/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ვის უქადის გრიპი განსაკუთრებულ საფრთხეს

ვის უქადის გრიპი განსაკუთრებულ საფრთხეს
გრიპი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს ჰქონია. ზოგს მიაჩნია, რომ ის იოლი გადასატანია, ზოგი კი საშინლად უფრთხის, თუმცა თითქმის ყველამ იცის, რომ გრიპთან ხუმრობა არ შეიძლება.

.

როგორც სპეციალისტები წერენ, პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალგაზრდას გრიპი თითქმის არავითარ საფრთხეს არ უქადის. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობის პერიოდში ასეთი ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, იძულებულნი არიან, ერთი კვირით მოსწყდნენ მრავალ მნიშვნელოვან საქმეს, გრიპი მაინც უკვალოდ ჩაივლის. მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც გრიპი მრავალ გართულებათას უქადის.

  • რა შემთხვევაში არის გრიპის გართულება მოსალოდნელი?

გრიპის დროს გართულება მოსალოდნელია, როცა:

  1. ავადმყოფის ასაკი 64 წელს აღემატება;
  2. პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადება, კერძოდ:
    1. გულის პათოლოგია;
    2. ფილტვების პათოლოგია;
    3. შაქრიანი დიაბეტი;
    4. სისხლის დაავადება;
    5. თირკმელების უკმარისობა;
    6. იმუნური სისტემის დეფიციტი.
  3. პაციენტი არის ორსულად.

განსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანუ მეოთხედან მეცხრე თვის ჩათვლით.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს გრიპს ასეთ პაციენტებში?

უპირველეს ყოვლისა, პნევმონია. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უშუალოდ გრიპის ვირუსის ზემოქმედებით (ვირუსული პნევმონია), ასევე ბაქტერიების ზემოქმედების შედეგადაც (მეორეული ბაქტერიული პნევმონია). ხშირია ორივე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება.

უშუალოდ გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია იშვიათია, მაგრამ რთული.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა?

როდესაც გრიპიანი პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, ცხელება არ იკლებს, ჩნდება ქოშინი, ვითარდება ციანოზი (ტუჩების სილურჯე), ნახველს ერევა სისხლი, - ექიმი ფილტვების ანთებას ვარაუდობს. ამ ნიშნების შემჩნევისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მას გასინჯავენ, ჩაუტარებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ნახველის ანალიზს და დაუსვამენ დიაგნოზს.

  • ფილტვების ანთებისადმი განწყობილი ადამიანები

ასევე დაგაინტერესებთ
რამდენ ხანს რჩება გრიპითა და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დასნებოვნებული ადამიანი გადამდები?
მირინგიტი, ოტიტი და კანდიდოზი - რა შეიძლება გახდეს ყურიდან სისხლდენის მიზეზი

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთებისადმი განწყობილნი არიან ადამიანები, რომელთაც გულის დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით - ის პაციენტები, რომლებიც დაავადებულნი არიან გულის მანკის ერთ-ერთი ნაირსახეობით - მიტრალური ხვრელის სტენოზით.

ვირუსული ფილტვების ანთების რისკი მაღალია ხანშიშესულ ადამიანებს შორის, თუ ისინი დაავადებულნი არიან ფილტვების ქრონიკული დაავადებით - ქრონიკული ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით.

გრიპის ეპიდემიები, რომლებიც 1918 და 1957 წლებში დაფიქსირდა, გამოირჩეოდა ვირუსული პნევმონიის მაღალი მაჩვენებლით ორსულთა შორის. საავადმყოფოში მოთავსებულ პირთა უმრავლესობას სწორედ ისინი შეადგენდნენ.

ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნებიფილტვების მეორეული ბაქტერიული ანთების შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა თავდაპირველად უმჯობესდება, მაგრამ 2-3 დღის შემდეგ ტემპერატურა ისევ იმატებს, იწყება ხველა, გამოიყოფა მყრალი ნახველი, გასინჯვისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს ვლინდება ფილტვების ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

მეორეულ ბაქტერიულ პნევმონიას იწვევს სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და ინფლუენცას ჩხირი. ეს მიკროორგანიზმები ყველა ჯანმრთელი ადამიანის ცხვირ-ხახაში ბინადრობენ. მათი აქტივაცია მაშინ ხდება, როცა ბრონქებისა და ფილტვების თავდაცვითი მექანიზმები სუსტდება.

მეორეული ბაქტერიული ფილტვების ანთება უმთავრესად იმ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთაც აქვთ გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები. ხშირია ასეთი გართულება ხანდაზმულებს შორისაც. თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობა დაუყოვნებლივ დაიწყო, დაავადება იკურნება.

გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილებს ხშირად ემართებათ შერეული - ერთდროულად ბაქტერიული აგენტებითა და გრიპის ვირუსით გამოწვეული- პნევმონიაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ფილტვების ანთების მაღალი რისკი აქვთ. გარდა ამისა, მათთვის გრიპი იმ თვალსაზრისითაც არის არასასურველი, რომ მწვავდება ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმა.

გრიპი უვნებელ დაავადებად ვერც ბავშვებში ჩაითვლება. ამ ასაკში ის ხშირად რთულდება კრუპით, სინუსიტით, შუა ყურის ანთებით. კიდევ ერთი გავრცელებული გართულებაა რეის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ღვიძლის დისტროფია და ნერვული სისტემის დაზიანება. მკვლევართა უმრავლესობის აზრით, მისი მიზეზი მეტწილად ასპირინის გამოყენებაა. სწორედ ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ბავშვებში სიცხის დაწევის მიზნით ასპირინის მიღება.

დადგენილია, რომ გრიპის დროს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობა მკვეთრად უარესდება, ამ ორგანოთა ფუნქციის გაუარესება კი შესაძლოა შეუქცევადი და სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს. ამიტომაც იმატებს გრიპის ეპიდემიის დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ცნობილია, რომ ფარულად, კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარე გულის უკმარისობის გამოვლენა, მისი ნიშნების - ქოშინის, კიდურების შეშუპების, გულის ფრიალის - აღმოცენება უმეტესად სწორედ გრიპის ფონზე ხდება.

  • ვაქცინაცია

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა შეიმუშავა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც, უნდა აიცრას 6 თვეს გადაცილებული ყველა ადამიანი, რომელსაც გრიპის გართულების მაღალი რისკი აქვს. მათი მონაცემებით, გრიპის გართულების ალბათობა მაღალია, როცა:

  1. პაციენტი 65 წლისა ან უფრო ასაკოვანია;
  2. ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში;
  3. აქვს ქრონიკული დაავადება;
  4. აქვს სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადება (განურჩევლად ასაკისა);
  5. სჭირდება რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა ან საავადმყოფოში მკურნალობა ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული მოშლის (მათ შორის _ დიაბეტის), თირკმელების ქრონიკული უკმარისობის, სისხლის დაავადებების და იმუნოდეფიციტის (სიმსივნის მკურნალობის, სტეროიდების გამოყენების ან შიდსის) გამო;
  6. ბავშვებს ან მოზარდებს უტარდებათ მკურნალობა ასპირინით, რის გამოც გრიპის შემთხვევაში იზრდება რეის სინდრომის რისკი;
  7. ქალი ორსულად არის და გრიპის შემთხვევათა მატების პერიოდისთვის მეორე (3-დან 6 თვემდე) ან მესამე (6-დან 9 თვემდე) ტრიმესტრში იქნება;
  8. ადამიანი 50-დან 64 წლამდე ასაკისაა. ამ ასაკის ადამიანებში უფრო ხშირად გვხვდება ჩვენს მიერ მითითებულ ის დაავადებები, რომელთა დროსაც მაღალია გრიპის გართულებების ალბათობა.

ადამიანებმა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან გადაცილებულნი არიან 65 წელს, გრიპის გართულებათა თავიდან აცილებისა და დროულად დიაგნოსტირების მიზნით დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვის უქადის გრიპი განსაკუთრებულ საფრთხეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები