/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */
ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */
ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */
ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
აბორტი არის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28-ე კვირის დასრულებამდე. გამოძევებული ნაყოფი უმეტესად სიცოცხლისუუნაროა. თუ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დახმარებით მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაშინ ორსულობის შეწყვეტას ნაადრევ მშობიარობად განიხილავენ.
.
განასხვავებენ ადრეულ (მე-16 კვირის ჩათვლით) და გვიან (მე-17-დან 28-ე კვირამდე), ხელოვნურ და სპონტანურ (თვითნებურ) აბორტს. თუ თვითნებური აბორტი ორჯერ ან მეტჯერ განვითარდა, ლაპარაკობენ ჩვეულ აბორტზე.
.
ხელოვნური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრულ ჩვენებათა არსებობისას, საექიმო კომისიის გადაწყვეტილებით ორსულობა შესაძლოა ამ ვადის გასვლის შემდეგაც შეწყდეს. 6 კვირამდე ორსულობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
.
ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს საშოსა და საშარდე გზების მიკრობული ფლორის გამოკვლევა, სისხლის ანალიზი სიფილისსა და შიდსზე.
.
თუ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, არ აღინიშნება მუცლის ტკივილი და სისხლდენა, პაციენტი შეიძლება სტაციონარიდან ბინაზე გაიწეროს. ტემპერატურის მატება და ხანგრძლივი სისხლიანი გამონადენი ხშირად საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე კვერცხის ნაწილების დარჩენაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში გამოფხეკა ხელახლა კეთდება.
.
.
არსებობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის რამდენიმე მეთოდი: ინსტრუმენტული (საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა); ვაკუუმასპირაცია (მინი-აბორტი); მედიკამენტური; ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა.
.
ინსტრუმენტული აბორტი
ინსტრუმენტული აბორტი ხელოვნური აბორტის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ნარკოზით (უმთავრესად - ვენურით ან ეპიდურულით). სპეციალური ინსტრუმენტით აფართოებენ საშვილოსნოს ყელს, შეაქვთ მასში კიურეტი და ფხეკენ საშვილოსნოს კედელს. ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა მინიმალურია, თუმცა აბორტის ამ სახეობას სხვა ნაკლი აქვს: საშვილოსნოში ინსტრუმენტი მიკრობებით დასახლებული ქვედა სასქესო გზების გავლით შეაქვთ, ამიტომ დიდია ინფექციური გართულების რისკი.
.
ორსულის საშვილოსნოს კედელი, განსაკუთრებით - ემბრიონის მიმაგრების ადგილას, შედარებით სათუთია ამიტომ დიდია მისი პერფორაციის ალბათობა. ეს გართულება იშვიათია, მაგრამ მეტად საშიში. ქალის გადასარჩენად ზოგჯერ საშვილოსნოს ამოკვეთა ხდება აუცილებელი.
.
ემბრიონის ნაწილის ჩარჩენის შემთხვევაში აუცილებელია ხელმეორე გამოფხეკა. ამის თავიდან ასაცილებლად პროცედურის წინ და მის შემდეგ ექოსკოპიური კვლევის ჩატარებაა საჭირო. ინფექციური გართულების პროფილაქტიკისთვის აბორტის შემდეგ აუცილებელია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო თერაპიის კურსი და ფიზიოთერაპია.
.
ვაკუუმასპირაცია (მინი-აბორტი)
სიტყვა "მინი" აღნიშნავს არა ჩარევის მოცულობას, არამედ ორსულობის ვადას, უფრო სწორად, სანაყოფე კვერცხის დიამეტრს. თუ სანაყოფე კვერცხი იმხელაა, რომ გაეტევა ვაკუუმასპირატორის არხში, მაშინ მინიაბორტის ჩატარება შესაძლებელია. კვერცხის დიამეტრს ექოსკოპიური კვლევით ადგენენ. ვაკუუმასპირატორი წარმოადგენს დიდ შპრიცს გრძელი საცმით, რომელიც საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ. გამოწოვისას ნაყოფის მთლიანად გამოღების ალბათობა უფრო მცირეა, ვიდრე გამოფხეკის დროს, ამიტომ სანაყოფე კვერცხის ნაწილის ჩარჩენის ალბათობა შედარებით მეტია და შესაძლოა, მინი-აბორტის შემდეგ გამოფხეკაც გახდეს საჭირო.
.
მედიკამენტური აბორტი
ამ დროს ქალი იღებს პრეპარატს, რომელიც ჰორმონ პროგესტერონის ანტაგონისტია. პროგესტერონის მოქმედების შეწყვეტა იწვევს ემბრიონის სიკვდილს და მის მოწყვეტას საშვილოსნოს ენდომეტრიუმთან ერთად. დამოუკიდებლად, ექიმის ჩარევის გარეშე, ორსულობის შეწყვეტის მიზნით მედიკამენტის მიღება არ შეიძლება. ინფექციური გართულების ალბათობა ამ დროს პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ მაღალია საშვილოსნოში სანაყოფე კვერცხის ნაწილის ჩარჩენის რისკი. გარდა ამისა, ჰორმონული პრეპარატის მიღებამ შესაძლოა ჰორმონული ბალანსის დარღვევა გამოიწვიოს.
,
ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარის შეყვანა
არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია ორსულობის შეწყვეტა დიდ ვადაზე, მაგალითად, მე-20 კვირას, როდესაც გამოფხეკა აღარ გაკეთდება. ამ დროს ამნიონის ბუშტში (სანაყოფე გარსში, რომელშიც იმყოფება ემბრიონი) ჰიპერტონული ხსნარი შეჰყავთ. ეს იწვევს ნაყოფის სიკვდილს, მის მოწყვეტას და ხელოვნურ მშობიარობას.
.
თვითნებური (სპონტანური) აბორტის მიზეზი ხშირად უცნობია. ალბათობას ზრდის ადრე გაკეთებული ერთი ან მეტი ხელოვნური აბორტი (განსაკუთრებით - პირველი ორსულობის შეწყვეტა), სქესობრივი მომწიფების დაგვიანება (ინფანტილიზმი), მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, დედისა და ნაყოფის შეუთავსებლობა სისხლის რეზუს-ფაქტორისა და ჯგუფის მიხედვით, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის) დისფუნქცია, ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობა (საშვილოსნოს ყელის პათოლოგია) და ფიზიკური ფაქტორები (სიმძიმის აწევა, ტრავმა, დაცემა).
.
განასხვავებენ თვითნებური აბორტის რამდენიმე სტადიას:
.
სამედიცინო ჩარევა აბორტის სტადიაზეა დამოკიდებული. პირველ და მეორე სტადიებში ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი სტაციონარის პირობებში. ფსიქოთერაპია, უარყოფითი ემოციებისთვის თავის არიდება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. მედიკამენტური ჩარევა ითვალისწინებს სედაციური (ბრომის პრეპარატები) და საძილე საშუალებების, ასევე ვიტამინების (E ვიტამინი, ასკორბინის მაჟავა) და ჰორმონული პრეპარატების (პროგესტერონი, კომბინირებული ესტროგენოგესტაგენური პრეპარატები) გამოყენებას. მიმდინარე და არასრული აბორტის დროს ნაჩვენებია სანაყოფე კვერცხის ან მისი ნაწილის ქირურგიული გზით მოცილება. გვიანი აბორტის დროს, თუ სისხლდენა ძლიერი არ არის, ელოდებიან სანაყოფე კვერცხის დაბადებას. საშვილოსნოს გამოფხეკა ნაჩვენებია ღრუში პლაცენტის ნაწილის ჩარჩენის შემთხვევაში.
.
თუ აბორტი ისთმურ-ცერვიკალური უკმარისობით არის განპირობებული, პირველ და მეორე სტადიებში ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა - საშვილოსნოს ყელზე ნაკერების დადება.
,
თვითნებური აბორტის ინფექციური გართულებები:
ინფექციური აბორტის დროს მკურნალობის წამყვანი მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია. გართულებისა და სეფსისის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, მადესენსიბილიზებელი პრეპარატები, ვიტამინები. სანაყოფე კვერცხის ნარჩენების გამოფხეკა მხოლოდ გაურთულებელი აბორტისა და ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში ტარდება, ჩვეულებრივ, ინფექციური გართულების ჩაცხრობის შემდეგ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */
ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */
ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });