/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ კანის სიმშრალეს გაზაფხულზე

როგორ გავუმკლავდეთ კანის სიმშრალეს გაზაფხულზე
კანის სიმშრალე პრობლემაა, რომელსაც ბევრი ადამიანი აწყდება, განსაკუთრებით სეზონების ცვლილების გამო.

რატომ უარესდება გაზაფხულზე კანის მდგომარეობა და როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

გარეთ უკვე ცხელა, მაგრამ გათბობა ისევ ჩართულია. ჩვენს ორგანიზმში გვაქვს წყალი, კანს კი ბარიერული ფუნქცია აქვს. მშრალ, რადიატორებით ან კონდენციონერით გამთბარ ჰაერში შესვლისას, წყალი გარემოში ორთქლდება.

ამის კომპენსაციისთვის შეიძლება ოთახში მოვათავსოთ დამატენიანებელი ან დავდოთ წყლის თასი.

  • მშრალი კანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ამინდის ცვალებადობაზე რეაქცია. კანის გამოშრობაზე გავლენას ახდენს შინაგანი პრობლემებიც: ვიტამინების დეფიციტი, ჰორმონალური დისბალანსი ან კანის დაავადებები, მათ შორის ეგზემა და ფსორიაზი. თუ სიმშრალეს თან ახლავს ქავილი, აქერცვლა ან ანთება, ეს არის ექიმთან კონსულტაციის მიზეზი. ასევე მნიშვნელოვანია დამატენიანებელი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

არ გამოიყენოთ საპონი სახის დაბანისას, რადგან ის აშრობს კანს.

სამი რჩევა გაზაფხულზე სახის კანის მოსავლელად

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაზაფხულდა, ბუნებასთან ერთად ჩვენი სხეულიც იღვიძებს და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ყველაზე მნიშვნელოვანია გამოზამთრებული სახის კანის გაჯანსაღება და საზაფხულოდ მომზადება. გაგიზიარებთ კოსმეტოლოგების 3 რჩევას, რომლებიც პროცესების ჯანსაღად წარმართვაში დაგეხმარებათ:

  • სახის კანის მოვლა მისი წმენდით იწყება. მოგეხსენებათ, ზამთარში სახის კანი შრება, რადგან სიცივე იწვევს კაპილარების სპაზმს და კეთილი ნივთიერებები საკმარისი და თანაბარი რაოდენობით არ მიეწოდება სახის ყველა უბანს. სწორედ ამიტომ საჭიროა სახის წმენდა, ეს ღრმა იქნება თუ ზედაპირული, დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპსა და მისი დაბინძურების დონეზე.
  • გამოკვებეთ და დაიტენიანეთ ის – მას შემდეგ, რაც სახის კანს მოაშორებთ მკვდარ უჯრედებს და სრულიად გაასუფთავებთ, აუცილებელია, გამოიყენოთ დამატენიანებელი და მკვებავი საცხები, დღის და ღამის ნიღბები. ამით კანს დაეხმარებით ორგანიზმიდან საჭირო ვიტამინების მიღებასა და ზედაპირის მომარაგებაშიც, რათა უფრო გლური და ჯანსაღი გახდეს.

გაზაფხული საუკეთესო სეზონია ინიექციური თერაპიებისათვის – მეზოთერაპიის, ბიორევიტალიზაციის, პლაზმოთერაპიისა და ლაზერული თერაპიებისთვის. თუმცა ამ მასტიმულირებელი პროცედურების შემდგომაც რეკომენდებულია ბუნებრივი პროდუქტებით სახის კანის კვება და მოვლა. ზაფხული და რუჯი ხომ ყველას უყვარს? ამისათვის საჭიროა გამოზამთრებული კანის მოვლა და საზაფხულოდ მომზადება, რომ რუჯი და D ვიტამინის აბაზანების ეფექტი თანაბარი და უვნებელი იყოს კანისათვის.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ერთ დღეში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ მხურვალე მზეზე, წვიმაში, ქარიან ან ცივ ამინდში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გარემოს ფაქტორებისგან დაცვა.

აუცილებელი ყოველდღიური რუტინის სქემა უცვლელია, მაგრამ გაზაფხულზე გარკვეული თავისებურებები აქვს.

1. სახის დაბანა გელით/ქაფით/რძით: დილით და საღამოს;

2. დაბანის შემდეგ – ლოსიონი (იგივე ტონიკი/ტონერი): დილით და საღამოს;

3. სახისა და ქუთუთოების კრემი: მხოლოდ დილით.

ასევე წაიკითხეთ

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დიეტის თანამდევი ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტის თანამდევი ფსიქოლოგიური პრობლემები

სტრესული მდგომარეობაც ემატება (დამტკიცებულია, რომ შიმშილობა ადამიანისთვის სტრესფაქტორს წარმოადგენს).

თუ ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, დიეტის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. დიეტაც სწორად უნდა იყოს შერჩეული, რადგან აქ მხოლოდ სხეულის კორექციაზე როდია საუბარი. რა თქმა უნდა, დიდია დატვირთვაც, რომელსაც დიეტაზე მყოფი ადამიანის ფსიქიკა განიცდის. ოჯახის წევრებს ამ დროს დიდი მოთმინება, ყურადღება და ტაქტი მართებთ. ზოგჯერ ოჯახის წევრები მართლაც "ეხმარებიან", თანაც გულმოდგინედ, დიეტაზე მყოფს: განუწყვეტელი შენიშვნებითა და მუდმივი მითითებებით თავს აბეზრებენ, სამზარეულოს კარადებსა და მაცივრებს კეტავენ, რათა გახდომის მსურველს სულმა არ წასძლიოს და დიეტა არ დაარღვიოს, ამით კი ისედაც დათრგუნულსა და გაღიზიანებულს უფრო მეტად აღიზიანებენ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს რაიმეს უკრძალავს, გარკვეულ პირობებს უყენებს და ჩარჩოებში აქცევს, ეს ზიანს აყენებს მის ფსიქიკას, მით უმეტეს, როდესაც საქმე სასიცოცხლო მოთხოვნილების შეზღუდვას ეხება.

დიეტა სხვადასხვაგვარია: სამკურნალო, გამწმენდი, გასახდომი. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა განსაზღვრულ საკვებზე უარის თქმა, რაც არც ისე ადვილია - ადამიანს განუწყვეტლივ უხდება ნებისყოფის დაძაბვა. რაც უფრო მძიმეა დიეტის პირობები, მით უფრო ძლიერია სტრესი. დიეტის გამო ბევრი თავს არიდებს წვეულებებს, ქორწილებს, დაბადების დღეებს, შესაბამისად, ვეღარ ხვდება ახლობლებს, მეგობრებს, ეს კი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს. როდესაც დიეტა ხანგრძლივია, სტრესული მდგომარეობაც ხანგრძლივდება და შესაძლოა, საბოლოოდ დეპრესიაშიც კი გადაზიარდოს.

შიმშილობის დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პერისტალტიკის (კუმშვითი მოძრაობების) დაქვეითება აღინიშნება, რაც შეკრულობის ერთ-ერთი მიზეზია. შიმშილობას თან სდევს აპათია, ძილად მივარდნა, გონებრივი შესაძლებლობების, ზოგჯერ აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების დაქვეითება. საღამოობით ბევრს ძალიან უჭირს საკვებზე უარის თქმა, ზოგიერთს შიმშილი არ აძინებს, ამიტომ შესაძლოა ნებისყოფამ უღალატოთ და ფუნთუშას ან ბუტერბროდს ხელი წაატანონ, შემდეგ კი საკუთარ თავზე ბრაზობენ, რაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

თუ შეამჩნიეთ, რომ დაკლებული კილოგრამები უნებისყოფობის გამო ისევ აკრიფეთ, ნერვიულობას კი ნუ მოჰყვებით, არამედ მაშინვე დაიწყეთ ვარჯიში და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ - 5 წუთიც არ გავა, რომ ჭამა დაგავიწყდებათ. გარდა ამისა, ეს მინიტანვარჯიში მოდუნებასა და კალორიების დაწვაშიც დაგეხმარებათ.

დიეტა ნებადართულია მხოლოდ ჯანრთელი და მყარი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის, ისიც - სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. დიეტის დროს ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეგუება კვების ახალ პრინციპებთან. მაგალითად, ნახშირწყლებზე დიდი ხნით უარის თქმა ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე, ზოგჯერ იბლოკება სეროტონინის - განწყობაზე პასუხისმგებელი ქიმიური ნივთიერების - გამომუშავება, ამიტომ ნახშირწყლების რაციონიდან დიდი ხნით ამოღება გაღიზიანებადობას, განწყობილების სწრაფ ცვალებადობას იწვევს. ადამიანი უჩივის სისუსტეს, სწრაფად დაღლას, მეხსიერების გაუარესებას.

როგორც აღვნიშნეთ, დიეტა ზოგჯერ ადამიანის ფსიქოლოგიურ წონასწორობას არღვევს. ამ დროს შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, სადაც აღნუსხავთ, როდის რა და რამდენი მიირთვით. ნუ მოიტყუებთ თავს, დღიურში ყველა დარღვევა შეიტანეთ. თქვენი დამარცხების ამსახველ ქრონიკას რომ გადახედავთ, მიხვდებით, რატომ მოხდა ეს, რაც სამომავლოდ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თუ ინერვიულებთ და სტრესის გადასალახავად შოკოლადის ფილას ან ტორტის ნაჭერს წაატანთ ხელს, ესეც აუცილებლად აღნიშნეთ დღიურში, შემდგომ კი ასეთი შემთხვევებისთვის რაიმე ნაკლებკალორიული, მაგალითად, მოხალული მიწის თხილი (მცირე რაოდენობით) ან ჩირი მოიმარაგეთ. საკუთარი თავი ყოველი გამარჯვების შემდეგ დაასაჩუქრეთ - გაისეირნეთ ქალაქში, წადით თეატრში, კონცერტზე, გაიარეთ მაღაზიებში, შეგიძლიათ, რამე იყიდოთ კიდეც. ეს სამომავლო სტიმულიც იქნება. გარდა ამისა, მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ (ოღონდ არა დიეტაზე!), ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ.

დიეტის შერჩევისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას, ფსიქიკას. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიკრებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ წონასწორობას, შედეგი არ დააყოვნებს - თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა.

გარშემო მყოფებს მსუქანთა მიმართ ხშირად ირონიული დამოკიდებულება აქვთ, უტაქტო ადამიანებისგან კი დაცინვა და აბუჩად აგდებაც არის მოსალოდნელი. გონიერი ადამიანები მსუქნებს, პირიქით, განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობიან, რადგან თვით ჭარბწონიანების უმრავლესობა კეთილი, საყვარელი, ალერსიანი, კეთილგანწყობილი პიროვნებაა. მიუხედავად ამისა, მათ უმრავლესობას არასრულფასოვნების კომპლექსი ტანჯავს, ამიტომ სითბო, თანადგომა სჭირდებათ, რათა არაორდინარული გარეგნობის გამო დეპრესიაში არ ჩაცვივდნენ.

დღეს მედიცინას უამრავი საშუალება მოეპოვება ასეთი ადამიანების დასახმარებლად. დიეტოლოგების, ქირურგების, პლასტიკური ქირურგების, ფსიქოლოგების დახმარებით ისინი შეძლებენ, სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდნენ.