/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

მიწის თხილი - არაქისი

მიწის თხილი - არაქისი
მკითხველების თხოვნით ვისაუბრებთ მიწის თხილის თვისებებზე.

  • "ხშირად წერენ, რომ მიწის თხილი ძალიან სასარგებლოა. გთხოვთ გვითხრათ, როგორ ჯობს მისი მიღება - უმად თუ მოხალული სახით."

მიწის თხილი, არაქისი, პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მისი 15 სახეობა. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, კრასნოდარის მხარეში. არაქისის ზეთს იყენებენ კვების მრეწველობაში, თესლს - საკონდიტრო ნაწარმში, ვეგეტატიურ ნაწილებს - ცხოველების საკვებად.

არაქისის თესლი შეიცავს:

  1. ცხიმოვან ზეთს - 45-55%;
  2. სახამებელს - 20%;
  3. ცილებს - 37%;
  4. გლობულინებს - 17%;
  5. არაქინს და კონარაქინს.

ასევე შეიცავს:

  1. B1, B3, E ვიტამინებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ამინმჟავებს, პურინებს, ფენოლკარბონის მჟავებს, ლეიკოანიოციანიდინს, დეიკოდეფინიტინს.
  2. არაქისში აღმოჩენილია ლინოლის (15-20%), ოლეინის, ლაურინის, მირისტინის, ეიკოზეინის, ცერინის და სპეციფიკური - ჰიპოგეის მჟავას გლიცერიდები.
    • რაფინირებული, ცივი წნეხით მიღებული არაქისის ზეთი ფარმაციაში ატმისა და ზეითუნის ზეთების შემცვლელია.
    • ჰიდროგენიზაციის შემდეგ მას სუპოზიტორიებისა და მალამოების ფუძედ იყენებენ.
    • პედიატრიაში კი იგი ჰემორაგიული დიათეზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თესლისგან ამზადებენ ემულსიას.
    • არაქისი წყაროა მნიშვნელოვანი ელემენტისა - ფოლიუმის მჟავასი, რომელიც სისხლმბად ორგანოებს უკეთ მუშაობაში ეხმარება, ამასთან, სასუნთქი გზების დაავადებათა პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა და ნაოჭების წარმოქმნასაც უშლის ხელს.
    • არაქისი ყველაზე კალორიული თხილეულია და ყველაზე მეტად უხდება გულს.
    • მასში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისი ხელს უწყობს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოღონდ არ დაგავიწყდეთ: არაქისი აუცილებლად ახალგარჩეული მიირთვით - მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგიტანთ იგი სარგებლობას.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დღეში 67 გრამი არაქისის მიღებით ქოლესტერინის დონე 7%-ით იკლებს. კარდიოლოგების დასკვნით, არაქისი ასუსტებს ფერმენტ SCD-ს მოქმედებას, რომელიც "ცუდი" ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესშია ჩართული. იგი 9%-ით ამცირებს გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს. არაქისის დადებით თვისებებს მის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ფიტოსტეროლები და ბოჭკოები განაპირობებს, ხოლო გულის მუშაობის გაუმჯობესება მიღებული პროდუქტის ოდენობაზეა დამოკიდებული.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

არაქისი ასევე მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, სპილენძით, რკინით, B ჯგუფისა და E ვიტამინებით.

ნედლ არაქისსაც აქვს ნაკლი - მასში შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა საჭმლის მონელებაში მონაწილე ზოგიერთი ფერმენტის აქტივობა დააქვეითოს, საკვების ათვისება შეაფერხოს. მოხალვისას კი B1 და E ვიტამინები იშლება.

  • არაქისის არჩევისა და შენახვის წესები

ასევე დაგაინტერესებთ
მითი მზესუმზირის და ზეითუნის ზეთების შესახებ
რატომ არის სასარგებლო სელის თესლი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მიღებისას

დღეს მიწის თხილი გარჩეულიც იყიდება და ნაჭუჭიანიც, მოხალულიც და უმიც, მარილიანიც და დაშაქრულიც. დახლებზე არაქისის კარაქსა და არაქისიან შოკოლადის პასტებსაც შეხვდებით. მიწის თხილი მრავალი კულინარიული რეცეპტის აუცილებელი კომპონენტია.

თუმცა ბავშვის საკვებად მისი გამოყენებისას დაფიქრება გვმართებს. უწინარეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია. მიწის თხილი, რომელსაც დიდხანს ინახავდნენ თბილ ან ნესტიან გარემოში, შესაძლოა მწერებმა დააზიანონ ან სოკო გაუჩნდეს, ობის სოკოს აღმოჩენა კი შეუიარაღებელი თვალით სულაც არ არის ადვილი. მიწის თხილზე შეიძლება წარმოიქმნას მავნე ნივთიერება აფლოტოქსინი, რომელიც ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას იწვევს. ამის გამო დიეტოლოგები გვირჩევენ, ეს გემრიელი პროდუქტი სანდო სუპერმარკეტში შევიძინოთ და არა მზესუმზირას გამყიდველთან.

თუ ნაჭუჭიანი მიწის თხილის შეძენა გირჩევნიათ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ნაჭუჭს: მას არ უნდა ჰქონდეს დეფექტები, ნადები, არ უნდა ასდიოდეს უსიამოვნო სუნი.

შინ მიტანისას მიწის თხილი უმჯობესია მაცივარში შეინახოთ - ამგვარად ის დაახლოებით ექვსი თვე შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

  • არაქისის სასარგებლო თვისებები

მართალია, არაქისი სასარგებლოა, მაგრამ ზომიერება მაინც უნდა დავიცვათ - პატარამ დღეში 10 ცალზე მეტი არ უნდა მიიღოს.

    • არაქისი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ბზინვარებას ანიჭებს თმას.
    • E ვიტამინი ასტიმულირებს კუნთების აქტიურობას და სასქესო ჯირკვლების ფუნქციას.
    • არაქისი მდიდარია პროტეინებით, რაც მას შეუცვლელ საშუალებად აქცევს კუნთოვანი მასის მომატების მსურველთათვის.
    • პროტეინთან ერთად მიწის თხილი შეიცავს ანტიოქსიდანტ პოლიფენოლებსაც, კეროდ, P-კუმარის მჟავას. აღსანიშნავია, რომ მოხალვა ზრდის ამ მჟავას შემცველობას, რაც ანტიოქსიდანტური თვისების 22%-ით მატებას შეესაბამება. ამ მხრივ არაქისი უკეთესია, ვიდრე ვაშლი და სტაფილო.
    • არაქისში არის ნიკოტინის მჟავაც, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას, რაც პროფილაქტიკის დამატებითი გზაა ალცჰაიმერის დაავადებისა და ასაკობრივი კოგნიტური დარღვევებისთვის.
    • ბიოფლავონოიდი რესვერატროლი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას 30%-ით აუმჯობესებს. E ვიტამინი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. კალციუმი აუცილებელია ძვლებისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ნაცხი ციტოლოგიისთვის- რას გვიჩვენებს და როდის უნდა ჩაიტაროს ქალმა ნაცხის ანალიზი
ნაცხი ციტოლოგიისთვის- რას გვიჩვენებს და როდის უნდა ჩაიტაროს ქალმა ნაცხის ანალიზი
ეს ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის უჯრედების მხრივ გადახრა.
სრულად
ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკები
ანტიბიოტიკები ის ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდისა და განვითარების შეჩერება, მათი განადგურება შეუძლია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მიწის თხილი - არაქისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები