-გამარჯობა, მაქვს ძალიან ცხიმიანი სახის კანი და სკალპი. ყოველდღიურად ვიყენებ სახის დასაბან საშუალებას, მზისგან დამცავს ცხიმიანი კანისთვის , ასევე მაკიაჟის ტარების დროს ვიყენებ მშრალ პროდუქტებს , ვიფიქსირებ პუდრითაც , მაგრამ , მიუხედავად ამ ყველაფრისა, კანი კვლავ ცხიმიანდება , საშინლად ბზინავს და მაკიჟი თითქოს ,,დნება” სახეზე , განსაკუთრებით ეს პრობლემა შეიმჩნევა მზისგან დამცავის გამოყენებისას , თუმცა მისი რუტინიდან ამოღებაც არ მსურს . ანალოგიურად ხდება თმაზეც , მაქვს შერჩეული ცხიმიანი თმისთვის შამპუნი , მაგრამ ყოველ დღე მაინც დასაბანი ხდება. მაინტერესებს , რისი ბრალი შეიძლება იყოს ,მაგალითად, კვების რაციონს , ცხოვრების სტილს ან ვიტამინების ნაკლებოდბიდან ხომ არ გამომდინარეობს…