მყავს ერთი კვირის ჩვილი ,როდიდან შეიძლება გარეთ გავასეირნო და რამდენ ხანს?მყავს ორი ბავშვი დადიან ბაღში და როგორ დავიცვა პატარა ვირუსისგან,რას მირჩევთ?მადლობა
-გამარჯობა, ბავშვს აქვს ენაზე თეთრი ნადები დიდი ხანია შიგადაშიგ იტკიებს ფეხის კუნთებს, არის 10 წლის გოგო, სისხლის ანალიზი რამდენჯერაც ავიღე კარგი აქვს რისი ბრალი შეიძლება იყოს ნადები? რა გამოკვლევა ჩავიტარით, როგორც ვიცი არ არის ნორმა თეთრი ენა
გამარჯობა, მაინტრესებს მოზარდის ზრდა განვითარებაზე თმის სიგრძე მოქმედებს?
გამარჯობა. ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დაყენებისას, ჯანჯაფილს გახეხვის წინ ვთლით თუ გაუთლელად ვხეხავთ? მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა