/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

პაწაწინა მწერები და დიდი პრობლემები

პაწაწინა მწერები და დიდი პრობლემები
რას გვიქადის კოღოსა და მოსკიტის ნაკბენი? - გაივლის რამდენიმე თვე და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები იჩენს თავს...

გვესაუბრება ინფექციონისტი ივეტა მურუსიძე.

- რითია საშიში მოსკიტის ნაკბენი?

- მდედრ მოსკიტს გადააქვს საშიში დაავადების - ლეიშმანიოზის გამომწვევი ლეიშმანია. ლეიშმანიოზი მიეკუთვნება ადამიანისა და ცხოველების პროტოზოულ ტრანსმისიურ (სისხლში მოცირკულირე ცოცხალი პარაზიტები) დაავადებათა ჯგუფს.

მიმდინარეობს შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ანემიით, ლეიკოციტების რიცხვის დაქვეითებით (ლეიკოპენიით), კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანებით, მათი დაწყლულებითა და ნაწიბურების განვითარებით (კანის ლეიშმანიოზი).

არსებობს დაავადების ორი ძირითადი ფორმა - ვისცერული (შინაგანი ორგანოების დაზიანებით მიმდინარე) და კანის.

- რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება საქართველოში? უპირატესად რომელი ფორმა გვხვდება?

- ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. ყველაზე აქტიური კერებია ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ირანში, თურქეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, შუა აზიაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ამიერკავკასიაში, მათ შორის საქართველოში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

ვისცერული ლეიშმანიოზის წყაროსა და რეზერვუარს წარმოადგენენ მაწანწალა ძაღლები, გარეული ცხოველები - ტურა, მელა, იშვიათად - ავადმყოფი ადამიანიც;

კანის ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზის დროს - ავადმყოფი ადამიანი და ძაღლები; სოფლის ტიპის ლეიშმანიოზის დროს - მღრღნელები.

ლეიშმანიები მრავლდებიან საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, გამოქვაბულებში, ფრინველთა ბუდეებში, კლდის ნაპრალებში და სხვა. მათი გადამტანი, მდედრი მოსკიტი, ინფიცირდება ავადმყოფი ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვის დროს.

ტროპიკულ ქვეყნებში მოსკიტები მთელი წლის განმავლობაში აქტიურობენ. ლეიშმანიოზით დაავადების სეზონურობა დაკავშირებულია მოსკიტის ბიოლოგიურ თვისებებთან. განსაკუთრებით ხშირია ავადობა იმ პირებში, რომლებიც ჩამოდიან ენდემურ კერებში. სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო მოგზაურობის მოყვარულებისთვის, რომლებიც დასვენებისთვის უპირატესობას ეგზოტიკურ გარემოს ანიჭებენ.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მოსკიტმა უკბინა?

- მოსკიტის ნაკბენ ადგილას რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ წარმოიქმნება პირველადი აფექტი - უმნიშვნელო პაპულა ან მქავანა წყლული, რომელიც ზოგჯერ ფუფხით იფარება. პირველადი აფექტი დამახასიათებელია კანის ლეიშმანიოზისთვის, ვისცერული ფორმის დროს კი ადგილობრივი კერა სუსტად არის გამოხატული ან სრულიად არ აღინიშნება, ამიტომ დაავადებულს უჭირს გახსენება, როდის უკბინა მოსკიტმა.

- როგორ ვლინდება დაავადება?

- ვისცერული ლეიშმანიოზის საინკუბაციო პერიოდი - დრო კბენიდან დაავადების გამოვლენამდე - გრძელდება 20 დღიდან წლამდე და მეტხანს, უმეტესად - 3-6 თვე.

დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ სამ პერიოდს:

  • საწყის;
  • კლინიკის სრული გაშლისა;
  • კახექსიის პერიოდებს.

ზრდასრულ პაციენტებში პირველი პერიოდი თანდათანობით იწყება, მცირე ასაკის ბავშვებში კი დასაწყისი მწვავეა. დაავადების თანდათანობითი დაწყებისას შეინიშნება ზოგადი სისუსტე, უმადობა, სუბფებრილური ტემპერატურა. სიმპტომები თანდათან პროგრესირებს, სხეულის ტემპერატურა იმატებს და ტალღისებური ხდება.

მეორე პერიოდში ანუ კლინიკური სურათის სრული გაშლის დროს ტემპერატურა მაღალია, ხანგრძლივი, დღე-ღამეში შეინიშნება 2-3 პიკი (39-40 გრადუსი) 2-3-საათიანი შუალედებით, რომლებსაც თან სდევს ძლიერი შემცივნება და ოფლიანობა. ცხელების პერიოდი გრძელდება 2 კვირიდან 1-2 თვემდე და იცვლება სხვადასხვა ხანგრძლივობის უსიცხო პერიოდებით. შემდგომ ტემპერატურა შესაძლოა ნორმას დაუბრუნდეს, მაგრამ ზოგადი სისუსტე იმატებს, თავს იჩენს ელენთის გადიდებასთან დაკავშირებული ნიშნები - დისკომფორტი მუცელში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება. გასინჯვა ავლენს გადიდებულ ღვიძლსა და ელენთას. ელენთა აღწევს მცირე მენჯს და იკავებს მუცლის ღრუს დიდ ნაწილს. გადიდებული ღვიძლი და ელენთა მკვრივია, სადაზედაპირიანი. ლიმფური კვანძები ნაკლებად დიდდება. თმა თანდათან თხელდება და მსხვრევადი ხდება. ვითარდება ანემია.

თუ ლეიშმანიოზის მეორე პერიოდში სპეციფიკური მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადება პროგრესირებას იწყებს. ავადმყოფი საკვებზე უარს ამბობს - დაავადება გადადის კახექსიის სტადიაში, რომლის დამახასიათებელ ნიშნად ითვლება მკვეთრი გახდომა და შეშუპება. მოსალოდნელია აგრეთვე ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბება, ასციტი, სისხლჩაქცევები კანში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცვლილებები შეინიშნება სხვა ორგანოებსა და სისტემებშიც.

- საკმარისია თუ არა დიაგნოზის დასასმელად დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების არსებობა?

- ვისცერული ლეიშმანიოზის დიფერენციაცია საჭიროა ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის სეფსისი, ლეიკოზი, ინფექციური მონონუკლეოზი, მალარია, ბრუცელოზი და სხვა. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მკვეთრი ჰეპატოსპლენომეგალია და მის ფონზე მიმდინარე პროგრესირებადი ანემია და კახექსია ცხელების პერიოდებით არაერთი ზემოხსენებული ინფექციისთვის არაა დამახასიათებელი. როდესაც დიაგნოზის დასმა გაძნელებულია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალურ ლაბორატორიულ მონაცემებს, რომლებიც მიიღება ძვლის ტვინის პუნქციით და მიღებული ქსოვილის დათესვით სპეციალურ ნიადაგზე.

- შესაძლებელია თუ არა განკურნება?

- მკურნალობის გარეშე დაავადების პროგნოზი მძიმეა, დროულად ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობა კი სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. სპეციფიკური ეტიოტროპული საშუალებებიდან გამოიყენება ხუთვალენტიანი სტიბიუმის პრეპარატები. მკურნალობა მინიმუმ 15-20 დღე გრძელდება. 2-3 თვის შემდეგ საჭიროა გამოკვლევის ჩატარება შესაძლო რეციდივის გამოსავლენად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ინფექციური

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პაწაწინა მწერები და დიდი პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაწაწინა მწერები და დიდი პრობლემები

გვესაუბრება ინფექციონისტი ივეტა მურუსიძე.

- რითია საშიში მოსკიტის ნაკბენი?

- მდედრ მოსკიტს გადააქვს საშიში დაავადების - ლეიშმანიოზის გამომწვევი ლეიშმანია. ლეიშმანიოზი მიეკუთვნება ადამიანისა და ცხოველების პროტოზოულ ტრანსმისიურ (სისხლში მოცირკულირე ცოცხალი პარაზიტები) დაავადებათა ჯგუფს.

მიმდინარეობს შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ანემიით, ლეიკოციტების რიცხვის დაქვეითებით (ლეიკოპენიით), კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული დაზიანებით, მათი დაწყლულებითა და ნაწიბურების განვითარებით (კანის ლეიშმანიოზი).

არსებობს დაავადების ორი ძირითადი ფორმა - ვისცერული (შინაგანი ორგანოების დაზიანებით მიმდინარე) და კანის.

- რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება საქართველოში? უპირატესად რომელი ფორმა გვხვდება?

- ვისცერული ლეიშმანიოზი გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. ყველაზე აქტიური კერებია ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშში, ირანში, თურქეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, შუა აზიაში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, ამიერკავკასიაში, მათ შორის საქართველოში.

ვისცერული ლეიშმანიოზის წყაროსა და რეზერვუარს წარმოადგენენ მაწანწალა ძაღლები, გარეული ცხოველები - ტურა, მელა, იშვიათად - ავადმყოფი ადამიანიც;

კანის ქალაქის ტიპის ლეიშმანიოზის დროს - ავადმყოფი ადამიანი და ძაღლები; სოფლის ტიპის ლეიშმანიოზის დროს - მღრღნელები.

ლეიშმანიები მრავლდებიან საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, გამოქვაბულებში, ფრინველთა ბუდეებში, კლდის ნაპრალებში და სხვა. მათი გადამტანი, მდედრი მოსკიტი, ინფიცირდება ავადმყოფი ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვის დროს.

ტროპიკულ ქვეყნებში მოსკიტები მთელი წლის განმავლობაში აქტიურობენ. ლეიშმანიოზით დაავადების სეზონურობა დაკავშირებულია მოსკიტის ბიოლოგიურ თვისებებთან. განსაკუთრებით ხშირია ავადობა იმ პირებში, რომლებიც ჩამოდიან ენდემურ კერებში. სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო მოგზაურობის მოყვარულებისთვის, რომლებიც დასვენებისთვის უპირატესობას ეგზოტიკურ გარემოს ანიჭებენ.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მოსკიტმა უკბინა?

- მოსკიტის ნაკბენ ადგილას რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ წარმოიქმნება პირველადი აფექტი - უმნიშვნელო პაპულა ან მქავანა წყლული, რომელიც ზოგჯერ ფუფხით იფარება. პირველადი აფექტი დამახასიათებელია კანის ლეიშმანიოზისთვის, ვისცერული ფორმის დროს კი ადგილობრივი კერა სუსტად არის გამოხატული ან სრულიად არ აღინიშნება, ამიტომ დაავადებულს უჭირს გახსენება, როდის უკბინა მოსკიტმა.

- როგორ ვლინდება დაავადება?

- ვისცერული ლეიშმანიოზის საინკუბაციო პერიოდი - დრო კბენიდან დაავადების გამოვლენამდე - გრძელდება 20 დღიდან წლამდე და მეტხანს, უმეტესად - 3-6 თვე.

დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ სამ პერიოდს:

  • საწყის;
  • კლინიკის სრული გაშლისა;
  • კახექსიის პერიოდებს.

ზრდასრულ პაციენტებში პირველი პერიოდი თანდათანობით იწყება, მცირე ასაკის ბავშვებში კი დასაწყისი მწვავეა. დაავადების თანდათანობითი დაწყებისას შეინიშნება ზოგადი სისუსტე, უმადობა, სუბფებრილური ტემპერატურა. სიმპტომები თანდათან პროგრესირებს, სხეულის ტემპერატურა იმატებს და ტალღისებური ხდება.

მეორე პერიოდში ანუ კლინიკური სურათის სრული გაშლის დროს ტემპერატურა მაღალია, ხანგრძლივი, დღე-ღამეში შეინიშნება 2-3 პიკი (39-40 გრადუსი) 2-3-საათიანი შუალედებით, რომლებსაც თან სდევს ძლიერი შემცივნება და ოფლიანობა. ცხელების პერიოდი გრძელდება 2 კვირიდან 1-2 თვემდე და იცვლება სხვადასხვა ხანგრძლივობის უსიცხო პერიოდებით. შემდგომ ტემპერატურა შესაძლოა ნორმას დაუბრუნდეს, მაგრამ ზოგადი სისუსტე იმატებს, თავს იჩენს ელენთის გადიდებასთან დაკავშირებული ნიშნები - დისკომფორტი მუცელში, სწრაფად დანაყრების შეგრძნება. გასინჯვა ავლენს გადიდებულ ღვიძლსა და ელენთას. ელენთა აღწევს მცირე მენჯს და იკავებს მუცლის ღრუს დიდ ნაწილს. გადიდებული ღვიძლი და ელენთა მკვრივია, სადაზედაპირიანი. ლიმფური კვანძები ნაკლებად დიდდება. თმა თანდათან თხელდება და მსხვრევადი ხდება. ვითარდება ანემია.

თუ ლეიშმანიოზის მეორე პერიოდში სპეციფიკური მკურნალობა არ ჩატარდა, დაავადება პროგრესირებას იწყებს. ავადმყოფი საკვებზე უარს ამბობს - დაავადება გადადის კახექსიის სტადიაში, რომლის დამახასიათებელ ნიშნად ითვლება მკვეთრი გახდომა და შეშუპება. მოსალოდნელია აგრეთვე ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბება, ასციტი, სისხლჩაქცევები კანში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ცვლილებები შეინიშნება სხვა ორგანოებსა და სისტემებშიც.

- საკმარისია თუ არა დიაგნოზის დასასმელად დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების არსებობა?

- ვისცერული ლეიშმანიოზის დიფერენციაცია საჭიროა ისეთი დაავადებებისგან, როგორიც არის სეფსისი, ლეიკოზი, ინფექციური მონონუკლეოზი, მალარია, ბრუცელოზი და სხვა. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი მკვეთრი ჰეპატოსპლენომეგალია და მის ფონზე მიმდინარე პროგრესირებადი ანემია და კახექსია ცხელების პერიოდებით არაერთი ზემოხსენებული ინფექციისთვის არაა დამახასიათებელი. როდესაც დიაგნოზის დასმა გაძნელებულია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალურ ლაბორატორიულ მონაცემებს, რომლებიც მიიღება ძვლის ტვინის პუნქციით და მიღებული ქსოვილის დათესვით სპეციალურ ნიადაგზე.

- შესაძლებელია თუ არა განკურნება?

- მკურნალობის გარეშე დაავადების პროგნოზი მძიმეა, დროულად ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობა კი სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. სპეციფიკური ეტიოტროპული საშუალებებიდან გამოიყენება ხუთვალენტიანი სტიბიუმის პრეპარატები. მკურნალობა მინიმუმ 15-20 დღე გრძელდება. 2-3 თვის შემდეგ საჭიროა გამოკვლევის ჩატარება შესაძლო რეციდივის გამოსავლენად.


- ლეიშმანიოზის მსგავსი კლინიკური სურათი აქვს პარაზიტულ დაავადებას - მალარიას, რომლის გამომწვევიც კოღოს გადააქვს. რა განსხვავებაა ამ ორ დაავადებას შორის?

- მალარია მიმდინარეობს შეტევითი ხასიათის ციებ-ცხელებით, პროგრესირებადი ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, რეციდივებით. ინფექციის წყაროა პარაზიტმატარებელი - ადამიანი, რომლის სისხლშიც ბინადრობენ მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმები. ასეთი ადამიანის სისხლიდან პლაზმოდიუმები კოღოს კუჭში ხვდებიან და განაყოფიერდებიან (სქესობრივი ციკლი).

სქესობრივი ციკლის უკანასკნელ ფაზაში მომწიფებული პლაზმოდიუმები კოღოს სანერწყვე ჯირკვლებში ხვდებიან. ამ დროიდან კოღო ადამიანისთვის ინფექციის წყაროდ იქცევა.

ორსულის დასნებოვნებისას შესაძლოა ინფექცია პლაცენტის გავლით გადაეცეს ნაყოფს. იშვიათად დაავადება გადაედება ინფიცირებული სისხლის, შპრიცისა და ინსტრუმენტების საშუალებით.

მალარიის ენდემურ კერებში მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილს აქვს გენეტიკურად დეტერმინირებული იმუნიტეტი.

მალარიის გამომწვევის პირველადი წყაროა მდედრი კოღო ანოფელესი (სქესობრივი ციკლი), ისიც - ჰაერის განსაზღვრულ ტემპერატურაზე, 16-იდან 30 გრადუსამდე. მალარიისადმი მიმღებლობა ყველა ასაკისათვის ერთნაირია, მაგრამ ენდემურ კერებში უპირატესად ბავშვები ავადდებიან, ზრდასრულ მოსახლეობას ამა თუ იმ რეგიონში რეგისტრირებული შტამების მიმართ იმუნიტეტი აქვს. თუ დედა მალარიით ავად არ ყოფილა, ინფექციისადმი ახალშობილის მიმღებლობა მაღალია. პასიური იმუნიტეტის ხანგრძლივობა კი 5-8 თვეს არ აღემატება, რის შემდეგაც ბავშვი ამ ინფექციისადმი მგრძნობიარე ხდება.

კოღოსგან ადამიანზე პარაზიტის გადაცემა ტროპიკული კლიმატის მქონე ქვეყნებში მთელი წლის განმავლობაში ხდება, ზომიერი კლიმატის ქვეყნებში კი ახასიათებს გამოხატული სეზონურობა გაზაფხულსა და შემოდგომაზე. განვითარებად ქვეყნებში, უპირატესად - ტროპიკულ აფრიკაში, მალარიით სიკვდილიანობა ამჟამადაც მაღალია.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოშიც, მალარია ლიკვიდირებულად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო წლებში შეინიშნება მისი შემთხვევების მატება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. არსებობს მალარიის საქართველოში შემოტანის საშიშროებაც, რაც გვავალებს, არ მოვადუნოთ ყურადღება ამ ინფექციის მიმართ. მალარია ციკლური პროცესია, რომელსაც მიდრეკილება აქვს მორეციდივე მიმდინარეობისკენ. არსებობს 3-დღიანი, 4-დღიანი და ტროპიკული მალარია, რომლებიც ერთმანეთისგან საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობით, შეტევათა ხანგრძლივობით, შეტევათა შორის არსებული ინტერვალით განსხვავდება. მალარიისთვის დამახასიათებელი შეტევა სამი ფაზისგან შედგება:

  • შემცივნება, რომელიც 1-2 საათს გრძელდება;
  • ტემპერატურული რეაქცია - 6-8 საათს გასტანს;
  • ოფლიანობა.

შეტევის ხანგრძლივობა 1-2-იდან 12-14 საათამდე გრძელდება. დაავადების პიკზე ავადმყოფს სახე წამოწითლებული აქვს, სკლერები - ინიცირებული, არტერიული წნევა - დაქვეითებული, ენა - მშრალი, სქელი ნადებით. დაავადების პირველი კვირის მიწურულს და მეორეს დამდეგს ღვიძლი და ელენთა გადიდებულია. თითქმის ყველა ავადმყოფს აღენიშნება მუცლის ზომიერი შებერილობა, დეფეკაციის გახშირება თხელი განავლით. ტუჩებსა და ნესტოებზე ხშირია ჰერპესული გამონაყარი. შეტევების გახშირებას თან სდევს კანისა და სკლერების სიყვითლე. თუ პირველი შეტევის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, შეტევების გახშირების შემდეგ ავადმყოფს ეწყება თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილები, სახე ხშირად მიწისფერი უხდება, სიყვითლე უფრო მეტად არის გამოხატული. ძლიერი ოფლიანობის გამო ავადმყოფი იფიტება, კარგავს მასას.

- რის საფუძველზე სვამენ დიაგნოზს?

- გარდა შეტევათა შორის დამახასიათებელი ინტერვალისა (3 ან 4 დღე), დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ-ეპიდემიოლოგიურ და ლაბორატორიულ მონაცემებს. დასკვნითი დიაგნოზი ეყრდნობა ე.წ. სისხლის სქელი წვეთის გამოკვლევას: მიკროსკოპით შესაძლებელია დიდი რაოდენობით მალარიის პლაზმოდიუმის აღმოჩენა.

დიაგნოზის დასმის შემდეგ საჭიროა, დროულად დაიწყოს სპეციფიკური მკურნალობა სტაციონარულ პირობებში.

- რა ღონისძიებები ტარდება დაავადებისგან თავის დასაცავად?

- პროფილაქტიკა ითვალისწინებს მალარიით დაავადებულის, პარაზიტის მატარებლების დროულ, აქტიურ გამოვლენასა და მკურნალობას, ანოფელესის გვარის კოღოების მოსპობას, მოსახლეობის მალარიისადმი მიმღებლობის დაქვეითებას. ამ მიზნით ენდემურ კერაში გამგზავრებამდე ორი კვირით ადრე და კერიდან გამოსვლის შემდეგ 8 კვირის განმავლობაში ტარდება მალარიის ქიმიაპროფილაქტიკა (ქლორგუანიდინი, ქლოროქსინი). ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, პაწაწინა, თითქმის უხილავმა მწერებმა სერიოზული პრობლემები შეგიქმნან, ამიტომ გახანგრძლივებული ტემპერატურის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ინფექციონისტს.