/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

რა უნდა ვიცოდეთ აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

მსოფლიო აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის განვითარების მესამე ათწლეულში შევიდა. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდს) პრობლემა კვლავ უმწვავესია

მთელ მსოფლიოში და მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ.

აივ ინფექ-ცია/შიდსის ეპიდემიამ ელვისებური სისწრაფით მოიცვა მსოფლიოს ყველა კონტინენტი, ყველა ქვეყანა და დაამტკიცა, რომ იგი თანაბრად ემუქრება ყველას რასის, სქესის, ასაკის, ეროვნების, განათლებისა და სარწმუნოების მიუხედავად.

შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტი (ვირუსი/აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ (დამცველ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი. ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან/და სიმსივნური დაავადება, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თანამედროვე კლასიფიკაციით, აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი - აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

  • აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება მსოფლიოში

გაეროს შიდსის პროგრამის 2006 წლის მონაცემებით:

  1. ყოველდღიურად მსოფლიოში 15-24 წლის ასაკის 6000-ზე მეტი ახალგაზრდა ინფიცირდება ვირუსით.
  2. რეგისტრირდება 2000-მდე ბავშვთა აივ ინფიცირების შემთხვევა.
  3. 15 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი იღუპება შიდსთან დაკავშირებული დაავადებებით.
  4. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 39,5 მლნ ადამიანი. მათ შორის:
    • მოზრდილები - 37,2მლნ;
    • ქალები - 17,7მლნ;
    • ბავშვები 15 წლამდე - 2,3მლნ;
    • გარდაიცვალა - 25მლნ ადამიანზე მეტი;
    • მხოლოდ 2006 წელს დაინფიცირდა - 4,3მლნ ადამიანი;
    • გარდაიცვალა - 2,9მლნ ადამიანი.

საქართველოში რეგისტრირებული 1156-ზე მეტი შემთხვევის უკან დგას დაახლოებით 3500 არარეგისტრირებული შემთხვევა. ეს კი ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის უკვე სოლიდური მაჩვენებელია.

  • აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების რისკ-ფაქტორები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების ხელისშემწყობი ფაქტორები საქართველოში:

  1. ნარკომანიის ფართო გავრცელება
  2. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა
  3. მოსახლეობის მაღალი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები
  4. ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებების ნაკლებობა
  5. სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით
  6. პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება და/ან არასისტემატური მოხმარება
  7. შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე

აღნიშნულის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ საქართველოში აივ ინფექ-ცია/შიდსის ეპიდემია ახლა იწყებს ძალების მოკრებას.

  • შიდსის ვირუსის გადაცემის გზები

  1. სქესობრივი კონტაქტი - როგორც ჰეტერო, ისე ჰომოსექსუალური კონტაქტებით (ვაგინალური, ანალური, ორალური);
  2. აივ ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადაცემა;
  3. აივ ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმა;
  4. აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება;
  5. ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

  • შიდსის ვირუსი არ გადაეცემა

  1. ჰაერწვეთოვანი გზით, შესაბამისად, არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან საუბარი. ვირუსი არ გადაეცემა დახველებით, დაცემინებით ან კოცნით.
  2. საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეთრეულით, საერთო ტუალეტით და აბაზანით სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან ერთად ყოფნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და მგზავრობა ტრანსპორტით.
  3. ვირუსი არ გადაეცემა მწერების ან/და ცხოველების საშუალებით.
  • აივ ინფექციის წყარო

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ უვითარდებათ ზოგიერთებს შიდსი
ბავშვი და შიდსი

აივ ინფექციის წყაროს წარმოადგენს აივ ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული ადამიანი, როგორც დაავადების უსიმპტომო პერიოდში, ასევე კლინიკური სურათის გაშლის შემდეგ.

აივ აღმოჩენილია ადამიანის მთელ რიგ ბიოლოგიურ სითხეებში. მას განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს:

  1. სისხლი;
  2. სპერმა/პრეეაკულარული სითხე;
  3. ვაგინალური სეკრეტი;
  4. თავზურგტვინის სითხე;
  5. დედის რძე.

შიდსი საყოველთაო პრობლემაა. იგი ყველას ემუქრება. სადღეისოდ შიდსის სამკურნალო ვაქცინა ან სხვა რადიკალური საშუალება არ არსებობს, ამიტომ მასთან ბრძოლის ერთადერთი რეალური გზა შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკაა.

სადღეისოდ მსოფლიოში აივ ინფექციის პროფილაქტიკა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ბიოსამედიცინო და ქცევით სფეროში.

  • აივ ინფექციის პროფილაქტიკის წამყვანი ელემენტებია

  1. ქორწინებამდე სიწმინდის დაცვა ან ერთი, ჯანმრთელი პარტნიორის ერთგულება.
  2. შემთხვევითი კონტაქტებისგან თავის შეკავება ან, უკიდურეს შემთხვევაში, პრეზერვატივის გამოყენება.
  3. ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისაგან თავის შეკავება. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება. ზიარი, "მეგობრების" შპრიცების გამოყენებაზე კატეგორიული უარის თქმა.
  4. სისხლისა და სისხლის პროდუქტების აუცილებელი გამოკვლევა. შეუმოწმებელი სისხლის სასიცოცხლო ჩვენებით გადასხმის შემთხვევაში დონორის სისხლის აუცილებელი ტესტირება გადასხმის პირველივე საათებში.
  5. ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტებით სარგებლობა, ხოლო მრავალჯერადის გამოყენებისას - სტერილიზაციისა და დეზინფექციის წესების სრული დაცვა.
  6. ტატუირებისა და სამკაულების ტარების მიზნით სხეულის ნაწილების დაზიანებისგან თავის შეკავება, ვინაიდან ხშირად ეს პროცედურები ტარდება არასათანადოდ გასტერილებული ინსტრუმენტების მეშვეობით.
  7. ორსულმა ქალებმა სასურველია ჩაიტარონ გამოკვლევა აივ ინფექციაზე, დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ორსულობის გაგრძელების ან შეწყვეტის საკითხი გადაწყვიტონ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.

  • ვებრძოლოთ შიდსს და არა შიდსით დაავადებულებს!

აივ ინფიცირებული ადამიანის უფლებებს, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, იცავს კანონი. 1995 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ"; იგი განიხილავს აივ ინფიცირებულ პირთა სამართლებრივ და სოციალურ დაცვას. საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა, ასევე შიდსით დაავადებულთა პრობლემის გათავისება, შიშის დაძლევა, თანაგრძნობა, საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რათა საქართველოში არ დავუშვათ შიდსის ეპიდემია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ აივ ინფექცია/შიდსის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები