/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოლოგია

ლიმფური სისტემა

ლიმფური სისტემა
ლიმფური სისტემა ორგანიზმის თხიერი გარემოს შემადგენელი ნაწილია. იგი მოიცავს ლიმფურ ძარღვებს, რომლებშიც გამუდმებით მოძრაობს ლიმფა - უჯრედშორისი სითხე.

იგი ორგანოებიდან გამოედინება და ვენურ კალაპოტში ჩაედინება. ლიმფური სისტემის კალაპოტში ლიმფის მოძრაობა ხელს უწყობს ორგანიზმში ქსოვილოვანი სითხის ბალანსს.

ლიმფა

ლიმფა თითქმის უფერული, ოდნავ მოყვითალო ფერის სითხეა, რომელიც წარმოადგენს ტუტე რეაქციის მქონე კოლოიდურ ხსნარს. იგი შეიცავს ლიმფოციტებს. გამონაკლისია წვრილი ნაწლავებიდან მომდინარე ლიმფა, რომლის შემადგენლობაში შემავალი ემულგირებული ცხიმი მას რძისებრ ელფერს სძენს.

ნაწლავებიდან მომდინარე ლიმფაში უხვად არის ცილები და ლიმფოციტები. მთავარი ძალა, რომელიც ლიმფის გადაადგილებას უწყობს ხელს, არის ლიმფანგიონი - მილოვანი ლიმფური ტუმბო. არსებობს მისი მოძრაობის განმსაზღვრელი მეორეხარისხოვანი ძალაც: ქსოვილოვანი სითხის მუდმივი წარმოქმნა და ორგანოთა აქტივობის თანმდევი კუნთების შეკუმშვა. ჩასუნთქვისას გულმკერდის მოცულობის გაზრდა ასევე უწყობს ხელს ლიმფის მიწოვას ლიმფურ ძარღვებში და საჭირო მიმართულებით მათ შემდგომ დენას.

ლიმფის დინების სიჩქარე ლიმფურ ძარღვებში 5 მმ/წმ-ია.

ლიმფის ფუნქციები

  • ხელს უწყობს უჯრედშორისი სითხის შემადგენლობისა და მოცულობის მუდმივობას;
  • ახდენს საკვებ ნივთიერებათა ტრანსპორტს;
  • გადააქვს ლიმფოციტები;
  • წარმოადგენს სითხის დეპოს.

ლიმფური სისტემის კომპონენტები

სისტემა მოიცავს:

შეკითხვა ექიმს
<p>-D ვიტამინი სისხლში რა ხნით რჩება ? ღვიძლი ინახავს მას?</p>

1. ლიმფურ კაპილარებს;

2. ლიმფურ ძარღვებს;

3. სადინარებსა და ღეროებს;

4. ლიმფურ კვანძებს, რომლებიც ლიმფური ძარღვების გავრცელების გზაზე მდებარეობს.

ლიმფურ სისტემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ლიმფოიდური ორგანოები: ნუშურა ჯირკვლები, ნაწლავებისა და ელენთის ერთეული და ჯგუფური ლიმფური ფოლიკულები.

ლიმფური ქსელი ყველგან ერთნაირი არ არის. იგი განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული ფილტვებში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში, ორგანოთა სეროზულ, ლორწოვან და მფარავ გარსებში. იქ, სადაც სისხლძარღვოვანი ქსელი არ არის, ლიმფურ კაპილარებსა და ძარღვებს ვერ ნახავთ. მათ არც ცენტრალური ნერვული სისტემა შეიცავს.

ლიმფური კაპილარები

ლიმფური კაპილარები სისტემის საფუძველს ქმნიან. მათში ქსოვილებიდან შეიწოვება ცილები, წყალი, კრისტალები, უცხო სხეულები. ისინი სისხლძარღვოვანი სისტემის კაპილარებისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ იხსნებიან უჯრედშორის არეში, აქვთ ბრმა დასასრული, მათი კედელი გაცილებით თხელია და ნაკლებ განვლადი, დიამეტრიც - ნაკლები.

ლიმფური კვანძები

ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების 150-ზე მეტი ჯგუფია. ეს კვანძები მრგვალია ან ოვალური, ზომა უმეტესად 0,5მმ-დან 1 სმ-მდე მერყეობს, თუმცა არსებობს გაცილებით დიდი ზომის კვანძებიც.

ლიმფური კვანძი ერთგვარი ბოჭკოსმაგვარი არაფორმირებული ქსოვილოვანი კაფსულაა. შეიცავს გლუვ მიოციტებს (კუნთოვან უჯრედებს), რომლებიც ხელს უწყობს ლიმფის აქტიურ მოძრაობას საჭირო მიმართულებით. მის შემადგენლობაში შედის კაფსულიდან გამომდინარე ტრაბეკულებიც - ხარიხები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება და ლიმფურ კვანძს ერთგვარ კარკასს უქმნის.

კაფსულასა და ხარიხოვან კარკასს შორის სივრცე რეტიკულური ქსოვილით არის ამოვსებული. ლიმფურ კვანძში განასხვავებენ ორ ზონას: პერიფერიულს - ქერქოვან ნივთიერებას და ცენტრალურს - ტვინოვან ნივთიერებას. ქერქოვანსა და ტვინოვან ნივთიერებებს შორის ე.წ. ღრმა ზონა მდებარეობს. ლიმფურ კვანძს გარს აკრავს სინუსები - ლიმფური ძარღვების შეერთებანი, რომლებშიც მოძრაობს ლიმფა.

კომენტარები (3)
levani
მინდა გითხრათ რომ ლიმფურ კვაბძებზე ოპერაციის ჩატარება არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას, საქმე იმაშია რომ ეს არაა გამოსავალი, უნდა მოხდეს ბუნებრივი ნაყენის მიღება რომელიც სწორედ ლიმფური კაპილრების გახსნას და გასუფთავებას მოახდენს
თარიღი : 02-04-2023
ნატალია
Ori operacia gauketda mag daskvnit chems gogonas da arcert operacias hedegi ar gamougia eqimebma ver daadgines ra iwvevs am davadebas ram gamoiwvia warmonaqmnebi
თარიღი : 03-10-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლიმფური სისტემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმფური სისტემა

იგი ორგანოებიდან გამოედინება და ვენურ კალაპოტში ჩაედინება. ლიმფური სისტემის კალაპოტში ლიმფის მოძრაობა ხელს უწყობს ორგანიზმში ქსოვილოვანი სითხის ბალანსს.

ლიმფა

ლიმფა თითქმის უფერული, ოდნავ მოყვითალო ფერის სითხეა, რომელიც წარმოადგენს ტუტე რეაქციის მქონე კოლოიდურ ხსნარს. იგი შეიცავს ლიმფოციტებს. გამონაკლისია წვრილი ნაწლავებიდან მომდინარე ლიმფა, რომლის შემადგენლობაში შემავალი ემულგირებული ცხიმი მას რძისებრ ელფერს სძენს.

ნაწლავებიდან მომდინარე ლიმფაში უხვად არის ცილები და ლიმფოციტები. მთავარი ძალა, რომელიც ლიმფის გადაადგილებას უწყობს ხელს, არის ლიმფანგიონი - მილოვანი ლიმფური ტუმბო. არსებობს მისი მოძრაობის განმსაზღვრელი მეორეხარისხოვანი ძალაც: ქსოვილოვანი სითხის მუდმივი წარმოქმნა და ორგანოთა აქტივობის თანმდევი კუნთების შეკუმშვა. ჩასუნთქვისას გულმკერდის მოცულობის გაზრდა ასევე უწყობს ხელს ლიმფის მიწოვას ლიმფურ ძარღვებში და საჭირო მიმართულებით მათ შემდგომ დენას.

ლიმფის დინების სიჩქარე ლიმფურ ძარღვებში 5 მმ/წმ-ია.

ლიმფის ფუნქციები

  • ხელს უწყობს უჯრედშორისი სითხის შემადგენლობისა და მოცულობის მუდმივობას;
  • ახდენს საკვებ ნივთიერებათა ტრანსპორტს;
  • გადააქვს ლიმფოციტები;
  • წარმოადგენს სითხის დეპოს.

ლიმფური სისტემის კომპონენტები

სისტემა მოიცავს:

1. ლიმფურ კაპილარებს;

2. ლიმფურ ძარღვებს;

3. სადინარებსა და ღეროებს;

4. ლიმფურ კვანძებს, რომლებიც ლიმფური ძარღვების გავრცელების გზაზე მდებარეობს.

ლიმფურ სისტემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ლიმფოიდური ორგანოები: ნუშურა ჯირკვლები, ნაწლავებისა და ელენთის ერთეული და ჯგუფური ლიმფური ფოლიკულები.

ლიმფური ქსელი ყველგან ერთნაირი არ არის. იგი განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული ფილტვებში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში, ორგანოთა სეროზულ, ლორწოვან და მფარავ გარსებში. იქ, სადაც სისხლძარღვოვანი ქსელი არ არის, ლიმფურ კაპილარებსა და ძარღვებს ვერ ნახავთ. მათ არც ცენტრალური ნერვული სისტემა შეიცავს.

ლიმფური კაპილარები

ლიმფური კაპილარები სისტემის საფუძველს ქმნიან. მათში ქსოვილებიდან შეიწოვება ცილები, წყალი, კრისტალები, უცხო სხეულები. ისინი სისხლძარღვოვანი სისტემის კაპილარებისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ იხსნებიან უჯრედშორის არეში, აქვთ ბრმა დასასრული, მათი კედელი გაცილებით თხელია და ნაკლებ განვლადი, დიამეტრიც - ნაკლები.

ლიმფური კვანძები

ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების 150-ზე მეტი ჯგუფია. ეს კვანძები მრგვალია ან ოვალური, ზომა უმეტესად 0,5მმ-დან 1 სმ-მდე მერყეობს, თუმცა არსებობს გაცილებით დიდი ზომის კვანძებიც.

ლიმფური კვანძი ერთგვარი ბოჭკოსმაგვარი არაფორმირებული ქსოვილოვანი კაფსულაა. შეიცავს გლუვ მიოციტებს (კუნთოვან უჯრედებს), რომლებიც ხელს უწყობს ლიმფის აქტიურ მოძრაობას საჭირო მიმართულებით. მის შემადგენლობაში შედის კაფსულიდან გამომდინარე ტრაბეკულებიც - ხარიხები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება და ლიმფურ კვანძს ერთგვარ კარკასს უქმნის.

კაფსულასა და ხარიხოვან კარკასს შორის სივრცე რეტიკულური ქსოვილით არის ამოვსებული. ლიმფურ კვანძში განასხვავებენ ორ ზონას: პერიფერიულს - ქერქოვან ნივთიერებას და ცენტრალურს - ტვინოვან ნივთიერებას. ქერქოვანსა და ტვინოვან ნივთიერებებს შორის ე.წ. ღრმა ზონა მდებარეობს. ლიმფურ კვანძს გარს აკრავს სინუსები - ლიმფური ძარღვების შეერთებანი, რომლებშიც მოძრაობს ლიმფა.


ლიმფური კვანძების ფორმები

ადამიანის სხეულში ლიმფური კვანძები 8-10-წევრიან ჯგუფებად არის განლაგებული. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ: კისრის, კეფის, ყბისქვეშა, ნიკაპქვეშა, ლავიწზედა, ლავიწქვედა, შუასაყარის, იღლიისქვეშა, იდაყვის, მუცლის, საზარდულის, მუხლქვეშა არეების ლიმფურ კვანძებს.

კვანძებს განასხვავებენ იმის მიხედვითაც, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობს და რომელ ტოპოგრაფიულ ზონაში აგროვებს ლიმფას. ამ ნიშნით გამოყოფენ ვისცერულ, სომატურ, პარიეტალურ და შერეულ კვანძებს.

  • ვისცერულ კვანძებში ლიმფა შინაგანი ორგანოებიდან გროვდება, რაზეც მათი დასახელებაც მეტყველებს: ტრაქეობრონქული, მეზენტერული და სხვა.
  • სომატურთა რიცხვს მიეკუთვნება მუხლისა და მაჯის ლიმფური კვანძები, რომლებშიც გროვდება ლიმფა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატიდან.
  • ღრუთა კედლებიდან ლიმფა პარიეტალურ ლიმფულ კვანძებში გროვდება.
  • შერეულ კვანძებში გროვდება როგორც შინაგანი ორგანოებიდან, ისე სხეულის ღრუებიდან მომდინარე ლიმფა. ასეთებია კისრის ღრმა ლიმფური კვანძები.

კისრის კვანძები

კისრის ლიმფური კვანძები ადამიანს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებისა და ანთებითი პროცესებისგან იცავს. მათი ნაწილი ქსოვილებში ღრმად მდებარეობს, მეორე ნაწილი კი შედარებით ზედაპირულად. კისრისა და კეფის ლიმფური კვანძები ერთგვარ ჯაჭვს - ლიმფურ ძეწკვს ქმნიან.

იღლიისქვეშა ლიმფური კვანძები

მსგავსად კისრის კვანძებისა, მათი ნაწილი ზედაპირულად მდებარეობს, ნაწილი კი ქსოვილთა სიღრმეშია. შესაბამისად, განირჩევა იღლიისქვეშა ზედაპირული და ღრმა ლიმფური კვანძები.

საზარდულის ლიმფური კვანძები

ეს კვანძები მენჯის ორგანოთა მკვებავ მსხვილ არტერიათა სიახლოვეს არის განლაგებული მცირე ჯგუფებად. ასეთი განლაგება ლიმფურ კვანძებს საშუალებას აძლევს, მენჯისა და სასქესო ორგანოთა დაზიანების შემთხვევაში დროულად გაგზავნონ სიგნალები, რათა დროულად მოხდეს დაავადების მიზეზის ლიკვიდირება.

აღსანიშნავია, რომ ლიმფური კვანძები ისეა განლაგებული, რომ ყოველი ჯგუფი ახლომდებარე ორგანოთა დაზიანების დროულად აღმოჩენაზეა პასუხისმგებელი.

ლიმფური კვანძის ფუნქციები

  • კვანძებში ლიმფა მდიდრდება ლიმფოციტებით, რომლებიც იქ მრავლდება.
  • აქვე ხდება ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა.
  • ლიმფური კვანძი წარმოადგენს სადგურს, სადაც ყოვნდებიან და ფაგოციტოზით ნადგურდებიან მიკროორგანიზმები და ლიმფაში შეტივტივებული სხვადასხვანაირი ნაწილაკები, რომლებიც იქ ლიმფური ძარღვების გავლით ქსოვილებიდან ხვდება.
  • ყოველი ლიმფური კვანძი ან კვანძთა ჯგუფი ლიმფას აგროვებს და აკონტროლებს სხეულის განსაზღვრულ ნაწილს.
  • ლიმფური კვანძი ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრია.
  • იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, რაც იმით გამოიხატება, რომ იქ ხდება ლიმფოციტების დიფერენცირება.
  • აქვს ბარიერულ-დამცავი ფუნქცია, მრავლობითი მაკროფაგის დახმარებით უამრავ მიკრობს ანადგურებს.
  • მონაწილეობს სპეციფიკურ იმუნურ რეაქციებში.
  • აქვს დრენაჟული ფუნქცია - ქსოვილებიდან აგროვებს ლიმფას. ამ ფუნქციის დაქვეითების ან მოშლის შედეგად ვითარდება პერიფერიული შეშუპება.
  • დეპო ფუნქცია - ნორმალურ ვითარებაში ლიმფურ კვანძებში საერთო ლიმფური კალაპოტიდან ყოველთვის დეპონირდება განსაზღვრული ოდენობის ლიმფა.

ამრიგად, ლიმფურ კვანძში მიმდინარეობს დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების გამომწვევთა ნეიტრალიზება და ლიკვიდაცია. ლიმფურ კვანძებში მწიფდება ორგანიზმის იმუნოლოგიური უჯრედები, გარდა ამის, იქ ხდება სისხლის თეთრი სხეულაკების აქტივაცია, რათა მათ უფრო მწვავედ შეუტიონ ინფექციის გამომწვევებს.

თუ ორგანიზმში ვირუსი მაღალი კონცენტრაციით მოხვდა, ლიმფურ კვანძში იწყება ურთულესი ბუნებრივი პროცესები, რომლებიც აძლიერებს ლეიკოციტებსა და ლიმფოციტებს და მავნე მიკრობთა განადგურებას იწყებს. ლიმფური კვანძების მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ან ანთებითი პროცესების თაობაზე ეჭვის მიტანა. ნორმალურ მდგომარეობაში ლიმფური კვანძები არავითარ დისკომფორტს არ იწვევს, ანთებისას კი ისინი მტკივნეული ხდება და დიდდება, რაც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.