/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

რჩევები ჰიპერტონიით დაავადებულებს

რჩევები ჰიპერტონიით დაავადებულებს
ჰიპერტონიის გამომწვევი მიზეზების მიუხედავად, ნებისმიერ პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ შეუძლია ჯანმრთელობას ფასდაუდებელი დახმარება თავადვე აღმოუჩინოს. ამისათვის სულ რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო.

.

  • წესი 1. რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა

ასაკისა და ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად, ჰიპერტონიით დაავადებულმა ყოველდღიურად უნდა აკონტროლოს წნევა, დღეში 2-ჯერ - დილით და საღამოს.

  • წესი 2. დაიცავით რაციონალური კვების პრინციპები

ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს კვების რეჟიმს. სასურველია საკვების მიღება დღეში 4-5-ჯერ ერთსა და იმავე დროს, ამასთან, ოპტიმალური ინტერვალი საუზმესა და ვახშამს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10 საათს. შეზღუდეთ სუფრის მარილის მიღება დღეში 5 გრამამდე, სამაგიეროდ, 5-6 გრამამდე გაზარდეთ კალიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტების წილი მენიუში: ყველაზე მეტად მათ შეიცავს ლობიო, ბარდა, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ქიშმიში, კარტოფილი, თევზეული, მწვანე ხახვი, ყურძენი, გარგარი, ატამი. კალიუმის მარილებით განსაკუთრებით მდიდარია კენკროვან მცენარეთა ნაყოფი: შავი მოცხარი, მარწყვი, ხენდრო, მოცვი, ქაცვი და სხვა.

მენიუდან სასურველია საერთოდ გამორიცხოთ ან შეზღუდოთ ცხარე საკვები, სანელებლები, მწნილეულობა, ცხოველური ცხიმებით მდიდარი საკვები, დაკონსერვებული პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი. უპირატესობა მიანიჭეთ წყალსა და ორთქლზე დამზადებულ სადილებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეზღუდვები ვრცელდება დღე-ღამეში მიღებულ სითხეზეც, განსაკუთრებით კი გაზიანი და მინერალური სასმელების მიღებაზე. დღე-ღამეში მიღებული საერთო სითხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1-1,5 ლიტრს.

  • წესი 3. თავი ანებეთ მავნე ჩვევებს

ეს თამბაქოსა და ალკოჰოლს ეხება. სიგარეტის კვამლში არსებული ნიკოტინი აღიზიანებს ნერვულ სისტემას და ზრდის გულზე დატვირთვას, ავიწროებს სისხლძარღვებს და ამით ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას. ალკოჰოლის გავლენით კი ადამიანი კარგავს თვითშეგრძნებაზე კონტროლს, თრობის დროს წნევის მომატება გაცილებით საშიშია.

  • წესი 4. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა

შეკითხვა ექიმს
<p>პროთრომბინის დრო PT/TIME 11.8 N(11 - 16) საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება PT/INR 1.10 N(0.8 - 1.2) აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო APTTTIME 40.9 H(28 - 39) ფიბრინოგენის კონცენტრაცია FIBR 4.16 H(2 - 4) მაინტერესებს როგორი პასუხია.</p>

დასაშვები ფიზიკური დატვირთვის დონე მკურნალ ექიმთან ერთად განსაზღვრეთ და გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეული დატვირთვის პირობებში ვარჯიშის შემდეგ პულსი არ უნდა აღემატებოდეს 120-140-ს წუთში (180-ასაკი), ვარჯიში არ უნდა იწვევდეს სულის ხუთვას, გაძლიერებულ ოფლდენას, ზოგად სისუსტეს, ტკივილს გულმკერდის არეში. ამ სიმპტომების გაჩენისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს და შეცვალეთ დატვირთვის ფორმა.

  • წესი 5. მოიცილეთ ჭარბი წონა

გახსოვდეთ, საშუალო ასაკის ადამიანი 1 საათის განმავლობაში სწრაფი სიარულისას წვავს 300 კკალორიას, მშვიდი სიარულისას - 200-ს, ცურვისას 670-ს, ველოსიპედით სიარულის დროს - 490-ს, ძილში 60 კკალორია იხარჯება, შინ საქმიანობისას კი 180 კკალორია. ჭარბი წონის მოსაცილებლად აუცილებელია დღე-ღამეში 1800-1200 კკალორიის მოცილება.

  • წესი 6. დაისვენეთ სრულფასოვნად

ასევე დაგაინტერესებთ
რჩევები არტერიული წნევის დასარეგულირებლად
ბანანი და ქიშმიში არტერიულ წნევას აწესრიგებს

სრულფასოვანი დასვენება მოიცავს დღე-ღამეში 8-9-საათიან ძილს. დაუმეგობრდით არასპეციფიკურ საძილე საშუალებებს: ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, თბილი აბაზანა დაძინების წინ, საღამოს უარის თქმა ვახშამზე და ტელევიზორის ყურებაზე.

  • წესი 7. გაუმკლავდით სტრესულ სიტუაციებს

თავი აარიდეთ გადაღლას, განსაკუთრებით ქრონიკულს, ერთმანეთს შეუნაცვლეთ გონებრივი და ფიზიკური შრომა. თქვენთვის უსიამოვნო, ამაღელვებელ სიტუაციაში მოხვედრისას ღრმად ჩაისუნთქეთ, გააკეთეთ პაუზა; ვიდრე მრისხანებას, უკმაყოფილებას გამოთქვამდეთ, ეცადეთ შეცვალოთ საუბრის თემა, ნუ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომლის მოსალოდნელი შედეგებიც წინასწარ არ გექნებათ განსაზღვრული.

  • წესი 8. ექიმის ყველა რჩევა მკაცრად დაიცავით

მეტად მნიშვნელოვანია ექიმის ყველა რეკომენდაციის განუხრელი დაცვა.

ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და ნუ შეცვლით თვითნებურად ექიმის დანიშნულებას, ნუ შეწყვეტთ წამლების მიღებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა.

დაუშვებელია ყოველგვარი თვითმკურნალობა და ნათესავის ან ნაცნობ-მეგობრების რჩევით, ერთი მედიკამენტის მეორით შეცვლა.

არტერიული წნევის გაზომვისას გაითვალისწინეთ:

  1. გაზომვამდე 10-15 წუთით ადრე უნდა დაისვენოთ და დამშვიდდეთ, ფიზიკური დატვირთვა და ემოციური სტრესი ცვლის გაზომვის შედეგებს;
  2. გაზომვისას უნდა იჯდეთ ან იწვეთ ისე, რომ მუცლის ღრუს არ აწვებოდეთ, რადგან ეს წნევის მატებას გამოიწვევს;
  3. გადავსებული შარდის ბუშტი ხელოვნურად ზრდის არტერიულ წნევას;
  4. წნევის მაჩვენებლის მატებას განაპირობებს უძილობა და ხშირი ყაბზობა;
  5. წნევა იზრდება ცივ ამინდშიც, ამიტომ უმჯობესია, წნევა ოთახის ტემპერატურის პირობებში (20-25 გრადუსი) გაიზომოთ;
  6. გაზომვამდე 2 საათით ადრე კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, კოკა-კოლა) დალევა ასევე ზრდის წნევის მაჩვენებელს;
  7. გაზომვის პროცესში მოძრაობა ან ლაპარაკი, შესაძლოა, მცდარი შედეგის მიზეზი გახდეს;
  8. წნევა განმეორებით უნდა გაიზომოს წინა გაზომვიდან არანაკლებ 5-10 წუთის შემდეგ, რათა ორგანიზმში ნორმალური სისხლის მიმოქცევა აღდგეს;
  9. დაუშვებელია წნევის გაზომვა ტანსაცმლიან ხელზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რჩევები ჰიპერტონიით დაავადებულებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები