/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

მხედველობის კორექცია სათვალე და ლინზები

მხედველობის კორექცია სათვალე და ლინზები
მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები უმეტესად ბავშვობაში იწყება. ამ ასაკში სათვალის შერჩევა-მორგება სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს. გვესაუბრება ოფთალმოლოგი მაია კავლელიშვილი.- რა ასაკიდან უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება ბავშვის მხედველობას?

- ბავშვის მხედველობის პროფილაქტიკა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე უნდა დაიწყოს. ცნობილია, რომ თვალის თანდაყოლილ პათოლოგიათა უმეტესობა ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში დედის მიერ გადატანილი ვირუსული დაავადების შედეგად. მაგალითად, თუ ქალმა ორსულობისას გრიპი გადაიტანა, შესაძლოა ბავშვს თანდაყოლილი გლაუკომა აღმოაჩნდეს. ახალშობილის თვალის ანთებითი პროცესების მიზეზიც დედის ინფექციური დაავადებებია. ნაყოფის მხედველობის ორგანოზე დამღუპველ გავლენას ახდენს დედის მავნე ჩვევებიც - თამბაქოს წევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ნარკოტიკების მოხმარება. რისკფაქტორებია ყოფა-ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები, არასრულფასოვანი კვება, ხანგრძლივი სტრესი და სხვა.

- როგორ არჩევენ სათვალეს?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს მხედველობის ორგანოს სრული გამოკვლევა და კლინიკური დიაგნოსტიკა. ამის შემდეგ ხდება მხედველობის ოპტიკური კორექცია - სათვალის შერჩევა. ბავშვთა ასაკში სათვალის შესარჩევად აუცილებელია მედიკამენტური ვიკლოპლეგია - აკომოდაციის დროებითი დადამბლავება სპეციალური მედიკამენტით. მისი ჩაწვეთების შემდეგ პაციენტი განმეორებით ისინჯება, ხდება ვიწრო და ფართო გუგის ფონზე მიღებული მონაცემების შეჯერება და სათვალის საბოლოო დიოპტრიული ძალის გამოთვლა. აქედან გამომდინარე, ბავშვს სათვალე უნდა შევურჩიოთ კლინიკაში ან თვალის კაბინეტში და არა ოპტიკის სალონში. ყურადსაღებია კიდევ ერთი დეტალი: თუ ბავშვს მხედველობის სიმახვილე კორექციის გარეშე 0,5 ან მეტი აქვს და მისი ახლომხედველობის (მიოპიის) ხარისხი არ აღემატება 2 დიოპტრიას, სათვალე უმეტესად არ ინიშნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა საფრთხეს უქადის მხედველობას თვითნებურად შერჩეული სათვალე?

- სამწუხაროდ, ბოლო ხანს შესამჩნევია ზერლე დამოკიდებულება სათვალის მიმართ. ადამიანები, რომლებსაც სათვალე სჭირდებათ, საკმარისად მიიჩნევენ მოხდენილი ჩარჩოს შერჩევას და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, ლინზები თავად მოირგონ. ამ დროს სათვალის ოპტიკური მახასიათებლები (ლინზების ზომა და ცენტრებს შორის მანძილი) ზუსტად არ არის განსაზღვრული. დიდია ალბათობა, ამგვარად შერჩეული სათვალით მხედველობის კორექცია სრულყოფილი არ აღმოჩნდეს, პაციენტმა, მიუხედავად სათვალის ტარებისა, კარგად ვერ დაინახოს. გარდა ამისა, არასწორად შერჩეული სათვალე იწვევს თვალების გადაღლასა და წვას, თავის ტკივილს და ამის შედეგად შრომის უნარის დაქვეითებას, ბავშვებსა და ახალგაზრდებთან კი მხედველობის გაუარესების მიზეზადაც იქცევა.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. დროდადრო მაქვს თვალზე ალერგიული რეაქციები- ტრანსპორტში კითხვისას ტელეფონში,ასევე ტელეფონში თუ მიწევს სიბნელეშე მოხმარება ,დიდხანს ურთიერთობა ,კითხვა და ა.შ. ბოლოს მქონდა ძლიერი ქავილი თვალში. ექიმმა ჩამიტარა სრული კვლევა. არაფერი ხარვეზი.დამინიშნა ალერგოვისი სამი თვით. ერთი კვირის შემდეგ არაფერი მოიხსნა საერთოდ,არაფერს მშველის დღემდე. მივმართე მას ისევ, დექსამეტაზონი დამიმატა, ჩავიწვეთე თუ არა მაშინვე,ერთ წვეთზე მოიხსნა ყველაფერი. ერთი კვირა გამოვიყენე. ეხლა ალაგ ალაგ მაქვს ისევ წვა და რეაქციები. რა შეიძლება ხანგზლივად ჩავიწვეთო,ანტიჰისტამინი,უკონსერვანტო,რქოვანა რომ არ დააზიანოს ან თუ შეიძლება დექსამეტაზონი გამოვიყენო ასეთ დროს,თუნდაც ერთჯერადად ან რამდენიმე დღე, თვალის წნევაზე რომ არ იმოქმედოს.</p>

- რა სიხშირითაა საჭირო ექიმთან სიარული სათვალის შერჩევის შემდეგ?

- სათვალის შერჩევის შემდეგ მიმდინარეობს დინამიკაზე დაკვირვება - პაციენტი წელიწადში 4-ჯერ მაინც უნდა გაისინჯოს. თუ ორი წლის განმავლობაში მიოპიის პროგრესირება არ დადასტურდა, შემდგომ წელიწადში 2-3 კონსულტაციაც საკმარისია. მიოპიის პროგრესირებისას აუცილებელია სათანადო მედიკამენტური მკურნალობა. თუ მიოპია წელიწადში 0,75 დიოპტრიით ან მეტით იმატებს, პროგრესის შესაჩერებლად საჭიროა სპეციალური ოპერაციის - სკლეროპლასტიკის ჩატარება. ბავშვებს სათვალე ენიშნებათ ასევე ჰიპერმეტროპიის (შორსმხედველობა) და ასტიგმატიზმის (სხვადასხვა რეფრაქცია თვალის სხვადასხვა ოპტიკურ მერიდიანში) დროს.

- როდის და როგორ ინიშნება კონტაქტური კორექცია?

- ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დამლევს ბავშვებთან ოპტიკური კორექციის ერთადერთი საშუალება სათვალე იყო. მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპტიკურ სალონებში გაჩნდა ინოვაციური მასალებისგან დამზადებული გეგმური ცვლის (ერთთვიანი, ერთკვირიანი) კონტაქტური ლინზები წყლის მაღალი შემცველობით და აირგამტარობის (DK/L) მაღალი კოეფიციენტით. პარალელურად შეიქმნა ლინზების შესანახი მულტიფუნქციური ხსნარები. კონტაქტური ლინზების მოვლა საგრძნობლად გაადვილდა და ოფთალმოლოგებს საშუალება მიეცათ, პედიატრიული ასაკის პაციენტებში მასობრივად დაენერგათ კონტაქტური კორექცია. კონტაქტური კორექციის დანიშვნის პირდაპირი სამედიცინო ჩვენებაა ანიზოტროპია - ეს არის მდგომარეობა, როდესაც თვალების რეფრაქციათა შორის სხვაობა 3 დიოპტრიაზე მეტია. როცა მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის საჭირო ლინზებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა, ადეკვატური სათვალის დანიშვნა თითქმის შეუძლებელია. ასევე შედეგიანია კონტაქტური ლინზების გამოყენება აფაკიის (ბროლის არარსებობა თანდაყოლილი ან შეძენილი კატარაქტის ოპერაციის შემდეგ), მაღალი მიოპიისა და ჰიპერმეტროპიის, ამბლიოპიის ანუ ზარმაცი თვალის დროს. კონტაქტური ლინზა, ოკლუდორი, ეფექტურია ამბლიოპიის მკურნალობის პერიოდში, მხედველობის აქტიდან ჯანმრთელი თვალის გამოსათიშად. კონტაქტური ლინზების დანიშვნა სასურველია, როცა პაციენტი მისდევს სპორტს ან ცეკვას. დაბოლოს, კონტაქტური კორექცია რეკომენდებულია ბავშვებისთვის, რომლებსაც თავად არ სურთ სათვალის ტარება.

- რა ასაკიდან შეიძლება ლინზების დანიშვნა?

- ბავშვს კონტაქტური ლინზები შეიძლება დაენიშნოს 6-7 წლიდან, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში მათი დანიშვნა 6 თვის ასაკშიც შეიძლება. ის უნდა შეირჩეს კლინიკის პირობებში ექიმ ოფთალმოლოგის მიერ. ამჟამად ფართოდ გამოიყენება ფერადი კოსმეტიკური და ფერადი ოპტიკური კონტაქტური ლინზები. ასევე პოპულარულია საკარნავალო ლინზებიც. მათი შერჩევის პროცედურა თითქმის ისეთივეა, როგორიც ოპტიკური ლინზებისა, მაგრამ 13-14 წლამდე მათი ტარება რეკომენდებული არ არის.

- საზოგადოდ, რამდენად მისაღებია ფერადი კონტაქტური ლინზების ტარება?

- ფერადი კონტაქტური ლინზები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის. ასეთ ლინზებს ისინი თვალის ფერის შესაცვლელად იყენებენ. თუმცა მათ სამედიცინო დანიშნულებაც აქვთ. არსებობს რამდენიმე მდგომარეობა, რომელთა დროსაც თვალის შესახედაობა იცვლება. მათ შორის აღსანიშნავია ანირიდია - ფერადი გარსის არარსებობა, ანიზოკორია - სხვადასხვა ზომის გუგები, ბროლის არარსებობა, სხვადასხვა ფერის თვალები, ტრავმის შემდგომი დაზიანება, რქოვანას ნაწიბური. ყველა ამ შემთხვევაში ფერადი ლინზა დეფექტის შენიღბვის საშუალებას იძლევა.

- როგორი მოვლა სჭირდება ლინზებს?

- არსებობს სხვადასხვანაირი ლინზები - მაგარი, რბილი და კომბინირებული. ისინი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. მათი შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. ლინზა, ფაქტობრივად, უცხო სხეულია, თუმცა პაციენტები მის ტარებას ეჩვევიან. რბილი ლინზების გამოყენება უფრო ადვილია, თუმცა ყველაზე თანამედროვე ლინზების გამოყენების შემთხვევაშიც კი შეგუების პროცესი ინდივიდუალურია. ლინზები უნდა გამოიყენოთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაცაა რეკომენდებული მათი გამოყენება. სხვაგვარად გაიზრდება თვალის დაზიანებისა და ინფექციური გართულებების რისკი. სხვადასხვა ტიპის ლინზების გამოყენებისას რეკომენდაციები სხვადასხვაგვარია. უმჯობესია, ერიდოთ ლინზებით ძილს. მათთვის, ვინც ღამით აქტიურ ცხოვრებას ეწევა, არსებობს ღამით სატარებელი ლინზები. ბაზარზე არის ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად სატარებელი ლინზებიც. იყიდება ლინზების შესანახი სპეციალური კონტეინერები, სითხეები, რომლებითაც ლინზები უნდა გაიწმინდოს და გასტერილდეს. მათი გამოყენება ლინზების მოვლას აადვილებს. კონტაქტური ლინზების ტარებისას, განსაკუთრებით - გაზაფხულზე, შესაძლოა განვითარდეს ალერგიული კონიუნქტივიტი. ამ დროს სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. კომპიუტერთან მუშაობა ლინზების ტარების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. დასასრულ, გირჩევთ, თუ სათვალის ან ლინზების ტარებისას დისკომფორტი იგრძენით, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ოფთალმოლოგს და ერთად მოაგვაროთ პრობლემა. თვითნებურად ნუ ეცდებით ნურც სათვალის, ნურც ლინზის შეცვლას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განვითარების საფეხურები - სირთულეები და მათი მოგვარების გზები

ყველა მშობელს სურს, მისი შვილი იყოს საზრიანი, ყურადღებიანი, კეთილი... იდეალური ბავშვის ღირსებათა სია უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ;
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

მხედველობის კორექცია სათვალე და ლინზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები