/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოლოგია

ლიმფური კვანძები და მათი მნიშვნელობა

ლიმფური კვანძები და მათი მნიშვნელობა
რა დანიშნულება აქვთ ადამიანის ორგანიზმში ლიმფურ ჯირკვლებს? რა ხდება მათი ზომის ცვლილების დროს და როგორ ვიმკურნალოთ? ვის უნდა მივმართოთ?

ლიმფური კვანძები (და არა ჯირკვლები! ჯირკვალი თავისებური სტრუქტურისა და ფუნქციის მქონე სრულიად განსხვავებული ორგანოა) ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს.

ლიმფურ კვანძებამდე ლიმფური ძარღვების მეშვეობით მისული ლიმფა მათში ნელა გაედინება, მაკროფაგების (დიდი შთამნთქავი უჯრედების) დახმარებით უცხო სხეულაკებისგან იწმინდება და ანტისხეულებით მდიდრდება. ამ უკანასკნელს პლაზმური უჯრედები წარმოქმნიან. ლიმფას უცხო ანტიგენები ლიმფურ კვანძებამდე მიაქვს, სადაც იმუნური პასუხი ვითარდება. ამ უნარის წყალობით ლიმფური კვანძები წარმოადგენს ბარიერს როგორც ინფექციისთვის, ასევე სიმსივნური უჯრედებისთვის.

ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები - დამცავი უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში. ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ასევეა განლაგებული იდაყვისა და მუხლის სახსრების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიის ფოსოებში, საზარდულის არეში და სხვა.

კისრის ლიმფური კვანძები თავისა და კისრის არეში მდებარე ორგანოთა ინფექციისა და სიმსივნური პათოლოგიისგან დაცვას უზრუნველყოფს.

ლიმფური კვანძები დიდი რაოდენობით არის გულმკერდისა და მუცლის ღრუებში. გამჭოლი ლიმფური კაპილარები აქვს არა მხოლოდ ზედაპირულ ქსოვილებს, არამედ შინაგან ორგანოებსაც. ლიმფური კვანძები, რომლებიც სისხლძარღვთა გასწვრივ არის განლაგებული, იმავე ფუნქციას ასრულებს.

ლიმფური კვანძების გადიდება

შეკითხვა ექიმს
<p>-D ვიტამინი სისხლში რა ხნით რჩება ? ღვიძლი ინახავს მას?</p>

ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს. მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს.

იღლიის ფოსოში არსებული ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესის მანიშნებელია.

მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციის დროს, განსაკუთრებით - ბავშვებში, ზოგჯერ რამდენიმე ლიმფური კვანძი დიდდება. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა შეხება-გასინჯვისას მტკივნეულია.

ჩირქოვანი პროცესების დროს, წესისამებრ, ვითარდება მწვავე ლიმფადენიტი - ლიმფური კვანძის ანთება. ანთებას ლიმფური კვანძის მიერ კონტროლირებად ზონაში არსებული ჭრილობებიდან ან სხვა კერებიდან კვანძში მოხვედრილი მიკრობები იწვევს. მისი ძირითადი გამოვლინებაა ლიმფური კვანძის გადიდება და შეხებისას მტკივნეულობა.

თუ ლიმფური კვანძის გარშემო ჩირქოვანი პროცესი განვითარდა, ხშირად მიმდებარე კანი წითლდება. თუ ასეთ დროს პათოლოგიური ღრუ არ გაიკვეთა და ჩირქისგან არ გათავისუფლდა, შესაძლოა ლიმფური კვანძის გარსი გასკდეს, ჩირქი მიმდებარე ქსოვილებში ჩაიღვაროს და განვითარდეს ლიმფადენიტის მძიმე გართულება - ფლეგმონა (გავრცობილი ჩირქოვანი ანთება).

სასქესო ორგანოთა ინფექციური პათოლოგიებისა და ვენერული დაავადებების (უმეტესად - სიფილისის) დროს დიდდება საზარდულის ლიმფური კვანძები. რამდენიმე ჯგუფის ლიმფური კვანძების ხანგრძლივი გადიდება შესაძლოა ისეთ დაავადებებზე მიუთითებდეს, როგორიც არის ბრუცელოზი, მონონუკლეოზი, აივ-ინფექცია.

ლიმფური კვანძების სიმსივნური დაზიანება შესაძლოა შედეგი იყოს როგორც ლიმფოპროლიფერაციული დაავადებისა (როცა პირველადი სიმსივნური დაავადება სათავეს თავად ლიმფური კვანძიდან იღებს), ასევე მეტასტაზური დაზიანებისა.

ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებებს მიეკუთვნება, უპირველეს ყოვლისა, ლიმფოგრანულომატოზი და ლიმფოსარკომა. ამ დაავადებათა დროს ლიმფური კვანძები 3-4 სმ-მდე და უფრო მეტადაც დიდდება და მკვრივდება, თუმცა გასინჯვისას უმტკივნეულოა. რაც შეეხება ლიმფური კვანძის მეტასტაზურ დაზიანებას, ამ დროს სიმსივნური უჯრედები (მეტასტაზები) მასში სხვა ორგანოში არსებული სიმსივნური კერიდან ვრცელდება.

ლიმფური კვანძის საეჭვოდ გადიდების შემთხვევაში მიმართეთ ექიმ თერაპევტს, რომელიც დაადგენს მისი გადიდების მიზეზს და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.

კომენტარები (20)
ია
2 თვის ბავშვს გაუჩნდა ყურის ანთების გამო და აქვს დღემდე ორი წლისაა ეხლა ხან გაუქრება ხან გამოიბერება და როგორ შეიძლება რომ გავაქროთ მეშინია ძალიან.არც ტკივა და არც გაწითლებულიაქვს
თარიღი : 17-05-2022
ირმა
მე მაქვს უკვე 3კვირაა საზარდულთან გამისივდა ხელის დადებაზე მტკივა ღამე მაძლევს სიცხეებს ანტიბიოტიკები მივიგე მაგრამ არაფერი არ მიშველა ეხლა რაციფინის ნემსი დავიწყე საიდან დამემართა ვერ გავიგე მიჭირს სიარული
თარიღი : 28-04-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლიმფური კვანძები და მათი მნიშვნელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები