პლევრიტის ფორმები და მიზეზები, მკურნალობა და გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პლევრიტის ფორმები და მიზეზები, მკურნალობა და გართულებები

პლევრიტის სიმპტომებია:

  • გულმკერდის ტკივილი დაზიანებულ მხარეს;
  • ტკივილის გაძლიერება ღრმა ჩასუნთქვისა და ხველის დროს;
  • პლევრის ღრუში სითხის დაგროვებისდაკვალად ტკივილის შესუსტება, გულმკერდში სიმძიმის შეგრძნების მატება და ქოშინი;
  • სხეულის ტემპერატურის მატება (38 გრადუსამდე და მეტად);
  • სუნთქვის გახშირება;
  • ზედაპირული სუნთქვა;
  • საერთო სისუსტე;
  • ზოგჯერ - თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გაძლიერებული ოფლდენა, მადის დაქვეითება;
  • პლევრის ღრუში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვებისას - კანის გაფერმკრთალება-გალურჯება;
  • ზოგჯერ - ტკივილი მუცლის არეში (პლევრის ქვედა ნაწილის ანთებისას).

პლევრიტის ფორმები

მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ პლევრიტის შემდეგ ფორმებს:

  • ინფექციურს - გამოწვეულს ინფექციური აგენტებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებით, უმარტივესებით);
  • ასეპტიკურს (არაინფექციურს) - განპირობებულს სხვა მიზეზით (მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნით, გულმკერდის ტრავმით, რევმატიული დაავადებებით, თირკმლის უკმარისობთ და სხვა).

პათოლოგიური პროცესის თავისებურებიდან გამომდინარე, პლევრიტი შეიძლება იყოს:

  • მშრალი (ფიბროზული) - პლევრის ღრუში სითხის დაგროვების გარეშე;
  • ექსუდაციური (სველი) - პლევრის ღრუში სითხის (ანთებითი ექსუდატი, ჩირქი, სისხლი და სხვა) დაგროვებით მიმდინარე.

გავრცელების მიხედვით პლევრიტი შეიძლება იყოს:

  • დიფუზური (ტოტალური), რომელიც ვრცელდება მთელ პლევრის ღრუზე;
  • ლოკალური (შემოსაზღვრული), რომელიც მოიცავს პლევრის ღრუს განსაზღვრულ უბანს და დარჩენილი სივრცისგან პლევრის შეწებებული ფურცლებითაა გამოყოფილია (შემოსაზღვრული).

პლევრიტის გამომწვევი მიზეზები

პლევრიტის გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია ინფიცირება ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებით, უმარტივესებით.

ეს გამომწვევები პლევრის ღრუში იჭრებიან:

  • ფილტვის ქსოვილში არსებული ინფექციის კერიდან (მაგალითად, ტუბერკულოზური და სხვა ეტიოლოგიის პნევმონიის - ფილტვის ანთების - დროს);
  • სხვა ორგანოებში არსებული ინფექციის კერიდან სისხლის მეშვეობით;
  • უშუალოდ გარემოდან გულმკერდის ღრუს შემავალი ჭრილობის დროს.

ასეპტიკური (არაინფექციური) პლევრიტი შესაძლოა განპირობებული იყოს:

  • საკუთრივ პლევრის ან ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნით, ასევე - სხვა ორგანოებიდან გავრცელებული მეტასტაზებით;
  • რევმატული დაავადებით (მაგალითად, სისტემური სკლეროდერმიით, სისტემური წითელი მგლურათი, რევმატოიდული ართრიტით ანუ შემაერთებელი ქსოვილის იმ პათოლოგიებით, რომლებიც ყველა სისტემასა და ორგანოს აზიანებს);
  • გულმკერდის ტრავმით (ნეკნების მოტეხილობა, გულმკერდის დაჟეჟილობით);
  • ფილტვის ინფარქტით (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს ფილტვის ქსოვილის განსაზღვრული უბნის კვდომით);
  • მწვავე პანკრეატიტით (როდესაც კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები დიაფრაგმის გავლით პლევრის ღრუში ხვდება);
  • მიოკარდიუმის ინფარქტით (პლევრიტი აღმოცენდება როგორც მისი ერთ-ერთი გართულება);
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობით (ტერმინალურ სტადიაზე, როდესაც პლევრის ღრუში აზოტის ცვლის პროდუქტები აღწევს).

პლევრიტის მკურნალობა ითვალისწინებს:

  • იმ ძირითადი დაავადების მკურნალობას, რომელმაც გამოიწვია პლევრიტი (მაგალითად, ფილტვის, თირკმლის ან შემაერთებელი ქსოვილისა);
  • ანტიბიოტიკოთერაპიას (ინფექციური პლევრიტის შემთხვევაში);
  • ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილის დროს;
  • ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ძლიერი მშრალი ხველის დროს;
  • დეზინტოქსიკაციურ საშუალებებს, რომლებიც განკუთვნილია ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებათა გამოსადევნად და ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფუნქციათა მოსაწესრიგებლად;
  • პლევრის პუნქციას პლევრის ღრუში მნიშვნელოვანი რაოდენობის სითხის დაგროვებისა და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში (პლევრას ჩხვლეტენ სპეციალური ნემსით, იღებენ პათოლოგიურ გამონაყოფს, პლევრის ღრუს გამორეცხავენ ანტისეპტიკური საშუალებით და შეჰყავთ ანტიბიოტიკი);
  • ქირურგიულ ჩარევას, რაც გულისხმობს პლევრის დაზიანებული უბნების ამოკვეთას (გამოიყენება ქრონიკული ჩირქოვანი პლევრიტის - პლევრის ემპიემის დროს).

პლევრიტის გართულებები

მშრალ პლევრიტს, რომელსაც არ ახასიათებს პლევრის ღრუში სითხის დაგროვება, ჩვეულებრივ, კეთილსაიმედო პროგნოზი აქვს, ექსუდაციური პლევრიტი კი შესაძლოა სუნთქვის უკმარისობით (ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტით) გართულდეს. როგორც ერთი, ისე მეორე ფორმის პლევრიტმა შესაძლოა დატოვოს შეხორცებები პლევრის ფურცლებს შორის.

ყველაზე არაკეთილსაიმედო ჩირქოვანი პლევრიტი ანუ პლევრის ემპიემაა. ამ დროს მოსალოდნელია:

  • პროცესის ქრონიკულ ფორმაში გადასვლა;
  • ჩირქის მოხვედრა ფილტვში ან გარეთ გამოყოფა გულმკერდში სპეციალური ხვრელის (პლევრის ღრუს ფილტვთან ან გარემოსთან დამაკავშირებელი არხის) წარმოქმნით;
  • სეფსისი - ინფექციის სისხლში მოხვედრა და ცალკეულ ორგანოებში ჩირქოვანი კერების ჩამოყალიბება.