როდის დიდდება ელენთა
ამ ორგანოში არსებული ლიმფოციტები წარმოქმნის ანტისხეულებს ვირუსების, ქსოვილის მკვდარი უჯრედების, დაშლილი ერითროციტების წინააღმდეგ ანადგურებს მათ და ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის გავრცელებას. ამას გარდა, ელენთა წარმოადგენს სისხლის დეპოს.
ელენთის გადიდება (სპლენომეგალია),ყოველთვის პათოლოგიური მდგომარეობის მანიშნებელი არ არის.
ელენთის გადიდების მიზეზებია:
- ინფექციები - ვირუსული, პარაზიტული ან ბაქტერიული;
- ციროზი და ღვიძლის სხვა დაავადებები;
- სისხლის დაავადებები(ლეიკემია, ლიმფომა);
- ერითროციტების გაძლიერებული დაშლა;
- სისხლის კოლტების არსებობა ელენთის ვენაში;
- რევმატოიდული ართრიტი;
- სისტემური წითელი მგლურა;
- ელენთის ტრავმული დაზიანება;
- ორგანოებში გლიკოგენის დაგროვება;
- კიბოს მეტასტაზები ელენთაში;
- გოშეს დაავადება (ცხიმოვანი ნივთიერებების დაგროვება სხვადასხვა ორგანოში);
- ორგანოებში პათოლოგიური ცილების, ამილოიდების დაგროვება;
- გულის უკმარისობა
ელენთის გადიდების სიმპტომები იშვიათად ვლინდება. კლინიკური გამოვლენის შემთხვევაში კი სპლენომეგალიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მუცლის ზედა მარცხენა ნახევარში, ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მარცხენა მკლავზე;
- დაღლილობა;
- სიყვითლე;
- ანემია;
- წონის კარგვა;
- ხშირი ავადობა(ინფექციური დაავადებებით);
- სისხლდენისადმი მიდრეკილება
თუკი აღინიშნება ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში, თუ ტკივილი ძლიერია და ღრმად ჩასუნთქვისას კიდევ უფრო იმატებს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.