/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

მეცნიერები მენოპაუზაზე გამარჯვებას ხელოვნური კვერცხუჯრედებით შეეცდებიან

მეცნიერები მენოპაუზაზე გამარჯვებას ხელოვნური კვერცხუჯრედებით შეეცდებიან
მენოპაუზის ფაზაში შესულ ქალებს, მომავალში შესაძლოა ჰორმონული პრეპარატები

აღარ დასჭირდეთ. მათ შვებად ხელოვნური, ლაბორატორიაში გამოყვანილი საკვერცხეები მოევლინება. ცნობილია, რომ ჩანაცვლებითი, ჰორმონული თერაპია, რომელიც ესტროგენების უკმარისობის აღმოსაფხვრელადაა მოწოდებული, გულის დაავადებებისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს ზრდის.

უეიკ ფორესტის რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის თანამშრომლების მოსაზრებით, ხელოვნურად შექმნილი საკვერცხეები, ჰორმონულ თერაპიაზე უფრო ეფექტური და უსაფრთხო იქნება. მათ შეეძლებათ ძვლების, საშვილოსნოსა და სხეულის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მოსაზრების მტკიცებულებად მეცნიერებმა ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები წარმოადგინეს. საკვერცხეები გამოიმუშავებდნენ ჰორმონებს ბუნებრივი გზით, სხეულის რეალურ მოთხოვნილებაზე დაყრდნობით, რაც გადაჭარბებულ დოზირებას გამორიცხავს.

ხელოვნური საკვერცხის მისაღებად, მეცნიერებს მოუხდათ ვირთხის საკვერცხიდან ორი ტიპის უჯრედის (გრანულოზური და თეკა-უჯრედები) იზოლირება. კაფსულის სახით გამოიყენებოდა თხელი მემებრანა. კაფსულის იმპლანტაციას ახდენდნენ იმ ვირთხებში, რომელთაც არ ჰქონდათ საკვერცხე. ამ ცხოველების მონაცემებს ადარებდნენ ნორმალურ, ასევე, იმ მღრღნელების მონაცემებთან, რომლებსაც დიდი და მცირე დოზირებით ჰორმონულ პრეპარატებს აძლევდნენ. მეცნიერებს აინტერესებდათ სხეულის ზოგადი, ძვლების და საშვილოსნოს მდგომარება. ცნობილია, რომ უფუნქციო საკვერცხეების შემთხვევაში ხდება ცხიმის დაგროვება და წონის მატება. ამიტომ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ხელოვნური საკვერცხის პირობებში, ნაკლებად აღინიშნებოდა წონაში მატება, ვიდრე მცირე დოზებით ჰორმონოთერაპიისას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცნობილია, რომ ესტროგენების დეფიციტი ხელს უწყობს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების განვითარებას. ხელოვნური საკვერცხეების მქონე ვირთხებში, ძვლის ქსოვილი უკეთეს მდგომარებაში იყო, ვიდრე იმ მღრღნელებში, რომლებიც ჰორმონულ თერაპიაზე იყვნენ. რაც შეეხება შარდსასქესო სისტემის მუშაობას, საკუთარი და ხელოვნური საკვერცხეების მქონე ვირთხების საშვილოსნოს მდგომარეობა იდენტური იყო.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქალებმა უნდა გადაინერგონ დონორის უჯრედები და კაფსულაც უნდა იყოს ისეთი, რომ ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მასში თავისუფლად აღწევდეს, რაც ხელს შეუწყობს იმპლანტის შენარჩუნებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ ქალიშვილი, ახლახანს მქონდა ნიშნობა და წასვლას ვაპირებთ ზღვაზე, ბევრმა მითხრა რომ საშიშია ზღვაში ჩასვლა ასეთ შემთხვევაში, რადგან საქალწულე აპკი ახალი დარღვეული რომ არის შესაძლოა რაიმე ინფექცია შეგხვდესო, თუმცა ამ თემაზე არცერთ ექიმთან არ გამივლია კონსულტაცია, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ მოვიქცე და რამდენად მართებულია ეს მსჯელობა?</p>

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარები (1)
ნაზი
მე პირადად ღვიძლის გადიდება გრეიპფრუტით და ზეითუნის ზეთით მოვირჩინე.
თარიღი : 19-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გრეიპფრუტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრეიპფრუტი

ის ფორთოხლისა და ნარინჯის ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის შედეგია, მის სამშობლოდ კი ბარბადოსი ითვლება, სადაც ეს ციტრუსი XVIII საუკუნის შუა ხანებში აღმოაჩინეს.

გრეიპფრუტის უნიკალური თვისებები და მისი დიეტის ეფექტიანობა სრულყოფილად დღემდე არ არის შესწავლილი. ვიცით, რომ გრეიპფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ადამიანის ორგანიზმს, წვავს ცხიმს, თუმცა ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც.

ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიპფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას.

გრეიპფრუტი და ქალები

რამდენიმე წლის წინ ნაბეჭდ გამოცემებში გაჩნდა ასეთი სათაურები: "გრეიპფრუტი მკერდის კიბოს იწვევს", "დღეში მეოთხედი გრეიპფრუტიც საკმარისია, რომ ონკოლოგის პაციენტად იქცე". საბედნიეროდ, გადაისინჯა პირველწყაროები, დეტალურად იქნა შესწავლილი მეცნიერთა დასკვნები და აშკარა გახდა, რომ ამ "საშიში" სათაურების ავტორებმა ბუზი აქლემად აქციეს.

ამერიკაში მართლაც ჩატარდა გამოკვლევა - სამხრეთ კალიფორნიისა და ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 50 ათასი ქალი გამოიკვლია და დაასკვნა, რომ მას, ვინც დღეში მეოთხედ გრეიპფრუტს მაინც მიირთმევდა, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობა სამჯერ მეტი ჰქონდა, ვიდრე მას, ვინც საერთოდ არ ეკარებოდა ამ ციტრუსს.

აქ რამდენიმე არსებითი შენიშვნა უნდა გაკეთდეს. ჯერ ერთი, ეს დასკვნა ეხებოდა პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებს. მეორეც, არ ყოფილა გათვალისწინებული რისკის სხვა ფაქტორები - ინსოლაცია (ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ლოს-ანჯელესი და ჰავაია!), მშობიარობა, აბორტები, სხვა გინეკოლოგიური დაავადებები. გარდა ამისა, ესტროგენების ცვლაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ გრეიპფრუტი, არამედ ღვიძლის მდგომარეობაც. მაგალითად, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში გრეიპფრუტის ჭამა ნამდვილად არ ღირს. მოკლედ, კითხვა უფრო მეტია, ვიდრე პასუხი...

ასეა თუ ისე, სიფრთხილე არ გვაწყენს. იმედია, შემდგომ გამოკვლევათა შედეგები უფრო სანუგეშო იქნება.

გრეიპფრუტი და წამლები

ამრიგად, გრეიპფრუტის ონკოგენურობაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რაც შეეხება მედიკამენტებთან მის შეუთავსებლობას, ამას დასაბუთება არ სჭირდება.

უსიამოვნო მოვლენების სპექტრი პრეპარატზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ და თან გრეიპფრუტის წვენს სვამენ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ ორსულად არიან, ხოლო მას, ვინც ანტიდეპრესანტებს სვამს, დეპრესია დაეუფლოს.

ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შესაძლო იყო გრეიპფრუტის წვენთან ამა თუ იმ მედიკამენტის ურთიერთქმედებას გამოეწვია, ჯერ კიდევ XX საუკუნის მიწურულს წერდნენ, მერე და მერე კი ეჭვი გამოკვლევებმაც დაადასტურა. ვითარება იმდენად სერიოზულია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სამმართველომ მოითხოვა, შესწავლილ იქნეს ყველა ახალი მედიკამენტის თავსებადობა გრეიპფრუტის წვენთან.

ქიმიურ ნივთიერებათა უმეტესობა ღვიძლში გადამუშავდება, რაშიც მთავარ როლს ციტოქრომების ფერმენტული სისტემა ასრულებს. ფურანოკუმარინი - ნივთიერება, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს - ამუხრუჭებს ამ ფერმენტების მუშაობას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წამლები სათანადოდ არ გადამუშავდება და არ იხარჯება ქალის სასქესო ჰორმონების სათანადო რაოდენობა. სწორედ ამ უკანასკნელთა სიჭარბეა სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ერთ-ერთ ძირითადი მიზეზი.

უარი ვთქვათ გრეიპფრუტზე? რა თქმა უნდა, არა, სიფრთხილე კი ნამდვილად არ გვაწყენს. გრეიპფრუტის წვენი უნდა დაივიწყოთ, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

  • ანქსიოლიტიკებს (ალპრა ზოლამი, ბუსპირინი, მიდზოლამი, ტრაიზოლამი);
  • ანტიარითმიულ საშუალებებს (ამიოდარონი, კვინიდინი);
  • ანტიბიოტიკებს (კლარითრომიცინი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი);
  • ანტიჰისტამინურ საშუალებებს (ფექსოფენატინი);
  • ანტიკოაგულანტებს (ვარფარინი);
  • ანტიეპილეფსიურ საშუალებებს (კარბამაზეპინი);
  • ბეტა-ბლოკატორებს (კარვედილოლი);
  • ჰორმონულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს: კორტიზოლს, ესტრადიოლს, მეთილპრედნიზოლონს, პროგესტერონს, ტესტოსტერონს;
  • იმუნოსუპრესორებს (ციკლოსპორინი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი);
  • ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებს (ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვსტატინი, სიმვასტატინი);
  • ანტიდეპრესანტებს (სერტალინი, ფლუვოსამინი);
  • ქსანთინებს (თეოფილინი);
  • ოპიოიდურ ანალგეტიკებს (ალფენტანილი, ფენტანილი, სუფენტანილი);
  • ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებებს (ამპრენავირი, ინდინავირი, ნელფინავირი, რიტონავირი, საკვინავირი);
  • სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს (ინტრაკონაზოლი);
  • ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს (დექსტრომეტორფანი);
  • სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებს (ციკლოფოსფამიდი, ეტოპოსიტი, იფოსამდი, ტამოქსიფენი, ვინბლასტინი, ვინკრისტინი).

გაითვალისწინეთ: ამ მედიკამენტების სასაქონლო დასახელება შესაძლოა განსხვავებული იყოს. გრეიპფრუტის დიეტა ფართოდ არის გავრცელებული, ამიტომ გირჩევთ, ჩვენი მითითებები გაითვალისწინოთ.