-5 წლის გოგოს აქვს მოყვითალო მომწვანო გამონადენი, ყოველდღე ვბან, მეორე პატარასას იგივენაირად ვბან მაგრამ ერთს აქვს ასეთი ფერის ცოტა გამონადენი, მეორეს არაფერი. რა იწვევს? ამასწინათ შარდში ქონდა ნალექი და ბაქტერია და ბისეპტოლით ვუმკურნალეთ, გასუფთავდა შარდიც. ახლა როცა საშოდან აქვს მოყვითალო მომწვანო ფერის გამონადენი- დამენიშნა ბისეპტოლი 120 იანი 2 დილას 2 საღამოს 5 დღის მანძილზე. სხვა არაფერი ჭირდება? ეს შველის ამ პრობლემას?
-გამარჯობა, 3 თვის ბავშვს დღეს პირველად გავუკეთეთ აცრა. მთელი დღე იყი ძალიან კარგად, ეძინა და ჭამდა. ღამის 3 საათისკენ კი აღებინა ძალიან ბევრი და ღებინების დროს სულ გათეთრდა და ტუჩები გაულურჯდა. ძალიან შემეშინდა. (მანამდე 10 წთით ადრე სიცხე გავუზომე არ ჰქონდა) გამოვუძახე სასწრაფოს და სიცხეს უწევდა მაგ დროს ავარაუდოდო და მაგიტომო. გავუზომე და მაგ დროს ჰქონდა 37.5 მაინტერესევს ეს გალურჯება და გათეთრება საშიშია? რატომ დაემართა
-შეიძლება თუ არა ნაადრევ მომწიფებად ჩაითვალოს 7 წლის გოგონასთვის თმის წამოსვლა ბოქვენს ცოტა ქვემოთ.იზრდება ძალიან დიიდი და ვჭრი ხოლმე.დიაგნოზი აქვს ჰიდროცეფალია
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა