/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ვისთვის არ შეიძლება მდოგვის ჭამა

ვისთვის არ შეიძლება მდოგვის ჭამა
მდოგვი ხანდაზმული ასაკის ადამიანებში აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას.

ხანდაზმულ ადამიანებში მადის დაკარგვა იწვევს საკვების მონელების პრობლემებს, სხეულის მასის დაქვეითებას და ძვლის ქსოვილის რღვევას. ამან შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტიური დარღვევები და შეანელოს გადატანილი დაავადებების შემდეგ აღდგენის პროცესი.

მდოგის საკვებში რეგულარული დამატებისას, აღინიშნება მადის გაძლიერება და შესაძლოა სავარაუდო პრობლემების თავიდან აცილება. როგორც სხვა ცხარე საკვები და სუნელები, ის აღიზიანებს პირისა და კუჭის ლორწოვან გარსს, ასტიმულრებს ნერწყვის გამოყოფა და კუჭის წვენის სეკრეციას, რის შედეგად უმჯობესდება მადა და საკვების მონელება ზოგადად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მდოგვის თუნდაც მცირე რაოდენობით მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მათ, ვისაც ჭარბი წონა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აქვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პედიკულოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიკულოზი

განსაზღვრული ეპიდემიოლოგიური ფაქტორების თანხვედრისას ტილი ზოგიერთი ინფექციური დაავადების, მაგალითად, ტიფის გადამტანად იქცევა. ადამიანის სხეულზე პარაზიტობს სამი სახის ტილი: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის.

  • თავის პედიკულოზი

თავის ტილი უმეტესად საფეთქელსა და კეფაზე სახლდება, საიდანაც სხვა ადგილებზეც ვრცელდება. მდედრი ყოველდღე დებს მომრგვალო, მონაცრისფრო-თეთრ ოთხ კვერცხს და თმის ძირებზე აწებებს. 8-13 დღის შემდეგ კვერცხებიდან იჩეკებიან ახალგაზრდა ტილები, რომლებიც 10-14 დღეში მწიფდებიან. თავის ტილი 38 დღეს ცოცხლობს. კბენისას ის გამოყოფს ნერწყვს, რომელიც ქავილს იწვევს. ქავილისას კანზე ჩნდება ნაკაწრები, სისხლჩაქცევები. უყურადღებობის შემთხვევაში ნაკაწრებიდან გამოსული სითხე (ექსუდატი) თმას აწებებს. ამას ერთვის პიოდერმიტი (სტრეპტო-სტაფილოკოკური ინფექცია, ფურუნკულები), არცთუ იშვიათად - თანმხლები დერმატიტი.

  • როგორ მკურნალობენ თავის პედიკულოზს?

პედიკულოზის მკურნალობის ხალხური მეთოდი ასეთია: თმას მოკლედ აჭრიან და თავის თმიან ნაწილზე უსვამენ ნავთში შერეულ მცენარეულ ზეთს (1:1), ახვევენ ჯერ ცელოფანს, შემდეგ პირსახოცს და 1-2 საათს აჩერებენ. შემდეგ თავი უნდა ჩამოიბანოს საპნით. თმას რამდენიმე დღის განმავლობაში ვარცხნიან წმინდაკბილიანი სავარცხლით, რომელსაც პერიოდულად სუფრის ძმარში ასველებენ. თუმცა დღეს ამ მეთოდს იშვიათად მიმართავენ, რადგან პედიკულოზის საწინააღმდეგო უამრავი ეფექტური ქიმიური საშუალება არსებობს.

  • ტანის პედიკულოზი

ტანსაცმლის ტილი თავის ტილზე დიდია და 46 დღეს ცოცხლობს, ყოველდღიურად დებს 6-14 კვერცხს თეთრეულის, ტანსაცმლის ნაოჭებში, უმთავრესად - ნაკერის გასწვრივ. ტანსაცმლის სხეულთან შეხებისას ტილი სისხლის ამოსაწოვად კანზე გადადის. უყურადღებობის შემთხვევაში ტანსაცმლის ტილი შეიძლება აღმოჩნდეს იღლიის მიდამოში, ბოქვენზე, სხეულის სხვა თმიან ადგილებზე. ტანსაცმლის ტილის ნაკბენი იწვევს ქავილს და ჭინჭრის ციების მსგავს გამონაყარს. ძლიერი ქავილი აჩენს ნაკაწრებს, სისხლჩაქცევებს, რომლებიც პიოკოკებით ინფიცირდება. ხანგრძლივი ტილიანობა იწვევს კანის თავისებურ ცვლილებებს ბეჭის, იღლიის, წელის მიდამოში, თეძოს შიგნითა მხარეს. კანი გასქელებულია, არათანაბრად პიგმენტირებული, მუქი ნაცრისფერი, მასზე აღინიშნება თეთრი სტრიები (ჩაზნექილი ზოლები).

  • მკურნალობა

საჭიროა ტანის ხშირი დაბანა საპნით, პირადი თეთრეულისა და საწოლის თეთრეულის გამოცვლა. თეთრეული და ტანსაცმელი უნდა დამუშავდეს დუღილით და გაუთოვდეს ცხელი უთოთი.

  • ბოქვენის პედიკულოზი

ბოქვენის ტილი თავის ტილზე მცირე ზომისაა. მთელი სიცოცხლის მანძილზე 12-ამდე კვერცხს დებს. პარაზიტობს ბოქვენის, სათესლე პარკის და ახლომდებარე მიდამოში. უყურადღებობის შემთხვევაში გადადის იღლიის ქვეშ, წვერზე, ულვაშზე, წარბებზე, წამწამებზე, თმიან გულმკერდზე, ბავშვებში - თავის თმიან ნაწილზე. დაავადება გადაედება სქესობრივი გზით, იშვიათად - თეთრეულით, უფრო იშვიათად - საერთო ტუალეტით სარგებლობისას. ტილის ნაკბენით გამოწვეული ნაფხანები შეინიშნება მუცლის კანზე, თეძოების გვერდით ზედაპირებზე. ჩნდება მოლურჯო ან ნაცრისფერი მომრგვალო ლაქები, რომლებიც ხელის დაჭერისას არ ქრება. 1-2 კვირის შემდეგ გაივლის.

  • მკურნალობა

თმას პარსავენ, ქაღალდზე ყრიან და ერთად წვავენ. შემდეგ 2-3 დღის მანძილზე კანს წმენდენ 10%-იანი თეთრი ვერცხლის მალამოთი ან სულემის ძმრით (1:300). იყენებენ 25%-იან ბენზილბენზოატის ემულსიას.

  • მუნი

მუნი არის კანის დაავადება, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს. მდედრი ტკიპის სიგრძე 0,3-0,4მმ-ია, ცოცხლობს დაახლოებით 1 თვე. კანის რქოვანი შრის ქვეშ მდედრები აკეთებენ სავალებს და ყოველდღიურად დებენ 2-3 კვერცხს. კვერცხიდან გამოდის მატლი, რომელიც სხვადასხვა სტადიას გაივლის და 2 კვირის შემდეგ ზრდასრულ ტკიპად გადაიქცევა. ტკიპა კანის ზედაპირზე ადის, სადაც ხდება განაყოფიერება. განაყოფიერების შემდეგ მამრი ტკიპა კვდება, ხოლო განაყოფიერებული მდედრი ძვრება ახალი ან ძველი პატრონის კანში. ასე რომ, დაავადების კლინიკურ სურათს მხოლოდ მდედრის აქტიურობა განაპირობებს. ადამიანის ორგანიზმის გარეშე, ოთახის ტემპერატურაზე, ტკიპა 2-3 დღე-ღამე ცოცხლობს. 600ჩ-ზე ტემპერატურაზე - 1 საათს, ხოლო დუღილისა და უარყოფით ტემპერატურაზე - მაშინვე კვდება. ინფექცია გადაეცემა დაავადებულთან და მის ნივთებთან კონტაქტით.

  • როგორ ვლინდება დაავადება?

დაავადებას უმთავრესად ავლენს ქავილი და ნაფხანების კვალი. დამახასიათებელია ქავილის გაძლიერება საღამოთი და ღამით. ქავილი განპირობებულია არა ტკიპის უშუალო მოქმედებით, არამედ ალერგიული რეაქციით ტკიპასა და მის ექსკრემენტებზე, ამიტომ პირველადი დაავადებისას ქავილი რამდენიმე კვირის შემდეგ იწყება, ხოლო განმეორებითი დასნებოვნებისას - პირველსავე დღეს. გამონაყარი უპირატესად ჩნდება თითებშორის არეებში, გარეთა სასქესო ორგანოებზე, იდაყვის ფოსოებში, ტერფებზე, დუნდულა კუნთებზე, იღლიის ფოსოში. თავსა და ყელზე უჩნდებათ მხოლოდ ჩვილებს. მიუხედავად გამონაყარის დამახასიათებელი ლოკალიზაციისა, ქავილი სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განვითარდეს.

  • დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ სურათს (ქავილის გაძლიერება საღამოს და ღამის საათებში, გამონაყარის ლოკალიზაცია). შეძლებისდაგვარად, დიაგნოზი უნდა დადასტურდეს თვითონ ტკიპის და კანში გაკეთებული სავალების გამოვლენით.

  • მკურნალობა

ამ დაავადების სამკურნალო ძირითადი პრეპარატებია: გოგირდის მალამო. პრეპარატს შეიზელენ მთელ კანში (გარდა თავისა) დღეში ერთხელ, ზედიზედ 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში პირადი და საწოლის თეთრეული შეიძლება არ გამოცვალოთ. ამ მალამოს ნაკლი ის არის, რომ აქვს უსიამოვნო სუნი და იწვევს კანის გაღიზიანებას, განსაკუთრებით - განმეორებითი მკურნალობის დროს.

ბენზილბენზოატი, სპრეგალი (აეროზოლი) - მოაფრქვევენ მთელ ტანზე, გარდა თავისა. 12 საათის შემდეგ შეიძლება დაბანა საპნით. ცვლიან პირად და საწოლის თეთრეულს. დაწვრილებით უნდა გაეცნოთ წამლების ინსტრუქციას.

თეთრეული უნდა გამოიხარშოს და გაუთოვდეს ორივე მხრიდან. ქავილი შეიძლება შენარჩუნდეს სრულყოფილი მკურნალობიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც მის ალერგიულ ბუნებაზე მიუთითებს.