/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

გიპასუხებთ გასტროენტეროლოგი

გიპასუხებთ გასტროენტეროლოგი
მკითხველის შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია.

.

  • კუჭის მოქმედებამდე ორიოდე წუთით ადრე და კუჭის მოქმედების დროს მეწყება თავბრუხვევა და ჰაერის უკმარისობა. რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცე?

- მოდი, მცირე შესავლით დავიწყოთ, რადგან მსურს, თქვენი ჟურნალის თითოეული მკითხველი გულისყურით მოეკიდოს საკუთარ ჯანმრთელობას. კუჭის მოქმედება და ამ დროს განხორციელებული ჭინთვები მეტად რთული პროცესია. მკითხველისათვის გასაგები ენით რომ ავხსნა, მოკლედ მოგახსენებთ: წარმოიდგინეთ, რომ კუჭის მოქმედების დაწყებისას და დეფეკაციის (საკვების მოუნელებელი ნარჩენებისაგან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლის) დროს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის თითქმის მთელი მასა ქვემოთ, ნაწლავებისკენ ჩადის, რის გამოც სხვა ორგანოები სისხლის ნაკლებობას განიცდის. ჯანმრთელი ადამიანისათვის ასეთი რამ საშიში არ არის, მაგრამ ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულს საქმე შესაძლოა გაურთულდეს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენში, დაბალი სამედიცინო კულტურიდან გამომდინარე, ხშირია ე. წ. ფარული დაავადებები - ადამიანს დიდხანს აწუხებს, ვთქვათ, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, მცირე სისუსტე, მაგრამ ექიმთან მისვლა აზრადაც არ მოსდის, მეტიც - ხშირად მეზობელ-ნათესავების რეკომენდაციებით შინვე მკურნალობს. მესმის, რომ ბევრს ფინანსური პრობლემა აკავებს, მაგრამ უმნიშვნელო სიმპტომებით გამოხატული ზოგიერთი დაავადება იმდენად საშიშია, რომ სჯობს, ყველაფერი გვერდზე გადადოთ და პროფესიონალ ექიმს ესტუმროთ.

მართალია, შეკითხვიდან არ ჩანს, მაგრამ სავარაუდოდ, ავტორს შეკრულობა აწუხებს. შეკრულობის შემთხვევაში დეფეკაციის, ჭინთვის დროს ოთხ-ხუთჯერ ხშირია ინსულტის (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა, რასაც თან სდევს უეცარი გულისწასვლა და დამბლა) და ინფარქტის განვითარების რისკი. მოსალონდელია ასევე თავის ტვინის იშემია (სხეულის გარკვეული უბნის, ორგანოს ადგილობრივი სისხლნაკლებობა).

თავბრუ, ცივი ოფლი, სიფერმკრთალე და ჰაერის უკმარისობა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ფარული სისხლდენის შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს. მის ამოცნობაში დაგეხმარებათ:

  • განავლის ფერი - სისხლდენის დროს იგი შავი ხდება.
  • კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანია ყავისფერი (ყავის ნალექის ფერი) მასებით ღებინება.

ამ ნიშნების შემჩნევისთანავე აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება და კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ განავალს შავ ფერს აძლევს ელენთის, ღვიძლის კერძები, ჭარხალი, ალუბალი, ზეთისხილი. ზოგიერთი აირების დაგროვების გამო თვითნებურად სვამს გააქტიურებულ ნახშირს - განავლის სიშავის მიზეზი ესეც შეიძლება იყოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

და მაინც, ექიმის კონსულტაცია ყველა საეჭვო შემთხვევაში აუცილებელია. შეკრულობის დროს დეფეკაციისას თავბრუხვევა კისრის ოსტეოქონდროზის ერთ-ერთი ნიშანიც არის. ასეთ შემთხვევაში ნევროლოგის კონსულტაციაა საჭირო. შეკითხვაში ჩამოთვლილი ნიშნები ზოგჯერ დაბალწნევიანებსაც შეიძლება განუვითარდეთ. მოკლედ, მიზეზი ბევრია, ზოგიერთი მათგანი - საკმაოდ სერიოზულიც.

კითხვის ავტორს ვურჩევ, მიაკითხოს უბნის ექიმს, უფრო სწორად, ოჯახის ექიმს, რომელმაც კარგად იცის სხვადასხვა დაავადების სიმპტომატოლოგია. სწორედ მან უნდა დასვას სავარაუდო დიაგნოზი, რის შემდეგაც ჩატარდება გაღრმავებული გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა.

  • მაქვს ტიხრიანი ნაღვლის ბუშტი. მუცლის ღრუში, მარჯვენა მხარეს, ნაღვლის ბუშტის გასწვრივ, საზარდულამდე, გამუდმებით მტკივა რაღაც. ზოგჯერ ტკივილი მჟავის შეჭმის შემდეგ მიამდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და რომელი სპეციალობის ექიმს მივმართო?

ასევე დაგაინტერესებთ
რეკომენდებულია შეკრულობისა და უმადობის დროს - ყვავილოვანი კომბოსტოს სამკურნალო თვისებები
როგორ უნდა ამოიცნოთ ნაღვლკენჭოვანი დაავადება ბავშვებში და როგორია მისი ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე გზა?

- რაკი მკითხველმა ტიხრიანი ნაღვლის ბუშტი ახსენა, ე. ი. ექოსკოპიური გამოკვლევა უკვე ჩაუტარებია. ეს დიდი შეცდომაა. მუცლის მარჯვენა ზედა მეოთხედში ტკივილის არსებობისას ბევრი დამოუკიდებლად წყვეტს ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებას. სჯობს, ეს გამოკვლევა სპეციალისტმა დაგინიშნოთ. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ. ჯერ ერთი, მუცლის ღრუში წარმოქმნილი ნებისმიერი სახის ტკივილის დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სხვაგვარად შესაძლოა ძვირფასი დრო დაიკარგოს და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მეორე - მუცლის მარჯვენა მხარეს ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება ხშირად კუჭის ამა თუ იმ პათოლოგიის ბრალია. ასეთ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე ექოს გადაღება თანხის ქარისთვის გატანებას ნიშნავს. კითხვის ავტორი მიუთითებს, რომ მჟავე შვებას ჰგვრის. იქნებ "ტიხრიან ნაღვლის ბუშტთან" ერთად დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტთან გვაქვს საქმე? არ არის გამორიცხული, თვითონ ნაღვლის ბუშტი სულაც არ იყოს დამნაშავე. ასე რომ, დიაგნოზის დასაზუსტებლად პაციენტმა თავდაპირველად ოჯახის ექიმს უნდა მიმართოს, რომელიც სავარაუდო ან საბოლოო დიაგნოზს დასვამს ან გასტროენტეროლოგთან თუ ქირურგთან კონსულტაციას გირჩევთ.

  • როგორ ვუმკურნალო ნაღველკენჭოვან დაავადებას (კენჭი ზომით 15 მმ-ია)? თუ არსებობს რაიმე ბალახი ან წამალი, რომელიც მას დაშლის და გამოდევნის?

- ნაღველკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა მთელ მსოფლიოში. მარტო აშშ-ში მოსახლეობის 10%-ია დაავადებული ამ ტიპის ქოლეცისტიტით და წელიწადში იქ 500 000-მდე ოპერაცია კეთდება. სამკურნალო ბალახების შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ. სამაგიეროდ, არსებობს პრეპარატები ურზოფალკი და ხენოფალკი, რომლებიც ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად გამოიყენება. ეს წამლები მეცნიერებმა ხალხურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნეს. "ურზო" დათვს ნიშნავს. დათვის ნაღველს ტიბეტურ მედიცინაში მრავალი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ ღვიძლისმიერი დაავადებების სამკურნალოდ. ტექნოლოგიების დახვეწის შემდეგ სპეციალისტებმა სინთეზურად შექმნეს დათვის ნაღველი და მედიცინაში მისი გამოყენება დაიწყეს. ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭები ორი სახისაა: ქოლესტერინული (რბილი) და კალცინირებული (გაკირული).

დიაგნოზის დასაზუსტებლად ექოსკოპიასთან ერთად კარგია რენტგენის გადაღებაც. თუ კენჭი რენტგენოგრამაზე გამოჩნდა, ამ წამლების მეშვეობით მისი დაშლა შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ეს გაკირული კენჭებია. რბილი, ქოლესტერინული კენჭები რენტგენით არ ჩანს. მათი არსებობისას ერთ-ერთი ზემოთ ნახსენები წამლის დანიშვნაა მიზანშეწონილი. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ წამლებმა, სამწუხაროდ, ნაკლებად გაამართლა ჩვენი იმედი. ნაღველკენჭოვანი დაავადების მკურნალობის ოქროს სტანდარტად ჯერჯერობით ქირურგიული ოპერაცია რჩება.

კომენტარები (3)
რუსა
მაწუხებს გახშირებული ბოყინი,გულძმარვა (ტუ ცხელი ჩაი არ დავლიე)კჭის ტკივილი არ მაწუხებს,მაქვს ნაღველ-კენჭოვანი ქოლეცისტიტი,ბოყინი მაწუხებს იმდენად ვფიქრობ ნუთუ საიდან ამოდის ამდენი ჰაერი,რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თარიღი : 02-10-2016
მეკო
გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ 18წლის ბიჭს რომელსაც არფერი აწუხებს ანუ ტკივლი,არც არფერი მუღია მწვანე შეფერილობის რატომ უნდა ქონდეს მწვანე მკვეთრი მწვანე ფეკალური მასა,ჩვეულებრივი არნაირი ლორწო ან სხვა. მადლობთ
თარიღი : 04-04-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გიპასუხებთ გასტროენტეროლოგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები