/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ცოტა რამ ჰერპეს-ზოსტერის შესახებ

ცოტა რამ ჰერპეს-ზოსტერის შესახებ
ჰერპეს-ზოსტერით დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 250 000 კაცი ავადმყოფობს. მათგან დაახლოებით 100 000-ს პოსტჰერპესული ნევრალგია უვითარდება. რა არის ჰერპეს-ზოსტერი?

ჰერპეს-ზოსტერი ანუ სარტყლისებრი ლიქენი ჩუტყვავილას განმეორებითი გამოვლინებაა. დაავადება შესაძლოა ჩუტყვავილას გადატანიდან მრავალი წლის შემდეგაც კი განვითარდეს.

ვინ შეიძლება დაავადდეს ჰერპეს-ზოსტერით?

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კი ჩუტყვავილა გადაუტანია, შეიძლება სარტყლისებრი ლიქენი დაემართოს, თუმცა მისი განვითარების განსაკუთრებით დიდი ალბათობა აქვთ ხანდაზმულებს.

ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია, ჰერპეს-ზოსტერით არ დაავადდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგს ჰგონია, რომ ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონია, მაგრამ გამოკვლევისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ ეს დაავადება მსუბუქი, წაშლილი ფორმით გადაიტანეს ან უბრალოდ დაავიწყდათ.

როგორ ვითარდება დაავადება

ჩუტყვავილას გამომწვევი, ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი, დაავადების გადატანის შემდეგ ხერხემლის გვერდით განლაგებულ ნერვულ წნულებში ინერგება და წლობით რჩება იქ პასიურ მდგომარეობაში, შესაძლოა, მთელი სიცოცხლეც კი "ეძინოს", მაგრამ ზოგჯერ აქტიურდება და სარტყლისებრ ლიქენს იწვევს. ვირუსის გააქტიურების უშუალო მიზეზი უცნობია. ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევენ იმუნური ფაქტორების დაქვეითებას მძიმე დაავადების ან სტრესის ფონზე.

გადამდებია თუ არა სარტყლისებრი ლიქენი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

მას, ვისაც ჩუტყვავილა გადატანილი აქვს, სარტყლისებრი ლიქენი არ გადაედება. დაავადება ემუქრება მათ, ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია.

როგორ ვლინდება სარტყლისებრი ლიქენი?

დაავადების პირველი სიმპტომია კანზე წითელი ფოლაქების გაჩენა. გამონაყარი უმეტესად სხეულის ცალ - წინა ან უკანა - მხარეს ნერვული წნულიდან გამომავალი ნერვის სეგმენტის ინერვაციის მიდამოში ვრცელდება. არ არის გამორიცხული, სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის - თავსა და სახეზეც გაჩნდეს. შესაძლოა, გამონაყარს დაერთოს კანის ქავილი, ჩხვლეტა და წვა. ხშირად თავს იჩენს ტკივილი ნერვის ინერვაციის მიდამოში, უმეტესად - სხეულის ცალ მხარეს. ზოგიერთი უჩივის სისუსტეს, მოთენთილობის შეგრძნებას, ტემპერატურის უმნიშვნელო მატებას. შემდეგ ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც მოგვიანებით სკდება და წყლულებს ტოვებს. წყლულები ნელ-ნელა ხორცდება და ქერქით იფარება. ეს 2-5 კვირა გრძელდება. დაავადება უმეტესად ამით სრულდება, თუმცა დაზიანებული ნერვის გასწვრივ შესაძლოა დარჩეს ტკივილის შეგრძნება.

ზიანდება თუ არა თვალი?

ასევე დაგაინტერესებთ
გავიგოთ უფრო მეტი ჰერპეს-ზოსტერის შესახებ

ზიანდება, თუმცა იშვიათად. ამ დროს აუცილებელია ანტივირუსული მკურნალობის დროული ჩატარება, რადგან ვირუსი საფრთხეს უქადის მხედველობას.

როგორ მკურნალობენ სარტყლისებრ ლიქენს?

ანტივირუსული პრეპარატების მიღება აუცილებელია. ეს მედიკამენტები ვირუსს ვერ სპობს, მაგრამ თუ მათ მიღებას პირველი 7 საათის განმავლობაში დაიწყებთ, შესაძლოა, გართულებებს, მაგალითად, პოსტჰერპესულ ნევრალგიას, თავი დააღწიოთ. რაც უფრო ადრე დაიწყება ანტივირუსული თერაპია, მით უფრო ძლიერი იქნება მისი ეფექტი.

ჰერპეს-ზოსტერის მწვავე პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამონაყარი თავსა და სახეზეა, ნიშნავენ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

როგორ მოვუაროთ ავადმყოფს?

უწინარეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ გამონაყარიანი უბნების სისუფთავე. ნუ გამოიყენებთ არომატულ საპნებს და ეთერზეთებზე დამზადებულ ჰიგიენურ საშუალებებს! ნუ გაახანგრძლივებთ დაბანის პროცედურას - ამან შესაძლოა წყლულების შეხორცების პროცესი შეაფერხოს. ატარეთ მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ქსოვილის (ჩითის, კოტონის) ტანსაცმელი. გამონაყარი დაიმუშავეთ ბრილიანტის მწვანეთი და ანტივირუსული მალამოთი (აციკლოვირით, ზოვირაქსით, ვიროგელით...). მიიღეთ A, B ჯგუფისა და E ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს კანისა და ნერვების რეგენერაციის პროცესს. ავადმყოფი გამოკვებეთ ცოცხალი ხილით, ბოსტნეულით.

როგორ ვუმკურნალოთ პოსტჰერპესულ ნევრალგიას?

პოსტჰერპესული ნევრალგია შესაძლოა თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს. ის ძალიან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, თუმცა ნევროპათოლოგის კონსულტაცია აუცილებელია.

ნევრალგიის დროს ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, ზოგჯერ - ფიზიოთერაპიული პროცედურები: დიადინამიური დენი, ულტრაბგერა, აგრეთვე ვიტამინოთერაპია.

კომენტარები (1)
მარი
მე დამიდგინდა ჰერპეს ზოსტერი უკვე მერვე დღეა და მაქვს გამონაყარი მარცხენა ბეჭის მხარეს და წინ გულის მხარეს, მქონდა გაუსაძლისი ტკივილები მხოლოდ ნარკოტიკმა გამიყუჩა სხვა არაფერმა არ გამიყუჩა, ვიღებ წამლებს და ძალიან ცოტა შვება ვიგრძენი, ისევ მაწუხებს და ღამე ძალიან მტკივა, მეწვის ყველაფერი&#128532; რამდენად ექმვემდებარეაბა ეს დავაადება მკურნალობას და გადამდები თუ არის? რადგან პირდაპირ ოჯახის წევრებთან მაქვს შეხება, კანი დაცული მაქვს და შესაძლებელია რომ ისე ჰაერწვეთოვნით გადავიდეს?
თარიღი : 27-04-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცოტა რამ ჰერპეს-ზოსტერის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები