/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი

კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი
სამედიცინო და ინფორმაციული მეცნიერებების ტელეკომუნიკაციებთან მჭიდრო კავშირმა საფუძველი დაუდო ტელემედიცინის - მედიცინის ახალი მიმართულების - განვითარებას.

ტელემედიცინა სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფაა, რომელსაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს. მისი მიზანი დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისთვის ინფორმაციის გაცვლაა.

ტელემედიცინა საშუალებას იძლევა, მომენტალურად მოხდეს კრიტიკული სიტუაციის შეფასება და მასზე სათანადო რეაგირება. დღეს მსოფლიოში ტელემედიცინა ფართოდ გამოიყენება მედიცინის თითქმის ყველა დარგში. საქართველოში ტელემედიცინის მიღწევებზე, მათ გამოყენებაზე, კერძოდ კი კარდიოტელემეტრიის შესაძლებლობებზე გვესაუბრება შპს "ტელემეტრიული მედიცინის სისტემები - კარდიო SOS"-ის ექიმი, კარდიოლოგი ნათია წინამძღვრიშვილი.

- რას წარმოადგენს კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი?

- კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი გულის მუშაობის კონტროლის უახალესი, თანამედროვე მეთოდია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დროულად გამოვლინდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები - არითმია, გულის იშემიური დაავადება და სხვა; ამასთანავე, რაც ყველაზე არსებითია, აღნიშნული მეთოდით დროსა და სივრცეში მომენტალურად და სრულყოფილად განხორციელდეს დაავადების დისტანციური მონიტორინგი. ყოველივე ეს ქმნის წინაპირობას, თავიდან იქნეს აცილებული პაციენტის მდგომარეობის მძიმე გართულება და ლეტალური შედეგი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოტელემეტრიული მონიტორინგის დროს მკურნალი ექიმი პაციენტს ურჩევს სხვადასხვა ტიპის ტრანსმიტერიდან ერთ-ერთს. ტრანსმიტერი ტექნიკური საშუალებაა, რომელიც ელექტროკარდიოგრამის რეგისტრატორ-გადამცემს წარმოადგენს. ეს არის მცირე ზომის, მსუბუქი, მარტივად გამოსაყენებელი და მოხერხებული მოწყობილობა. იგი პაციენტს საშუალებას აძლევს, შინიდან გაუსვლელად, ქუჩაში ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან შეუზღუდავი რაოდენობით გადაიღოს ელექტროკარდიოგრამა და ტელეფონის საშუალებით სპეციალურ მიმღებ სადგურში გაგზავნოს.

- როდის არის საჭირო ტრანსმიტერით სარგებლობა?

- ტრანსმიტერით სარგებლობა საჭიროა პაციენტისთვის აქტუალურ მომენტში - მაშინ, როდესაც აწუხებს დისკომფორტის შეგრძნება ან ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან არითმია. ის განსაკუთრებით ღირებულია, როცა ემოციური სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის დროს ზემოთ აღნიშნული ჩივილები წარმოიშობა. ასეთ დროს ეკგ შეიძლება ყველაზე ინფორმაციული იყოს. ამ შემთხვევაში პაციენტი ტრანსმიტერით დამოუკიდებლად იღებს ეკგ-ს და სტაციონარული (ქალაქის) ან მობილური ტელეფონის საშუალებით გადასცემს კომპიუტერულ ცენტრს - მიმღებ სადგურს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

კომპიუტერულ ცენტრში დაფიქსირებულ სიგნალს აქვს ელექტროკარდიოგრამის ინფორმაციულობა; იგი აისახება სამედიცინო ფაილზე, სპეციალური პროგრამული დამუშავების შედეგად იღებს ელექტროკარდიოგრამის ტიპობრივ სახეს და ინტერნეტის საშუალებით მომენტალურად ხელმისაწვდომი ხდება როგორც მკურნალი ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის. აღნიშნული პროცედურა რამდენიმე წუთი გრძელდება, ანუ ეკგ-ის გადაღებიდან მკურნალი ექიმის რეაგირებამდე საჭირო დრო 6-7 წუთს შეადგენს. ტრანსმიტერის არსებობა პოზიტიურად მოქმედებს პაციენტის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზეც.

- ყველაზე მეტად რომელი დაავადების დროს არის გამართლებული კარდიოლოგიური ტელემეტრია?

- კარდიოტელემეტრიის გამოყენება ყველაზე უპრიანია არითმოლოგიაში. არსებობს სხვადასხვა გენეზის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ყოველთვის ვერ ფიქსირდება ეკგ-ის ერთჯერადი გადაღებისას, კარდიოლოგიური ტელემეტრია კი ნებისმიერ წუთს, ადამიანის ნებისმიერი ემოციური სტატუსისა და ფიზიკური დატვირთვის ფონზე, შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად. კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი ეხმარება მკურნალ ექიმს იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება იმპულსის აღმოცენებისა და გამტარობის დარღვევის გენეზის ან ტიპის დადგენა.

მონიტორინგის გამოყენება გამართლებულია პოსტჰოსპიტალურ პერიოდში, როდესაც ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და ფუნქციურ მახასიათებელთა ყოველდღიურ ცვლილებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი

ტელემედიცინა სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფაა, რომელსაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს. მისი მიზანი დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისთვის ინფორმაციის გაცვლაა.

ტელემედიცინა საშუალებას იძლევა, მომენტალურად მოხდეს კრიტიკული სიტუაციის შეფასება და მასზე სათანადო რეაგირება. დღეს მსოფლიოში ტელემედიცინა ფართოდ გამოიყენება მედიცინის თითქმის ყველა დარგში. საქართველოში ტელემედიცინის მიღწევებზე, მათ გამოყენებაზე, კერძოდ კი კარდიოტელემეტრიის შესაძლებლობებზე გვესაუბრება შპს "ტელემეტრიული მედიცინის სისტემები - კარდიო SOS"-ის ექიმი, კარდიოლოგი ნათია წინამძღვრიშვილი.

- რას წარმოადგენს კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი?

- კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი გულის მუშაობის კონტროლის უახალესი, თანამედროვე მეთოდია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, დროულად გამოვლინდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები - არითმია, გულის იშემიური დაავადება და სხვა; ამასთანავე, რაც ყველაზე არსებითია, აღნიშნული მეთოდით დროსა და სივრცეში მომენტალურად და სრულყოფილად განხორციელდეს დაავადების დისტანციური მონიტორინგი. ყოველივე ეს ქმნის წინაპირობას, თავიდან იქნეს აცილებული პაციენტის მდგომარეობის მძიმე გართულება და ლეტალური შედეგი.

კარდიოტელემეტრიული მონიტორინგის დროს მკურნალი ექიმი პაციენტს ურჩევს სხვადასხვა ტიპის ტრანსმიტერიდან ერთ-ერთს. ტრანსმიტერი ტექნიკური საშუალებაა, რომელიც ელექტროკარდიოგრამის რეგისტრატორ-გადამცემს წარმოადგენს. ეს არის მცირე ზომის, მსუბუქი, მარტივად გამოსაყენებელი და მოხერხებული მოწყობილობა. იგი პაციენტს საშუალებას აძლევს, შინიდან გაუსვლელად, ქუჩაში ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან შეუზღუდავი რაოდენობით გადაიღოს ელექტროკარდიოგრამა და ტელეფონის საშუალებით სპეციალურ მიმღებ სადგურში გაგზავნოს.

- როდის არის საჭირო ტრანსმიტერით სარგებლობა?

- ტრანსმიტერით სარგებლობა საჭიროა პაციენტისთვის აქტუალურ მომენტში - მაშინ, როდესაც აწუხებს დისკომფორტის შეგრძნება ან ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან არითმია. ის განსაკუთრებით ღირებულია, როცა ემოციური სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის დროს ზემოთ აღნიშნული ჩივილები წარმოიშობა. ასეთ დროს ეკგ შეიძლება ყველაზე ინფორმაციული იყოს. ამ შემთხვევაში პაციენტი ტრანსმიტერით დამოუკიდებლად იღებს ეკგ-ს და სტაციონარული (ქალაქის) ან მობილური ტელეფონის საშუალებით გადასცემს კომპიუტერულ ცენტრს - მიმღებ სადგურს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

კომპიუტერულ ცენტრში დაფიქსირებულ სიგნალს აქვს ელექტროკარდიოგრამის ინფორმაციულობა; იგი აისახება სამედიცინო ფაილზე, სპეციალური პროგრამული დამუშავების შედეგად იღებს ელექტროკარდიოგრამის ტიპობრივ სახეს და ინტერნეტის საშუალებით მომენტალურად ხელმისაწვდომი ხდება როგორც მკურნალი ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის. აღნიშნული პროცედურა რამდენიმე წუთი გრძელდება, ანუ ეკგ-ის გადაღებიდან მკურნალი ექიმის რეაგირებამდე საჭირო დრო 6-7 წუთს შეადგენს. ტრანსმიტერის არსებობა პოზიტიურად მოქმედებს პაციენტის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზეც.

- ყველაზე მეტად რომელი დაავადების დროს არის გამართლებული კარდიოლოგიური ტელემეტრია?

- კარდიოტელემეტრიის გამოყენება ყველაზე უპრიანია არითმოლოგიაში. არსებობს სხვადასხვა გენეზის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ყოველთვის ვერ ფიქსირდება ეკგ-ის ერთჯერადი გადაღებისას, კარდიოლოგიური ტელემეტრია კი ნებისმიერ წუთს, ადამიანის ნებისმიერი ემოციური სტატუსისა და ფიზიკური დატვირთვის ფონზე, შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად. კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი ეხმარება მკურნალ ექიმს იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ხერხდება იმპულსის აღმოცენებისა და გამტარობის დარღვევის გენეზის ან ტიპის დადგენა.

მონიტორინგის გამოყენება გამართლებულია პოსტჰოსპიტალურ პერიოდში, როდესაც ორგანიზმის ფიზიოლოგიურ და ფუნქციურ მახასიათებელთა ყოველდღიურ ცვლილებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


- რას გულისხმობს მიმღებ სადგურში გადაცემული ეკგ-ის თანამედროვე ტექნოლოგიური დამუშავება?

- მიმღებ სადგურში გადაცემული ეკგ ფიქსირდება მონაცემთა ბაზაშიდა იქვე უტარდება პროგრამული დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი მაჩვენებლის ავტომატურ შეფასებას (HR, P-R, R-R, QRS, QT, ST), ხოლო ექიმი კარდიოლოგი ახდენს მათ სათანადო ინტერპრეტაციას. იქმნება ავადმყოფის ელექტრონული ისტორია. ეს ყველაფერი მკურნალ ექიმს საშუალებას აძლევს, ნემისმიერ დროს განახორციელოს ეკგ-ის მონიტორინგი ONLINE-რეჟიმში, ამასთანავე პაციენტს საკუთარი კარდიოგრამის ნახვა შეუძლია ინტერნეტში ნემისმიერ დროს. ეს ყოველივე საშუალებას იძლევა, მოხდეს ეკგ-ის მონიტორირება ინტერნეტში როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ექიმი კარდიოლოგების მიერ. ამ მიზნით ექიმსა და პაციენტს აქვთ სისტემაში შესასვლელი პერსონალური კოდი, რაც იძლევა სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესაძლებლობას. მაგალითად, ხდება ისე, რომ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტი ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩადის და მოულოდნელად სჭირდება კარდიოლოგიური დახმარება. ტელემეტრიული მონიტორინგის საშუალებით მას შეუძლია, ზემოთ აღნიშნული პრონციპით ინტერნეტში განათავსოს კარდიოგრამა, რომელსაც ნახავს მისი მკურნალი ექიმი, დისტანციურად გაუწევს კონსულტაციას და დასახავს საჭირო ღონისძიებებს.

ამრიგად, კარდიოტელემეტრია რამდენჯერმე აჩქარებს პათოლოგიური მდგომარეობის პირველად დიაგნოსტიკას და საშუალებას იძლევა, მაქსიმალურად სწრაფად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე. ამასთანავე, მისი მეშვეობით შესაძლებელია დანიშნული მედიკამენტური თერაპიის ეფექტიანობა და ამბულატორიული მეთვალყურეობის ხანგრძლივობა.

გარდა ამისა, კარდიოტელემეტრია მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოსტოპერაციული მდგომარეობისა და ფიზიკური რეაბილიტაციის რეჟიმის განსაზღვრისას. დისტანციური მონიტორინგი ექიმს საშუალებას აძლევს დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს პაციენტის ადაპტაცია ცხოვრების ჩვეული რეჟიმის პირობებში. კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებს, მოგეხსენებათ, ემოციური ფონი თითქმის ყოველთვის მომატებული აქვთ. ისინი ძალზე მტკივნეულად რეაგირებენ გულის მუშაობის ნებისმიერ ცვლილებაზე. როდესაც მათ აქვთ შინიდან გაუსვლელად ეკგ-ის გადაღების შესაძლებლობა, რამდენიმე წუთში იღებენ დასკვნას, რომ მათი მდგომარეობა სავსებით თავსდება ნორმის ფარგლებში და არავითარ სამედიცინო, მით უფრო - გადაუდებელ დახმარებას არ საჭიროებს, ეს მათ ფსიქოლოგიურ სტრესს უხსნის და მშვიდად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

დისტანციური მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მანძილი ექიმსა და პაცენტს შორის ქმნის კრიტიკულ სიტუაციას. ეს მით უფრო ყურადსაღებია, როდესაც პაციენტი იმყოფება რეგიონში, რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულ სოფელში, და უამინდობისა თუ უგზობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებს.

მედიცინაში ტელემეტრიული სისტემების გამოყენებამ ცხადყო, რომ დიაგნოსტიკის ეტაპის შემოკლება აუმჯობესებს მდგომარეობის პროგნოზს, სასწრაფო დახმარებისა და მკურნალობის შედეგს.

- ცვლის თუ არა კარდიოტელემეტრიული მონიტორინგი ე.წ. ჰოლტერის მონიტორინგს?

- კარდიოტელემეტრული მონიტორინგი საერთოდ არ ცვლის ჰოლტერის მონიტორინგს. იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლტერით ხორციელდება მხოლოდ 24 საათიანი მონიტორინგი და იმ პერიოდში ვერ ფიქსირდება გულის რითმის დარღვევა, რომელიც რეალურად აქვს პაციენტს, ამ დროს მიზანშეწონილია კარდიოტელემეტრული მონიტორინგის ჩატარება დიაგნოზის დადგენამდე.

- დღეს ბევრს სჭირდება კარდიოლოგიური დახმარება, თუმცა უმრავლესობამ ეს თავადაც არ იცის. ამიტომ არის, რომ ექიმს უმეტესად დაავადების შორს წასული ფორმის დროს მიმართავენ. თუ არსებობს ტესტი, რომლის მეშვეობითაც პაციენტი ადრეულ სტადიაზევე დაადგა, რომ გული დახმარებას სთხოვს?

- საამისოდ შემუშავებულია თვითდიაგნოსტიკის სპეციალური 11-კითხვიანი ანკეტა:

1. აჭარბებს თუ არა თქვენი წონა ნორმას?

2. გქონიათ თუ არა ჰაერის უკმარისობის შეგრძნება?

3. გიჩქარდებათ თუ არა პერიოდულად გული?

4. პერიოდულად გრძნობთ თუ არა უმიზეზო დაღლილობას?

5. გქონიათ თუ არა თავბრუხვევის შეგრძნება?

6. წაგსვლიათ თუ არა ოდესმე გული?

7. გჭირდებათ თუ არა დასვენება მე-4 სართულზე ფეხით ასვლის დროს?

8. გქონიათ თუ არა გულის არეში დისკომფორტის შეგრძნება?

9. გქონიათ თუ არა ტკივილი გულის არეში ფიზიკური დატვირთვის დროს?

10. ხართ თუ არა თამბაქოს მომხმარებელი?

11. ჰქონია თუ არა თქვენს ახლო ნათესავს ინფარქტი ან ინსულტი?

ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები, დაფიქრდით და უპასუხეთ, შეაჯამეთ შედეგები და იხელმძღვანელეთ შემდეგი რეკომენდაციებით: თუ ხუთ კითხვას მაინც გაეცით დადებითი პასუხი, მაშინ თქვენს გულს მეტი ყურადღება სჭირდება.