/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

საკვები, რომელიც ნარკოტიკად არის შექმნილი

მილიარდობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად იმისათვის,

რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი ჭამონ, გასუქდნენ და საერთოდაც, ჭამაზე იყვნენ დამოკიდებულნი. ნუ გაგეცინებათ! ეს რეალობაა! საკვები თანამედროვე კაცობრიობის წყევლაა – აცხადებენ ექსპერტები. კვების მრეწველობა კი დღეს სუპერგიგანტია, მთელ დედამიწაზე გაბატონებული, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ადამიანებმა ჭამონ ის, რასაც იგი აწარმოებს, თანაც, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, გაასაღონ სულ უფრო მეტი პროდუქცია. სწორედაც რომ ასეა!

მაგალითისთვის ჩიპსებიც კმარა. მათი რამდენიმე პაკეტის შთანთქმა საღამოს, ტელევიზორთან, ბევრისთვის უკვე ჩვევაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორპორაციამ თავის მიზანს მიაღწია.

„საკვები დოლარების“ გარშემო ბრძოლა არ წყდება, ამ ფრონტზე მებრძოლნი კი საგულდაგულოდ აანალიზებენ ყოველივეს და ცვლიან ყველა დეტალს, რაც მათ პროდუქციას კიდევ უფრო სასურველს გახდის - გემოს, ფერს, სურნელს, კონსისტენციას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გაგაცნობთ 4 პროდუქტს, რომლებიც თავიდანვე შეიქმნა მძიმე ნარკოტიკად. მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება თავიდანვე იყო გათვლილი და გამიზნული, რომ ადამიანები ამ პროდუქტებზე მძიმე ნარკოტიკის ანალოგიურად „შემჯდარიყვნენ“.

1. გაზიანი სასმელები

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

აშშ-ში ყოველი მეორე ადამიანი ყოველდღიურად სვამს რომელიმე (მისთვის საყვარელ) გაზიან სასმელს. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. გაზიანი სასმელების მოყვარულები ჩვენთანაც მრავლად არიან. ბევრი ადასტურებს, რომ გაზიანი სასმლის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, ანუ დამოკიდებულია მასზე.

ერთ-ერთი პოპულარული გაზიანი სასმლის შექმნისათვის კვების ტექნოლოგებმა გემოსა და სხვა პარამეტრების 3 904 ვარიაციის ტესტირება ჩაატარეს, მათ შორის შეისწავლეს წყურვილის შეგრძნებაზე ზემოქმედების პარამეტრიც. საბოლოოდ, მიაგნეს ალუბლისა და ვანილის არომატების იდეალურ ბალანსს და სასმლისათვის შედარებით მიმზიდველი ფერიც განსაზღვრეს.

კოფეინი, ბევრი გაზიანი სასმლის შემადგენლობაში შემავალი, დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. კოფეინის უზომო მოხმარებისას ორგანიზმი წყვეტს საკუთარი სტიმულატორის სათანადო რაოდენობით გამომუშავებას და შედეგად სტიმულატორის გარედან შევსებას ითხოვს. თუმცა კოფეინი ერთადერთი კომპონენტი როდია. ბევრი სასმელი შეიცავს ბრომირებულ მცენარეულ ზეთს. ეს უკანასკნელი დანამატი რუსეთში აკრძალულია, აშშ-ში მასზე თანდათანობით აცხადებენ უარს. თუმცა კომპანიები ახალ, უკეთეს დანამატებზე მუშაობენ.

მთავარი ის არის, რომ ყველა გაზიანი სასმელი შეიცავს დამოკიდებულების ჩამოყალიბების განმაპირობებელ ერთ ან რამდენიმე კომპონენტს. შეგინიშნავთ, ალბათ, სვამთ გაზიან სასმელს, მაგრამ წყურვილს ვერ იკლავთ, პირიქით, სულ უფრო მეტი გინდათ, ვერ იოკებთ გამძაფრებულ მოთხოვნილებას, სულ უფრო მეტს და მეტს მიირთმევთ. მწარმოებელ კომპანიებსაც ეს არ უნდათ?!

2. დამუშავებული ხორცი

აშშ-ში განსაკუთრებით აქტუალურია ნებისმიერ პროდუქტში ბეკონის გემოს დამატება, დაწყებული საღეჭი რეზინით, დამთავრებული ნაყინით. ნაყინისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოშიც რომ უყვართ ეს გემო და ბევრი მიირთმევს ბეკონის არომატიან ჩიპსებსა და ორცხობილებს, ფაქტია.

სამწუხაროდ, ყველასათვის საყვარელი ბეკონის გემო არასასარგებლო ინგრედიენტების - ნიტრიტების დამატებით იქმნება. ნატრიუმის ნიტრიტი შედის ლორის, ძეხვეულის, სოსისებისა და მსგავსი პროდუქტების, სხვადასხვა მისაყოლებლების შემადგენლობაში. ეს კონსერვანტი ანტიბაქტერიული აგენტია, ზრდის პროდუქტის შენახვის ვადას, ანიჭებს მას სასიამოვნო ფერსა და გემოს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის პროდუქციას.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკვების მომზადებისას ნიტრიტები რეაქციაში შედიან სხვა ნივთიერებებთან და კანცეროგენებს (სიმსივნის გამომწვევ ნაერთებს) წარმოქმნიან. კვლევებით დადგენილია კანცეროგენ N-ნიტროზამინის წარმოქმნა ნატრიუმის ნიტრიტის ამინმჟავებთან ურთიერთქმედებით მათი გაცხელებისას, რაც, შესაბამისი პროდუქტებით კვებისას სიმსივნური პათოლოგიის აღმოცენების პოტენციურ შესაძლებლობას ნიშნავს.

3. მარილიანი და შემწვარი მისაყოლებლები

მოგეხსენებათ, როგორი პოპულარულია მარილიანი ჩიპსები და კარტოფილი „ფრი“. ექსპერიმენტებით დადასტურებულია, რომ ადამიანს ძალიან ადვილად უვითარდება მიდრეკილება და გაძლიერებული მოთხოვნილება მარილისადმი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გემოვნების რეცეპტორთა ნორმალიზება მარილის უკუგდებითაა შესაძლებელი. ჩიპსები და კარტოფილი „ფრი“ უპირველესად მავნეა აკრილამიდის - ტოქსიკური ნივთიერების შემცველობის გამო. ეს უკანასკნელი კიბოს პოტენციური გამომწვევია. ცნობისათვის, 2005 წელს კალიფორნიის შტატში ჩიპსების მწარმოებლებს მოუგეს სასამართლო პროცესი, რადგან ისინი არ აფრთხილებდნენ მომხმარებლებს აკრილამიდთან დაკავშირებულ რისკებზე.

კიდევ ერთი ხაფანგი, რომელსაც ჩიპსები შეიცავს, სახამებელია. ის შაქარზე უფრო სწრაფად შეიწოვება, სწრაფადვე იშლება და გლუკოზის სულ უფრო მზარდი დონე ორგანიზმს აიძულებს იყვიროს: „კიდევ! კიდევ! კიდევ!“

New England Journal ofMedicine-ის მიერ ჩატარებული კვლევებით, რომლებშიც 120 ათას ქალსა და მამაკაცზე მეტი მონაწილეობდა, ჭარბი წონის ხელშემწყობ პროდუქტებს შორის პირველ ადგილზეა კარტოფილის ჩიპსები.

4. მთელი სწრაფი კვება ანუ „ფასტფუდი“

სწრაფი კვების მთელი ინდუსტრია მიზიდვასა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზეა დაფუძნებული. მარილი, ცხიმი, შაქარი, მომხიბვლელი არომატები – გათვლილია ყველაფერი! სახლის გარეთ კვების მოყვარულთა 75%, თურმე, ერთ კონკრეტულ საკვებზეა დამოკიდებული და გარეთ სწორედ ამის გამო ამჯობინებს კვებას. ე.წ. ფასტფუდის შესახებ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება მისი მავნებლობის შესახებ.

გახსოვდეთ, სწრაფი კვების ინდუსტრიას ერთი მიზანი აქვს - გამდიდრდეს ადამიანთა გასუქებისა და საკვებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხარჯზე. რაც მეტს ჭამს ადამიანი, მით მეტად იზრდება მისი მასა, დიდი მასის მქონეს კი კიდევ მეტი ჭამის სურვილი უჩნდება, ზუსტად ეს უნდათ მწარმოებლებსაც!

ასე რომ, დაფიქრდით, გსურთ ხაფანგში გაბმა? ერთხელ დანაყრებით არ გაებმებით? არაფერი მოგივათ? ეს ერთხელ და მეტი აღარ გაამდიდრებთ მაგნატ კომპანიებს? ნებისყოფის იმედი გაქვთ? ძალიან კარგი!

გაცხიმოვნებასა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც ნუ დაივიწყებთ!

კომენტარები (1)
გოგა
ვერ დავიჯერებ,რომ თუ ოდნავ მაინც განათლება აქვს ადამიანს ან ოდნავ მაინც პატივს სცა ჯანმრთელობას,როგორ უნდა მიირთმევდა ამ ნაგავი საკვებს,რაც ზემოთ ჩამოთვალეთ.
თარიღი : 27-11-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ თანამშრომლობენ დედისეული და მამისეული გენები ემბრიონის განვითარებისას

ადამიანს 46 ქრომოსომა აქვს. მათი ნახევარი მამისგან ერგება, ნახევარი კი დედისგან. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ ნიშან-თვისების განმსაზღვრელი გენი ჩვენს გენომში წარმოდგენილია მინიმუმ ორი ვარიანტით ანუ ალელით: დედისეულითა და მამისეულით.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

საკვები, რომელიც ნარკოტიკად არის შექმნილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები