/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

მწვავე გასტრიტი - რა იწვევს, როგორ ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ

მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც ტკივილით, სისხლდენითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება.

სიმპტომები ერთბაშად, მოულოდნელად იჩენს თავს. ამით განსხვავდება მწვავე გასტრიტი ქრონიკულისგან, რომელიც დიდხანს და ნელ-ნელა პრო-გრესირებს. ზოგჯერ მწვავე გასრიტი ეროზიულია - კუჭის ლორწოვანი ზედაპირულადაა დაზიანებული. მწვავე გასტრიტი - ეროზიულიც და არაეროზიულიც - მკურნალობას უმეტესად იოლად ემორჩილება.

კუჭი საყლაპავისა და წვრილი ნაწლავის შემაერთებელი ორგანოა. მასში მოხვედრილი საკვები კუნთების კუმშვის შედეგად და კუჭის მჟავა წვენის ზემოქმედებით წვრილ ნაწილაკებად იშლება და გადამუშავდება. კუჭის ლორწოვანი ამოფენილია განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც მას საკუთარი წვენის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. მწვავე გასტრიტი ვითარდება, როდესაც კუჭის ლორწოვანის დამცავ ფენას მავნე ნივთიერებები ან რომელიმე დაავადება აზიანებს. გასტრიტის სიმპტომები ხანმოკლე და სუსტიც შეიძლება იყოს და ხანგრძლივი და შემაწუხებელიც. ეს თავისებურება ინდივიდუალურია. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე ფაქტორი ზოგიერთ ავადმყოფს კუჭის საპროექციო არეში უმნიშვნელო დისკომფორტს ჰგვრის, ზოგიერთს კი მწველ ტკივილს, გულისრევას, ღებინებასა და უმადობას, რასაც ზოგჯერ მუქი-მოშავო განავალიც ერთვის.

  • როგორ ვლინდება

ამრიგად, მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანის მწვავე ანთება და შეშუპებაა. ეს ცვლილება სხვადასხვა სახისა და ძალის სიმპტომებით გამოიხატება. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც ადამიანი, პათოლოგიური ცვლილებების მიუხედავად, არაფერს უჩივის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადების ძირითადი ნიშნებია:

  1. წვის შეგრძნება მუცელში;
  2. ტკივილი მუცელსა და კუჭის საპროექციო არეში, მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩის ქვემოთ;
  3. უმადობა;
  4. გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე.

მწვავე გასტრიტს ზოგჯერ მძიმე გართულება მოჰყვება, მაგალითად, კუჭიდან სისხლდენა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

ამიტომაც გვირჩევენ, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ გასტრიტის სიმპტომებს დაერთო:

  1. ძალიან ძლიერი მუცლის ტკივილი;
  2. სისხლიანი ან შავი კუპრისმაგვარი განავალი;
  3. პირნაღებ მასაში სისხლიანი ან ყავის ნალექისმაგვარი მინარევი.

  • რა იწვევს

როგორც ითქვა, კუჭის ლორწოვანი გარსი ამოფენილია განსაკუთრებული უჯრედებით, რომლებიც ერთგვარ დამცავ ფენას წარმოქმნის. ის კუჭის ლორწოვანს მჟავა წვენის მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. თუ ეს გარსი დასუსტდა, ვითარდება გასტრიტი. დამცავი გარსის დასუსტებას და ლორწოვანის დაზიანებას მრავალი ფაქტორი იწვევს: თამბაქო, ზოგიერთი მედიკამენტი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესი (არა ემოციით, არამედ ქირურგიული ჩარევით ან მძიმე დაავადებით, მაგალითად, თირკმლის, ღვიძლის ან სუნთქვის უკმარისობით გამოწვეული), კაუსტიკური ნივთიერებები.

ასევე დაგაინტერესებთ
მუცლის და კუჭის ტკივილი ჭამის შემდეგ - შესაძლო მიზეზები
როგორ ავირიდოთ სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში

მწვავე გასტრიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა ნუსხა ასეთია:

  1. ალკოჰოლის ჭარბი მიღება;
  2. თამბაქოს წევა;
  3. სტრესი;
  4. ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მიზეზია ჰელიკობაქტერიით ინფიცირებაც. Hელიცობაცტერ პყლორი-თ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია ინფიცირებული. ზოგჯერ მწვავე გასტრიტი მარტივი ჰერპესის ვირუსისა და ციტომეგალოვირუსის ზემოქმედების შედეგია. ცნობილია სხივური თერაპიის დროს მწვავე გასტრიტის განვითარების შემთხვევებიც. საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები მწვავე გასტრიტს ყოველთვის არ იწვევს. საბედნიეროდ, რისკფაქტორთა კონტროლის გზით გასტრიტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისთვის უნდა შევიცვალოთ ცხოვრების წესი: ვერიდოთ ალკოჰოლს, თამბაქოს, ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების უკონტროლო მიღებას.

  • როგორ მკურნალობენ

მწვავე გასტრიტს, გამომწვევი ფაქტორისა და სიმძიმის კვალობაზე, სხვადასხვანაირად მკურნალობენ.

  • ანტიბიოტიკები

ჰელიკობაქტერიული ინფექციით გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს აუცილებელია ანტიბიოტიკები. ექიმმა უნდა დანიშნოს სათანადო კურსი, რომელსაც პაციენტი ზედმიწევნით გაივლის. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ინფექციის მოსპობა და მისი განმეორების თავიდან აცილება. ჰელიკობაქტერიით გამოწვეული გასტრიტის დროს უმეტესად 2 ანტიბიოტიკი ინიშნება და მათი მიღება 10-14 დღე გრძელდება. შესაძლოა ამოქსიცილინის, კლარითრომიცინის, მეტრონიდაზოლის, ტეტრაციკლინის გამოყენება. დამატებით ინიშნება ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო ეფექტის მქონე მჟავას დამთრგუნველი საშუალებები.

მწვავე გასტრიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდია კუჭის მჟავა წვენის პროდუქციის დაქვეითება. საამისოდ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ჰისტამინის რეცეპტორების ანტაგონისტებს იყენებენ. ამ წამლებს მწვავე გასტრიტის თავიდან ასაცილებლადაც უნიშნავენ, განსაკუთრებით - სტაციონარში მწოლიარე პაციენტებს, რომლებიც მძიმე დაავადებას ან ტრავმას მკურნალობენ, ანდა ეს-ესაა გაიკეთეს ოპერაცია.

გასტრიტის ეფექტური მკურნალობისათვის მოწოდებული პროტონული ტუმბოს ინჰიბიოტორებია:

  1. ესომეპრაზოლი;
  2. ლანსოპრაზოლი;
  3. ომეპრაზოლი;
  4. პანტოპრაზოლი;
  5. რაბეპრაზოლი.

H2 რეცეპტორების ბლოკერებია:

  1. ციმეტიდინი;
  2. ფამოტიდინი;
  3. ნიზატიდინი;
  4. რანიტიდინი.

თუ მწვავე გასტრიტის ფონზე ფაღარათი ან ღებინება განვითარდა, შედეგიანი მკურნალობისთვის შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს სითხისა და ელექტროლიტების დანაკარგის შევსება. მძიმე შემთხვევებში, მაგალითად, კუჭიდან სისხლდენისას, პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ.

  • გართულებები

მწვავე გასტრიტი გართულებებს იშვიათად იწვევს. უფრო მაშინ, თუ მკურნალობა დაგვიანდა. ასეთ დროს მოსალოდნელია:

  1. კუჭიდან სისხლდენა;
  2. კუჭის კიბოს რისკის მომატება (H. pylori-T გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს);
  3. კვებიერების დაქვეითება უმადობის და დისკომფორტის გამო;
  4. კუჭის წყლულის პერფორაცია;
  5. შემაწუხებელი ტკივილი და დისკომფორტი;
  6. ინფექციის გავრცელება;
  7. კუჭის წყლული (H. pylori-T გამოწვეული მწვავე გასტრიტის დროს).

  • დიეტა

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა რჩევის თანახმად, გასტრიტის სიმპტომების შესუსტებაში შესაძლოა დაგვეხმაროს ბოჭკოთი მდიდარი საკვები - პარკოსნები, მარცვლეული, კარტოფილი, შვრია, ბარდა, ასევე - ვაშლი, ნიახური, შტოში, ხახვი და ნიორი. ისინი მდიდარია ფიტონციდებით და შესაძლოა შეაჩერონ ჰელიკობაქტერიის გამრავლება. ჰელიკობაქტერიის დათრგუნვაში შესაძლოა დაგვეხმაროს პრობიოტიკებიც. პრობიოტიკებით მდიდარია იოგურტი. მისი ხანგრძლივი გამოყენება ამცირებს გასტრიტის აღმოცენების რისკს.

  • რას უნდა ვერიდოთ

კუჭის გამაღიზიანებელი საკვები ინდივიდუალურია, ამიტომ დღეს სპეციალისტები თავს არიდებენ საყოველთაო დიეტაზე საუბარს და გვირჩევენ, ვერიდოთ პირადად ჩვენთვის სარისკო საკვებს. უმრავლესობისთვის ასეთია ცხარე სანელებლები, მჟავე სოუსები, შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლიანი სასმელები.

  • პროფილაქტიკა

გასტრიტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად გვირჩევენ, საკვები მცირე ულუფებად მივირთვათ, ვერიდოთ პომიდორს, ტომატს, ციტრუსს - ეს საკვები ხელს უწყობს კუჭის მჟავა წვენის სეკრეციას. თუ ტკივილგამაყუჩებლების მიღება აუცილებელია, უპირატესობა მივანიჭოთ აცეტამინოფენს (პარაცეტამოლი) და შეძლებისდაგვარად უარი ვთქვათ ასპირინსა და სხვა არასტეროიდებზე.

  • გვჭირდება თუ არა ექიმის დახმარება

მართალია, ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ გასტრიტის დროს რეკომენდებულ დიეტასა და მედიკამენტებზე, მაგრამ თუ გგონიათ, რომ მწვავე გასტრიტი გაქვთ, ჯობს დროულად მიმართოთ ექიმს. მართალია, დიეტით სიმპტომებს შეამცირებთ, მაგრამ დიეტა წამლების ალტერნატივა არ არის; სათანადო მკურნალობა კი მხოლოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს.

კომენტარები (2)
Bozishviliviko
Bazari araa magari informaciaa shechema
თარიღი : 20-11-2016
ნონა მეფარიშვილი
სამი წლის ბავშვს აქვს გასტრიტი ერთი წელია ვმკურნალობ დიეტაზე მკავს მაგრამ არ მაქვს შედეგი როგორ მოვიქცე სად მივიკვანო დზან გტხოვტ დამეხმარეტ
თარიღი : 18-08-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მწვავე გასტრიტი - რა იწვევს, როგორ ვლინდება და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები