რა არის ლაქტოზა, სად გვხვდება იგი და რა შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ლაქტოზის შემცველ საკვებს?
ერთი შეხედვით ასე უწყინარმა რძიანმა ყავამ ან რძეში მომზადებულმა საკვებმა? რა არის ლაქტოზა, სად გვხვდება იგი და რა შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ლაქტოზის შემცველ საკვებს?
გავრცელებული მითის მიხედვით საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტთან დაკავშირებული ზემოთმოხსენიებული ნიშნები რძის შემცველი პროდუქტების მიღებისას მხოლოდ ბავშვებს ემართებათ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კი ამ ნიშნებით ლაქტოზის მიღებისას ბავშვებზე დიდი ჯგუფი სწორედ მოზრდილ ასაკშია.
ის რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ლაქტოზის შესახებ - ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა იგივე რძის შაქარია, რომლის გადამუშავებასაც ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს. აღმოჩნდა, რომ პოპულაციის გარკვეულ ჯგუფებში სხვადასხვა ასაკში შესაძლოა ამ ფერმენტის უკმარისობა არსებობდეს. ლაქტაზას უკმარისობა ან არარსებობა ჯაჭვურად იწვევს ჯერ ლაქტოზის და შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას. ნიშანდობლივია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების მიუხედავად ლაქტოზის აუტანლობის მკურნალობის გზები მედიკამენტების მეშვეობით დღემდე არ არსებობს.
კიდევ ერთი კითხვა - რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს ლაქტოზის აუტანლობა?
- აღმოჩნდა, რომ ამ ვერაგ სინდრომს ნებისმიერ ასაკში ვხვდებით. ბავშვთა ასაკში იგი ყველაზე ხშირი დღენაკლ ბავშვებშია. ბავშვთა მეორე ჯგუფში ლაქტოზის აუტანლობა გენეტიკითაა განპირობებული. მესამე შემთხვევაში კი კუჭ-ნაწლავის ნებისმიერი ანთებითი დაავადება, ისევე როგორც გენეტიკური პათოლოგიები მეორადად იწვევენ ლაქტოზის აუტანლობას.
- მითი იმის შესახებ, რომ ლაქტოზის აუტანლობა მოზრდილებში ნაკლებ პროცენტშია მცდარია. აღმოჩნდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფერმენტ ლაქტაზას გამომუშავება სულ უფრო მცირდება. გარდა ამისა კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, რომლებიც მეორადად იწვევენ ლაქტოზის აუტანლობას, ქართული კვების რაციონიდან გამომდინარე მოზრდილ ასაკში უფრო დიდია და ბოლო კატეგორი ბავშვობაში „არანამკურნალები“ ლაქტოზის აუტანლობა , რომელიც მოზრდილ ასაკში უფრო რთულდება...
დილემა - უარი ვთქვათ ცხოველური წარმოშობის რძეზე და ამოვიღოთ იგი ჩვენი კვების რაციონიდან ერთი მარტივი ტექნოლოგიის წყალობით დღეს სრულიად გადაჭრილია. დავიწყოთ იმით, რომ ბავშვთა ასაკში ცხოველური რძის სრულად ამოღება თითქმის შეუძლებელია, რადგან ბავშვი ამ პროდუქტით იღებს ყველა საჭირო მიკროელემენტსა და ვიტამინს. გარდა ამისა რძე ამ ასაკში ერთ-ერთ ძირითად საკვებს წარმოადგენს.... ან რატომ ვთქვათ უარი მოზრდილ ასაკში თუნდაც ისეთ საყვარელ სასმელზე როგორიც „ლატე“ ან „კაპუჩინოა’, როდესაც უკვე შესაძლებელია ლაქტოზის ისეთ მონოსაქარიდებად დაშლა , რომელიც სრულად ანთავისუფლებს რძეს ლაქტოზისგან. სამაგიეროდ ამავე უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით შეგვიძლია ორგანიზმს მივაწოდოთ ყველა ის სეკეთე, რომელსაც ადამიანი ცხოველური რძის საშუალებით იღებს.
„პარმალატის ლაქტო ფრიი“ ულაქტოზო რძის მიღებით, შეგვიძლია სრულად ავიცილოთ თავიდან ლაქტოზის აუტანლობასთნ დაკავშირებული ყველა პრობლემა, ისე, რომ მივიღოთ ცილები, კალციუმი და ყველა ის მიკროელემენტი რომლებითაც ნატურალური, ცხოველური წარმოშობის რძის წყალობით ვავსებთ ორგანიზმს.
R