოვულაციის (განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი დრო, რომელიც დაახლოებით მენსტრუალური ციკლის მე-14-15 დღეს ემთხვევა) პერიოდში საკვერცხიდან გამოდის. თავად კვერცხუჯრედი უძრავია. იგი საშვილოსნოს მილების შეკუმშვისა და მოციმციმე ეპითელიუმის რხევათა წყალობით გადაადგილდება. გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი დაახლოებით 24 საათი ცოცხლობს. თუ ამ ხნის განმავლობაში არ განაყოფიერდა, იღუპება და იშლება, განაყოფიერების შემთხვევაში კი საშვილოსნოს ღრუში გადადის და მასში ინერგება. ყველა განაყოფიერებული უჯრედი როდი ემაგრება საშვილოსნოს; მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით განვითარების პირველსავე დღეებში იღუპება. ვისაც მეტად გაუმართლებს, განაყოფიერებიდან მე-7-8 დღეს სრულად ინერგება საშვილოსნოში. ამით მთავრდება იმპლანტაციის პროცესი და იწყება ორსულობა.

პლაცენტური სისტემა

დედის საშვილოსნოში ჩანერგილი ნაყოფის შემდგომ ზრდასა და განვითარებას პლაცენტური სისტემა უზრუნველყოფს, რომლის საშუალებითაც იგი იკვებება და სუნთქავს, მუდმივად იღებს საკვებ ნივთიერებებს, ჟანგბადს და თავისუფლდება ცხოველმყოფელობის პერიოდში დაგროვილი უვარგისი, ნარჩენი ნივთიერებებისგან. პლაცენტა მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანოც არის. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც ორსულობის ნორმალურ წარმართვას უზრუნველყოფენ. იგი საშვილოსნოს სპეციალური წანაზარდებით ემაგრება, ნაყოფს კი ჭიპლარის საშუალებით, რომელშიც მნიშვნელოვანი სისხლძარღვები გადის. პლაცენტა ორსულობის პარალელურად ნაყოფის ქსოვილებისგან ვითარდება და მაქსიმალურ ზომას ბოლო თვეს აღწევს.

ნაყოფის განვითარება

იმპლანტაციის შემდგომ იწყება ჩანასახის ინტენსიური განვითარება. ორსულობა 38-40 კვირას გრძელდება. ის მეტად რთული და დინამიური პროცესია. ორსულობის პირველ კვირას ჩანასახი ქინძისთავისოდენაა, მე-6 კვირას - მუხუდოს მარცვლისოდენა, მერვე კვირას - ლობიოს მარცვლისოდენა. მესამე თვეს კი ქათმის კვერცხისოდენა ხდება. განაყოფიერებიდან მშობიარობამდე მიმდინარეობს ნაყოფის უწყვეტი განვითარება და მისი მომზადება შემდგომი ცხოვრებისთვის.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი

განვითარების პირველ კვირას ჩანასახი საერთოდ არ ჰგავს ბავშვს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ჩნდება ქსოვილები, რომლებისგანაც მოგვიანებით თვალები, ყურები, ხელები, ფეხები, გულმკერდი, მუცელი და დანარჩენი ორგანოები უნდა ჩამოყალიბდეს. ორსულობის მე-4 კვირა - ჩანასახს აქვს თავი, გული, ხელები და ფეხები. ყალიბდება ტვინი, ხერხემალი და სისხლის მიმოქცევის სისტემა, რაც ულტრაბგერითი გამოკვლევითაც დგინდება. ორსულობის მე-6 კვირა - გული ოთხგანყოფილებიანია. ის უკვე ძგერს, ხელებსა და ფეხებზე ფორმირდება თითები. იწყება ტვინისა და ნერვული სისტემის რეფლექსური აქტივობა. ნელ-ნელა ჩნდება თვალები, ყურები, ყბები. ყალიბდება ფილტვები, კუჭი და ღვიძლი. ორსულობის მე-8 კვირა - ჩანასახს აქვს სხეულის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი. უკეთ ჩანს თვალები, ყურები, ხელები და ფეხები. განვითარებას განაგრძობს კუნთები და ჩონჩხის ძვლები. ნერვული სისტემა კიდევ უფრო იხვეწება. უკვე შეიძლება, ჩანასახს ნაყოფი ვუწოდოთ. ამ პერიოდში მისი სიგრძე დაახლოებით 1,3-2 სმ-ია, წონა კი 1-2 გრამს აღწევს. ორსულობის მე-10 კვირა - ხელისა და ფეხის თითებზე ფრჩხილები იზრდება, პატარა დედის მუცელში მოძრაობას იწყებს, თუმცა დედა ამას ჯერ ვერ შეიგრძნობს. ნაყოფის გულისცემის მოსმენა სპეციალური სტეთოსკოპით უკვე შესაძლებელია. ჩამოყალიბებულია ყველა ძირითადი ორგანო. კუნთები კვლავ ვითარდება. ორსულობის მე-12 კვირა - ნაყოფი ყლაპვას იწყებს, თირკმელებში შარდი გამოიყოფა, ძვლის ტვინში სისხლი წარმოიქმნება. კუნთები ისეა განვითარებული, რომ პატარას სრული მოძრაობის უნარი შესწევს. თვალებს ქუთუთოები უფარავს. მე-12 კვირის ბოლოს სრულდება გულის განვითარება. სასქესო ორგანოები ვითარდება, მაგრამ ამ სტადიაზე სქესის განსაზღვრა ჯერ კიდევ რთულია. სახის ნაკვთებით ნაყოფი ნელ-ნელა ადამიანს ემსგავსება. მისი სიგრძე 7,5-10 სმ-ია, წონა - 28,3-29 გრამი.


ორსულობის მეორე ტრიმესტრი

ორსულობის მე-14 კვირა - სავსებით ფორმირებულია თავი, ხელები და ფეხები. ნაყოფის კანი გამჭვირვალეა, თავზე ნელ-ნელა თმა იწყებს ზრდას, მოძრაობა უფრო და უფრო კოორდინირებული ხდება. ორსულობის მე-16 კვირა - ბავშვის კანი ვარდისფერია, კარგად ჩანს ყურები, სხეულის თითოეული ნაწილი და სახე. პატარას უკვე შეუძლია თვალების ხამხამი, ხელებით მიტაცებით მოძრაობებს ასრულებს, აღებს პირს. განაგრძობს დედის მუცელში აქტიურ მოძრაობას. ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემა და ნაწლავები, რომლებშიც პირველი განავლოვანი მასებიც ჩნდება. ნაყოფის სიგრძე 12,5-15 სმ-ია, წონა - 225 გრამი. მისი სქესის განსაზღვრა ამ პერიოდში უკვე შესაძლებელია. ორსულობის მე-18 კვირა - ყველა სისტემა ფორმირებულია, იწყება მათი ზრდა. ნაყოფის კანი სპეციალური დამცავი ნადებით იფარება. იწყება სუნთქვითი მოძრაობები, თუმცა ნორმალური სუნთქვისთვის ისინი არ კმარა. ამ დროისთვის დედა უკვე შეიგრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ორსულობის მე-20 კვირა - თავსა და სხეულზე უკვე კარგად ჩანს თმა, პატარა იწყებს თითის წოვას და უფრო მეტად აქტიურდება. ამ პერიოდში ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს ტვინის განვითარება, მუშაობას იწყებენ თირკმელები. ნაყოფის სიგრძე 17,5-20 სმ-ს აღწევს, წონა - 340-440 გრამს. ორსულობის 22-ე კვირა - ხდება სასმენი ძვლების გაძვალება, რის შედეგადაც ისინი უკვე კარგად ატარებენ ბგერას. პატარას უკვე ესმის დედის სუნთქვა, გულისცემა და ხმა. ფორმირებას იწყებს ცხიმოვანი შრე. ეს ნაყოფის წონაში ინტენსიური მატების პერიოდია. ამ დროისთვის ფილტვები ისეა განვითარებული, თუ ბავშვი დაიბადა, ინტენსიური თერაპიის პირობებში მისი გადარჩენა შესაძლებელია.

ორსულობის მესამე ტრიმესტრი

ორსულობის 24-ე კვირა - ბავშვი რეაგირებს როგორც შინაგან, ისე გარეგან ბგერებზე. განვითარებას განაგრძობს ფილტვები. პატარა უკვე იძინებს და იღვიძებს. კანი წითელია, იფარება ნაოჭებითა და თხელი თმიანი საფარველით. ორსულობის 26-ე კვირა - ბავშვის პირი და ტუჩები მგრძნობიარე ხდება, თვალებს შუქის აღქმის უნარი შესწევთ. ვითარდება იმუნური სისტემა, პატარას ორგანიზმში უკვე საკუთარი ანტისხეულები გამომუშავდება. იზრდება მისი თავდაცვითი ძალები. სიგრძე 22,5-25 სმ-ია, წონა - დაახლოებით 680-1100 გრამი. ორსულობის 28-ე კვირა - ფილტვებს უკვე შეუძლია ჩვეულებრივი ჰაერით სუნთქვა, თუმცა მხოლოდ მედიკოსების დახმარებით. პატარა ტირილს იწყებს და გარეგან ბგერებზე რეაგირებს. მის რიტმულ სუნთქვასა და სხეულის ტემპერატურას უკვე თავის ტვინი აკონტროლებს. ორსულობის 30-ე კვირა - კანი მკვრივდება და ვარდისფერდება. იზრდება ნერვული კავშირები ტვინის უბნებს შორის. პატარა ასრულებს სპირალისებურ მოძრაობას, რის შედეგადაც სლოკინი ეწყება. მისი ცხიმოვანი მასა საგრძნობლად იმატებს, ძვლები განვითარებას ასრულებენ. ამ სტადიაზე ნაყოფის სიგრძე 27,5 სმ-ია, წონა - 1,5-1,7 კგ. ორსულობის 32-ე კვირა - ყურები ბოლომდეა ფორმირებული, კანი გლუვი და ვარდისფერია. ორსულობის 34-ე კვირა - თავზე თმა აბრეშუმივით სრიალაა, მომატებულია კუნთების ტონუსი, რაც პატარას ტრიალისა და თავის აწევის საშუალებას აძლევს. ამ პერიოდში განვითარების ახალი ნიშნები თითქმის აღარ შეიმჩნევა, თუმცა პატარა აგრძელებს ზრდას, ბევრ დროს ატარებს ძილში, თუმცა არც ისე დიდხანს სძინავს - ხშირად იღვიძებს, შემდეგ კი კვლავ იძინებს. მას უფრო და უფრო აღარ ჰყოფნის სივრცე და აქტიურად მოძრაობს. ამ პერიოდის ბოლოს მისი სიგრძე 2,5-33 სმ-ია, წონა - 2400-2900 გრამი. ორსულობის 36-ე კვირა - ფილტვები ბოლომდეა განვითარებული, პატარა უკვე რეაგირებს სინათლის წყაროზე და აქვს დამოუკიდებლად სიცოცხლის უნარი. ორსულობის 37-ე კვირა - ბავშვის სიგრძე თავიდან თეძოებამდე 30 სმ-ია, სრული სიგრძე – 48-53 სმ, წონა - 2,6-დან 4 კგ-მდე. ამ დროისთვის მას უკვე აქვს 70-მდე დამოუკიდებელი და ავტომატური მოქმედების რეფლექსი, რაც დამოუკიდებლად სიცოცხლის საშუალებას აძლევს. პატარა უკვე მზად არის დაბადებისთვის.