/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

სწორი კვება პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის

სწორი კვება პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის
მამაკაცთა სიმსივნურ დაავადებებს შორის პროსტატის კიბოს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ბოლო ხანს სპეციალისტთა ყურადღება მიიპყრო კვების თავისებურებასა და კიბოს

წარმოშობასა თუ მის პროფილაქტიკას შორის არსებულმა ურთიერთდამოკიდებულებამ. დადგენილ იქნა, რომ სწორი კვება წინამდებარე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.

  • რას მივირთმევთ

მთელი მსოფლიო უპირატესობას ანიჭებს ქათმის მკერდს - თეთრ ხორცს, ჩვენ კი რას მივირთმევთ? - ქათმის ბარკლებს... უფრო კონკრეტულად, საშიშია წითელი - ძროხის, ღორის, ცხვრის - ხორცი. ცხადია, გადაჭარბებულ მიღებას ვგულისხმობთ, თორემ ზომიერად ხორცი სასარგებლოა, ვინაიდან დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, მათ შორის - შეუცვლელ ამინომჟავებს, რომლებიც საჭიროა ახალგაზრდა ორგანიზმისთვის, თუმცა როცა პროსტატის კიბოზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 40-50 წლის მამაკაცებს, რომლებიც ნაკლებად არიან დაკავებულნი მძიმე ფიზიკური შრომით.

კიბოს მსოფლიო ფონდის ექსპერტები, რომლებიც უკვე მრავალი წელია შეისწავლიან კვების გავლენას ონკოლოგიურ დაავადებებზე და პროპაგანდას უწევენ ჯანსაღ კვებას, ხორცის მოყვარულებს ურჩევენ:

  1. ხორცი მიირთვან დღეში არა უმეტეს 80 გრამისა. ეს შეესაბამება საშუალო სისქის ორ ნაჭერ ღორის, სამ ნაჭერ ცხვრის ან ერთ ნაჭერ ძროხის მოხარშულ ხორცს, რაც დაახლოებით 130გ უმი ხორცის ეკვივალენტურია. ამასთანავე, უნდა შეარჩიოთ მჭლე ხორცი ან მომზადებისას მაქსიმალურად მოაცილოთ ცხიმი.
  2. ერიდეთ დამარილებული, შებოლილი ხორცის პროდუქტებს, მათ შორის - ძეხვს. ეს უკანასკნელი, საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. იგი ფარული ცხიმის წყაროდ ითვლება. არასასურველია ხაჭო, არაჟანი, ნაღები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმიც.

  • რა მივირთვათ წითელი ხორცის ნაცვლად?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რეკომენდებულია თევზი და შინაური ფრინველის ხორცი. ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ცხიმი შინაური ფრინველის კანშია თავმოყრილი, ამიტომ მიზანშეწონილია მისი მოცილება. ცხიმს პრაქტიკულად არ შეიცავს თეთრი ხორცი. განვითარებულ ქვეყნებში უმეტესად სწორედ მას მიირთმევენ.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია თევზი. ის, გარდა იმისა, რომ ადვილად ასათვისებელი, შეუცვლელი ამინომჟავების წყაროდ ითვლება, შეიცავს ომეგა-3 ცხიმიან მჟავებსაც, რომლებიც ამცირებს პროსტატის კიბოს წარმოქმნის საფრთხეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

ქართული სამზარეულო უპირატესობას შემწვარ ხორცსა და თევზს ანიჭებს, სწორი კვების ექსპერტები კი კატეგორიულად გვირჩევენ, მივირთვათ მხოლოდ მოხარშული ხორცი და თევზი ან მათი წვნიანი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემწვარი ხორცი საერთოდ ავიკრძალოთ. ბოლოს და ბოლოს, მწვადი ქართული სუფრის სავიზიტო ბარათია.

შემწვარი ხორცისა და თევზის ცხიმს მეორედ ნუ გამოიყენებთ. იდეალურ შემთხვევაში ყოველი ნაჭრის შეწვის შემდეგ ცხიმი უნდა გადაასხათ, ტაფა კარგად გარეცხოთ და ცხიმის ახალი ულუფა დაასხათ.

  • არ დაივიწყოთ ხილი და ბოსტნეული

ასევე დაგაინტერესებთ
სალათები პროსტატის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები და მათი მკურნალობა

ხილ-ბოსტნეული კიბოს პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს. დადგენილია, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.

რაციონალური კვების სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მოზრდილი ადამიანისთვის რეკომენდებულია დღე-ღამეში 450 გ ბოსტნეული, 220 გ ხილი და კენკრა.

მიზანშეწონილია მოხარშული და ჩაშუშული ბოსტნეული. უმი ბოსტნეულის სალათი, ხილი, კენკრა და მათი წვენი მიიღეთ არა ერთბაშად, არამედ 3-4 ულუფად. არ დაივიწყოთ ჩირი.

პროსტატის კიბოსგან დამცავი თვისებებით გამოირჩევა კომბოსტო (ყველა სახეობა) და ყვითელ-ნარინჯისფერი ბოსტნეული (განსაკუთრებით - სტაფილო).

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ პომიდორს, მის წვენს და სოუსს, პროსტატის კიბოს რისკი მინიმალური აქვთ.

ამრიგად:

  1. ნაკლებად მიირთვით წითელი ხორცი. შეცვალეთ იგი თევზით და ფრინველით.
  2. იშვიათად გამოიყენეთ ცხოველური ცხიმი, მის ნაცვლად ისარგებლეთ მცენარეული, არარაფინირებული ცხიმით.
  3. მეტი მიირთვით ხილი, ბოსტნეული და კენკრა, უმჯობესია, უმი, ვინაიდან თერმული დამუშავებისას მცირდება მათი სასარგებლო თვისებები.
  4. დაფქულის ნაცვლად მიირთვით დაცეხვილი მარცვლეულის პროდუქტი.
  5. ყოველდღიურად მიირთვით რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, იოგურტი, უცხიმო ხაჭო, კეფირი).

ეს რეკომენდაციები სასარგებლოა ყველა მამაკაცისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მემკვიდრეობითი განწყობა აქვს ამ დაავადების მიმართ, ასევე მათთვის, ვისაც აღენიშნება ცხიმის მუცლის არეში დაგროვება - ეს ნიშანი პროსტატის კიბოს რისკის ინდიკატორად ითვლება.

კომენტარები (1)
Гуру Амбра
თქვენ მიგაჩნიათ, რომ შინაური ცხოველების და არა მარტო მათი ცხიმი არ შეიცავს ომეგა სამს? მთავარია ისინი საძოვარზე იკვებებოდეს და არა კომბინირებული საკვებით
თარიღი : 04-02-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სწორი კვება პროსტატის კიბოს პროფილაქტიკისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები