რუბრიკები

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გიყვართ მარმელადი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გიყვართ მარმელადი?

მარმელადს ცალკეც მიირთმევენ და სხვა ჩაროზსაც აფორმებენ მისით - კექსს, ნაყინს, ტორტს... არსებობს რამდენიმე სახის მარმელადი:

  • ჟელეს;
  • ხილის;
  • ჟელე-ხილის;
  • საღეჭი.

წარმოების თვალსაზრისით მარმელადი ორ კატეგორიად იყოფა:

  1. ნატურალური მარმელადი რომელიც ტრადიციული ტექნოლოგიით - ხილის მასის ეტაპობრივი აორთქლებით მზადდება;
  2. შედარებით იაფფასიანი პროდუქტი, რომელიც ხელოვნურ საღებავებსა და სხვა დანამატებს შეიცავს.

ნატურალურ მარმელადს ხილის პიურესა და შაქრისგან ამზადებენ. თუ ხილი ტკბილია, - მაგალითად, ვაშლი, ფორთოხალი, - შაქრის დამატება აღარც კია საჭირო.

იდეალურად მიიჩნევა მარმელადი, რომელსაც შესასქელებლად პექტინს ამატებენ. პექტინი ნატურალური ნივთიერებაა, რომელსაც ხილი ბუნებრივად შეიცავს.

ცხადია, ნატურალური მარმელადი ძვირად ღირებული ჩაროზია. შედარებით იაფფასიან პროდუქტს კი ჟელატინი აქვს დამატებული. ჟელატინს, ჩვეულებრივ, ცხოველთა ძვლებიდან და ხრტილებიდან იღებენ. ის გაცილებით იაფია, ამიტომ იაფია მისგან წარმოებული მარმელადიც. სამწუხაროდ, ჩვენი ბაზარი გაჯერებულია ხელოვნური მარმელადით, რომელიც ნატურალური ხილის წვენისა და პიურესაგან კი არ არის მომზადებული, არამედ ხელოვნური საღებავებისა და დანამატებისაგან, ამიტომ ჯანმრთელობისათვის არათუ სასარგებლო არ არის, მავნეც კია.

მარმელადის წინაპრად მიიჩნევენ აღმოსავლურ ნუგბარს - რაქათ-ლუქუმს, რომელსაც წინათ ხილისგან, თაფლისა და ვარდის წყლისგან ამზადებდნენ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ჩაროზის მომზადების წესმა შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაახლოებით ათასი წლის წინ შემოაღწია ევროპაში. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღესაც ფართოდ არის გავრცელებული ტკბილეული, მომზადებული ხილის წვენის ხანგრძლივი ხარშვა-აორთქლების გზით.

სიტყვა “მარმელადის” წარმოშობის თაობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, სიტყვა “მარმელადი” გერმანული წარმოშობისაა და ნიშნავს პროდუქტის შესქელების განსაკუთრებულ ტექნოლოგიას. შესაძლოა, ამ სიტყვას ესპანური ფესვებიც ჰქონდეს - “მარმელადა” კომშის მურაბას აღნიშნავს. ინგლისურ ენაში კი მარმელადს ციტრუსებისგან მომზადებულ მურაბას უწოდებენ.

ნატურალური მარმელადი, რომელიც პექტინის გამოყენებით მზადდება, სხვა დანამატებს აღარ მოითხოვს, რადგან პექტინი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს - ასქელებს პროდუქტს, უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას, წარმოქმნის გელს და იმავდროულად სტაბილიზატორადაც გვევლინება.

ცნობილია, რომ ორგანიზმში მოხვედრილი პექტინი ანადგურებს ბაქტერიებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას, ბოჭავს ტოქსინებს და გამოაქვს ისინი ორგანიზმიდან, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ახდენს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას.

პექტინი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან მისი გავლენით ქვეითდება სისხლში შაქრის დონე. ამრიგად, ნატურალური მარმელადი მეტად სასარგებლოა და შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ.

პექტინით მდიდარი 8 საკვები, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას

რაც შეეხება ბოჭკოს, ამ სახის ნახშირწყლები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ხსნადი და უხსნადი ბოჭკო.

ამ ორ ჯგუფში ნახავთ ბევრ სხვადასხვა ტიპის ბოჭკოს, მათ შორის პექტინს. პექტინი არის ხსნადი ბოჭკოს ტიპი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში. მას ხშირად იყენებენ, როგორც დანამატს საკვების შესქელებისთვის და გელის მსგავსი ტექსტურის შესაქმნელად. პექტინის მიერ წარმოქმნილი ეს გელი მას იდეალურ დანამატად და სტაბილიზატორად აქცევს ჟელეების, მურაბების, გაყინული საკვებისა და ტკბილეულისთვის. ის ასევე შედის რძისა და იოგურტის ზოგიერთ პროდუქტში, მათი ტექსტურის გასაუმჯობესებლად.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/skhvadaskhva/rchevebi/23607-pektinit-mdidari-8-sakvebi-romelic-xels-ucqobs-janmrtelobis-shenarchunebas.html