/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

კანდიდამიკოზი და ბლასტომიკოზი

კანდიდამიკოზი და ბლასტომიკოზი
გთხოვთ ამიხსნათ, რას ნიშნავს კანდიდამიკოზი და ბლასტომიკოზი, როგორია მათი მკურნალობის მეთოდები.

კანდიდამიკოზი (იგივე კანდიდოზი, კანდიდიაზი, მონილიაზი) არის კანის, ლორწოვანი გარსებისა და შინაგანი ორგანოების ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს კანდიდას ტიპის საფუარისმაგვარი საპროფიტი სოკოები (Candida s. Monilia albicans). კანდიდას ტიპის სოკოები პირობითპათოგენურ ორგანიზმებს მიეკუთვნება. ისინი, ჩვეულებრივ, ჩვენ გარშემო არსებულ საგნებზე ცხოველმყოფელობენ და ასოცირდებიან ადამიანის კანისა და ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორად.

სხვადასხვა ფაქტორის გამო ორგანიზმის ბუნებრივი წინააღმდეგუნარიანობის დასუსტების შემთხვევაში, აღნიშნული სოკოები შესაძლოა ადამიანს პათოგენურად მოევლინონ. კანდიდამიკოზი შესაძლოა ცალკეულ ორგანოთა პათოლოგიად განვითარდეს ან სეპტიკოპიემიის სახით მოგვევლინოს.

სეპტიკოპიემია არის სეფსისის შერეული ფორმა, რომლის დროსაც აღინიშნება მეტასტაზური ჩირქგროვები. რაც შეეხება ცალკეულ ორგანოთა კანდიდამიკოზს, კანდიდას ტიპის სოკოებმა შესაძლოა დასაბამი მისცენ რინიტს (ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას), ბრონქიტს, პნევმონიას, პლევრიტს, სტომატიტს (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას), ცისტიტს (შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებას), ვაგინიტს (საშოს ანთებას) და სხვა.

კანდიდამიკოზის განვითარებას ხელს უწყობს:

  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • ენდოკრინული დარღვევები - ენდოკრინოპათიები;
  • ჰიპოვიტამინოზები;
  • ნივთიერებათა ცვლის მოშლილობანი (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი);
  • მძიმე დაავადებები, რომლებიც ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს;
  • ზოგიერთი იმ მედიკამენტის (მაგალითად, ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდების) არარაციონალური გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს დისბაქტერიოზის განვითარებას;
  • ტრავმები (მაგალითად, ლორწოვანი გარსის სისტემატური ტრავმირება-მაცერაცია პროთეზის ტარებისას);
  • ორგანიზმის რეზისტენტობის ანუ გამძლეობის დამაქვეითებელი უამრავი ფაქტორი.

კანდიდამიკოზი უმეტესად ბავშვებსა და მოხუცებში იჩენს თავს. მისდამი თანდაყოლილი იმუნიტეტი არ არსებობს. დაავადების პროცესში ადამიანებს, აგრეთვე კანდიდას ტიპის სოკოს მატარებელ პირებს, გამოუმუშავდებათ ანტისხეულები. მატარებლები და დაავადებულები სხვათა დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

სამწუხაროდ, შეკითხვაში არ არის მითითებული, სახელდობრ რომელი ორგანოს კანდიდამიკოზი გაინტერესებთ. ზოგადად კი მოგახსენებთ, რომ სასქესო ორგანოთა ინფექციურ დაავადებებს შორის ტრიქომონიაზის შემდეგ კანდიდამიკოზი გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზეა.

კანდიდამიკოზი ხშირად უვითარდებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ქალებს, რაც განპირობებულია გლუკოზურიით (შარდში გლუკოზის არსებობით) და ორსულებს (საშოს ეპითელურ უჯრედებში გლიკოგენის შემცველობის მომატების გამო). ორსულთა მიკოზური კოლპიტი (იგივე ვაგინიტი ანუ საშოს ლორწოვანის ანთება) მშობიარობიდან პირველივე კვირას თავისთავად ქრება. ეს უკანასკნელი განპირობებულია ნამშობიარები ქალის ორგანიზმში ჰორმონული გარდაქმნებით და საშოს შიგთავსის მჟავიანობის ცვლილებით.

ასევე დაგაინტერესებთ
ხანგრძლივად მიმდინარე დავადებები, დისბაქტერიოზი, ავიტამინოზი და სხვ. - რა უწყობს ხელს სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადების განვითარებას

სხვადასხვა ორგანოს კანდიდამიკოზის მკურნალობა რამდენადმე განსხვავებულია, თუმცა თერაპიის მთავარი პრინციპი ანტიმიკოზური ანუ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებაა.

ბლასტომიკოზი ცხოველთა კანისა და შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებაა, საფუარა სოკოებით (უფრო ხშირად - სოკო Blastomyces dermatitidis-ით) გამოწვეული.

ბლასტომიკოზის დროს ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ცხოველი, რომელსაც სოკო გამოეყოფა ნერწყვით, შარდით, კანის დაზიანებების დროს კი ექსუდატით.

ბლასტომიკოზის გამომწვევი სოკოს ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს ნიადაგი. ცხოველთა დასნებოვნება ხდება დაზიანებული კანიდან და აეროგენური გზით (ჰაერიდან).

ცხოველებში დაავადება ორი ფორმით ვლინდება - კანისა და შინაგანი ორგანოების, კერძოდ, ფილტვების, ძვლების, სახსრებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.

ბლასტომიკოზით შესაძლოა ადამიანის დასნებოვნებაც, თუ ის დაავადების გამომწვევებით დაბინძურებული ნიადაგის ნაწილაკებს შეისუნთქავს. ადამიანებში დაავადების ბუნებრივი მიმღებლობა არ არის დადგენილი, თუმცა ცნობილია, რომ ბლასტომიკოზის განვითარებაში წამყვანი როლი ორგანიზმის რეზისტენტობის (გამძლეობის) დაქვეითებას ეკუთვნის.

დაავადება ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული. ხშირია მისი შემთხვევები აგრეთვე კანადაში, აფრიკის ქვეყნებში, ინდოეთში, ისრაელსა და საუდის არაბეთში. იშვიათად გვხვდება ევროპის ქვეყნებში. უმეტესად ავადდებიან 20-40 წლის მამაკაცები, რომელთა საქმიანობაც მიწის დამუშავებას უკავშირდება.

ბლასტომიკოზის შემთხვევები იმატებს წლის ცხელ თვეებში, განსაკუთრებით ძლიერი ქარებისა და ქვიშიანი ქარიშხლების პერიოდში. საინკუბაციო პერიოდი ზუსტად არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა ერთი კვირიდან 4 თვემდე გრძელდებოდეს. პირველადი ბლასტომიკოზი ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა უსიმპტომოდ ან პნევმონიის სახით მიმდინარეობდეს. ფილტვების ტუბერკულოზს ან კიბოს წააგავდეს. პროცესის დისემინაციის დროს კანის დაზიანება თავდაპირველად ერთგვარ ამობურცულობათა სახით ვლინდება. შემდგომ ეს წარმონაქმნები წყლულდება, ერთიანდება და ქმნის მსხვილ, ნაკლებმტკივნეულ, სეროზულ-ჩირქოვანი და სისხლიანი შიგთავსის მქონე ინფილტრაციულ კერებს. დაავადება მიმდინარეობს ტროფიკული დაზიანებებით. შემდგომ დაზიანებული კერები თანდათანობით ნაწიბურდება.

ბლასტომიკოზის იმუნოპროფილაქტიკური ზომები არ არის შემუშავებული. პროფილაქტიკურ ღონისძიებებში შედის დაავადების გამომწვევი სოკოთი მდიდარი ნიადაგის მოასფალტება. იმუნოდეფიციტის მქონე პირებს კი ურჩევენ, ერიდონ ბლასტომიკოზის ენდემურ კერებს, მიწის დამუშავებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კანდიდამიკოზი და ბლასტომიკოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები