ფილტვის ტუბერკულოზი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ფილტვის ტუბერკულოზი და მისი მკურნალობა

ფილტვის ტუბერკულოზი და მისი მკურნალობა

ფილტვის ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომლის  დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში

განკურნება შესაძლებელია, ხოლო დაგვიანებული და არასწორი მკურნალობისას მოსალოდნე-ლია შრომის უნარის დაქვეითება, დაინვალიდება და სიკვდილიც კი. ფილტვის ტუბერკულოზის შესახებ გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ სალაყაია.

 

- ბატონო არჩილ, ადვილად ვრცელდება თუ არა ფილტვის ტუბერკულოზი?

- ტუბერკულოზი უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ტუბერკულოზით დაავადებული ყველა ადამიანი გადამდები არ არის. ინფექციის წყაროა მხოლოდ ბაცილაგამომყოფი პაციენტი, რომელიც ხველების, ცემინებ

ის ან საუბრის დროს ჰაერთან ერთად თვალით უხილავი, უმცირესი წვეთების სახით გამოყოფს ტუბერკულოზის მიკობაქტერიას. თუ ის ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაისუნთქა, შესაძლოა, დაინფიცირდეს. მიკობაქტერიით ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. საზოგადოდ, ტუბერკულოზი არ არის ისეთი მწვავე ინფექცია, როგორიც, მაგალითად, გრიპი, რომლით ინფიცირებისთვის ზოგჯერ ერთი კონტაქტიც კი საკმარისია. ინფიცირების რისკი მაღალია, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებულთან გვაქვს ხანგრძლივი კონტაქტი დახშულ, ცუდად ვენტილირებულ გარემოში და როდესაც არსებობს ხელშემწყობი
ფაქტორები: არასასურველი ყოფითი პირობები, არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების გამოყენება, თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ფილტვების ქრონიკული სნეულებები).


- რითია საშიში ტუბერკულოზი?
- დაავადება ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი მის სიმპტომებს, უბრალოდ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. საბოლოოდ პაციენტები დაგვიანებით მიმართავენ სამედიცინო დაწესებუ-ლებას, ამ შემთხვევაში კი მკურნალობა მოითხოვს მეტ დროს, ძალისხმევას და, რაც მთავარია, შესაძლოა, უშედე-გოც კი აღმოჩნდეს. ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულმა ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა 10-15 ჯანმრთელი ადამიანი დააინფიციროს. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ავად-მყოფის ოჯახის წევრებსა და მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებს.


- რომელია ის ძირითადი სიმპტომი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ადამიანმა ტუბერკულოზი უნდა იეჭვოს და ფთიზიატრს მიმართოს?
- ფილტვის ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ხველა ნახველით;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა;
  • წონის კლება;
  • სისხლიანი ნახველი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • უმადობა;
  • საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა;
  • ქოშინი.

 

- როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ?
- XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ტუბერკულოზი  მთელ მსოფლიოში გახშირდა. სხვადასხვა ქვეყანაში საამისოდ სხვადასხვა მიზეზი არსებობდა.  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ეს უმთავრესად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ბრალი გახლდათ. ადეკვატური კონტროლის წყალობით ბოლო 5-6 წელია, ჩვენს ქვეყანაში ტუბერკულოზით ავადობა დასტაბილურდა, ხოლო უკანასკნელი 2 წლის მანძილზე კლების ტენდენციაც კი გახდა შესამჩნევი.


- სადიაგნოზოდ კვლევის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა?
- ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის უმთავრესია კვლევის ლაბორატორიული მეთოდები, კერძოდ, ნახველის ბაქტერიოსკოპია და კულტურალური გამოკვლევა. დიაგნოზის დასასმელად ვიყენებთ გულმკერდის რენტგენოგრაფიასაც. ალბათ, გეცოდინებათ, მაგრამ მაინც გავუსვამ ხაზს: საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო სტანდარტით უფასოა.


- როგორია ამ დაავადების მკურნალობის პრინციპები?
- დავიწყებ იმით, რომ ტუბერკულოზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. პაციენტმა ექიმის ყველა დანიშნულება და რჩევა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. ხშირად მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ჩივილები ქრება, პაციენტი თავს ჯანმრთელად გრძნობს და დროზე ადრე წყვეტს მკურნალობას. ეს დიდი შეცდომაა: დაუსრულებელი მკურნალობის შემთხვევაში დიდია ალბათობა, ჩამოყალიბდეს ტუბერკულოზის რეზისტენტული (წამლებისადმი გამძლე) ფორმა და, რაც კიდევ უფრო საშიშია, ასეთმა ავადმყოფმა ირგვლივ მყოფებიც რეზისტენტული შტამით დაასნებოვნოს, ტუბერკულოზის ამ ფორმის მკურნალობა კი რთული, ძვირად ღირებული და ნაკლებად ეფექტურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ფილტვის სნეულებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა ტუბერკულოზის სამკურნალოდ შეიმუშავეს DOTS-სტრატეგია - Directly Observed Treatment Short course ანუ მკურნა-ლობის მოკლე კურსი უშუალო მეთვალყურეობით. ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს.

  • პირველ ანუ ინტენსიურ ფაზაში მკურნალობა ინტენსიურად მიმდინარეობს. იგი გრძელდება 2-3 თვეს და შესაძლოა ჩატარდეს როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად.
  • მეორე ანუ მკურნალობის გაგრძელების ფაზაში ავადმყოფი მაშინ გადაჰყავთ, როდესაც იგი წყვეტს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამოყოფას და ირგვლივ მყოფთათვის საშიში აღარ არის. ამ ფაზაში მკურნალობა მიმდინარეობს ამბულატორიულად, ექიმის მიერ შემსუბუქებული რეჟიმით და, სულ მცირე, 4 თვეს გრძელდება.

გაგრძელების ფაზაში სამკურნალო რეჟიმის განუხრელი დაცვა განკურნების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სრული განკურნებისთვის აუცილებელია შესრულდეს ექიმის ყველა მითითება.


- რომელი წამლებით მკურნალობენ ტუბერკულოზს?
- პირველი რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებია იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ეტამბუტოლი და პირაზინამიდი. ზოგიერთი მათგანი გაიცემა კომბინირებული ფორმით (რამდენიმე მედიკამენტი ერთ ტაბლეტში). ზოგჯერ მკურნალობის სქემას ემატება სტრეპტომიცინიც. მკურნალობა აუცილებლად ფთიზიატრის მიერ უნდა დაინიშნოს. პაციენტის მდგომარეობისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ის წამლების ოპტიმალურ კომბინაციასა და დოზებს შეარჩევს. მედიკამენტებს პაციენტი სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობით იღებს.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 24-02-2016
ირაკლი
გამარჯობა პერიოდულად მაქვს ჰაერის უკმარისობა თერაპევტს გავესინჯე და მითხრა ფილტვი სუფთა გაქვსო რაგაც წამლები დამინიშნა მაგრამ შედეგს ვერ ვაღწევ ჯერჯერობით. ისე არც ხველა არც ტემპერატურის მატება არც ოფლიანობა არც წონის კლება და მსგავსი სიმპტომები არ მაქვს. შეგიძლიათ მიტხრატ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
მსგავსი სიახლეები
ფილტვის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომლის პირველადი კერაც ფილტვშია.
05-12-2018
პერიფერიული ვენებიდან წამოსული თრომბი მივა ფილტვის არტერიამდე და დაახშობს სისხლძარღვს,
27-01-2018
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთ მოსწავლეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია
საშიშია თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულთან მეგობრობა, როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებულთან ურთიერთობისას?

ერთგული მკითხველი


რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ...


ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა. ინფიცირება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტის დროს ხდება. ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირებს ავადმყოფი უმთავრესად ხველის დროს, ცემინებისას, ხმამაღალი სიცილისა და ლაპარაკისას ავრცელებს გარემოში. ამ დროს მიკრობი ბრონქებიდან ჰაერთან ერთად ამოდის. ადამიანი რომ დაინფიცირდეს, გამომწვევი მიკრობი პირის ღრუში უნდა მოხვდეს. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვა საგნების მეშვეობით ინფექცია არ გაადაედება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით, საჭიროა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივობა ცხრა თვემდე შემცირდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World Tuberculosis Day) აღინიშნება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად