/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

რესპირაციული ვირუსული ინფექციების გართულებები

გადამდებ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები, რასაც მათი ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება უწყობს ხელს.

.

გრიპით დაავადებული თუნდაც ერთი ადამიანი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ირგვლივ მყოფთათვის, განურჩევლად ასაკისა და იმისა, გადატანილი აქვს თუ არა მას ეს დაავადება. ანუ რესპირაციული ვირუსული ინფექციები მყარ იმუნიტეტს არ ტოვებენ და მათთან ყოველი შეხვედრა სახიფათოა.

განსაკუთრებით საშიშია ეს დაავადებანი პატარა ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკულად მოავადე პირებისთვის. ინფექციების გავრცელებას ხელს უწყობს გარემოს ტემპერატურა ანუ სეზონურობა. გაციებისას, როცა ორგანიზმის თავდაცვითი უნარი სუსტდება, ადამიანს ავადმყოფობა უფრო იოლად ერევა. სასუნთქი გზების ვირუსით რომ დაავადდეთ, საჭიროა არა მხოლოდ ავადმყოფთან კონტაქტი, არამედ ორგანიზმის მზადყოფნაც დაავადების მისაღებად. რესპირაციული ვირუსული ინფექციები სახიფათოა შესაძლო გართულებების გამოც.

  • რომელი დაავადებები მიეკუთვნება რესპირაციულ ვირუსულ ინფექციათა რიცხვს?

გრიპი

გრიპი მაღალკონტაქტური (ადვილად გადამდები) ვირუსული ინფექციური დაავადება. ახასიათებს სასუნთქი გზების სხვადასხვაგვარი დაზიანება, ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია (მოწამვლა) და მრავალი გართულება. ბავშვების დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გართულებებს შორის აღსანიშნავია ოტიტი (შუა ყურის ანთება), სინუსიტი, კეროვანი პნევმონიები, ლარინგოტრაქეიტი, ბრონქიოლიტი, რაც უმთავრესად მეორეული ბაქტერიული ფლორის თანდართვით არის განპირობებული. პატარა ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია გართულებები, რომლებიც ასთმური და კრუპის სინდრომით მიმდინარეობს.

პარაგრიპი

პარაგრიპი ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადება. ახასიათებს ცხელება, ზომიერი ინტოქსიკაციის მოვლენები და უპირატესად ხორხის ლორწოვანის დაზიანება - ლარინგიტი. 2-3 წლამდე ლარინგიტი მძიმედ, ხორხის სტენოზით (შევიწროებით) მიმდინარეობს, რასაც კრუპის სინდრომს უწოდებენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

ბავშვებში პარაგრიპი შეიძლება გართულდეს ანგინით, ბრონქიოლიტით, პნევმონიით, სინუსიტით. გართულება უფრო ხშირია რაქიტის, ანემიის ფონზე და გამოწვეულია მეორეული პირობითპათოგენური ფლორით. პროგნოზი მეტწილად კეთილსაიმედოა, თუმცა კრუპითა და პნევმონიით გართულებული მძიმე შემთხვევები ბავშვებში შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.

ადენოვირუსული ინფექცია

ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ვირუსული დაავადება. ახასიათებს ნაწლავების ლორწოვანი გარსისა და ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანებაც. მიმდინარეობს ზომიერი ინტოქსიკაციით.

ასევე დაგაინტერესებთ
ტყუილ-მართალი გრიპის პრევენციის შესახებ
მარტივი გზა გრიპით დასნებოვნების რისკის შესამცირებლად

გართულებებიდან, პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ ოტიტი, სინუსიტი, ანგინა, პნევმონია, პლევრიტი, მიოკარდიტი.

გართულებები ამ შემთხვევაშიც მეორეული ბაქტერიული ფლორითაა განპირობებული და უფრო ხშირად ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა მძიმე პნევმონია შეიძლება სიკვდილითაც დასრულდეს.

რესპირაციულ-სინციტიური ვირუსული ინფექცია

რესპირაციულ-სინციტიური ვირუსული ინფექცია მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ორგანიზმის ზომიერი ინტოქსიკაციით, ქვედა სასუნთქი გზების ანთებითა და ხშირად ბრონქიოლიტის სურათით მიმდინარეობს. უმეტესად ადრეული ასაკის ბავშვებს ემართებათ. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტებისა და პნევმონიების მთავარ მიზეზად სწორედ ეს ვირუსი მიიჩნევა.

ინფექცია შეიძლება გართულდეს ოტიტითა და პნევმონიით. ადრეული ასაკის ბავშვებში გამორიცხული არ არის ლეტალური დასასრული.

რინოვირუსული ინფექცია

რინოვირუსული ინფექცია ანუ მწვავე კონტაგიოზური სურდო ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებაა, რომელიც ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსების უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. ორგანიზმის ინტოქსიკაცია (მაღალი ტემპერატურა და ა.შ.) უმნიშვნელოა.

გართულებებიდან აღსანიშნავია სინუსიტი, ოტიტი, ჰაიმორიტი და ეთმოიდიტი (დანამატი ღრუების ანთება). იგი უმეტესად მცირე ასაკის ბავშვებს უვითარდებათ. მოზრდილებში იგი მეორეული ბაქტერიული ფლორით არის განპირობებული. ზოგჯერ ტუჩებისა და ცხვირის მიდამოში ვლინდება ჰერპესი.

რეოვირუსული ინფექცია

რეოვირუსული ინფექციას ახასიათებს სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები, განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკის.

ადრეული ასაკის ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ პნევმონია, სეროზული მენინგიტი, მიოკარდიტი (გულის კუნთოვანი გარსის ანთება). შედარებით უფროსებს ხშირად აღენიშნებათ ინფექციის უსიმპტომო ფორმა. პროგნოზი კეთილსაიმედოა. ყველა ჩამოთვლილი რესპირაციულ-ვირუსული ინფექციური დაავადების შესაძლო გართულებაა ფილტვების ანთება.

  • რა ნიშნები ახასიათებს მას?

  • ზოგადი სისუსტე
  • სუნთქვის გაძნელება და გახშირება (ქოშინი)
  • ცხვირ-ტუჩის არის ციანოზი (სილურჯე)
  • სუნთქვაში დამატებითი მუსკულატურის (კუნთების) და ცხვირის ნესტოების მონაწილეობა
  • ხველა
  • ტემპერატურული რეაქცია, თუმცა პატარა ბავშვებს (განსაკუთრებით დღენაკლულებს, ჰიპოტროფიკებსა და ა.შ.) შეიძლება მაღალი სიცხე არც ჰქონდეთ.

ნებისმიერი ამ სიმპტომის არსებობისას გირჩევთ, ბავშვი დაუყოვნებლივ აჩვენოთ პედიატრს.

  • კრუპის სინდრომი

განსაკუთრებით საყურადღებოა კრუპის სინდრომი, რომელიც უმთავრესად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.

რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?

შეტევა იწყება ღამით, უეცრად, უხეში, მშრალი, მყეფავი ხველით. ამას ერთვის ხმის ტემბრის შეცვლა, ჩახლეჩა და ხმაურიანი (სტრიდორული) სუნთქვა. ბავშვი მოუსვენრადაა, უჭირს სუნთქვა, შფოთავს, თვალებით ითხოვს შველას.

მსუბუქი (I ხარისხის) ფორმის დროს შტევა 2-3 საათში გაივლის და ბავშვი მშვიდდება.

II-III ხარისხის კრუპის შემთხვევაში კი, როცა სუნთქვა კიდევ უფრო მეტად ჭირს, ვითარდება ციანოზი, ძლიერდება მოუსვენრობა, ბავშვი შფოთავს, ადგილს ვერ პოულობს, ოფლიანობს. გულმკერდის რბილი ქსოვილები სუნთქვაში მაქსიმალურად მონაწილეობს.

პარაგრიპული კრუპი ხორხის ლორწოვანის ანთებით, შეშუპებითა და ხორხის კუნთების რეფლექსური შეკუმშვით (სპაზმით) არის გამოწვეული. ამგვარი სახის კრუპისთვის უმეტესად საერთო მოვლენების უკუგანვითარება და სინდრომის სწრაფი გაქრობაა დამახასიათებელი.

როგორ უნდა მოიქცეთ ექიმის მოსვლამდე?

ოთახში შექმენით ტენიანი (100%-იანი) მიკროკლიმატი. ამ დროს ბავშვები წყნარდებიან, ძილი უფრო მშვიდი უხდებათ, ეხსნებათ სპაზმი, შეშუპება, ჟანგბადის ნაკლებობა. ოთახის დასატენიანებლად საძინებელში შეიტანეთ ელექტროქურა და ზედ ქვაბით 2-3 ლიტრი წყალი დაადგით. წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი სოდა ან სამკურნალო ბალახი - ევკალიპტი, გვირილა. წყლის დუღილისას ჰაერში დატრიალებული ორთქლი ოთახის დასატენიანებლად საკმარისია. არ არის საჭირო ბავშვის ქვაბთან ახლოს მიყვანა და მით უმეტეს, პირსახოცით მასზე გადამხობა.

ბავშვს ყლუპ-ყლუპით ასვით თბილი სითხე (რძე, კომშის გულების ნახარში და ა.შ.), გაუკეთეთ ფეხის თბილი აბაზანა.

თუ შეტევა მაინც არ მოიხსნა ან პირიქით, უფრო გაძლიერდა, ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ ინფექციურ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარებენ ეპინეფრინის ინჰალაციებს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველ 30წთ-ში 3-5 წუთის ხანგრძლივობით.

თუ კრუპის სინდრომი არ მოიხსნა, შეიძლება მკურნალობაში კორტიკოსტეროიდების ჩართვა. როცა ეპინეფრინის ფონზე კრუპის სინდრომი არ იხსნება, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს სულ სხვა დაავადებასთან, რომლისთვისაც იგივე სიმპტომია დამახასიათებელი. ასეთ დროს თერაპიაში ანტიბიოტიკებს რთავენ.

ავადმყოფმა სხვებს საფრთხე რომ არ შეუქმნას, საჭიროა მისი იზოლაცია, სასურველია, ცალკე ოთახში. ოთახი ხშირად უნდა ნიავდებოდეს, ლაგდებოდეს სველი წესით. მომვლელმა სასურველია, პირზე რამდენიმე ფენად მოკეცილი დოლბანდი ან სპეციალური სამედიცინო ნიღაბი აიფაროს, ავადმყოფთან ან მის ნივთებთან კონტაქტის შემდეგ კი ხელები საპნით დაიბანოს ან სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს.

უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ოჯახში სხვა პატარებიც გყავთ. კარგი იქნება, თუ პროფილაქტიკის მიზნით ცხვირში ინტერფერონის ხსნარს ჩააწვეთებთ, ოქსოლინის მალამოს გამოიყენებთ.

გახსოვდეთ: ინტერფერონი ამპულის გახსნიდან 24 საათის განმავლობაშია ვარგისი, შემდეგ მისი ეფექტი სუსტდება. ასე რომ, ნუ დაიზარებთ და ხსნარი ყოველდღიურად მოამზადეთ. პროფილაქტიკისთვის საკმარისია 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში ერთხელ.

სუსტ, ხშირად მოავადე ან ახალნაავადმყოფარ ბავშვებს შეიძლება გავუკეთოთ გრიპის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი (0,1-0,2მლ/კგ) კუნთებში. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია. ის განსაკუთრებით რეკომენდებულია რისკის ჯგუფის პირებისთვის. ამ ჯგუფში კი შედიან ადამიანები, რომელთაც აქვთ შემდეგი დაავადებები:

  • ასთმა, ფილტვის ან გულის ქრონიკული დაავადებები
  • სისხლის რომელიმე დაავადება
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება
  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • აივ-ინფექცია
  • სიმსივნე
  • ორსულები
  • მოხუცები
  • მცირე ასაკის ბავშვები

გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გამოწრთობას. თუ ორგანიზმი სუსტია, ადამიანი იოლად ცივდება, მით უმეტეს, როცა ზამთარში ჰაერის ტემპერატურა დაბალია. ამ პერიოდში ის ვირუსებიც კი, რომლებიც ადამიანის ცხვირისა და ნუშურა ჯირკვლების ლორწოვანში ჩვეულებრივ სახლობენ, აქტიურდებიან და დაავადებას იწვევენ. ასე რომ, მშობლებს გირჩევთ, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ამით თქვენს შვილებსაც აარიდებთ ვირუსულ დაავადებებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რესპირაციული ვირუსული ინფექციების გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები