/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები
სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანის გულს ნორმალურად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, 150 წლის განმავლობაში შეუძლია ფუნქციობა. ეს ცნობა ზოგს გააოცებს, ზოგს კი ღიმილს მოჰგვრის.

გასაგებია, რომ თანამედროვე ადამიანს სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობა არარეალური ეჩვენება. არადა, თურმე ამაზე მეტხანსაც შეიძლება ვიცოცხლოთ! მთავარია, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას,ხელი შევუწყოთ გულს (მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში უწინდებურად პირველი ადგილი უკავია).

ამ დაუღალავ ორგანოს სიჯანსაღე რაც შეიძლება მეტხანს რომ შევუნარჩუნოთ, ბევრი რამ არის საჭირო: სპორტი, სუფთა ჰაერი, სრულფასოვანი დასვენება, მშვიდი და ჰარმონიული გარემო, მხიარულება, დადებითი ემოციები და, რაც მთავარია, სასარგებლო საკვებით რაციონალური კვება. ამჯერად, თქვენს ყურადღებას სწორედ საკვებზე შევაჩერებთ.

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თევზი. ხორცსა და ხორცის პროდუქტებს ადამიანის საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგს ხორცი ისე უყვარს, რომ უხორცოდ უბრალო წვნიანსაც კი არ შეჭამს. ხორცთან ერთად ხშირად მიირთმევენ ყველს, კვერცხსა და სხვა არათავსებად პროდუქტებს. ჩვენს გულს კი ხორცზე მეტად თევზი სჭირდება, თანაც რაც შეიძლება ხშირად - კვირაში 2-3-ჯერ მაინც.

გულისთვის ყველაზე სასარგებლოა ზღვის ცხიმიანი თევზი - ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, თინუსი. მართალია, ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს, მაგრამ ასევე სასარგებლოა გულისთვის კალმახი. ყველა ჩამოთვლილი სახეობის თევზი აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რითაც აფერხებს გულის დაავადებათა განვითარებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

მარცვლეული აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესებისა და იშემიური დაავადების განვითარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა საღი, დაუმუშავებელი ხორბალი, მურა ბრინჯი, შვრია, ქერი, სიმინდი, წიწიბურა. ეს უკანასკნელი მარცვლოვან კულტურებს არ მიეკუთვნება, თუმცა ენათესავება მათ.

წიწიბურა მდიდარია რუტინით, რომელიც უზრუნველყოფს კაპილარების და, საზოგადოდ, წვრილი სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმტკიცეს, რითაც ხელს უშლის მათ დაცობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ქერი მდიდარია სასარგებლო საკვები ბოჭკოებით, რომლებიც ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. სიმინდი ორგანიზმს საჭირო ამინმჟავებითა და ანტიოქსიდანტებით ამარაგებს. გულისთვის მეტად სასარგებლოა ბარდა და სხვა პარკოსნებიც, მათ შორის - ოსპი.

ასევე დაგაინტერესებთ
5 სასმელი, რომლებიც გულის დაავადებებისგან დაგიცავთ
ამცირებს სისხლში ცხიმის შემცველობას, არეგულირებს წნევას, თავიდან გვაცილებს დიაბეტს - თევზი და მისი სასარგებლო თვისებები
"გული რომ არ ამჩქარებოდა, ღამღამობით ზოგჯერ წამომჯდარს მეძინა"- 3 ინგრედიენტისგან დასამზადებელი ნარევი, რომელიც ტაქიკარდიისას ეფექტურია

ეს კულტურები უხვად შეიცავს მცენარეულ ცილას, უჯრედისს და, რაც მთავარია, კალიუმს, რომელიც გულისთვის აუცილებელია. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ სავსებით შესაძლებელია, რაციონში ხორცი პარკოსნებით შევცვალოთ - ისინი, ხორცისგან განსხვავებით, არ შეიცავენ მავნე ცხიმებს; სამაგიეროდ გაჯერებულნი არიან ფლავონოიდებით, ფოლიუმის მჟავათი და რკინით, რომელთა ნაკლებობაც, უწინარეს ყოვლისა, სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურაზე აისახება. პარკოსნების რეგულარული მიღება, ისევე როგორც მარცვლოვნებისა, გულს ინფარქტისგან იცავს.

ბოსტნეული საჭიროა არა მხოლოდ გულის, არამედ მთელი ორგანიზმის, მისი ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ჯანმრთელობისთვის. გამორჩევით სასარგებლოა ზოგიერთი სახეობა. მათ მეცნიერები ბუნების განსაკუთრებულ საჩუქრებს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, ბროკოლი. ის კომბოსტოს ყველაზე ძვირფასი ჯიშია - ისეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომ ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ეს მკვეთრი მწვანე ფერის კომბოსტო პრაქტიკულად სავსებით ანეიტრალებს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ყველა კანცეროგენს - სიმსივნის გამომწვევ მავნე აგენტს.

გოგრა მდიდარია კალიუმით, C ვიტამინით, ბეტა კაროტინით, სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით. გოგრის მოყვარულებს სისხლძარღვები იდეალურად სუფთა აქვთ, არტერიული წნევა - ნორმის ფარგლებში, ორგანიზმში არასოდეს უგროვდებათ ზედმეტი სითხე, მათი გული უპრობლემოდ ფუნქციობს, ისინი თავისუფლად მოძრაობენ და თავს მუდამ მსუბუქად გრძნობენ.

ნიორი ყველამ იცის, ნიორი სოკოებისა და ვირუსების საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჰიპერტონიის სამკურნალო ეფექტური საშუალებაც არის. მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებმა ნიორი ყოველდღე უნდა მიირთვან. მასში შემავალი ნივთიერებები წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ ტონუსს, რითაც ხელს უწყობს მომატებული წნევის დაქვეითებას. ჯანმრთელ ადამიანს წნევის ნორმაზე მეტად დაწევა არ ემუქრება, ჯანმრთელობის განმტკიცებაში კი ნიორი ძალიან დაეხმარება, რადგან მას მძლავრი ანტიკანცეროგენული თვისებებიც აქვს.

ძალზე სასარგებლოა გულისთვის ნიგოზიც. მასში იმდენი ცილაა, რომ თუ რეგულარულად მიირთვით, თამამად შეგიძლიათ, რაციონში ხორცის ოდენობა შეამციროთ. ნიგოზი მდიდარია ცხიმით, რომელიც ორგანიზმისთვის ძნელად ასათვისებელ ცხოველურ ცხიმს კი არ ჰგავს, არამედ მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით - ლინოლის, ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის, სტეარინის მჟავებით და სხვა.

ხილი და კენკრა. ხილიდან გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვაშლი, ბროწეული, ალუბალი, ბალი და გრეიპფრუტი, კენკრიდან - ჟოლო, წითელი და შავი მოცხარი, მარწყვი. ხილისა და კენკრის ეს სახეობები აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს წნევისა და წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას, რითაც გულ-სიხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ორგანიზმს სიმსივნური პროცესების განვითარებისგან იცავს და ბევრი სხვა სამკურნალო ეფექტიც აქვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები