ათეროსკლეროზი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი

დღეს ყველამ კარგად იცის, რომ სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა. ის სისხლძარღვთა კედლებში ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება. მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია. ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოთათვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია. ათეროსკლეროზი კარგა ხანია მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ინტერესისა და სერიოზული კვლევების საგანს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, მასთან დაკავშირებული მრავალი კითხვა ჯერ კიდევ მოითხოვს პასუხს. დღეს შევეცდებით ამ პროცესთან დაკავშირებული

საკითხების შესახებ ვისაუბროთ.

რატომ ვითარდება ათეროსკლეროზი?
არსებობს ათეროსკლეროზის მრავალი მიზეზი. მათ სხვანაირად ათეროსკლეროზის რისკფაქტორებს უწოდებენ. სიტყვა "რისკფაქტორი" აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ზრდიან ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკს. დაავადების მრავალფეროვანი მიზეზი პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება

დავყოთ: რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია ანუ არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები და რისკფაქტორები, რომელთა შეცვლაც ჩვენს მონდომებასა და ნებისყოფაზეა დამოკიდებული ანუ მოდიფიცირებადი რისკფაქტორები. ათეროსკლეროზის არამოდიფიცირებადი რისკფაქტორებია:

  • ასაკი. ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მაღალია ათეროსკლეროზის რისკი. ამის გამო ხშირად ათეროსკლეროზს სიბერის თანმხლებ მოვლენად განიხილავენ. ცნობილია, რომ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილება განსაზღვრული ასაკის შემდეგ თითქმის ყველას აღენიშნება. ათეროსკლეროზის რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.
  • სქესი. ის ათეროსკლეროზის აღმოცენების დამოუკიდებელი რისკფაქტორია. მამაკაცებს ათეროსკლეროზი 10 წლით ადრე ეწყებათ და 50 წლამდე მისი განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობა აქვთ. ეს განსხვავება 50 წლის შემდეგ ქრება, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებსა და ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების - დამცავი როლის შესუსტებასთან არის დაკავშირებული.
  • გენეტიკური განწყობა კიდევ ერთი არამოდიფიცირებადი ფაქტორია. ათეროსკლეროზის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის გენეტიკაშიც ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმაა დადასტურებული. მიჩნეულია, რომ სწორედ გენეტიკური განწყობაა ათეროსკლეროზის შედარებით ნაადრევად, 50 წლამდე, დაწყების მიზეზი. 50 წლიდან კი მემკვიდრეობა ნაკლებ როლს ასრულებს.


ათეროსკლეროზის მოდიფიცირებადი რისკფაქტორები
საბედნიეროდ, ათეროსკლეროზის გამომწვევი მრავალი ფაქტორი შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ამისთვის საჭიროა ან ცხოვრების წესის შეცვლა, ან მედიკამენტური მკურნალობა. ასეთ ფაქტორთა შორის უნდა დავასახელოთ:

  • თამბაქოს წევა. ეს მავნე ჩვევა ზრდის დაავადებათა მთელი  წყების, მათ შორის - ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის, გულის იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას. თამბაქოს წევის გამო ათეროსკლეროზის სწრაფი პროგრესირება სისხლძარღვებზე თამბაქოს კვამლში არსებული კომპონენტების ნეგატიურ ზემოქმედებასთან არის დაკავშირებული.
  • არტერიული ჰიპერტენზია. ის ათეროსკლეროზის განვითარების დამოუკიდებელი ფაქტორია. არტერიული წნევის აწევის ფონზე იმატებს ცხიმებით არტერიების კედლების ინფილტრაცია, რაც ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. თავის მხრივ, ათეროსკლეროზიც ზრდის არტერიული წნევის მატების რისკს არტერიების ელასტიკურობის დაქვეითების გამო.
  • სიმსუქნე. იგი ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია და, ამავე დროს, ზრდის არტერიული ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს. შაქრიანი დიაბეტი, თავის მხრივ, 4-7-ჯერ ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას. ათეროსკლეროზის მაღალი რისკი შაქრიანი დიაბეტის ფონზე ცხიმების ცვლის დარღვევას უკავშირდება. სწორედ ის არის შაქრიანი დიაბეტის დროს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახე და სისხლძარღვთა ათეროსკლეროზულ ცვლილებებს განაპირობებს.
  • დისლიპიდემია ანუ ცხიმების ცვლის დარღვევა. ის ათეროსკლეროზის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ზემოთ დასახელებული ფაქტორების უმრავლესობა თავის დამაზიანებელ ზემოქმედებას სწორედ დისლიპიდემიის მეშვეობით ახორციელებს. ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეგრეთ წოდებული "ცუდი" ქოლესტერინის ანუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატება.
  • არასწორი კვება ცხოველური ცხიმებისა და კალორიების მაღალი შემცველობით, რომელიც აჩქარებს ათეროსკლეროზის პროგრესირებას.
  • ცხოვრების უმოძრაო წესი ანუ ჰიპოდინამია ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის აღმოცენების მნიშვნელოვანი ფაქტორია. უმოძრაობა ხელს უწყობს ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლის დარღვევას, ეს კი ზრდის დასახელებული დაავადებების რისკს.
  • ინფექცია - შედარებით ახალია თეორია ათეროსკლეროზის აღმოცენებაში ინფექციის მნიშვნელობის შესახებ. მან აღმოცენებისთანავე მიიპყრო ყურადღება. ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად ათეროსკლეროზის სწრაფი პროგრესირების მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ქლამიდიური და ციტომეგალოვირუსული ინფექცია. ამ მტკიცების სასარგებლოდ მეტყველებს ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმით დაავადებულ პაციენტებში სისხლში ანტისხეულების მაღალი ტიტრი აღნიშნული ინფექციების წინააღმდეგ.


ათეროსკლეროზის გამომწვევი ფაქტორების დეტალური ცოდნა აუცილებელია, რათა ჩატარდეს დაავადების სათანადო პროფილაქტიკა და მკურნალობა, შეფერხდეს მისი პროგრესირება. პროფილაქტიკის თვალსაზრისით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოდიფიცირებად რისკფაქტორებზე ყურადღების გამახვილება. ზოგიერთი მათგანის თავიდან ასაცილებლად საკმარისია ცხოვრების წესის, კვების რეჟიმის შეცვლა, ხოლო ზოგ შემთხვევაში დახმარებას მედიკამენტური მკურნალობა გვიწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი არამოდიფიცირებადი რისკფაქტორები, როგორებიც არის ასაკი, სქესი და გენეტიკა, ათეროსკლეროზის მიზეზთა მხოლოდ ნაწილია. დაავადების აღმოცენებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ მოდიფიცირებადი რისკფაქტორები ასრულებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მათი ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირება.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
დიაბეტური ვიტამინი-30აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
ვენების დაავადებები საზოგადოების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური
სისხლძარღვების პათოლოგიები შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა ინვალიდობის, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი საყურადღებო მიზეზია.
ექიმ კომოროვსკის რეკომენდაციებიდან გთავაზობთ ვარიკოზის საპროფილაქტიკო რამდენიმე რჩევას.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად