ენტეროვირუსული ინფექცია - გამოვლენის თავისებურებები და პროფილაქტიკა

მას ახასიათებს ცხელება და კლინიკური სიმპტომების პოლიმორფიზმი, რომელიც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და კუნთოვანი სისტემების, ფილტვების, ღვიძლის, თირკმელების დაზიანებით.
უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში შეინიშნება ენტეროვირუსული ინფექციის გააქტიურება, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა ქვეყანაში მუდმივად რეგისტრირებული ავადობისა და აფეთქებების ეპიდემიოლოგიური მატება.
ენტეროვირუსული ინფექციების გეოგრაფია ფართოა და მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ენტეროვირუსული (ასეპტიკური) მენინგიტის აფეთქება საფრანგეთში (2002 წ., ვირუსი ECHO 13, 20, 6; 559 შემთხვევა,), იაპონიაში (2000 წ., 71 ტიპის ენტეროვირუსი; რამდენიმე ასეული დაავადებული, იყო ლეტალური შემთხვევებიც), აშშ-ში (2001 წ., ვირუსი ECHO 13; 100-ზე მეტი დაავადებული), ესპანეთში (2000 წ., ვირუსი ECHO 13; 135 შემთხვევა), გერმანიაში (2001 წ., კოქსაკის ვირუსი В5; 70 დაავადებული) და ა.შ.
ენტეროვირუსებს მიეკუთვნება:
- პოლივირუსები (1-ლი, მე-2, მე-3 ტიპისა);
- კოქსაკის ვირუსი A (CoxsackieA A) (23-ე ტიპისა);
- კოქსაკის ვირუსი В (Coxsackie В) (В1-В6);
- ЕСНО ვირუსი (32-ე ტიპისა);
- ენტეროვირუსი (68-71-ე ტიპისა).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კოქსაკიაშშ-ის ქალაქის სახელწოდებაა, სადაც აღირიცხა პოლიომიელიტისმაგვარი დაავადების ეპიდემია, გამოწვეული იმ დროისთვის უცნობი ვირუსით. მომავალში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოქსაკის სახელწოდება.
ЕСНО - ეს აბრევიატურაა სიტყვებისა Entero Cytopathic Humen Orphan. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი, გადაცემის გზები - ჰაერწვეთოვანი და ფეკალურ-ორალური. ავადდებიან უმეტესად ბავშვები და ახალგაზრდები. დამახასიათებელია ზაფხულ-შემოდგომის სეზონურობა. დაავადება ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს. ამ ინფექციის ერთ-ერთი თავისებურებაა ჯანმრთელი ვირუსმატარებლობა, რაც განაპირობებს სპორადული ფორმების მუდმივ აღმოცენებას და მასობრივ დაავადებებს.
ცნობილია ინფექციის გავრცელების ვერტიკალური გზაც, ანუ დედისგან ნაყოფზე გადაცემა. დამტკიცებულია, რომ თუ ქალს ორსულობის დროს ენტეროვირუსი შეეყარა, თანდაყოლილი ინფექციით ბავშვის დაბადების რისკი საკმაოდ მაღალია.
ენტეროვირუსებისთვის ორგანიზმის კარიბჭეა ზედა სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი. აქ მოხვედრისას ვირუსი მრავლდება და ადგილობრივად იწვევს ანთების სიმპტომებს: მწვავე რესპირატორულ დაავადებას, ფარინგიტს, ნაწლავის დისფუნქციას. მოგვიანებით გამომწვევი აღწევს სისხლში, რომლის მეშვეობითაც მთელ ორგანიზმში ვრცელდება.
ენტეროვირუსული ინფექციის სიმპტომები
ენტეროვირუსებს ახასიათებს ტროპიზმი ჩვენი ორგანიზმის მრავალი ქსოვილისა და ორგანოს მიმართ, ამიტომ დაავადების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელ ორგანიზმში ენტეროვირუსული ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ყველაზე საშიშია იმუნოდეფიციტის მქონე პირებისა (ონკოლოგიური ავადმყოფები, აივ-ინფიცირებულები) და ახალშობილებისთვის.
პირობითად შეიძლება გამოვყოთ ენტეროვირუსებით გამოწვეული დაავადებების ორ ჯგუფი:
I. პოტენციურად მძიმე:
- სეროზული მენინგიტი;
- ენცეფალიტი;
- მწვავე დამბლა;
- ნეონატალური სეფსისისმაგვარი დაავადება;
- მიოკარდიტი/პერიკარდიტი;
- ჰეპატიტი;
- ქრონიკული ინფექციები იმუნოდეფიციტურ პირებთან.