როგორ ვებრძოლოთ ქოლესტერინს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ქოლესტერინს

რა თქმა უნდა, ამ კავშირის არსებობას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ მეცნიერთათვის ცხადია, რომ ქოლესტერინთან ხელჩართული ბრძოლა ზოგჯერ ზედმეტია.

ვიცვლით სტრატეგიას

ექიმის ფრაზა: „ქოლესტერინის დონე მაღალი გაქვთ“, - ჩვენთვის განაჩენივით ჟღერს. გვინიშნავენ უმკაცრეს დიეტას და მაღალეფექტურ აბებს, წარმოსახვა კი ქოლესტერინით დაზიანებული სისხლძარღვის კედლის საშინელ სურათებს გვიხატავს.

ნამდვილად ასე ახლოსაა საფრთხე? სულაც არა! - ამტკიცებს ზოგიერთი მკვლევარი. მათი აზრით, ქოლესტერინის მაღალ დონესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის უშუალო კავშირი არ არსებობს. ეჭვს ამის თაობაზე მანამდეც გამოთქვამდნენ, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა მონაცემები, რომლებიც იმაზე მეტყველებდა, რომ ქოლესტერინის დონის შემცირება ძლიერი მედიკამენტური საშუალებებით, სტატინებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მხოლოდ პირველ ხანებში ამცირებს. როცა ქოლესტერინის შემცველობა სისხლში 10-20%-ით იკლებს, რისკის დაქვეითება წყდება. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დადებითი ეფექტი არა ქოლესტერინის შემცირების, არამედ სტატინების სხვა თვისებების დამსახურებაა. კერძოდ, მიიჩნევა, რომ ისინი უშუალოდ სისხლძარღვთა კედლებზე ახდენენ კეთილისმყოფელ გავლენას. მაღალი ქოლესტერინი ათეროსკლეროზის რისკის ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი.

ვეძებოთ მტერი

საშიშია არა სისხლში არსებული ქოლესტერინი, არამედ ის, რომელიც სისხლძარღვის კედელზე გროვდება, ამიტომ როცა სისხლში მომატებულ ქოლესტერინთან ბრძოლას დაიწყებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ამით ათეროსკლეროზს ებრძვით. საერთოდ, ქოლესტერინთან ბრძოლა, როგორც ასეთი, უაზრობაა. ამ ნივთიერების გარეშე ორგანიზმი ვერ იარსებებს - ეს მისი სამშენებლო მასალაა. ტვინის ყველა უჯრედული სტრუქტურა და ქსოვილი შეიცავს ქოლესტერინს და მის გარეშე ცენტრალური ნერვული სისტემა ფუნქციობას ვერ შეძლებს. მაგრამ ქოლესტერინის ნორმალურ დონეზე შესანარჩუნებლად ზრუნვა მაინც საჭიროა. უმეტესად დიეტა ამისთვის საკმარისია.

დაზვერვა

სისხლში ჭარბი ქოლესტერინის არსებობის ხარისხობრივი შეფასების მეთოდია კანის ტესტი: კანზე აწვეთებენ სპეციალური ნივთიერების 2 წვეთს და ამგვარად განსაზღვრავენ, არის თუ არა სისხლში ზედმეტი ქოლესტერინი, მაგრამ იმის გასაგებად, რამდენად რეალურია ეს სიჭარბე, საჭიროა სისხლის ანალიზი. პრაქტიკულად ჯანმრთელი მამაკაცისთვის ეს ანალიზი 35-40 წლის ასაკშია მიზანშეწონილი, ხოლო თუ არსებობს რისკფაქტორები: მოწევა, დიაბეტი, ჰიპერტონია, ჭარბი წონა, - ის უბრალოდ აუცილებელია.

ქალისთვის ასეთი ანალიზის გაკეთება რეკომენდებულია მენოპაუზის დადგომისთანავე, ხოლო თუ ქუთუთოებთან, მუხლებზე ან ბარძაყებზე შეამჩნიეთ ქსანთომები - მოყვითალო ამობურცული ხაზები და ლაქები, გამოკვლევა დაუყოვნებლივ უნდა ჩაიტაროთ. ქსანთომებს ხშირად ჩვეულებრივ მუწუკებად მიიჩნევენ და მათ გამორწყვას ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ მათი გაჩენის მიზეზებზე დაფიქრდნენ და სათანადო ზომებს მიმართონ. ქოლესტერინის შემცველობის შემოწმება ლაბორატორიაში სხვადასხვა მეთოდით ხდება. ფერმენტული მეთოდი საკმაოდ ზუსტია.

შეტევა

მაშ ასე, უკვე იცით, რომ ქოლესტერინი სისხლში მომატებულია. ახლა უნდა გადაწყვიტოთ, საჭიროა თუ არა რამის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში. თუ ქოლესტერინის შემცველობა 240-250მგ%-ია (ანუ 6 მმოლ/ლ), მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, მით უმეტეს, თუ მომატებულია, უპირველესად - ასაკის გამო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. 280-300მგ% (7-7,5მმოლ/ლ) ის ზღვარია, როცა აუცილებლად უნდა იღონოთ რამე. მაშინვე მედიკამენტებს ნუ ეცემით, თავდაპირველად შეცვალეთ ცხოვრების წესი, მეტი იმოძრავეთ, ნაკლები ჭამეთ და ყურადღება მიაქციეთ რაციონს.

  • თავი დაანებეთ მოწევას;
  • ეცადეთ, მკვეთრად შეამციროთ ნაღების კარაქის მოხმარება. ამ შემთხვევაში ქოლესტერინი 2-4 კვირის განმავლობაში ნორმას დაუბრუნდება;
  • კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ნაღებზე, არაჟანზე, ცხიმიან ყველსა და კვერცხზე. მიირთვით სოიის პროდუქტები. ეს ცილოვანი დიეტაა;
  • ღორის ქონის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ის მდიდარია ქოლესტერინით;
  • დაიცავით ცხიმების ბალანსი. თუ ცხოველური ცხიმის წილი რაციონში არ აღემატება მესამედს, ქოლესტერინის სიჭარბე არ შეგაწუხებთ;
  • თუ ქოლესტერინის შემცველობა 300-320 მგ% (8-10მოლ/ლ) და ამაზე მეტია, მასთან დამოუკიდებლად ბრძოლას არ გირჩევთ - უმჯობესია, ექიმს მიმართოთ.

წვენები ქოლესტერინის წინააღმდეგ

ცნობილი იმუნოლოგები და ბიოლოგები გვირჩევენ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად (ცელულიტის შესამცირებლადაც) ყოველდღიურ რაციონში შევიტანოთ გრეიპფრუტი და სხვა ციტრუსები, ასევე - მათი ახალგამოწურული წვენი. ძალიან ეფექტურია წვენების პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ცელულიტის საწინააღმდეგოდ შემუშავდა, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ ეფექტურია ქოლესტერინის მოსაწესრიგებლადაც:

  • 1-ელი დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ, ნიახურის ფესვების წვენი - 75 გ;
  • მე-2 დღე: სტაფილოს წვენი - 100 გ; ჭარხლის წვენი - 70 გ (მიღებამდე 1,5-2 საათით გააჩერეთ მაცივარში); კიტრის წვენი - 70 გ;
  • მე-3 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; ნიახურის წვენი - 80 გ; ვაშლის წვენი - 70 გ;
  • მე-4 დღე: სტაფილოს წვენი - 130 გ; კომბოსტოს წვენი - 50 გ;
  • მე-5 დღე: ფორთოხლის წვენი - 130 გ.

წვენების მიღების თანმიმდევრობის მკაცრად დაცვა საჭირო არ არის. ნებადართულია, ერთი მეორით შეცვალოთ. ერთი პირობა კი აუცილებლად უნდა დაიცვათ: წვენები უთუოდ ახალი უნდა იყოს, 2-7 საათზე მეტხანს ნუ შეინახავთ, დალევამდე კი აუცილებლად შეანჯღრიეთ ჭურჭელი - ფსკერზე ილექება ხილისა და ბოსტნეულის რბილობი, რომელიც ორგანიზმისთვის საჭირო და სასარგებლოა.