/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

პერიკარდიტი და მიოკარდიტი - გულის არეში დისკომფორტის მიზეზი

პერიკარდიტი და მიოკარდიტი - გულის არეში დისკომფორტის მიზეზი
მწვავე პერიკარდიტი მწვავე პერიკარდიტი არის გულის მფარავი ორშრიანი ელასტიკური გარსის – პერიკარდიუმის ანთება,

რომელიც აღმოცენდება უეცრად, ხშირად იწვევს ტკივილს, პერიკარდიუმის ღრუში სითხისა და სისხლის კომპონენტების – ფიბრინის, ერითროციტების, ლეიკოციტების დაგროვებას.

მწვავე პერიკარდიტი უხშირესად ვლინდება ცხელებით და გულმკერდში მწვავე ტკივილით, რომელიც გადაეცემა მარცხენა მხარში, ზოგჯერ ხელში. ტკივილი შეიძლება ჰგავდეს ტკივილს მიოკარდიუმის ინფარქტის დრო, იმ განსხვავებით, რომ ძლიერდება წოლის, საკვების მიღების, ხველის და ღრმა სუნთქვის დროსაც კი. პერიკარდიუმის ღრუში დაგროვილი ანთებითი სითხე აწვება გულს და ხელს უშლის მის ნორმალურ მუშაობას. თუ დიდი რაოდენობით სითხე სწრაფად გროვდება, შეიძლება აღმოცენდეს გულის ტამპონადა – სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც აუცილებელია პერიკარდიუმში დაგროვილი სითხის ევაკუაცია (სპეციალური ნემსით). ზოგჯერ მწვავე პერიკარდიტი არ იწვევს არავითარ სიმპტომს.

რა იწვევს მწვავე პერიკარდიტს

მწვავე პერიკარდიტის მიზეზებია:

  • ინფექცია – ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი, შიდსის დროს ტუბერკულოზი, ასპერგილოზი;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • კარდიოქირურგიული ჩარევა;
  • რევმატული დაავადებები – სისტემური წითელი მგლურა, რევმატული ართრიტი;
  • თირკმლის უკმარისობა;
  • გულმკერდის ტრავმა;
  • ონკოლოგიური დაავადებები – ლეიკემია, სარძევე ჯირკვლის, ფილტვის კიბო, კაპოშის სარკომა შიდსის დროს;
  • რევმატიზმი;
  • სხივური თერაპია;
  • მედიკამენტები, მათ შორის ვარფარინი, ჰეპარინი, პენიცილინი, პროკაინამიდი, ფენიტოინი.

მიუხედავად ვრცელი ჩამონათვალისა, არის შემთხვევები, როცა პერიკარდიტის მიზეზი უცნობია. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ იდიოპათიური პერიკარდიტის შესახებ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ რამდენი თვის წინ მქონდა გულის მიდამოში ჩხვლეტვა გავლითი ტკივილი მივედი გადაღებაზე გადამიღეს გულზე არაფერი არგჭირსო არც არითმია გაქვსო მაგრმა ხანდახან ჩხვლეტვა მაინც მაქვს გულის ზედა ნაწილში მარცხენა მხარის შუა ნაწილში და ხერხემლის ბრალი იქნება ხერხემალზე მაქვს ცოტა პრობლემა</p>

მწვავე პერიკარდიტის დიაგნოზი

ჩვეულებრივ, პერიკარდიტის დიაგნოზი ემყარება პაციენტის ჩივილებსა და გულის მოსმენით გამოვლენილ, დამახასიათებელ პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობას. გარდა აღნიშნულისა, დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება:

  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • გულმკერდის ღრუს ორგანოთა რენტგენი;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ლაბორატორიული კვლევები პერიკარდიტის მიზეზის დასადგენად.

მწვავე პერიკარდიტის მკურნალობა

უშუალოდ ანთების სამკურნალოდ გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები ან კოლხიცინი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პერიკარდიტის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა. იშვიათად შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა – პერიკარდექტომია.

მიოკარდიტი

მიოკარდიტი არის გულის კუნთის – მიოკარდიუმის – ანთება, რაც მის ქსოვილს აზიანებს. ანთებამ შეიძლება მოიცვას მთელი კუნთი ან მხოლოდ მის გარკვეულ უბნებში გავრცელდეს.

დაავადების კლინიკური გამოვლინება განსხვავებულია – პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი ან უეცრად აღმოცენდეს მძიმე, სწრაფად პროგრესირებადი გულის უკმარისობა ან გულის რიტმის მძიმე დარღვევა. აღნიშნული მრავალფეროვნება დამოკიდებულია მიოკარდიტის გამომწვევ მიზეზსა და გულის კუნთის ანთების გავრცელებასა და სიმძიმეზე. როცა მიოკარდიტს თან ერთვის პერიკარდიტიც, პაციენტს აქვს ტკივილი გულმკერდში. აღწერილ სიმპტომებს ემატება მიოკარდიტის გამომწვევი დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები – ინფექციისას კუნთების ტკივილი, ზოგჯერ ლიმფური კვანძების გადიდება, ალერგიისას – გამონაყარი. ზოგ შემთხვევაში მიოკარდიტი შეიძლება დილატაციური კარდიომიოპათიის მიზეზი გახდეს.

მიოკარდიტის დიაგნოზი

ექიმები ვარაუდობენ მიოკარდიტის არსებობას, როცა ჯანმრთელ პირებს, რომელთაც არ აქვთ გულის დაავადების რისკფაქტორები, უეცრად უვითარდებათ გულის უკმარისობის სიმპტომები ან გულის რიტმის დარღვევა. აღნიშნულს ზოგჯერ ემატება მიოკარდიტის გამომწვევი დაავადების ნიშნები. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება:

  • ელექტროკარდიოგრაფია და გულის მარკერების (გულის უჯრედებში არსებული ფერმენტები, რომელთა სისხლში მატებაც მიოკარდიუმის დაზიანებაზე მეტყველებს) კვლევა;
  • გულის გამოსახვითი კვლევა – ექოკარდიოგრაფია, ზოგჯერ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
  • ზოგჯერ ენდომიოკარდიუმის ბიოფსია – ქსოვილის მცირე ნაწილის აღება და მიკროსკოპული გამოკვლევა – ტარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხევევებში;
  • კვლევები მიოკარდიტის მიზეზის დასადგენად.

მწვავე მიოკარდიტის გამომწვევი მიზეზები

მწვავე მიოკარდიტი შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ინფექციური მიზეზებით – ვირუსული (პარვოვირუსი ბ19, ჰერპესის ვირუსი 6, შიდსის ვირუსი), რევმატული, ჩაგასის დაავადება (გამომწვევია უმარტივესი პარაზიტი ტრიპანოსომა);
  • არაინფექციური ფაქტორებით – გულისათვის ტოქსიკური ნივთიერებები (ალკოჰოლი, კოკაინი), ზოგიერთი მედიკამენტი, ზოგი აუტოიმუნური ან ანთებითი დაავადება. მედიკამენტებით გამოწვეულ მიოკარდიტს ალერგიულს უწოდებენ.

მიოკარდიტის მკურნალობა

მიოკარდიტის მკურნალობა გულისხმობს გულის უკმარისობის და არითმიის მკურნალობას და ძირითადი, მიოკარდიტის გამომწვევი დაავადების მკურნალობას.

გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება შარდმდენები, ნიტრატები. არითმიის შემთხვევაში ინიშნება ანტიარითმიული საშუალებები. ზოგჯერ გულის რიტმის მყარი დარღვევის დროს საჭირო ხდება რიტმის წამყვანის (სპეციალური მოწყობილობა) იმპლანტაცია (ჩანერგვა).

ინფექციით გამოწვეული მიოკარდიტის დროს ინიშნება დაავადების გამომწვევი ინფექციის სამკურნალო საშუალებები. მედიკამენტური და ტოქსიკური მიოკარდიტის დროს მნიშვნელოვანია მათი ზემოქმედების შეწყვეტა, გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობენ სარკოიდოზით გამოწვეულ მიოკარდიტსაც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

უცნობი წარმოშობის ცხელება
უცნობი წარმოშობის ცხელება
რას უნდა ნიშნავდეს მაღალი ტემპერატურული რეაქცია, რომელიც გრძელდება დიდხანს, უსიცხო პერიოდების მონაცვლეობით?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

პერიკარდიტი და მიოკარდიტი - გულის არეში დისკომფორტის მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები