ნესვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნესვი

საკვები და დიეტური პროდუქტია. ნესვი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), სახამებელს, C ვიტამინს (60გ-მდე). მდიდარია ცილებით. ასევე შეიცავს კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს.

ნესვი გამოიყენება როგორც ნედლი, ისე შემჭკნარი და გამხმარი - ე.წ. ნესვის ჩირი. მისგან ამზადებენ მურაბას, ხილფაფას, ცუკატს, მარმელადს, ხდიან წვენს, რომლისგანაც ამზადებენ "ნესვის თაფლს" - ბექმეზს, რომელშიც შაქრის შემცველობა 60%-ია. თესლის 25-30% საჭმელი ზეთია.

ნესვის 500-მდე ჯიში არსებობს, ნაყოფი სხვადასხვა ფორმისაა, სფეროსებრით დაწყებული, გველისებრით დამთავრებული. ზომით 3-4 სმ-დან 2 მ-მდეა, წონით - 20 კგ-მდე. კანის შეფერილობაც სხვადასხვაა და რბილობისაც.

ყველაზე მეტი და მაღალხარისხოვანი ნესვი შუა აზიის ქვეყნებში მოჰყავთ. იქაური ბაზრები მდიდარია ყოველგვარი სახის ნედლი და ხმელი ხილით. საინტერესოა ადგილობრივი ტექნოლოგიით ნესვის ხმობა: წვნიან, ოღონდ მკვრივრბილობიან ნაყოფს 1-2 დღით აწყობენ თაროებზე, შემდეგ ჭრიან შუაზე, აცლიან თესლს, ნახევრებს 2-3 სმ სისქის ნაჭრებად ანაწევრებენ, აცლიან კანს, აწყობენ ლანგრებზე და გააქვთ მზეზე, მწერებისგან დასაცავად აფარებენ დოლბანდს. 2-3 დღეში საჩირე მასალას აბრუნებენ. ჭკნობა 8-12 დღეს გრძელდება. ფაქტობრივად, ნესვის ჩირი კი არ ხმება, მაქსიმალურად ჭკნება.

  • ნესვის სასარგებლო თვისებები

ნესვი, გარდა იმისა, რომ გემრიელი და არომატულია, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი. ის ბევრი დაავადების წამალია. ბევრი მას ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის წყაროდაც მიიჩნევს. ნესვი კიტრის უახლოესი ნათესავია. მისი რბილობის 95% წყალია; შეიცავს შაქარს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ცხიმებს, A, B, C, და P ვიტამინებს, კაჟს.

  1. კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას.
  2. დიდი რაოდენობით რკინის შემცველობის გამო ნესვი ააქტიურებს სისხლის შედედებას, ამიტომ ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აწუხებს. შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში.
  3. ნესვში არის ოქროც. გარდა ამისა, მისი რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს სეროტონინის - "ბედნიერების ჰორმონის" - გამომუშავებას, ამიტომ უებარია მათთვის, ვისაც უგუნებობა ან დეპრესია აწუხებს. თუ მოწყენილი ხართ, შეჭამეთ ერთი ნაჭერი ნესვი, შეისუნთქეთ მისი არომატი და გუნება მაშინვე გამოგიკეთდებათ.
  4. ნესვის შემადგენლობაში შედის საკმაოდ ბევრი ვიტამინი და ნიკოტინის მჟავა. კომპლექსურად მათი მოქმედება სამმაგად ეფექტიანია: აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.
  5. კალციუმი აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ნივთიერებათა ცვლას.
  6. ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს.
  7. C და U ვიტამინები ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას ანუ ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევს. ამრიგად, ნესვი გვიხანგრძლივებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას.
  8. მიუხედავად რბილობის სუსტი მოქმედებისა, ნესვი შესანიშნავად ახერხებს ნაწლავების გაწმენდას, რაც უმალვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე.
  9. გულმკერდზე ნესვის რბილობის კომპრესი ხველას ამცირებს. თუ ასეთ კომპრესს დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთებთ, მალე მოგიშუშდებათ.

ნესვზე უარი უნდა თქვან დიაბეტით დაავადებულებმა და მსუქნებმა, რადგან მასში ბევრია "მძიმე" შაქარი. თუ სამ ნაჭერზე მეტს შეჭამთ, უარყოფითად იმოქმედებს ნაწლავებზე.

  • ნესვი კოსმეტიკაში

როგორც აღვნიშნეთ, ნესვი მდიდარია ვიტამინებით და სილამაზის თავისებურ ელექსირს წარმოადგენს. კოსმეტიკური მიზნით გამოყენებისას კანს სირბილესა და სიგლუვეს ანიჭებს, ტუჩებს - სიქორფეს, თვალებსა და თმას - სასიამოვნო, ჯანსაღ ბზინვარებას.

ნესვის რბილობისგან ამზადებენ მკვებავ და მატონიზებელ ნიღბებს კანისა და თმისთვის.

თუ ნესვის ნიღაბს ერთი თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში რეგულარულად გამოვიყენებთ, კანი დაიბრუნებს სიმკვრივეს და მიიღებს თეთრ-მოვარდისფრო ფერს.

ნესვს აქვს მათეთრებელი თვისებებიც, ასე რომ, სასარგებლოა მათთვის, ვინც ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს ებრძვის.

ნესვის წვენს შეურიეთ იმავე ოდენობის რძე და ამდენივე მინერალური წყალი. ამ ნაზავს მშრალი კანის გასაწმენდად იყენებენ.

არ გადაყაროთ ნესვის თესლი - ის ძალიან მდიდარია თუთიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საკვებად გამოყენება აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას. საკმარისია, დღეში 2-5 გრამი ახალი თესლი შევჭამოთ (შეიძლება თაფლთან ერთადაც), რომ გარეგნობა შესამჩნევად გაგვიუმჯობესდება.

ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარია ნესვის კანიც. არსებობს უბრალო ხალხური რეცეპტი, რომელიც სილამაზესა და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ: წვენსაწურში ჩაუშვით ნესვი (თესლითა და კანითურთ) და ნახევარი ჭიქა გამონაწური დააყოლეთ ერთ ულუფა ნესვს.

ახალი ქერქი რბილობის მხრიდან დაიდეთ სახეზე 15 წუთით - უბრალო გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახის დაჭიმვის ეფექტით მზადაა! თუ ზღვაზე გარუჯვა ვერ შეძელით, შეგიძლიათ მზის ეფექტურობა ნესვის დახმარებით გააძლიეროთ. ის შეიცავს ბეტა კაროტინს, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ორგანიზმში პიგმენტ მელანინის წარმოქმნას და კანის გამუქებას. თანაბარი რუჯის მისაღებად საკმარისია, ყოველდღე მიირთვათ 300 გ ნესვი და 1-2 საათი გაატაროთ მზეზე.

  • ნესვი თმის სილამაზისთვის

ნესვის რბილობი უხდება ნებისმიერი ტიპის თმას, არბილებს მას და აბზინებს.

თმის ნიღბის გაკეთება მარტივია:

    • დაჭყლიტეთ რბილობი და წაისვით სუფთა თმაზე, მოიხვიეთ თავშალი და 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
    • აიღეთ რამდენიმე სუფრის კოვზი ნესვის რბილობი, თიხის ჭურჭელში ჩაჭყლიტეთ, ჩადეთ დოლბანდში და გაწურეთ, გამონაწური მინის ჭურჭელში ჩაასხით. თავის დაბანის წინ თმა ნაწილებად დაყავით და წვენში დასველებული ბამბის ტამპონი თმის ძირიდან ბოლომდე გაისვით. 20-30 წუთის შემდეგ თავი რბილი შამპუნით დაიბანეთ. ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. სულ საჭიროა 15-20 პროცედურა.

  • ნესვი გახდომაში დაგეხმარებათ

მას, ვისაც სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგიერთი დიეტოლოგი სთავაზობს, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მიირთვას 2 კგ ნესვის რბილობი (5 ულუფად). ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, გაწმენდს ნაწლავებს და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.

არსებობს ნესვის დიეტის რამდენიმე ვარიანტი. მას გამოაქვს ორგანიზმიდან წიდა და ტოქსინები, წვავს ცხიმებს. ერთ-ერთი ვარიანტი ასეთია:

სადილისა თუ ვახშმის ნაცვლად უნდა ჭამოთ ნესვი (1 კგ სხეულის მასის 30 კგ-ზე). ის საკმარისი რაოდენობით მოგაწვდით აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, არც შიმშილი შეგაწუხებთ და არც სისუსტე.

ამ დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია მოხარშული ბრინჯი უმარილოდ, ბოსტნულის სალათა, უცხიმო ხაჭო.

დღეგამოშვებით შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული თევზი, კვერცხი ან 150 გ ქათამი, სვათ უშაქრო მწვანე ჩაი. ნესვის მთელი დღის ულუფა ხუთად უნდა გაიყოს. ერთი ნაწილი შუადღისას მიირთვით, დანარჩენი ოთხი კი ყოველ ორ საათში ერთხელ, ოღონდ სადილის შემდეგ. ეს დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული.