/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

კაკალი, თხილი და ნუში

კაკალი, თხილი და ნუში
კაკალი უნიკალური მცენარეა. ის აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში.

კაკალი თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინმჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, მისი ბუნებრივი გარსი, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

კაკალიშეიცავს A, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს... მოკლედ, ჩათვალეთ, რომ შინ მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით.

კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში.

  • სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში. ეს არის პოლივიტამინური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  • ანემიის დროს ძალიან სასარგებლოა ნიგოზი, თაფლი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ლიმონი, გატარებული თანაბარი რაოდენობით. ეს ნარევი მაღლა სწევს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, ავსებს ორგანიზმს ენერგიითა და სასიცოცხლო ძალით.

კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხური მედიცინა კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმელებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის, ლიმფური ჯირკვლების ანთების, ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, გასტროენტერიტის, კუჭის აშლილობის დროს, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ავიტამინოზის დროს ორგანიზმის მოსამარაგებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტების საწინააღდეგოდ იყენებს.

  • ერთ სუფრის კოვზ გამხმარ, დაკუწულ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (სადღეღამისო ულუფა), წყალში აზავებენ და ისე სვამენ.
  • გარეგანი დანიშნულებით კი ნახარშს იყენებენ: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5ლ წყალს ასხამენ და 15 წუთის განმავლობაში ხარშავენ.
  • კაკლის უღლის ნახარში ამცირებს ფეხების ოფლიანობას, უხდება ხველას. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გაიკეთეთ აბაზანა ფეხებზე კვირაში 2-ჯერ.

კაკალი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, საკონდიტრო საქმიანობაში. მისგან მზადდება უგემრიელესი კერძები და ტკბილეული. ამ მხრივ გამორჩეულია ქართული სამზარეულო. მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით კაკალს ტოლს არ უდებს თხილი, არაქისი, ნუში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თხილშიყველაზე ფასეული E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს. ასეთივე თვისებები აქვს ნუშს. გარდა ამისა, იგი შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.

ნუშის რძეში არ არის ლაქტოზა და ქოლესტეროლი, ამიტომ იგი წარმატებით ცვლის ძროხის რძეს.

  • 110 გრამი ნუში დააქუცმაცეთ, ნელ-ნელა დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, გადაწურეთ და ლოსიონის ნაცვლად სახის გასაწმენდად გამოიყენეთ.
შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

A, D, C, E, K, B1, B2, PP ვიტამინებით მდიდარი არაქისი ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ნერვული ქსოვილების ფუნქციობას, განამტკიცებს მეხსიერებას. არაქისი არ გაგასუქებთ, რადგან მისი უჯრედისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ასტიმულირებს.

არაქისი ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი წყაროა. თუ მას თქვენს ყოველდღიურ მენიუში ჩართავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებთ. სამწუხაროდ, არაქისი ხშირად იწვევს ალერგიას, ამიტომ მის ჭარბ გამოყენებას უნდა ერიდოთ.

დიეტოლოგები გვირჩევენ, თხილსა და კაკალს მეტისმეტად არ მივეძალოთ, რადგან მათ შემადგენლობაში არსებული უჯრედისი ძნელი ასათვისებელია. დღეში 50 გრამი თხილი ან კაკალი საკმარისია.

ამასთანავე, ისინი კარგად უნდა დავღეჭოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და ისე დავუმატოთ სალათებს, მხალეულს, დესერტს, მოვამზადოთ საწებელი. ეს კერძების კვებით ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის.

მიირთვით კაკალი, თხილი, არაქისი, ნუში, დაიცავით ზომიერება და თქვენი ორგანიზმი დიდხანს შეინარჩუნებს მხნეობასა და ჯანმრთელობას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგულის სასარგებლო თვისებები
ორაგული ორაგულისებრთა ოჯახის გამორჩეული წარმომადგენელია. ამ თევზის სხეული დაფარულია წვრილი ქერცლით.
სრულად
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
დასავლური დიეტა - ყველაზე მავნე რაციონი
ნაწლავის მიკროფლორა გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ბევრ ინდიკატორზე და დამოკიდებულია კვებასა და ცხოვრების წესზე.
სრულად
სუპერ საკვები უკეთესი საჭმლის მონელებისთვის
სუპერ საკვები უკეთესი საჭმლის მონელებისთვის
საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რჩევაა ჯანსაღი საკვების მიღება.
სრულად
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და  ჯანსაღია
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი კვების რაციონი სრულყოფილი და ჯანსაღია
ყოველდღიურად ჩვენმა სხეულმა უნდა მიიღოს სხვადასხვა საკვები ნივთიერებები, ვიტამინები და მინერალები.
სრულად
როგორ ვიკვებოთ, როცა თირკმელში კენჭები გვაქვს
როგორ ვიკვებოთ, როცა თირკმელში კენჭები გვაქვს
თირკმლის კენჭები, ანუ უროლითიაზი, გავრცელებული და მტკივნეული მდგომარეობაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში.
სრულად
10 რჩევა მათ, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს - რა არის სწრაფი დიეტა
10 რჩევა მათ, ვისაც წონის სწრაფად დაკლება სურს - რა არის სწრაფი დიეტა
წარმოგიდგენთ 10 რჩევას მათთვის, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

კაკალი, თხილი და ნუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კაკალი, თხილი და ნუში

კაკალი თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინმჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, მისი ბუნებრივი გარსი, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

კაკალი შეიცავს A, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს... მოკლედ, ჩათვალეთ, რომ შინ მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით.

კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში.

  • სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში. ეს არის პოლივიტამინური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
  • ანემიის დროს ძალიან სასარგებლოა ნიგოზი, თაფლი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ლიმონი, გატარებული თანაბარი რაოდენობით. ეს ნარევი მაღლა სწევს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, ავსებს ორგანიზმს ენერგიითა და სასიცოცხლო ძალით.

კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხური მედიცინა კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმელებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის, ლიმფური ჯირკვლების ანთების, ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, გასტროენტერიტის, კუჭის აშლილობის დროს, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ავიტამინოზის დროს ორგანიზმის მოსამარაგებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტების საწინააღდეგოდ იყენებს.

  • ერთ სუფრის კოვზ გამხმარ, დაკუწულ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (სადღეღამისო ულუფა), წყალში აზავებენ და ისე სვამენ.
  • გარეგანი დანიშნულებით კი ნახარშს იყენებენ: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5ლ წყალს ასხამენ და 15 წუთის განმავლობაში ხარშავენ.
  • კაკლის უღლის ნახარში ამცირებს ფეხების ოფლიანობას, უხდება ხველას. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გაიკეთეთ აბაზანა ფეხებზე კვირაში 2-ჯერ.

კაკალი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, საკონდიტრო საქმიანობაში. მისგან მზადდება უგემრიელესი კერძები და ტკბილეული. ამ მხრივ გამორჩეულია ქართული სამზარეულო. მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით კაკალს ტოლს არ უდებს თხილი, არაქისი, ნუში.

თხილში ყველაზე ფასეული E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს. ასეთივე თვისებები აქვს ნუშს. გარდა ამისა, იგი შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.